წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლა (31). წმიდისა ღუთივბრწყინუალისა იოანე ოქროპირისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლა (31). წმიდისა ღუთივბრწყინუალისა იოანე ოქროპირისა
"პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მსჯავრსა" (ფსალმ.36,30).

ეჰა ყოვლად ბრძენო და ღუთივ-ბრწყინვალეო იოანე ოქროპირო ვითარითამე ქებითა გაქებდეთ, რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს ღირსად ქებად შენდა, სულთა მამაო, არამედ პირივე შენი ჯერ არს მაქებელად შენდა. მწყემსო ჭეშმარიტო სიტყვიერთა ცხოვართაო. ოქროსა ქნარო, ოქროსა ორღანოო, ოქროსა წყაროო დაუწყვეტელო, ოქროსა მდინარეო უხუად მომდინარეო, ოქროსა საყვირო, ჴმა ტკბილად მეტყუელო და ღუთივ-შუენიერად ქადაგო, ეკკლესიისა ღმრთისაო.

ქრისტეს მიერ საყუარელნო, ღუთივ-სულიერნო შვილნო ზეცათა მამისანო და განათლებულო სულითა წმიდითა, ვითარცა შეუძლებელ არს კაცთაგან აღრიცხუა ვარსკულავთა ცისათა, ეგრეთვე შეუძლებელ არს გამოთქმა, თუ რაოდენნი კაცნი აცხოვნნა და რაოდენგზის ზეცისა ძალნი განამხიარულნა ოქროპირმან, რამეთუ ყოვლადვე მწყემსსა კეთილსა იესო ქრისტესა ჰბაძვიდა, და პავლე მოციქულისა კუალსა სურვილით შედგომილიყო, პავლესებრ სუროდა ქრისტესთვის წამება, პავლესებრ წადიერ იყო ქრისტესთვის ტანჯუასა და გუემასა, და პავლესებრ სურვიელ იყო განსლუად ჴორცთაგან და მისლუად უფლისა ნანდვილ სურვილით საყვარელისა.

და ოდეს დევნულ იქმნა ყოვლად ნეტარი იოანე სიმართლისათვის, რომლისა ნეტარება ღმრთისაგან არს, ვითარცა ჰბრძანებს: "ნეტარ იყუნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" (მათე.5,10). და ექსორიაობასა შინა აღასრულა ყოვლადვე ღუთივმსახურებით სრბა თვისი და მიიღო პატივი ღირსი ღმრთისა მიერ, ვითარ იგი უფალი ბრძანებს, ვითარმედ: "რომელი მმსახურებდეს მე, პატივ-ჰსცეს მას მამამან ჩემმან" (იოანე.12,26).

რამეთუ იყო ვინმე ეპისკოპოსი წმიდა და სათნო უფლისა სახელით ადელფიოს, რომელსა ფრიად უყუარდა იოანე ოქროპირი, მრავლისა მისთვის კეთილობისა მისისა და ღუთივშუენიერ სიტყუა მადლიან სიტკბოებისათვის და შესწუხნა მიცუალებასა საყუარელისა თვისისასა და ლოცვასა შინა მიეცა განკვირვებასა, აღიწია მაღალ ხედუასა და იხილა პალატი დიდად შუენიერი და წმიდანი ეპისკოპოსნი შემოსილნი მრავლითა დიდებითა და ბრწყინუალებითა განათლებულნი, და ვერ იხილა მათ შორის საყუარელი თვისი იოანე-ოქროპირი და უმეტესად მწუხარე იქმნა.

და წარიყუანა ანგელოსმან უმაღლესსა და უპატიოსნესსა და უბრწყინუალესსა სხუასა პალატსა, და უმრავლესნი ეპისკოპოსნი უჩვენნა უბრწყინუალესად განათლებულნი, და ვერცა მუნ იხილა ოქროპირი და უდიდესად მწუხარე იქმნა.

კვალად წარიყუანა ანგელოსმან და უჩვენა ფრიად უბრწყინუალესი პალატი პირველ ხილულთა მათ და უდიდებულესნი მღვდელმთავარნი, და ვერცა მუნ იხილა სასურუელი თვისი ოქროპირი და უფროსად მწუხარე იქმნა.

მაშინ ჰრქუა მას ანგელოზმან მან: "რასა შეწუხებულხარ, კაცო?" ხოლო მან მიუგო: "რამეთუ ვერ ვიხილე სურვილით საძიებელი ჩემი იოანე-ოქროპირი". ჰრქუა მას ანგელოზმან მან: "ოქროპირსა კაცობრივი თუალი ვერ იხილავს, რამეთუ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა მდგომარე არს".

ესე რა ესმა წმიდასა მას ადელფიოს ეპისკოპოსსა, ფრიად მხიარულ იქმნა და მოეგო თვისსა განკვირვებისა მისგან, და მადლობით ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა.

ესე ვითარისა ზეცისა კაცისა, და ქუეყანისა ანგელოსისა შესხმითა გახარებ, საყუარელნო ღუთისანო და ღუთივ-სულიერნო შვილნო თვით მის იოანე-ოქროპირისანო, წმიდისა მამისა ჩუენისა ოქროპირისა ტკბილი სწავლანი ვისმინოთ, რამეთუ იგი ნეტარი ესრეთ იტყვის:

"ძმანო ჩემნო საყუარელნო, მოვიძულოთ ბოროტი და შევიყუაროთ კეთილი, მოვიძულოთ ანგაჰარება და შევიყუაროთ მოწყალება, დაუტევოთ მოხუეჭა და აღვირჩიოთ განბნევა, შეურაცხვჰყოთ სატანა და შეუდგეთ ქრისტესა, განვაგდოთ მწარე და შფოთიანი უღელი ვერცხლისმოყუარებისა და შევიტკბოთ ქრისტეს მშვიდი და ტკბილი უღელი მოწყალებისა, გვიყუარდენ გლახაკნი და ვწყალობდეთ მათ, რამეთუ ქრისტეს ძმად წოდებულ არიან, ვითარცა ჰბრძანებს იესო: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე.25,40).

საყუარელნო ერნო ღუთისანო, გლოცავ და გევედრები, ვისმინოთ კეთილი სწავლა ოქროპირისა და შეუდგეთ კუალსა მისა, და ვიქმოდეთ შეძლებისაებრ ჩუენისა მოწყალებასა, რამეთუ იგიცა ნეტარი მრავალსა მოწყალებასა ჰყოფდა საქმით და ჰქადაგებდა სიტყვით და აწცა ჰქადაგებს დაუცხრომელად ღმრთივშუენიერი წერილი მისი, ვინათგან იცის ჭეშმარიტებით, რომელ მოწყალებისა მოქმედნი სასუფეველსა დაიმკვიდრებენ, სადაცა არს დიდება გამოუთქმელი, ბრწყინუალება თუალთშეუდგამი, ელუარება განუცდელი და გვირგვინი დაუჭნობელი.

ხოლო უწყალონი მიეცემიან ჯოჯოხეთსა ტარტაროზსა ბნელსა გარესკნელსა, ვაებასა დაუსრულებელსა, სალმობასა ულხინებელსა და ყოვლადვე უნუგეშინისცემოსა, რამეთუ წერილ არს: "სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ჰყონ წყალობა" (იაკობ.2,13) და ვითარცა უწყალო იგი მდიდარი ინატრიდა, მეტყუელი: "მამაო აბრაამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რათა დააწოს თითი მისი წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები ალითა ამის ცეცხლისათა" (ლუკა.16,24) და ესეცა თხოვაჲ ვერ მიიღო უწყალომან. არამედ ჩუენ საყუარელნო ძმანო ვიქმოდეთ მოწყალებასა და წმიდასა იოანე-ოქროპირსა შევურდეთ ესრეთ მეტყუელნი:

ჵ, წმიდაო მამაო იოანე, რომელი წინაშე ყოვლად წმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინუალებითა განათლებული და მეოხ-ხარ ყოვლისა მორწმუნისათვის, შენ გევედრებით და შენსა წმიდასა ლოცუასა ვესავთ. ევედრე მამაო შენგან ქადაგებულსა კაცთმოყუარესა ღმერთსა, რათა მოგვიტევნნეს შეცოდებანი ჩუენნი, რამეთუ შენ უწყი უძლურება ჴორცთა, საცთური სოფლისა, და ბრძოლა ეშმაკისა, არამედ მოგვმადლოს გულმოდგინება სულისა, დამარხუა ღუთივშუენიერთა მცნებათა მისთა და აღსრულება ქადაგებათა შენთა, რათა განვერნეთ მწარეთა სატანჯველთა მათ საუკუნეთა და ღირს ვიქმნეთ ტკბილსა სასუფეველისა დიდებასა და ღუთივბრწყინუალესა ელვარებასა, მადლობით უგალობდეთ და თაყუანისვცემდეთ, ყოვლად წმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat