წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლე (35), წმიდისა, ყოვლად ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა წმიდისა საბა განწმედილისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლე (35), წმიდისა, ყოვლად ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა წმიდისა საბა განწმედილისა
"პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა" (ფსალმ.115,6).

ნამდვილვე პატიოსან ხარ წმიდაო ღუთისაო, ყოვლად სანატრელო, ღმერთშემოსილო მამაო, ვარსკულაო უდაბნოსაო, წინამძღუარო მონაზონთაო, მოქალაქეო ზეცისათაო, მოდასეო ანგელოსთაო, სათნოო ღმრთისაო, სანატრელო კაცთაო, ყოვლად ღირსო და ყოვლად პატიოსანო მამაო საბა.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, პატივს ვსცემდეთ და ვნატრიდეთ ყოვლადღირსსა ყოვლისა კეთილისასა, ღმერთშემოსილსა მამასა ჩუენსა საბას, რომლისა პატივი წმიდათაგან არს, დიდება ანგელოზთაგან, და ნეტარება ღმრთისაგან, ვითარცა ბრძანებს უფალი: "ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, ნეტარ ხართ, რომელთა გშიისთ, ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ გიხაროდენ სასუფეველსა ყოვლადვე უკუნისამდე" (შდრ.ლუკა.6,20-21).

ესრეთ ღმრთივშუენიერთა მცნებათა ღმრთისათა, აღსრულებითა მშვიდ იყო და მდაბალ ქრისტეს მობაძაობითა, სამგზის სანატრელი მამაჲ ჩუენი საბა განწმედილი. ვითარცა თვით იესო ტკბილი ჰბრძანებს: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენება სულთა თქუენთა" (მათე.11,29). და ნაყოფი სულისა მრავალი გამოიღო და მრავალთა სულთა ექმნა ცხოვრებისა წინამძღუარ, პატიოსნებით და ღირსებით განისუენა საუკუნოსა მას დიდებასა, წმიდათა მოწამეთა შორის პატივითა და ბრწყინუალებითა, რომელიც სიტყუამან საცნაურ ჰყოს.

რამეთუ სადაც არს წმიდისა თეოდორე ტირონისა საფლავი, მას ქალაქსა შინა ვისაც წარუწყმდის რამე, მივიდის და ევედრებინ საფლავსა წმიდისა მის მოწამისასა და მის მიერ ჴმა გამოხდის, ვითარმედ: "მას რომელსამე ადგილსა სძევს საქონელი შენი, წარვედ, აღიღე და ნუ იურვი და იყავ მშვიდობით". ხოლო იგინი წარვიდიან და ჰპოვიან ყოველივე და ადიდებდიან ღმერთსა და წმიდასა მოწამესა მისსა თეოდორეს.

დღესა ერთსა ოქრომჭედლისა ვისიმე ღმრთისმოყუარისა სახლი განკრიხეს, და ყოველი სიმდიდრე მისი წარიპარეს. წარვიდა უკუჱ ოქრომჭედელი იგი სასოებით, და ევედრა წმიდასა მოწამესა და იტყოდა: "ჵმე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო თეოდორე, შემიწყალე მე და მაუწყე, თუ სადა არს საფასე ჩემი". ესე რა სთქუა, არა გამოხდა ჴმაი მას დღესა და წარვიდა კაცი იგი მწუხარედ.

და ხვალისა დღე მოვიდა კუალად სანთლითა და საკმევლითა, და ცრემლითა ლმობიერითა მხურვალედ იტყოდა: "ჵ, ჩემსა უბადრუკებასა, რამეთუ ყოველნი მვედრებელნი სიწმიდისა შენისანი მსწრაფლ მიიღებენ ნიჭსა შენსა და წყალობასა, ნიჭო ღმრთისაო, და მე ცოდვათა ჩემთა სიმრავლითა ვერ ღირს ვიქმენ, სიტყუათა შენთა სმენად, წმიდაო მოწამეო საკვირველ-მოქმედო".

ხოლო ვითარ იგი ამას იტყოდა, მსწრაფლ ჴმა ესმა საფლავით გამო, ვითარმედ: "რაჲ გნებავს, ჵ, კაცო". და მან მიუგო გულითა ტკივნეულითა: "სიმდიდრე სახლისა ჩემისა წარიპარეს, წმიდაო ღმრთისაო, და შენ მრავალი გევედრე და არა ისმინე ვედრება ჩემი უღირსებითა ჩემითა".

მაშინ ჰრქუა ქრისტეს მოწამემან: "გუშინ მისთვის ვერ მოგეც პასუხი სიტყვისა შენისა, რამეთუ არა აქ ვიყავ, არამედ ბრძანებულ ვიყუენით ღმრთისა მიერ მოწამეთა გუნდი, რამეთუ საბა განწმედილი მიიცუალებოდა ამიერ საუკუნო ცხოვრებად და ჩუენ ღაღადებით და პატივითა აღვიყუანეთ სული მისი ქუეყანით ზეცად დიდებასა და ღმრთივ-შუენიერსა ბრწყინუალებასა ღუთისასა; არამედ წარვედ მას რომელსამე ადგილსა არს საქონელი შენი, აღიღე და იყავ მშვიდობით". ხოლო იგი წარვიდა და ჰპოვა ყოველივე და ადიდებდა ღმერთსა, და ჰმადლობდა საკვირველმოქმედებასა წმიდისა ქრისტეს მოწამისასა.

იხილეთ, საყურელნო ღმრთისანო, პატიოსანნო მსმენელნო თუ ვითარ პატივს სცა ღმერთმან პატივისმცემელსა მისსა ნეტარსა, საბას, რომელ ჟამსა განსლვისა სულისა მისისასა ჴორცთაგან, ესრეთ მოწამეთა ბრწყინუალებითა და ღაღადებითა ღმრთივ-შუენიერითა, და დიდებითა მრავლითა აღიყუანეს სიხარულსა გამოუთქმელსა და შუებასა მოუგონებელსა.

უკეთუ აქავ ესრეთ პატივსცა ღმერთმან ყოვლად ნეტარსა მამასა ჩუენსა საბას, ხოლო სასუფეველისა დიდება და პატივი ვინ შეუძლოს გამოთქმად. ჭეშმარიტად, "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა" (ფსალმ.115,6), და ნამდვილვე უპატიოსნეს არს საუკუნო იგი ცხოვრება მათი.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, პატიოსანნო ერნო რჩეულნო, მივემსგავსნეთ წმიდასა მამასა ჩუენსა საბას, მოვიგოთ ჩუენცა სიწმიდე სულისა, სიმშვიდე გულისა, სიმდაბლე თავისა, სიმართლე სიტყვისა, სიმხნე ჴორცთა, მარხუა მოთმინებით, ლოცუა უვნებელობით, მოწყალება სახიერებით და სარწმუნოება ჭეშმარიტებით. რამეთუ ამით კეთილთა სათნოებათა მივემსგავსნებით, საყუარელნო, ყოვლად ნეტარსა მამასა ჩუენსა საბას. ჩუენცა პატივით მივიცუალებით და ზეცისა სასუფეველისა სიხარულსა დავემკვიდრებით საუკუნოდ, ვითარცა ჰბრძანებს უფალი: "გიხაროდენ და მხიარულ იყუენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა" (მათე.5,12).

ჵ, ყოვლად ღირსო და ყოვლად პატიოსანო, ღმერთშემოსილო, მამაო ჩუენო საბა! თაყუანის გცემთ და გევედრებით, მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისა წმიდისა, და მეოხ გვეყავ ღმრთისა მიმართ, რომლისა წინაშე მდგომარე ხარ პატივით, რათა მოგვმადლოს კეთილმოქალაქობით ცხოვრება, სათნოებით წარმატება, სულისა ნაყოფიერება, წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ზიარება, პატიოსნად მიცუალება, სასუფეველსა დამკვიდრება, წმიდათა თანა დიდება, მართალთა თანა მადლობა, ღირსთა თანა გალობა და ყოვლადვე თაყუანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat