წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა იბ (12), ღმრთივსაკვირველისა და ყოვლადგანათლებულისა ღმრთისმშობელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა იბ (12), ღმრთივსაკვირველისა და ყოვლადგანათლებულისა ღმრთისმშობელისა
"კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაილისა, რომელმან ჰყვის საკვირველი" (ფს.71,18).

"თაყვანისცემა ხატისა პირმშოისა მის სახისა აღიწევის", - იტყვის წმიდა და ღმერთშემოსილი დიდი ვასილი.

ესე იგი არს, ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვითარმედ თაყვანი ვსცეთ პატიოსანსა ხატსა მაცხოვრისასა, გონება ჩვენი არათუ ფიცარსა და წამალთა შინა დაუტეოთ, არამედ ქრისტეს მიმართ აღვიპყრათ და თვალითა სულიერითა იესოს განვიცდიდეთ. თაყვანი ვცეთ რა ცხოველმყოფელსა ჯვარსა, მოვიხსენოთ, რაჲცა თავს იდვა ჩვენთვის ქრისტემან მას ზედა და თაყვანი ვცეთ რა ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა, თუალთა სულისათა ფრთოვან-ვყოფდეთ და საცნობელთა ჩვენთა ღმრთისმშობელისა მიმართ აღვამაღლებდეთ და ყოველთა წმიდათა ხატთა ეგრეთვე თაყვანის ვსცემდეთ გონებისა ხილვითა და სასოებითა მტკიცითა, ვითარ იგი თაყვანის ვსცემთ რა საღმრთოსა სახარებასა და ამბორს-უყოფთ არა ნივთთა, არამედ ძალსა საღმრთოთა სიტყვათასა.

რამეთუ ესეცა მოწყალისა და ყოვლადსახიერისა ღმრთისა კაცთმოყვარებისაგან არს, რომელ პატიოსანნი ხატნი მოანიჭნა ეკკლესიათა ღმრთივშვენიერად, სამკაულად და მოსახსენებელად განგებულებისა თვისისა და ყოვლად ძლიერითა ძალითა თვისითა ესევითარი მადლი მოანიჭა წმიდათა ხატთა, რათა რომელნიცა სარწმუნოებითა ევედრებოდენ, აღუსრულდეს თხოვაი მათი კეთილი და ესეოდენი ძალი დასდვა მათ შინა, რომელ ურიცხვნი საკვირველნი სასწაულნი იქმნებიან წმიდათა ხატთა მიერ, რომლისათვისცა ერთი მოგითხრა.

იყო ვინმე ქვრივი დედაკაცი კეთილმორწმუნე და დიდად მოყვარე ღმრთისმშობელისა და აქუნდა ხატი მისი შესავედრებელად სულისა თვისისა, რომელსაცა დიდითა სასოებითა პატივს სცემდა და ამბორს-უყოფდა სურვილით.

ოდეს იქმნა ხატთა ბრძოლაჲ მწვალებელთაგან, მძლავრი ვინმე მტარვალი შევიდა სახლსა მის ქვრივისასა და იხილა ხატი იგი ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ჵმე, იხადა მახვილი და ჰსცა ხატსა მას წმიდასა და ყოვლადპატიოსანსა, რათამცა განაპო იგი. ეჰა საკვირველებათა შენთა, ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ გარდამოხდა სისხლი, ვითარცა ცხოველისაგან. ესე რა იხილა მტარვალმან, შიშმან შეიპყრა და დაეცა მიწასა ზედა, შესტირა და შეინანა და მოიქცა ხატთა ბრძოლისაგან და ჰრქვა დედაკაცსა მას: "პატიოსანო დედაო სულიერო, ამიერიდგან ხატი ესე წმიდა უჩინო-ჰყავ, რათა არა სხვათა მძლავრთა იხილონ და ბოროტი რაჲმე შეამთხვიონ ამას და შენცა".

მას ღამესა ღირსი იგი დედაკაცი მრავლითა ცრემლითა და ლმობიერებითა ევედრა და ჰსთქუა: "ყოვლადწმიდაო დედოფალო მარიამ, აქამომდე მცველი ჩემი შენ ხარ და ნუგეშინისმცემელი ქვრივობისა ჩემისა. აწ კვალად მეცა დამიფარე და ხატიცა შენი". და წარიყვანა ხატი იგი ზღვის კიდესა და შთაასვენა მცირესა ნავსა და მისთანა სანთელი და საკმეველი, ამბორს-უყო ლმობიერითა ცრემლითა და შეაცურა ზღვასა.

წარვიდა უკუჱ ხატი იგი წმიდა და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მივიდა მთასა წმიდასა, მახლობლად ივერიისა მონასტრისა, რომელ არს ქართველთა. ჟამსა ოდენ შუაღამისასა იხილეს მონაზონთა მის მონასტრისათა სვეტი ნათლისა ყოვლადბრწყინვალე ზღვითგან ვიდრე ცადმდე და განკვირვებულნი ხვალისად შევიდენ ნავებითა ხილვად მისა, გარნა იგი უშორეს წარვიდა და ვერვინ მიეახლა. და ილოცეს მრავალთა წმიდათა მამათა, რათამცა მიეახლნენ და არა ინება, არამედ გამოუცხადა მათ, ვითარმედ მოვიდეს გაბრიილ ქართველი და გამოვალს. რამეთუ იყო ესე გაბრიილ მღვდელმონაზონი განშორებული, კეთილგონიერებით მოღვაწე, სათნო-მყოფელი ღმრთისა და ფრიად მოყვარე ღმრთისმშობელისა.

მოიყვანეს ღირსი მამა გაბრიილ და შე-რა-ვიდა ზღვად, არღარა განეშორა ხატი იგი ბრწყინვალე, არამედ უფროსღა მოეახლა, ხოლო თაყვანის-სცა მოწლედ და სურვილით ამბორს-უყო ყოვლადღირსმან მამამან გაბრიილ ხატსა საყვარელისა თვისისა ღმრთისა დედისასა და გამოიყვანა ქვეყანად და პატივით დაასვენა ეკკლესიასა შინა მონასტერსა ივერიელთასა. და იწყეს პარაკლისი და ლიტანიობა მრავლითა ბრწყინვალებითა და სურვილით თაყვანის-სცემდეს და ლმობიერად ამბორს-უყოფდეს ყოველნი.

ხოლო ხვალისად იხილეს წმიდა იგი ხატი არღარა ადგილსა თვისსა, არამედ ზედა კარსა ეკკლესიისასა, ჩამოიღეს და ადგილსავე თვისსა დაასვენეს პატივითა, გარნა კვალად მუნვე ამაღლდა კარსა ზედა, კვალადცა ჩამოიღეს და კვალადცა ამაღლდა. მერმე გამოეცხადა ღმრთისმშობელი ყოვლადღირსსა გაბრიილს და ჰრქუა: "აქა მნებავს ყოფაჲ, რათა მცველ ვიყო ივერიელთა". მაშინ აღაშენეს მუნ სამწირველო შვენიერი კამარედ და უწოდეს საკვირველსა მას ხატსა "კარისა ღმრთისმშობელი", მრავლითა სამკაულითა და დიდებითა პატივის-ჰსცეს და დღეინდელად დღედმდე მარადის ჰყოფს საკვირველთა სასწაულთა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ხატისა მის მიერ პატიოსნისა. და ბრწყინვალედ განფენილ არს სახელი მისი ყოველსა ქვეყანასა, ხოლო მსმენელნი და მხილველნი ადიდებენ ღმერთსა, რომელმან ჰყვის საკვირველი და სარწმუნოებით თაყვანის-ჰსცემენ დედასა მისსა მარიამს.

ისმინეთ, ქრისტეს მოყვარენო, საკვირველება ღმრთისა და დიდებულება პატიოსანთა ხატთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, მორწმუნენო მსმენელნო! სასოებით თაყვანის-ვსცემდეთ წმიდათა ხატთა და გონებასა ჩვენსა პირმშოისა მის სახისად აღვამაღლებდეთ, მხურვალედ ვევედრებოდეთ და სურვილით ამბორს-უყოფდეთ და პატივს-ვსცემდეთ სანთლის აღნთებითა, საკმეველისა კმევითა და შესაწირავითა. ეკკლესიასა ვადიდებდეთ, მღვდელთა პატივს ვსცემდეთ და ღმერთსა სათნო-ვეყოფოდეთ, ძალისაებრ ჩვენისა ვიმარხვიდეთ, გულითა წმიდითა ვილოცვიდეთ, თუ ვისგანმე წყენა გვახსოვდეს, მიუტეოთ, რათა ღმერთმან ჩვენცა მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი (მათე.6,12), სამღთოსა წირვასა და ეკკლესიისა ლოცვასა ნუ დავაკლდებით, აღსაარებითა განვსწმდებოდეთ და სარწმუნოებით ვეზიარებოდეთ, ჴელითა ჩვენითა ვშვრებოდეთ და მით მოწყალებასა ვიქმოდეთ და ესევითარითა სათნოებითა შემკობილნი პატიოსანთა ხატთა თაყვანის-ვსცემდეთ და რაჲცა კეთილი ვითხოვოთ სარწმუნოებით, უეჭველად მოგვეცემის მათ შორის დამკვიდრებულისა ღმრთისა მადლითა ჭეშმარიტად. და უმეტესად კურთხეულსა სასოსა ჩვენსა ღმრთისმშობელსა მარიამს ესრეთ უგალობდეთ:

1. გიხაროდენ, ხატო და მსგავსო ღმრთისაო.
2. გიხაროდენ, მცველო და მფარველო კაცთაო.
3. გიხაროდენ, დამამტკიცებელო ჭეშმარიტებისაო.
4. გიხაროდენ, აღმომფხვრელო ყოვლისა წვალებისაო.
5. გიხაროდენ, სვეტო ნათლისაო.
6. გიხაროდენ, განმაბრწყინვებელო ღამისაო.
7. გიხაროდენ, მონასტერთა შვენიერებაო.
8. გიხაროდენ, მონაზონთა დიდებაო.
9. გიხაროდენ, მმარხველთა სიწმიდეო.
10. გიხაროდენ, მოღვაწეთა გვირგვინო.
11. გიხაროდენ, მორწმუნეთა საკვირველებაო.
12. გიხაროდენ, ყოვლად ყოველთა ქრისტეანეთა შემწეო და შესავედრებელო.

ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, ღმრთივბრწყინვალეო დედოფალო დამბადებელთაო, წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა თაყვანისმცემელნი სურვილით ამბორს-უყოფთ და შენ გევედრებით: მოგვმადლე კეთილმოქმედებით წარვლად დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი და მოგვანიჭე სულისა სიყვარული, გულისა სიწმიდე, ლოცვისა მხურვალება, მარხვისა გულმოდგინება, ზიარებისა სარწმუნოება, წმიდათა მიმართ სასოება და გლახაკთა მოწყალება, რამეთუ დაღაცათუ ჩვენ უძლურ ვართ ჴორცითა, გარნა შენ გულმოდგინე გუყავ სულითა და შეგვმოსე ძალი და სიმხნე, რათა სათნო ვეყვნეთ სახიერებით ღმრთივშვენიერსა და კაცთმოყვარებით ყოვლადტკბილსა იესოს, ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოყვარეთა თვისთა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.03.2023
"ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (ფსალმ.112,2;111,9).
14.03.2023
"იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება" (ფსალმ.32,1).
14.03.2023
"რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (ფსალმ.103,4).
11.03.2023
"თაყვანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი" (ფსალმ.131,7).
11.03.2023
"კურთხეულ არს ძელი იგი, რომლისა მიერ იკურთხნეს წარმართნი" (სიბრძნ.14,7).
10.03.2023
"კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (ფს.117,26; მათ.21,9; 23,39; მარკ.11,9; ლუკა.13,35;19,38): 1. ალლილუია.
09.03.2023
ქუხდა უფალი ცით გამო: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე.17,5).
08.03.2023
უფსკრული უფსკრულსა ჰხადის ჴმითა ზეგარდმო: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ" (მარკოზ.1,11).
07.03.2023
"მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა" (იოვ. 2,28).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri