წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
ძველი გადმოცემით, რომელიც წმინდა ეფრემ ასურს ჩაუწერია, ასევე ეპიფანეს და დოროთეს მიხედვით, წმინდა იოელი იორდანის გაღმა ოლქიდან იყო და ქალაქ ბეფ-ორენში ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე 800 წლით ადრე. მისი წინასწარმეტყველების წარმოთქმის საბაბად იქცა. გვალვა, რომელიც თავს დაატყდა იუდეას სამეფოს და ურიცხვი რაოდენობის კალია, რომელმაც გაანადგურა მათი მიწები. წინასწარმეტყველის მიხედვით ეს განსაცდელები წინ უსწრებდა და წინა სახე იყო "უფლის დღისა", ანუ იმ დღისა, როცა უფალი მოვა, რათა კაცთა მოდგმა განიკითხოს. ღმერთი უგზავნის ნიშნებს ადამიანებს, რათა მათ შეინანონ: "ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას" (იოელი 2.12-13). ამ მრისხანე წინასწარმეტყველების გარდა წმინდა იოელი გვაუწყებს მომავალ აღმშენებლობას, ღვთის მოწყალების დაბრუნებას, როცა ყოველ სულიერზე სულიწმიდა გადმოვა: ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს. გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი. ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს" (იოელი 2,28-32).
სწორედ კურთხეული დღე დადგა სულთმოფენობისას, და თავის სისრულეს მიაღწევს ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი