წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ე (5), ღმრთივმიმადლებულისა და სულთა მაცხოვრისა ღმრთისმშობელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ე (5), ღმრთივმიმადლებულისა და სულთა მაცხოვრისა ღმრთისმშობელისა
"უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი ზეცას არს საყდარი მისი" (ფს. 10,4).

1. გიხაროდენ, ღმრთივმიმადლებულო მარიამ.
2. გიხაროდენ, სიტყვიერო ტაძარო უფლისაო.
3. გიხაროდენ, საყდარო მაღლისა მეუფისაო.
4. გიხაროდენ, სამკვიდრებელო სათნოო ღმრთისაო.
5. გიხაროდენ, წიაღთა მტვირთველო მაცხოვრისაო.
6. გიხაროდენ, მკლავთა მიმრქმელო ყოვლისა-მპყრობელისაო.
7. გიხაროდენ, რამეთუ შენ გიგალობენ ექვს-ექვს-ფრთენი სერაფიმნი.
8. გიხაროდენ, რამეთუ შენ გნატრიან მრავალთუალნი ხერუვიმნი.
9. გიხაროდენ, რამეთუ შენ გაქებენ მთავარანგელოსნი და გადიდებენ ყოველნი გუნდნი ანგელოსთანი.

შენთვის უკუჱ ჰგალობს დავით ფსალმუნითა: "ფრთენი ტრედისანი ვერცხლით მოსილ და ბეჭთ-საშუალი მისი ფერითა ოქროჲსათა" (ფს.67,14). შენსა ქებასა სიბრძნისმეტყველებს სოლომონ: "კეთილო ჩემო, მახლობელო ჩემო, დაო ჩემო, ტრედო ჩემო, განშვენდეს ღაწვნი შენნი, ვითარცა გურიტისანი" (ქებ.5,2; 1,10). ხოლო ჩვენ ქრისტეანენი გიღაღადებთ, ქალწულო, ყოვლადწმიდაო მარიამ, და ვიტყვით:

1. გიხაროდენ, ვითარცა ტრედო უმანკოო.
2. გიხაროდენ, ვითარცა გურიტო უბიწოო.
3. გიხაროდენ, მამათმთავართა სასოებაო.
4. გიხაროდენ, წინასწარმეტყველთა მოლოდებაო.
5. გიხაროდენ, მოხუცებულთა მშვიდობით წარგზავნაო.
6. გიხაროდენ, ჩჩვილთა სიბრძნით წარმატებაო.
7. გიხაროდენ, ქურივთა ლოცვისა პატიოსნებაო.
8. გიხაროდენ, ქალწულთა ლამპართა ბრწყინვალებაო.
9. გიხაროდენ, დედაო დამბადებელისაო, დედოფალო დაბადებულთაო და მაცხოვარო ქრისტიანეთაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო: ვაქებდეთ, ვადიდებდეთ, ვაკურთხევდეთ და ვევედრებოდეთ ბუნებისა ჩვენისა სახსარსა, ჯოჯოხეთით გამომხსნელსა, სამოთხედ შემყვანებელსა, ცოდვილთა მლხინებელსა, მართალთა გვირგვინოსანმყოფელსა ქალწულსა მარიამს ღმრთისმშობელსა, ყოვლადბრწყინვალესა დედოფალსა და ღმრთივშვენიერსა, რამეთუ ფრიად მოწყალე არს და კაცთმოყვარე, ტკბილი მეოხი, ყოველთა შესავედრებელი და არავისა უგულებელმყოფელი და მსგავსად ძისა თვისისა სახიერებით შვენიერი.

რამეთუ იყო ვინმე მართლმადიდებელი და სასოებით მვედრებელი ღმრთისმშობელისად და მრავლისა სათნოებისა მოქმედი წინაშე მისა ლოცვისა, მარხვისა, მოწყალებისა და უცხოთშეწყნარებისა.

ხოლო შურითა კეთილისმოძულისა ეშმაკისათა შეემთხვია ცოდვა რაჲმე, ვითარცა კაცსა ჴორციელსა და იგი დაჰფარა წინაშე მოძღვრისა თვისისა. გარნა ყოველივე მონაგები თვისი მისცა მოწყალებად და თვით შეუვრდა ღმრთისმშობელსა მარიამს, მრავლითა მოღვაწებითა განლია ჴორცნი თვისნი და ცრემლით მარადღე იტყოდა: "ყოვლადუბიწოო დედოფალო, შენ უწყი შეცოდება ჩემი და ძალგიძს მოტევებად მათდა, გევედრები, შემიწყალე მე".
ესევითარსა ღვაწლსა შინა აღესრულა მონანული იგი და მოვიდენ სულსა მისსა ზედა ანგელოსნი და ეშმაკნიცა. ანგელოსთა ჰსთქუჱს: "ესოდენითა ღვაწლითა დაშვრა წინაშე ღმრთისმშობელისა". ხოლო ეშმაკთა მიუგეს: "გარნა ჩვენ შევაცთუნეთ და შთავაგდეთ ეგე ცოდვასა შინა და აღსაარებაცა ჩვენ ძლითვე დაუფარა მოძღვარსა თვისსა და ჩვენი არს". ჵმე, რამეთუ წარიყვანეს ეშმაკთა მათ სული იგი ჯოჯოხეთად.

ესე რა იხილა ყოვლადმოწყალისა ღმრთისა დედამან ქალწულმან მარიამ, ევედრა საყვარელსა ძესა თვისსა მეტყველმან: "ძეო ჩემო სახიერო, ტკბილო და კაცთმოყვარეო, მეოხი ვარ მისი, რათა შეიწყალო მონანული იგი". მიუგო მეუფემან და ჰრქვა: "არა ეგების უაღსარებოსა ცხოვნებაჲ. გარნა წყალობისა შენისათვის განვაცოცხლებ და აღიაროს ქმნილი თვისი". და გამობრწყინდა ბრძანება მეუფისაგან ანგელოსთა ზედა, რათა მიაქციონ სული მისი გვამადვე თვისად, და მეყსეულად განცოცხლდა მკვდარი იგი და მყის აღუარა მოძღვარსა თვისსა ცოდვა იგი. და ესე ყოველი თვით მან მოგვითხრა და იტყოდა, ვითარმედ: "ერთი ოდენ ჟამი დავყავ ჯოჯოხეთსა შინა და ეგრეთ ვჰგონებდი, თუ ასი წელი არს ჩემისა აქ ყოფისა".

მიერითგან ორმეოციღა დღე დაჰყო სოფელსა ამას, აღსაარებითა და სინანულითა აღასრულა ცხოვრება თვისი და მშვიდობით უფლისა მიმართ მიიცუალა და შუამდგომელობითა ღმრთისმშობელისათა პატიოსნად ჰსცხონდა სადიდებელად ღმრთისა.

ისმინეთ, საყვარელნო ღმრთისანო და მსასოებელნო ღმრთისა დედისანო, თუ ვითარ ყოვლად ყოველივე ძალუძს ღმრთისმშობელსა, სასოსა ქრისტიანეთასა, გარნა ესეცა გულისჴმა-ჰყავთ, თუ ვითარ ძნელ არს აღსაარებისა დაფარვაჲ წინაშე სულიერისა მამისა და მოძღვრისა თვისისა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, პატიოსანნო მსმენელნო, პირველადვე განვეკრძალნეთ ცოდვასა სულისა მომკულელსა და უკეთუ ეშმაკისა მანქანებითა შეგვემთხვიოს ცოდვა რაიმე საქმით გინა სიტყვით, ანუ გონებით, მეყსეულად სულიერსა მამასა ჩვენსა აღვუაროთ და ცოდვა იგი მოვიძულოთ, რათა არღარა ვქმნეთ და მისთვის მოძღვარისა მიერ მოცემული კანონი გულითა კეთილითა შევიწყნაროთ; სინანულითა, ვითარცა წამლითა ძლიერითა, განვიკურნოთ და წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ვეზიარნეთ, რამეთუ ესრეთ არს ცოდვის მიტევება სრული და ჭეშმარიტი და მაშინ რაჲცა ვჰქმნათ, სათნოება ჩვენი წინაშე ღმრთისა ძღვნად პატიოსნად შეიწირვის და ლოცვა ჩვენი, ვითარცა საკმეველი, სუნად სუნნელად აღიწევის სასურველისა ღმრთისმშობელისა მიმართ, რომელიცა ღირს არს ჭეშმარიტად ესრეთ ღაღადებად:

1. გიხაროდენ, ცოდვილთა ცხოვნებაო.
2. გიხაროდენ, მართალთა მხიარულებაო.
3. გიხაროდენ, ვნებულთა ლხინებაო.
4. გიხაროდენ, უვნებელთა დიდებაო.
5. გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო.
6 გიხაროდენ, მდგომარეთა აღმამაღლებელო.
7. გიხაროდენ, ცთომილთა განმამართლებელო.
8. გიხაროდენ, განმართლებულთა განმაბრწყინვებელო.
9. გიხაროდენ, ყოვლად ყოველთა შემწეო და შესავედრებელო.

ჰოი, ყოვლადუბიწოო ღმრთივბრწყინვალეო დედოფალო ქალწულო მარიამ, შენ შეგივრდებით მუხლთმოდრეკით და შენ გევედრებით ჴელაპყრობით და შენმიერსა ვითხოვთ წყალობასა, ღირსმყვენ ახოვნად შესლვად წმიდათა და პატიოსანთა წინამდებარეთა ღვაწლთა, რომელთათვის განმზადებულ არს გვირგვინი ბრწყინვალე, ღმრთივშვენიერი, და გულმოდგინე გვყვენ შენანებად პირველთა ცოდვათა ჩვენთა მარხვითა, ლოცვითა და ქველისსაქმითა. სათნოყოფად ღმრთისა მოგვმადლე აღსაარებით განწმედა, ზიარებით განათლება და ღმრთის ხედვით განბრწყინვება და მოანიჭე ეკკლესიათა მშვიდობა, მღვდელთა - სიწმიდე, მეფეთა - უვნებლობა, ერთა - პატიოსნება, მუშაკთა - სიმრთელე, ცოდვილთა - სინანული, მართალთა - სიხარული, ხოლო ყოველთავე ერთობით - მას საუკუნესა დიდება და სუფევა, მადლობა, გალობა და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat