წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კ (20), წმიდისა და ღმრთივდიდებულისა ნათლისმცემელისა იოანესი
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კ (20), წმიდისა და ღმრთივდიდებულისა ნათლისმცემელისა იოანესი
"იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება" (ფსალმ.32,1).

ეჰა, დიდებულო ნათლისმცემელო ქრისტესო წმიდაო იოანე, ვითარითამე ქებითა გაქებდე, ღმრთივქებულო, ყოვლადწრფელო და ყოვლისა ქებისა და დიდებისა უმეტესო, რომელი ეგე შვიდითა გვირგვინითა შემკობილი ჰბრწყინავ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა?

1. წინასწარმეტყველებისა ბეჭედო, 2. მოციქულებისა საფუძველო, 3. მოწამეობისა თავო, 4. მონაზონებისა წინამძღვარო, 5. ქალწულებისა ძეგლო, 6. მღვდლობისა მსხვერპლო და თვით ქრისტეს 7. ნათლისმცემელო, რამეთუ ქება შენი ღირსი ჭეშმარიტმან სიტყვამან ღმრთისამან დაამტკიცა, ვითარმედ: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათა, უფროს იოანე ნათლისმცემელისა" (მათე.11,11).

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვაქებდეთ, ვადიდებდეთ და თაყვანის-ვსცემდეთ ზეცისა კაცსა და ქვეყანისა ანგელოსსა იოანეს, შეუდგეთ კვალსა მისსა და ვისმინოთ ჴმაი ღაღადებისა მისისა, რათა სათნო ვეყვნეთ მეუფესა, რამეთუ ნათლისმცემელი რა იშვა გაბრიილის ხარებითა, სამისა წლისა წარიყვანა ანგელოსმან უდაბნოდ, მარადის ილოცვიდა და გულისა სიწმიდითა ღმერთსა ჰხედვიდა.

აწ ჩვენცა, საყვარელნო, ვილოცვიდეთ რა, გონებითა ღმერთსა ვხედვიდეთ და ეკკლესიად რა შევიდეთ, გონებითა ცათა შინა აღვიდეთ და განვიცდიდეთ წმიდათა სიმრავლესა, ღირსთა პატიოსნებასა, მოწამეთა მწყობრსა, მოციქულთა გუნდსა, ყოვლადდიდებულს ნათლისმცემელსა, წმიდათა ანგელოსთა დასსა და უმეტესად კურთხეულსა, ღმრთივშვენიერად ბრწყინვალესა ღმრთისმშობელსა მარიამს, ამათ და ყოველთა განმანათლებელსა და განმაბრწყინვებელსა ღმერთსა და ვევედრებოდეთ გულითა წმიდითა, ვითარცა ბრძანებს: "ნეტარ იყვენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე.5,8).

და ეკკლესიისა გარე რა ვიყვნეთ, ძმანო, გონება ჩვენი ეკკლესიადვე გვაქუნდეს და ღმერთსა ვიხსენებდეთ მარადის, ესეცა ეკკლესიასა შინა დგომად და ლოცვად შეგვერაცხების, რომლისათვის სახეცა მოგითხრა.

რამეთუ იყო მონასტერი შვენიერი, სახელსა ზედა იოანე ნათლისმცემელისასა, შეკრებულნი ძმათა სავსება.

წინამძღვარმან ერთი ძმათაგანი შაბათს მიმწუხრი მორჩილებად წარგზავნა სხვასა ადგილსა. და იწყეს ძმათა ყოველთა ლოცვაჲ ეკკლესიასა შინა. და მღვდელმა რა აკმია, ერთსა ბერსა მუნ მყოფსა არა უკმია, გარნა რომელიცა ძმა წარგზავნილ იყო მორჩილებად, მისსა ადგილსა უკმია.

და ოდეს სრულ იქმნა მწუხრის ლოცვაჲ, მოახსენა წინამძღვარსა ბერმან მან: "უფალო წინამძღვარო, ამას მწუხრსა რიგის მღვდელმან მე არა მიკმია". ხოლო წინამძღვარმან მოუწოდა მღვდელსა მას, ნუუკუჱ გულსა ძვირ აქუნდეს რაჲმე, რომელი დააბრკოლებს საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, და ჰრქუა: "შვილო, რაჲსათვის არა უკმიე ბერსა ამას?" მიუგო მღვდელმან: "შემინდევ, პატიოსანო მამაო, რამეთუ არა ვიხილე ეგე ეკკლესიასა შინა". მაშინ სიტყვა უგო ბერმან: "ვითარ არა ვიყავ ეკკლესიად, რომელ მე არა მიკმივე და მორჩილებად წარგზავნილისა ზედა ძმისა ადგილსა უკმივე?" მიუგო მღვდელმან წინამძღვარსა: "გრწმენინ ჩემი, ღმერთშემოსილო მამაო, მე არა უწყი, თუ ძმა იგი მორჩილებად წარგიგზავნიესთ, გარნა ესე უწყი, რომელ იგი ძმა ეკკლესიასა შინა ვიხილე თვისსა ადგილსა მდგომარედ და უკმივე. ხოლო ესე ბერი არა მიხილავს მუნ და მისთვის არა უკმივე".

მაშინ ღმრთისა მიერ გამოეცხადა ღირსსა მას წინამძღვარსა და ჰრქვა ბერსა მას: "შვილო, თუმცა შენ ეკკლესიასა შინა ჰსდეგ, გარნა გონება შენი სხვასა საქმესა შეექცეოდა და ღმერთმან ესრეთ შეგირაცხა, ვითარცა არა მუნ მყოფი, ხოლო ძმა იგი მორჩილებად წარგზავნილი გონებითა ეკკლესიასა შინა იყო და ღმერთმან ესრეთ შეიწირა, ვითარცა მუნ მლოცველი".

და ოდეს მოვიდა ძმა იგი, ჰრქვა მას წინამძღვარმან: "გამოგვიცხადე, ძმაო, თუ რასა იტყოდი სლვასა შენსა, ანუ სადა იყავ გონებითა". ხოლო მან ჰრქუა: ღმრთივსულიერო მამაო, პირითა მარადის ამას ვიტყოდი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" და გონებითა ჩემითა ეკკლესიასა შინა ვიყავ თქვენთანა მლოცველად. მაშინ ბერმანცა მან შეინანა და აღიარა მეტყველმან: "შემინდევ, წმიდაო მამაო, რამეთუ ეკკლესიასა შინა რა ვსდეგ ჴორცითა, გარნა გონებითა გარეშე საქმეთა ვიწვრთიდი".


ისმინეთ, საყვარელნო პატიოსანნო მსმენელნო, თუ ვითარ გამოაცხადა ღმერთმან, რომელ გონებისა ხედვა ეკკლესიაობად შეიწირა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, ძმანო, ეკკლესიასა შინა რა ვსდგეთ ჴორცითა, ხოლო გონებითა წინაშე ღმრთისა ზეცისა საკურთხეველსა წარვსდგეთ და სადაცა ვიყვნეთ, მარადის ღმერთსა ვხედვიდეთ, ვითარცა წერილ არს: "წინასწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს მარადის, რათა არა შევიძრა" (ფსალმ.15,8), და ვზრახვიდეთ გონებითა წმიდითა, გინა თუ ჴელით რასამე ვიქმოდეთ, ანუ თუ გზასა სადამე ვიდოდეთ, ხოლო პირითა დაუცხრომელად ვიტყოდეთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". და ლოცვად შეგვერაცხების.

და ყოვლითა სათნოებითა შემკობილ ვიყვნეთ: სიმდაბლითა, სიმშვიდითა, მარხვითა, მოთმინებითა, სიწმიდითა, სიყვარულითა, სიმართლითა, მოწყალებითა, ეკკლესიათა შეწირვითა, მღვდელთა პატივისცემითა, მეფეთა მორჩილებითა, მშიართა გამოზრდითა, შიშველთა შემოსვითა, ქვრივთა და ობოლთა შეწევნითა, ცოდვათა სინანულითა, კრძალულებით ზიარებითა და ყოვლითა კეთილითა საქმითა, რომელ ესე არიან, კვალსა ნათლისმცემლისასა შედგომა, და ტკბილისა ჴმისა მისისა სმენაჲ; და მაშინ ჩვენსაცა ჴმასა ისმენს იგი ყოვლადნეტარი, ოდესცა ესრეთ ვილოცვიდეთ:

ჵ, ყოვლადდიდებულო ნათლისმცემელო იოანე, ღმრთივშვენიერო ჴმაო სიტყვისა ღმრთისაო, ისმინე ჴმა ლოცვისა და ვედრებისა ჩვენისა და მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა, რათა მოგვმადლოს სიწმიდით და სიმართლით მოქალაქობა, ლოცვით და მარხვით წარმატება, სულით და ჴორცით უვნებელობა, მოწყალებით და სიტკბოებით განათლება, ღმრთისა და მოყვასისა სიყვარულითა ამაღლება და ყოველთავე მართლმადიდებელთა სასუფევლისა დამკვიდრება, დიდებულებისა შენისა ხილვა, მართალთა თანა განსვენება, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, მადლობა, გალობა და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat