წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კდ (24), წმიდისა და ღმრთივსაყვარელისა მოციქულისა იოანე ღმრთისმეტყველისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კდ (24), წმიდისა და ღმრთივსაყვარელისა მოციქულისა იოანე ღმრთისმეტყველისა
"ღმერთი დიდებულ არს ზრახვათა შინა წმიდათასა" (ფსალმ.88,7).

ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმაი შენი, ძეო ქუხილისაო, და კიდეთა სოფლისათა სიტყვა ღმრთისმეტყველებისა შენისა, მოციქულო ქალწულო და ზესთა ქალწულისა მარიამისდა ძედ მიცემულო, საყვარელო ქრისტესო, სამღთოსა მკერდსა მიყრდნობილო და მის მიერ ღმრთივგანბრძნობილო და ჩვენდა მახარებელო მშვიდობისაო, იოანე.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ესე არს მოწაფე იგი, რომელი უყვარდა იესოს, ესე არს მოწაფე იგი, რომელი ჰსდგა ჯვარსა მასთანა იესოსა; ესე არს, რომელი ნაცვლად თავისა თვისისა ნუგეშინის საცემელად მისცა ქრისტემან დედასა თვისსა და ჰრქუა: "დედაკაცო, აჰა ძე შენი!" და მერმე მოწაფესა ამას ჰრქუა: "აჰა დედა შენი!" (იოანე.19,26-27)

ეჰა, საყვარელნო, რაიმცა იყო უზესთაეს ამის დიდებისა, რაჲმცა იყო უმაღლეს ამის პატივისა და რაჲმცა იყო უმწვერვალეს ამის სიყვარულისა!

გარნა გამოვიძიოთ ღმრთივგონიერად, თუ რაჲსათვის უფროს ყოველთასა ესე მოწაფე უყვარდა იესოს. ამისთვის, საყვარელნო, რამეთუ სამნი დიდნი და ღმრთივშვენიერნი სათნოებანი უმეტეს ყოველთასა აქვნდეს ამას ნეტარსა: 1. სიმდაბლე, 2. სიმშვიდე და 3. სიწრფოება, და ყოვლითურთ სახიერებით შვენიერსა მოძღვარსა თვისსა ტკბილსა იესოს ჰბაძვიდა, ვითარცა თავადი ჰბრძანებს: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"(მათე.11,29). და ვითარცა მწყემსმან კეთილმან და ჭეშმარიტმან იესო სული თვისი ჩვენთვის დასდვა და ძიებად წარწყმედულისა ცხოვარისა მოვიდა, ეგრეთვე ამან ნეტარმან სული თვისი დასდვა კაცთა ცხოვნებისათვის, რომლისათვის სახეცა მოგითხრა.

იყო რა იოანე ღმრთისმეტყველი ზმირინელთა ქალაქსა და ქადაგებდა იესოს, ჰპოვა ჭაბუკი ვინმე შვენიერი ხილვითა, ახოვანი ჰასაკითა და წრფელი სულითა, რომელიცა ტკბილითა სიტყვითა მოაქცია და შეაწყნარა ქრისტესა. და ოდეს ეგულვებოდა წარსლვა მოციქულსა, შეჰვედრა ჭაბუკი იგი ეპისკოპოსსა მის ქალაქისათა მოწამებითა ქრისტესითა, წინაშე ეკკლესიისა და თვით წარვიდა ეფესოდ.

ხოლო ეპისკოპოსი ასწავებდა მას მცნებათა ღმრთისათა და აკრძალევდა სავნებელთაგან, და შემდგომად სხვანი ჭაბუკნი უკეთურნი შეემოყვასნეს მას, პირველად მათთანა სადილობად დააჩვიეს და მერმე ასწავეს ყოველი ბოროტი: პარვა, ტაცება და მთვრალობა, რომელ არიან გზანი წარწყმედისანი. და იქმნა ავაზაკთა მთავარ და შეიკრიბა გუნდი ავაზაკთა და ჰყოფდა ტაცებასა.

ხოლო ოდეს მოვიდა მოციქული, მოიკითხა ეპისკოპოსი და ქრისტესმიერნი ძმანი ყოველნი და მერმე ჰრქუა ეპისკოპოსსა: "სადა არს ნამარხევი ჩემი, რომელი მე და ქრისტემან წინაშე ეკკლესიისა შეგვედრეთ? ვითხოვ ჭაბუკისა მის სულსა შენგან". ხოლო ეპისკოპოსი შესძრწუნდა და სულთ-ითქვნა, მეტყველმან ცრემლითა: " ჵმე, მოძღვარ, იგი ჭაბუკი მოკუდა". ჰრქუა მოციქულმან: "ვითარ ანუ რომლითა სიკვდილითა?" მიუგო ეპისკოპოსმან: "სულითა მოკვდა". ხოლო იოანე შესწუხნა ფრიად და ჰრქუა: "კეთილი მცველი დაგადგინე სულისა მისისა და არა დაიცევ იგი".

მეყვსეულად, მსგავსად ქრისტესა, წარვიდა ძიებად სულისა მის წარწყმედულისა. და ვითარცა აღვიდა მთად, შეიპყრეს მოციქული ავაზაკთა მათ. ხოლო მან ჰრქუა: "მიმიყვანეთ მე მთავრისა თქვენისა". და იხილა რა მთავარმან შორით იოანე, იცნა იგი და ივლტოდა სირცხვილეული. ხოლო იოანე სდევდა მას, ვითარცა მწყემსი ცხოვარსა და ეტყოდა: "რად შრომასა შემამთხვევ, შვილო საყვარელო, რად მელტვი მამასა შენსა, შეიკდიმე მხცოვანებისაგან ჩემისა და შეიწყალე სული შენი, რამეთუ ჯერეთ ცხოვნებისა სასოება არს შენდა, მე მიუგო ღმერთსა შენთვის სიტყვაჲ, მე დავსდვა სული ჩემი შენთვის; დასდეგ, შვილო საყვარელო, და მელოდე".

ხოლო ესმა რა ესე სიტყვანი მას, მოიქცა და საჭურველი განაგდო და იწყო გოდებად და შეუვრდა მოციქულსა და უჩვენებდა მარჯვენესა თვისსა სისხლითა კაცთათა შეღებულსა, რამეთუ ტირილისაგან სიტყვა ვერ ეძლო თქმად.

ხოლო მოციქული, ვითარცა მამა სახიერი, შვილთმოყვარე, აღუთქმიდა შენდობასა და ეტყოდა ქრისტეს სიტკბოებასა და მარჯვენესა მისსა ამბორს-უყოფდა და ქედსა თვისსა ზედა დაიდებდა, მეტყველი: "ჩემ ზედა იყავნ, შვილო, ცოდვა შენი, გარნა შენ მორჩილ ექმენ სიტყვათა ჩემთა და მე მიუგო ქრისტესა სიტყვაჲ შენთვის, შვილო ჩემო საყვარელო".

ესრეთ ტკბილითა სწავლითა სწავლითა სახიერი იგი მოწაფე ქრისტესი, ჰბაძვიდა ყოვლადსახიერსა მოძღვარსა თვისსა იესოს სიტკბოებასა და წარმოიყვანა ეკკლესიადვე და იწყო მისთვის ფრიად მარხვა და ლოცვა, და მარადღე სწავლად მისა არა დასცხრებოდა, ვიდრემდის მოიყვანა იგი პირველსავე სიმრთელესა სულისასა, სინანულით განწმენდილი და სათნოებით შემკობილი ძღვნად პატიოსნად ქრისტესა წარუდგინა.

ისმინეთ, საყვარელნო შვილნო ეკკლესიისანო, თუ ვითარ სიტკბოებითა და ქრისტეს მსგავსმან სიმშვიდითა, ვითარცა კრავმან უმანკომან, განმხეცებული მგელი მოაქცია და ქრისტეს შეაწყნარა. სიტყვისაებრ მაცხოვრისა: "აჰა, მიგავლინებ თქვენ ცხოვართა, შორის მგელთა" (მათე.10,16), ამისთვის სამართლად საყვარელ არს ჭეშმარიტად მოწაფე ესე ქრისტესი და ტკბილი მოძღვარი ჩვენ ყოველთა და საქმით მასწავლელი სიმდაბლისა, სიმშვიდისა და სიწრფოებისა.

აწ უკუჱ გლოცავ და გევედრები, საყვარელნო, მოვიგოთ სამნი ესე სათნოებანი და ვიქმნეთ სავანე წმიდისა სამებისა და ჩვენცა საყვარელ ვიქმნებით იესოს მიერ. მოვიგოთ, ძმანო, სიმშვიდე და სიმდაბლე და ვემსგავსნეთ ქრისტესა, ვითარცა თვით გვამცნებს სიყვარულით: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე.11,29). მოვიგოთ სიწრფოება, მსგავსება სულისა წმიდისა, ვითარ იგი ჰფსალმუნებს მგალობელი: "სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფსალმ.50,10).

ვითარცა ქრისტემან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და მოციქულმანცა ერთისა ძმისთვის შრომა თავს იდვა, აწ ჩვენცა, საყვარელნო, შევეწეოდეთ ძმათა ჩვენთა და უფროსღა ქრისტეს ძმათა, რომელ არიან გლახაკნი, რომელთათვის ჰბრძანებს მეუფე: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე.25,40). მშიართა გამოვზრდიდეთ, ნაკლულევანთა ნუგეშინის-ვსცემდეთ, ჭირვეულთა შევეწეოდეთ, ქვრივსა და ობოლსა ჴელსა აღუპყრობდეთ და ჩვენცა ჭეშმარიტად საყვარელ ქრისტესა ვიქმნებით და იტყვის მამისა მიმართ: "მამაო მართალო და სახიერო, შეიყვარენ ესენი, ვითარცა მე შემიყვარე. მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ და ხედვიდენ დიდებასა ჩემსა" (იოანე.17,23-24).

ამის სანატრელისა დიდებისა მიმთხვევისათვის, ჵ, საყვარელნო, შემწედ მოვიგოთ ღმრთისმეტყველი იოანე და ესრეთ ვიტყოდეთ:

ჵ, საყვარელო ქრისტესო და სასურველო ქრისტეანეთაო წმიდაო იოანე ღმრთისმეტყველო, შემწე გვეყავ მოსავთა და მოყვარეთა სიწმიდისა შენისათა და დაგვიფარენ ყოვლისაგან ცოდვისა, სულთა წარმწყმედელისა და მოგუმადლე მარადის სათნოყოფა შენგან შეყვარებულისა ღმრთისა, რათა სიმდაბლით, სიმშვიდით და სიწრფოებით ვიქცეოდეთ სოფელსა შინა და სიყვარულითა ღმრთისა და მოყვასისათა ღირს ვიქმნეთ სასუფევლისა დიდებასა, და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat