წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ჱ (8), ღმრთივგვირგვინოსნისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა მარიამისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ჱ (8), ღმრთივგვირგვინოსნისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა მარიამისა
"უფალმან ჰსცეს სიტყვა, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა" (ფს.67,12).

გაბრიილ მთავარანგელოსისა სიტყვასა ბრწყინვალედ გახარებთ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, მეტყველნი:

გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა.
ა. გიხაროდენ, მამისა ასულო.
ბ. გიხაროდენ, ძისა დედაო.
გ. გიხაროდენ, სულისა წმიდისა სძალო და კაცობრივ უსძლოო.

1. გიხაროდენ, უზესთაესო სერაფიმთაო.
2. გიხაროდენ, უპატიოსნესო ხერუვიმთაო.
3. გიხაროდენ, უდიდებულესო საყდართაო და განმაბრწყინვებელო ზეცისა მხედრობათაო.

1. გიხაროდენ, სადიდებელო უფლებათა მიერ.
2. გიხაროდენ, სანატრელო ძალთა მიერ.
3. გიხაროდენ, საქებელო ჴელმწიფებათა მიერ და განმანათლებელო უსხეულოთაო.

1. გიხაროდენ, დიდებაო მთავრობათაო.
2. გიხაროდენ, შვენიერებაო მთავარანგელოსთაო.
3. გიხაროდენ, შვებაო ანგელოსთაო და სიხარულო ყოველთა ზეცისა დასთაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, მოვედით პატივს ვსცემდეთ ქებითა და შესხმითა სულიერითა პატივცემულსა ღმრთისაგან ქალწულსა მარიამს, რამეთუ ღმერთმან, რომელმან სჯულ-უდვა კაცთა პატივისცემა მშობელთა, ესე მცნება თვისი ქრისტემან ღმრთივშვენიერად აღასრულა და ესრეთ პატივი სცა დედასა თვისსა, ყოვლადვე ღირსსა ყოვლისა პატივისასა, რომელი აღამაღლა უფროს ყოველთა ზეცისა ძალთა და მარჯვენით თვისსა დიდებისა მდგომარე-ჰყო ღმრთივბრწყინვალედ გვირგვინოსანი, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: "დაჰსდგა დედოფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად" (ფს.44,10).

აწ ჩვენცა პატივს ვსცემდეთ, საყვარელნო, დედასა ღმრთისასა და დედოფალსა ჩვენსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა მარიამს და შევსწირვიდეთ გულითა წმიდითა ნაყოფსა ბაგეთასა და ვიტყოდეთ:

1. გიხაროდენ, მარიამ, სამოთხეო პირმეტყველო.
2. გიხაროდენ, ტაძარო, ღმრთისა სამკვიდრებელო.
3. გიხაროდენ, წმიდისა წმიდათა უწმიდესო.
4. გიხაროდენ, ტრაპეზო ყოვლადწმიდაო, საიდუმლოთა მტვირთველო.
5. გიხაროდენ, წიგნო სიტყვიერო, მახარობელო მშვიდობისაო.
6. გიხაროდენ, ფეშხუმო, მტვირთველო ტარიგისა ღმრთისაო.
7. გიხაროდენ, ბარძიმო განზავებულო სისხლითა კრავისათაო.
8. გიხაროდენ, საკვირველებაო ყოველთა ზეცისა ძალთაო.
9. გიხაროდენ, მამისა მიმართ შეწირულო.
10. გიხაროდენ, ძისა მიერ საყვარელო.
11. გიხაროდენ, სულისა წმიდისა სავანეო.
12. გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ გვირგვინოსანო; გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

ესევითარითა შესხმითა სულიერითა პატივს ვსცემდეთ, საყვარელნო ქრისტესნო, დედასა ღმრთისასა და დედოფალსა კაცთასა ქალწულსა მარიამს, ზესთა კურთხეულსა და ზესთა დიდებულსა, რამეთუ მის მიერ, ვითარცა ვარსკულავნი ურიცხვნი, საკვირველნი სასწაულნი იქმნებიან და ვითარცა მზისა შარავანდედი, ყოველთა კიდეთა განაბრწყინვებს სიწმიდითა ელვარებისა თვისისათა და ყოველთა სარწმუნოებით მისდა მვედრებელთა მსწრაფლ შემწე არს და განმათავისუფლებელ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რომლისათვისცა მრავალთაგან ერთი მოგითხრა, რათა სცნათ ძალი სიწმიდისა მისისა და ადიდოთ საკვირველებათა მისთა დიდებულება.

იყო ვინმე კაცი ღმრთისმოშიში და სათნოებითა შემკული, რომელსა უზესთაეს ტრფიალებითა გულისათა და მხურვალითა სურვილითა სულისათა უყვარდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ქალწული მარიამ და სიყვარულითა მისითა მარადის ჰყოფდა ღმრთივშვენიერთა სათნოებათა კეთილითა გონებითა და დღე ყოველ გულითა წმიდითა ილოცვიდა საყვარელისა მიმართ თვისისა ღმრთისმშობელისა და ყოვლისა პირველ შესწირვიდა ოცდაოთხსა მუხლსა ქებასა აკათისტოსა (რომელ არს დაუჯდომელი) და ლოცვისა მის მადლი მფარველ ექმნებოდა ოცდაოთხთა ჟამთა დღისა და ღამისათა და განარინებდა ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ჴორციელთა.

და იყო კაცი იგი მოყვარე ღმრთისა დედისა ჴელოვნებით მხატვარი და სადაცა დახატის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, ფერჴთა ქვეშე მისთა დაუსახის ეშმაკი, რათა რომელმან პირველი ევაჲ აცთუნა, აწ მარიამის მიერ დათრგუნვილად აღმოსჩნდეს, ვითარცა გველი და ღრიანკალი. და მისთვის ეშურებოდა დასაბამითგანვე მოშურნე ეშმაკი კაცსა მას ყოვლადდიდებულისა ქალწულისა მსასოებელსა და მრავალგზის განსაცდელი შეემთხვივის, გარნა ვერარაჲ უძლის ვნებად მისდა, რამეთუ ვითარცა ზღუდე მტკიცე, შეუალი მტერთაგან, აქუნდა ლოცვა იგი დაუჯდომლისა და ჰსთქვის რა: "შემეწიე, ღმრთისმშობელო", მყის განთავისუფლდის ყოველთაგან განსაცდელთა.

დღესა ერთსა აღიყვანეს მხატვარი იგი სართულსა დიდისა ეკკლესიისასა, რათა მუნ დახატოს სახე ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და ვითარცა ხატვიდა მჯდომარე ფიცართა ზედა, მაშინ მოვიდა კეთილის მოძულე ეშმაკი, შეარყივნა ფიცარნი იგი და ქვე შთამოყარნა, ენება რათამცა, ჵმე, დააკვეთა კაცი იგი მოყვარე ღმრთისმშობელისა. ხოლო მან ჴმა-ჰყო: "შემიწყალე, ყოვლადუბიწოო დედოფალო!" ეჰა საკვირველებათა შენთა, ყოვლადსახიერისა ღმრთისა დედაო მარიამ, რამეთუ მყის-თანად მის მიერ დახატულმან ხატმან ღმრთისმშობელისამან მარჯვენითა ჴელითA იპყრა მკლავი მხატვრისა მის და ესრეთ მყოვარ ჟამ ეპყრა ჰაერსა შინა სიმაღლესა ეკკლესიისა სართულისასა, ვიდრემდის მიართვეს კაცთა კიბეჲ და ფიცარნი და ყოვლითურთ უვნებელი განთავისუფლდა მხატვარი იგი და ადიდებდა ღმრთივდიდებულსა ღმრთისმშობელსა ქალწულსა მარიამს.

ესე საკვირველება ჰქმნა ღმრთისმშობელმან ლოცვისა მის ძლით დაუჯდომელისა და იხსნა მარადღე ქებით მადიდებელი მისი, რათა უმეტესითა სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყვარულითა ადიდებდეს ანგელოსთა და კაცთაგან დიდებულსა ღმრთივპატივცემულსა ქალწულსა მარიამს და მსმენელნი ამის სასწაულისანი ჰბაძვიდენ კეთილსა გულმოდგინებასა კაცისა მის ღმრთისასა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და ღმრთისმშობლის მოსურნენო, ჩვენცა შევიყვაროთ ღმრთისა მიერ საყვარელი, სამგზის სანატრელი ყოვლადწმიდა ქალწული მარიამ ღმრთისმშობელი და მარადღე შევსწირვიდეთ ქების-მეტყველებასა მას სათნოსა მისსა ლოცვასა დაუჯდომელისასა და პატივს ვსცემდეთ დღესასწაულთა მისთა სანთლითა, საკმეველითა და შესაწირავითა და აღვამაღლებდეთ მაღლისა მხედრობათა უმაღლესსა სახელსა მისსა თაყვანისცემითა, რამეთუ ღმრთივშვენიერისა სახელისა მისისა ხსენებაჲ, ვითარცა მანანაჲ, დაატკბობს სასასა ჩვენსა უფროის თაფლისა გოლეულისა

და მოვიგოთ, საყვარელნო, ქალწულება ხუთ საგრძნობელთა:

1. თვალნი ღმრთისა ხედვითა განათლებულნი.
2. სასმენელნი საღმრთოსა სიტყვითა განპოხებულნი.
3. საყნოსელნი სულისა მადლითა განშვენებულნი.
4. ჴელნი მოწყალების მიცემად განმარტებულნი და,
5. პირი ქალწულისადმი მღაღადებელი.

1. გიხაროდენ, წინასწარმეტყველთაგან მოსწავებულო.
2. გიხაროდენ, მოციქულთაგან ქადაგებულო.
3. გიხაროდენ, მოწამეთაგან აღსაარებულო.
4. გიხაროდენ, მღვდელთმთავართა მიერ დიდებულო.
5. გიხაროდენ, მამათა მიერ პატივცემულო.
6. გიხაროდენ, ქალწულთა მიერ სანატრელო.
7. გიხაროდენ, მონაზონთა სიქადულო.
8. გიხაროდენ, მმარხველთა სიწმიდეო.
9. გიხაროდენ, მოღვაწეთა გვირგვინო.
10. გიხაროდენ, მოწყალეთა საუნჯეო.
11. გიხაროდენ, მართალთა სიხარულო.
12. გიხაროდენ, ყოველთა ქრისტიანეთა სასოო და შესავედრებელო.

შენ შეგივრდებით და გევედრებით, ყოვლადუბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო მარიამ, დედაო დამბადებელისაო, დედოფალო დაბადებულთაო, ანგელოსთაგან სახარულევანო და კაცთა შორის სადიდებელო, განაბრწყინვე ეკკლესიანი, განაშვენე მღვდელობაჲ, განამტკიცე მეფობაჲ, განაძლიერე მხედრობაჲ, განანათლე ქრისტეანობაჲ და ყოველნი შენდა მომართ მსასოებელნი დაგვიფარენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, დაგვიცვენ სოფლისა საცთურთაგან და განგვათავისუფლენ ყოველთა ვნებათაგან, მოგვმადლე მშვიდობით და უვნებლობით ცხოვრება, გულის სიწმიდით ქრისტეს საიდუმლოთა ზიარება, სათნოებით შემოსილნი წმიდასა აღდგომასა მიწევნა და უფროსღა ყოველთა აღდგომასა მარჯვენით კერძო ცხოვართა თანა დგომაჲ, ხოლო სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებულნი დიდებასა და შვენიერებისა შენისა ბრწყინვალებასა ვხედვიდეთ, რათა ვაკურთხევდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ შენსა გვირგვინოსან-მყოფელსა ყოვლადწმიდასა და ყოვლადსაგალობელსა სამებასა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat