წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა იჱ (18), წმიდათა ღმრთივგანათლებულთა ზეცისა ძალთა ყოვლადპატიოსანთა ანგელოსთა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა იჱ (18), წმიდათა ღმრთივგანათლებულთა ზეცისა ძალთა ყოვლადპატიოსანთა ანგელოსთა
"რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (ფსალმ.103,4).

საყვარელნო ძმანო, წმიდანი ანგელოსნი ღმრთისა მიერ შექმნილ არიან სულად, სიტყვიერად და გონიერად და ითქმიან ალად ცეცხლისა ზე აღმავლობისათვის და სიმხურვალისა ღმრთისა მიმართ სიყვარულისა. და არიან ურიცხვნი რიცხვნი, რიცხვი მათი არს ცხრა დასად და თითოეული დასი ურიცხვ არიან, ხოლო ცხრათა მათ დასთა სახელები ესრეთ ითქმიან: 1. სერაფიმნი, 2. ხერუვიმნი და 3. საყდარნი, 4. უფლებანი, 5. ძალნი და 6. ჴელმწიფებანი, 7. მთავრობანი, 8. მთავარანგელოსნი და 9. ანგელოსნი. მარადის დაუცხრომელად უგალობენ ღმერთსა და ღმრთივშვენიერითა ბრწყინვალებითა მისითა განათლდებიან, ცათა შინა არიან და ბრძანებითა დამბადებლისათა რომელნიმე მათგანი ქვეყნად მოივლინებიან.

რამეთუ თითოეულსა ტომსა წარმართთა ზედა განჩინებულ არს ღმრთისა მიერ თითო ანგელოზი, რამეთუ ელის მოქცევასა მათსა. ხოლო ქრისტეანეთა ზოგად ყოველთავე მიხაილ მთავარანგელოსი დადგინებულ არს და თვითოეულსა ეკკლესიასაცა - თითო ანგელოსი, ვითარცა იტყვის: "არქუთ ანგელოსსა ზმირინელთა ეკკლესიისასა" (გამოცხად.2,8), და თვითოეულსა გუამსა ნათელღებულსა თითო ანგელოსი განწესებულ არს მცველად და მფარველად, ვითარ იგი უფალი და მეუფე ანგელოსთა ბრძანებს, ვითარმედ: "ანგელოსნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩვენისა ზეცათასა" (მათე.18,10). და კვალად იტყვის დავით: "ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს დაცვად შენდა" (ფსალმ.90,11).

და უკეთუ კაცი ბოროტსა რასმე იქმს და შესცოდებს ღმერთსა, ანგელოსი მისი მწუხარე იქმნების და განეშორების. მაშინ ეშმაკი მიეახლოების და შეიპყრობს, რათამცა წარწყმიდოს იგი, გარნა ანგელოსი არა აუფლებს სრულიად, არამედ მოელის სინანულსა მისსა, რათა კვალად სცხონდესვე და უკეთუ კეთილსა და სათნოებასა ვიქმთ, მაშინ ეშმაკი განგვეშორების და ანგელოსი მცველი ჩვენი მხიარულად მოგვეახლოების და ყოველსა კეთილმოქმედებასა ჩვენსა იგი შესწირავს ღმერთსა ჩვენ მიერ და წყალობასა ღმრთისასა იგივე მოგვფენს. უკეთუ მოწყალებასა ვიქმოდეთ, გინათუ ვიმარხვიდეთ, გინათუ ვილოცვიდეთ, ანუ ცრემლთა, ანუ ოფლთა, ყოველსავე კეთილსა ჩვენსა ანგელოსნი წარიღებენ და შესწირვენ ღმერთსა ძღვნად პატიოსნად, სუნად სუნნელად და დაგვიუნჯებენ საუნჯეთა მათ ზეცისათა წარუპარველად და აღწერენ სახელებსა ჩვენსა ცათა შინა, წიგნსა მას ცხოვრებისა, რომლისათვის თხრობაცა სულიერი ისმინეთ, ვითარმედ ანგელოსნი წარიღებენ სათნოებათა ჩვენთაჲ წინაშე ღმრთისა.

იყო მონასტერი შვენიერი განშორებული სოფლისაგან და მას შინა - ღმერთშემოსილნი მამანი. მეფის ძემან ვინმე სიყვარულითა ქრისტესითა დაუტევა სოფელი და მუნ სახე ანგელოსებრივისა მოქალაქობისა შეიმოსა. ხოლო წმიდანი მამანი მის მონასტრისანი ღამე ილოცვიდეს და განთიად წარვიდიან სამუშაკოდ, რომელთაგან თვით იზარდებოდნენ და უმრავლესსა გლახაკთა და უცხოთა სიყვარულად მისცემდენ და ძესა მეფისასა არა წარიყვანდენ პატივისათვის.

დღესა ერთსა იხილა ძემან მეფისამან: მო-რა-ვიდენ დამაშვრალნი იგი მამანი, მოვიდა ანგელოსი ბრწყინვალე და ჴელთა აქუნდა მანდილი და ღირსთა მათ მამათა წარხოცა პირსა და შუბლსა ოფლნი და წარიღო წინაშე ღმრთისა ძღვნად პატიოსნად.

ესე რა გამოეცხადა ძესა მეფისასა, ხვალისა იგიცა წარვიდა მუშაკობად და უმეტეს მათსა დაშვრა გულსმოდგინებითა. და ოდეს მოვიდენ წმიდანი იგი მამანი და დასხდენ, და დასჯდა იგიცა მათთანა, აჰა, კვალად იხილა ანგელოსი იგი ღმრთივბრწყინვალე და წარხოცნა რა ოფლნი მათ ნეტართანი, ეგრეთვე წარხოცნა ძესა მეფისასაცა და აღვიდოდა ზეცად, ფრიად მხიარულ იქმნა და მადლობდა სახიერებასა ღმრთისასა.

და მიერითგან იგიცა ღამე ილოცვიდა და დღისი მუშაკობდა და შრომასა მას შინა გონებითა ღმერთსა ევედრებოდა, პირითა ფსალმუნსა იწვრთიდა, ვითარმედ: "ნაშრომნი ნაყოფთა ჴელთა შენთა სჭამო, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ" (ფსალმ.127,2). და ჴელთსაქმრისაგან თვისისა უმრავლესსა მოწყალებად მისცემდა და იქმნა წარჩინებულ და პატიოსან მონაზონ, და ქვეყანისათა წილ მიიღო ზეცისა მეფობა და პორფირ-დიადიმ-გვირგვინოსანი უოხჭნოდ იხარებს წინაშე მეფისა მეუფეთასა საუკუნოდ.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო რჩეულნო ერნო ღმრთისანო, განვეშორნეთ ბოროტთა საქმეთა, რათა არა განგვეშოროს მცველი ჩვენი ანგელოსი და მწუხარე იქმნას, არამედ შევიმოსოთ სიწმიდე და შიში ღმრთისა, რათა ჩვენთანა დაიბანაკონ წმიდათა ანგელოსთა; ვეშურებოდეთ ჴელითა ჩვენითა და მით ვიქმოდეთ მოწყალებასა, რათა მცველმან ჩვენმან ანგელოსმან შესწიროს წინაშე ღმრთისა ძღვნად პატიოსნად; ვიქმოდეთ სათნოებასა, რათა სახელები ჩვენნი დაიწეროს ცათა შინა; ვიმარხვიდეთ ვნებათაგან, რათა უვნებელობასა მივიწივნეთ; ვილოცვიდეთ გულითა წმიდითა, რათა ცრემლნი ჩვენნი შესწირონ ანგელოსთა წინაშე ღმრთისა, ვითარცა სისხლი წმიდათა მოწამეთა და ესრეთ ვიტყოდეთ:

ჵ, წმიდანო ანგელოსნო, მეორენო ნათელნო, ღმრთივშვენიერად ელვებრ ბრწყინვალებანო, სარწმუნონო წინამძღვარნო, მცველნო და მფარველნო სულთა ჩვენთანო, დიდებულნო მთავარანგელოსნო მიხაილ და გაბრიელ, და მცველნო ჩვენნო ანგელოსნო და ყოველნო ზეცისა ძალნო, თქვენ შეგივრდებით და გევედრებით: შეგვეწიენით და წარგვიმართეთ სათნო-ყოფად ღმრთისა, მცველ და მფარველ გვექმნენით ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა.

ხოლო ჟამსა განსლვისა სულისა ჩვენისასა ჴორცთაგან ჴელი წყალობისა აღგვიპყრენით და გვიხსენით ჴელთაგან ჰაერის მცველთასა და წინამძღვრებითა თქვენითა აღგვამაღლეთ ზეცისა კამარათა და განგვისვენეთ სავანესა მართალთასა.

და რაჟამს საყვირსა სცემდეთ და შეჰკრებდეთ მართალთა, ჩვენცა მარჯვენით-კერძო ცხოვართა თანა დაგვადგინეთ და მეოხ-გვეყვენით წინაშე მართლმსაჯულისა მის, რათა ღრუბლითა აღტაცებულნი მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთ და თქვენთანავე უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადსაგალობელსა მამასა, თანამოსაყდრესა ძესა და თანამფლობელსა სულსა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.03.2023
"ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (ფსალმ.112,2;111,9).
14.03.2023
"იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება" (ფსალმ.32,1).
11.03.2023
"თაყვანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი" (ფსალმ.131,7).
11.03.2023
"კურთხეულ არს ძელი იგი, რომლისა მიერ იკურთხნეს წარმართნი" (სიბრძნ.14,7).
10.03.2023
"კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (ფს.117,26; მათ.21,9; 23,39; მარკ.11,9; ლუკა.13,35;19,38): 1. ალლილუია.
09.03.2023
ქუხდა უფალი ცით გამო: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე.17,5).
08.03.2023
უფსკრული უფსკრულსა ჰხადის ჴმითა ზეგარდმო: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ" (მარკოზ.1,11).
08.03.2023
"კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაილისა, რომელმან ჰყვის საკვირველი" (ფს.71,18).
07.03.2023
"მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა" (იოვ. 2,28).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri