წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კბ (22), წმიდისა და ღმრთივქებულისა ნათლისმცემელისა იოანესი
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კბ (22), წმიდისა და ღმრთივქებულისა ნათლისმცემელისა იოანესი
"ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა - სიხარული" (ფსალმ.96,11).

ეჰა, ყოვლადდიდებულო და ღმრთისა მიერ ქებულო ნათლისმცემელო იოანე, შენთვის უკუჱ ჴმობს მამა ძისა მიმართ: "აჰა, ესერა მე წარვავლინო ანგელოსი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი" (მარკ.1,2; ლუკა.7,27). შენთვის იტყვის სული წმიდა: "განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა" (ფსალმ.131,17), რომელსაცა დაამტკიცებს შენთვისვე ჭეშმარიტებისა სიტყვა, ვითარმედ: "იგი იყო სანთელი საჩინო და ბრწყინვალე" (იოანე.5,35).

ეჰა სამებისა მიერ პატივცემულო და გამოცხადებითა მისითა განათლებულო, წინასწარმეტყველთაგან მოსწავებულო და მახარებელთაგან ქადაგებულო, ჴორცთა შინა ანგელოსო, ქადაგო ჭეშმარიტებისაო, სანთელო ყოვლადბრწყინვალეო და მსახურო ქრისტეს ნათლისღებისაო იოანე.

ეჰა, თავო ყოველთა კეთილთაო, ნეტარ არიან თვალნი შენნი, რომლითა იხილე სულიწმიდა;

ნეტარ არიან სასმენელნი შენნი, რომელსა გესმა საღმრთო ჴმა მამისა;

ნეტარ არს პირი შენი, რომლითა ჰზრახევდი სიტყვასა მას ცხოვრებისასა;

ნეტარ არს საყნოსელი შენი, რომელსა მოგეფინა სუნი საღმრთოსა სულნელებისა;

ნეტარ არიან ჴელნი შენნი, რომლითა ჰმსახურე ტარიგსა ღმრთისასა და შეახე თავსა მისსა საუფლოსა.

ჰე, ნანდვილვე ნეტარ ხარ, ნათლისმცემელო, ყოვლად ყოვლითურთ პატივცემულო.

ღმრთივსულიერნო შვილნო წმიდისა ემბაზისანო, თქვენცა ნეტარ ხართ, რომელნი სარწმუნოებით ისმენთ ქადაგებასა მისსა და სასოებით ადიდებთ ნათლისმცემელსა და სიყვარულით პატივს სცემთ ხსენებასა მისსა, ანგელოსსა წმიდასა კაცთა შორის, კაცსა ღმრთისასა ანგელოსთა შორის და უმეტესსა ყოველთა ნაშობთა შორის, იოანეს.

ჰე, ვაქებდეთ, საყვარელნო, კეთილსუნნელსა ყვავილსა სამოთხისასა, ღმრთივბრწყინვალედ შვენიერებასა ეკკლესიისასა, უბიწოსა გვრიტსა უდაბნოსასა, უმანკოსა ტრედსა, ღუმივილით მგალობელსა, ჴმატკბილად მხმობელსა, იადონსა სინანულისა მაუწყებელსა, ცოდვილთა მსასოებელსა, მართალთა განმანათლებელსა და ყოველთა ლოცვათა მსმენელსა, თხრობისა მიერ სულიერისა დაემტკიცოს.

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმრთივშემოსილი, მრავალთა ღვაწლთა თავსმდები სიყვარულისათვის ქრისტესისა, რომელსა ფრიად უყვარდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი და შედგომილ იყო სასოებით მოღვაწებასა დიდებულისა და კეთილმოღვაწისა ნათლისმცემელისა. და სარწმუნოებით ევედრებოდა ღმერთსა. და მისცა თავი თვისი უმეტესსა მარხვასა და ლოცვასა უაღრეს ბუნებისა, და ამას შინა რა ფრიად დაშვრა ნეტარი იგი მამა, დღესა ერთსა იხილა ქვაბსა შინა თვისსა ნათელი ბრწყინვალე თვალთშეუდგამი და მოეფინა სუნი სუნნელებისა მიუთხრობელი და ისმოდა ჴმატკბილი და საწადელი გალობა ანგელოსთა სიმრავლისა და აღივსო სული მისი სიხარულითა სამღთოჲთა და ვერ შემძლებელ იყო განრჩევად თვალთშეუდგამისა ბრწყინვალებისა მის, გარნა მრჩობლ სახილველ იყო ნათელი იგი ღმრთივშვენიერი.

ხოლო გამობრწყინდა ჴმაი ნათლისა მისგან ყოვლადტკბილი და ფრიად საწადელი, ვითარმედ: "მე ვარ მშობელი ქრისტეს ღმრთისა, რომელი-იგი შენ შეიყვარე, და ჩემთანა ესე მყოფი ნათლისმცემელი არს იოანე, ნაშობთა შორის უპირატესი, და ვიხილეთ რა სრული სიყვარული შენი ძისა მიმართ ჩემისა, მოვედით ნუგეშინისცემად შენდა ჭირთა შინა შენთა, რომელნი თავს გისხან ქრისტესთვის".

ესე რა ჰრქუა ყოვლადბრწყინვალემან ღმრთისმშობელმან, მიეფარა თვალთაგან მის ღირსისათა. ხოლო იგი ნეტარი მოეგო თავსა თვისსა და აღივსო გული და გონება მისი უმეტესითა სიხარულითა გამოუთქმელითა, და სიმდაბლითა გულისათა ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა და ჰმადლობდა ყოვლადწმიდასა დედოფალსა და ნუგეშინისმცემელსა მისსა დიდებულსა ნათლისმცემელსა იოანეს.

ისმინეთ, საყვარელნო ღმრთისანო, და შეისწავეთ, თუ ვითარ კეთილ არს სათნოყოფა ღმრთისა და ღირსებით და სიწმიდით პატიოსნება, რომელიცა შეუდგეს კუალსა ნათლისმცემელისასა, მიმყვანებელსა ჭეშმარიტებისა გზასა ცხოვრებისასა. რამეთუ ესრეთ პატივს სცემს ღმერთი აქავე ღირსთა მისთა და პატიოსნისა ცხოვრებისა მომგებელთა და წმიდათა მიერ თვისთა ნუგეშინის სცემს სათნო-ყოფისათვის კეთილმოღვაწეთა. ხოლო მის საუკუნოსა დიდება, პატივი და ბრწყინვალება ვინმე გამოსთქუას, რამეთუ შეუძლებელ არს კაცთაგან.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და ნათლისმცემელისა მსასოებელნო, მოვიგოთ ჩვენცა პატიოსანი და სამღთო მოქალაქეობა, ვიქცეოდეთ სიწმიდით და სიწრფოებით, უმანკოებით და უბიწოებით, მოწყალებით და სახიერებით, სიმდაბლით და სიმშვიდით, მარხვით და ლოცვით.

ხოლო ლოცვასა შინა გონებითა ღმრთისა მიმართ ავმაღლდებოდეთ, კეთილთა მათ ზეცისათა ვიგონებდეთ, შვენიერებათა მათ წმიდათასა განვიცდიდეთ, დიდებულებასა მას ნათლისმცემლისასა ვიხილვიდეთ, ანგელოსთა თანა შეერთებულნი ვგალობდეთ და უმეტესად კურთხეულისა ღმრთისმშობელისა ელვარებასა შევეტრფოდეთ, მამასა ნათლისასა ვადიდებდეთ, ძესა საყვარელსა ვევედრებოდეთ და სულისა წმიდისა მიმართ ვილოცვიდეთ ესრეთ მეტყველნი:

ღმერთმთავარო სულო ყოვლადწმიდაო, რომელი პირველ იქცეოდი ზედა წყალთა და შემდგომად იხილვე იორდანეს იოანეს მიერ სახედ ტრედისა, რომელმან ღმრთივშვენიერითა ხილვითა შენი განაბრწყინვე სული ნათლისმცემელისა. აწ ლოცვითა მისითა განანათლენ სულნიცა ჩვენნი, რომელი განაბრძობდი წინასწარმეტყველთა და იტყოდი მოციქულთა შორის, მოვედ ჩვენ ზედაცა, "რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ", მოვედ, სულო სახიერო, და სავანე-ჰყავ ჩვენ შორის და გვიძღოდე ჭეშმარიტებასა ყოველსა და გზასა წრფელსა, მიმყვანებელსა ცხოვრებისა მიმართ საუკუნოსა, რამეთუ შენ მიერ არს ყოველივე მადლი და ნიჭი, ზეგარდამო შთამომავალი ღირსთა ზედა, შენდა უკუჱ შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანასწორსა მამისა და ძისასა, ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმინდა იოანე ნათლისმცემელის ხატის წყარო.

იხილეთ სარჩევი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat