წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ივ (16), ღმრთივშვენიერისა და ცხოველმყოფელისა პატიოსანის ჯვარისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ივ (16), ღმრთივშვენიერისა და ცხოველმყოფელისა პატიოსანის ჯვარისა
"კურთხეულ არს ძელი იგი, რომლისა მიერ იკურთხნეს წარმართნი" (სიბრძნ.14,7).

გიხაროდენ, ჯვარო ჴორცითა ქრისტესითა განწმედილო და ასოთა მისთა მიერ, ვითარცა მარგარიტითა, განშვენებულო და სისხლითა მისითა მეწამულად განბრწყინვებულო.

საყვარელნო ღმრთისანო, რჩეულნო ერნო პატიოსანნო!

ჯვარი არს მიზეზი ცხოვრებისა ჩვენისა.
ჯვარი არს თავი ყოვლისა კეთილობისა.
ჯვარი არს მაკურთხეველი ჩვენი, ძელი ცხოველი ჭეშმარიტებისა.
ჯვარი არს წინამძღვარი ყოვლისა სათნოებისა.
ჯვარი გვაქვნდეს, ძმანო, ვითარცა გვირგვინი ღმრთივბრწყინვალე.
ჯვარი იყოს ჩვენდა ბეჭედ შვენიერ შუბლსა და პირსა.
ჯვარი ვიპყრათ, ვითარცა საჭურველი ყოვლადვე უძლეველი, რამეთუ აზნაურებისა ჩვენისა ჩინებულება არს პატიოსანი ჯვარი და ცხოვნებისა ჩვენისა სასწაული არს ცხოველმყოფელი ჯვარი.

იტყვის წინასწარმეტყველი ისაია: "ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგვარაო" (ესაია. 53,7). ესე სიტყვა ჯვარცმასა მოასწავებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. რაჲ არს ამისსა უმეტესი სახე წყალობისა, ძმანო, რომელ ცათა და ქვეყანისა შემოქმედმან ღმერთმან თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისა მიიღო და ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგვარა ჩვენთვის ჯვარსა ზედა. დაბნელდა მზე, შეძრწუნდა ქვეყანა, შეირყია მთაჲ და შეშფოთნა ზღვაჲ და ჩვენ არა შევიკდიმოთა, რაჟამს მივხედოთ ჯვარსა ქრისტესსა და მოვიხსენოთ მას ზედა ჯვარცმული იესო ტკბილი მაცხოვარი?

გარნა კაცთმოყვარე უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამაღლდა რა ზეცად, დაგვიტევა ჩვენ ცხოველმყოფელი ჯვარი თვისი მოსახსენებლად ჯვარცმისა თვისისა, რათა მარადის გვახსოვდეს, რა იგი მან მოითმინა ჩვენთვის ჯვარსა ზედა და ჩვენცა შეუდგეთ კვალსა მისსა და ღმრთივშვენიერი ჯვარი მისი გვაქუნდეს ბეჭდად მტკიცედ და საჭურველად ძლიერად, რამეთუ ამან პატიოსანმან ჯვარმან ურიცხვნი სასწაულნი ქმნნა და აწცა იქმს.

ჯვარმან სასუფეველი ცათა აღსავალ კაცთა ჰყო.
ჯვარმან სამოთხისა კარნი განგვიხვნა.
ჯვარმან ჯოჯოხეთისა ბჭენი შემუსრნა.
ჯვარმან ურიცხვნი ეშმაკთა გუნდნი განაბნივნა.
ჯვარმან მრავალნი სასიკვდინენი წამალნი განაქარვნა, რომლისათვისცა ერთი მოგითხრა, საყვარელნო, რათა ჰსცნათ უძლეველი ძლიერება ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.

რაჟამს იოანე ღმრთისმეტყველი ჰქადაგებდა იესო ქრისტესა, კაცი ვინმე ქრისტეანე მრავლისა ვალისა თანამდებ იქმნა და არღარა ეძლო გარდახდაჲ. ეშმაკმან აცთუნა და წარვიდა მკურნალისა ვისმე თანა ჰურიისა და სთხოვა წამალი სასიკვდინე, რათა შესვას და მოიკლას თავი თვისი, ჵმე, წარსაწყმედელად. და მისცა მკურნალმან ფიცხელი წამალი, ხოლო მან წარიღო სახლსა თვისსა, ევედრა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, გამოისახა ჯვარი და შესვა იგი და არარაჲ ავნო ყოვლადვე, ვითარცა ბრძანებს უფალი, ვითარმედ: "უკეთუ სასიკუდინე რაჲმე სვან სახელითა ჩემითა, არარაჲ ევნოს მათ" (მარკ.16,18).

კვალად მეორესა დღესა ჰქმნა ეგრეთვე და არარაჲ ავნო მას. და მესამესაცა დღესა - ეგრეთვე და არარაჲ ავნო, რამეთუ ძალი ჯვარისა განაქარვებდა ძალსა სამსალისასა.

მერმე ჰრქვა ჰურიამან: "რაისა ჰყოფ, ჵ, კაცო, რომელ წამლისა ჩემისა ძალსა ესრეთ უჩინო ჰყოფს?" ხოლო მან ჰრქუა: "სხვასა არარას, გარნა ჯვარსა გამოვისახავ პირსა და შევსვამ". ესმა რა ჰურიასა სახელი ჯვარისა, მეყსეულად ჰრწმენა ქრისტე და ნათელ-იღო იოანეს ღმრთისმეტყველისა მიერ. და ჰკითხა იოანე მოციქულმან მიზეზი მოქცევისა მისისა. და მან განუცხადა ესე ყოველი.

მაშინ მოუწოდა მახარებელმან მშვიდობისამან კაცსა მოვალესა და ჰრქვა: "ვინაითგან შენ ძლით ესე სასწაული იქმნა, მივედ და აღიღე თივა იგი, რაოდენიცა ძალ-გედვას და მოვედ აქა". ხოლო მან აღიღო და მოვიდა მისა და ღმრთისმეტყველმან გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისა თივასა მას ზედა და შეიცვალა ოქროდ და ჰრქუა: "წარვედ, ძმაო, და გარდაიხადე ვალი შენი და ცოცხალ იყავ კეთილად და ადიდებდე ღმერთსა".

ამისათვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ქრისტესნო, ჩვენცა გამოვისახვიდეთ მარადის ცხოველმყოფელსა ჯვარსა შუბლსა და პირსა ზედა სარწმუნოებით და ყოველსავე საქმესა ჩვენსა: სმასა ანუ ჭამასა, ვითარცა ძილსა ანუ სლვასა, ანუ ჴელთსაქმარსა ჩვენსა - პირველად ჯვარსა გამოვისახვიდეთ და სახელსა ღმრთისასა ვახსენებდეთ, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა.

და განვიშოროთ ჩვენგან, ძმანო, ყოველი ძვირის საქმე და ვნება: ამპარტავნობა, მრისხანება, შური, ხდომა და ყოველი უკეთურება; არამედ მოვიგოთ, საყვარელნო, სიმდაბლე, სიმშვიდე, სიყვარული, მოწყალება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, სიწმიდე, სიმართლე და მოთმინება და ესრეთ გამოვისახვიდეთ პატიოსანსა ჯვარსა და თაყვანისცემით ამბორს-უყოფდეთ, სულითა და გულითა, სურვილითა და შესხმითა ვაქებდეთ, მეტყველნი:
1. გიხაროდენ, ჯვარო ქრისტეს დიდებაო.
2. გიხაროდენ, ჯვარო ანგელოსთაგან პატივცემულო.
3. გიხაროდენ, ჯვარო წინასწარმეტყველთაგან მოსწავებულო.
4. გიხაროდენ, ჯვარო მოციქულთაგან ქადაგებულო.
5. გიხაროდენ, ჯვარო მოწამეთა უძლეველო სიმხნეო.
6. გიხაროდენ, ჯვარო მღვდელთმთავართა შვენიერებაო.
7. გიხაროდენ, ჯვარო მეფეთა წინამძღვარო.
8. გიხაროდენ, ჯვარო ცხებულთა განგებისა სკიპტრაო.
9. გიხაროდენ, ჯვარო გვირგვინოსანთა სამკაულო ბრწყინვალეო.
10. გიხაროდენ, ჯვარო ეკკლესიათა საფუძველო მტკიცეო.
11. გიხაროდენ, ჯვარო მორწმუნეთა ღმრთივშვენიერო ბეჭედო.
12. გიხაროდენ, ჯვარო ავაზაკისა სამოთხედ შემყვანებელო და ჩვენდა სასუფევლისა მიმართ ღმრთივაღმართებულო კიბეო.

ჵ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან კაცთმოყვარებითა შენითა ინებე და ხსნისათვისა ჩვენისა, ჯვარსა დაემსჭვალე, წყლულებანი თავს-ისხენ, სიკვდილისა გემო იხილე და ლახვარითა განიგმირე, შენ შეგივრდებით და გევედრებით, მეუფეო ჩვენო სახიერო, ტკბილო და მოწყალეო, მოგვმადლე ღმრთივშვენიერისა და ყოვლადბრწყინვალისა ჯვარისა შენისა თაყვანისმცემელთა წყალობა შენი აურაცხელი და ყოველი კეთილი, მეფე ჩვენი (სახელი) აღამაღლე, ვითარცა წმიდა კონსტანტინე, დედოფალი ჩვენი (სახელი) - ვითარცა ელენე დედოფალი, მეფის ძენი - ვითარცა ლეონ ბრძენი, მოეც ეკკლესიათა შვენიერება, სამღვდელოთა - პატიოსნება, ერისაგანთა - უცოდველობა, და ყოველთავე მოგვანიჭე შენი შიში და სიყვარული, რათა შიშით, რომელიცა შენ გძულს, ჩვენცა მოვიძულოთ ცოდვაჲ და სიყვარულითა, რომელი შენ სათნო-გიჩნს, ჩვენცა შევიყვაროთ სათნოებაჲ და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა შენსა, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა, და გადიდებდეთ, აღგამაღლებდეთ და თაყვანის-გცემდეთ თანა მამით და სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.03.2023
"ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (ფსალმ.112,2;111,9).
14.03.2023
"იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება" (ფსალმ.32,1).
14.03.2023
"რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (ფსალმ.103,4).
11.03.2023
"თაყვანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი" (ფსალმ.131,7).
10.03.2023
"კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (ფს.117,26; მათ.21,9; 23,39; მარკ.11,9; ლუკა.13,35;19,38): 1. ალლილუია.
09.03.2023
ქუხდა უფალი ცით გამო: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე.17,5).
08.03.2023
უფსკრული უფსკრულსა ჰხადის ჴმითა ზეგარდმო: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ" (მარკოზ.1,11).
08.03.2023
"კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაილისა, რომელმან ჰყვის საკვირველი" (ფს.71,18).
07.03.2023
"მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა" (იოვ. 2,28).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri