წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კა (21), წმიდისა და ღმრთივპატივცემულისა ნათლისმცემელისა იოანესი
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კა (21), წმიდისა და ღმრთივპატივცემულისა ნათლისმცემელისა იოანესი
"ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (ფსალმ.112,2;111,9).

ჵმე, დიდებულო ნათლისმცემელო იოანე, ვინ არა იგლოვდეს თავის-კვეთასა სიწმიდისა შენისასა, თავო ყოვლისა კეთილობისა დოღმატთაო; ვინ არა სცრემლეოდეს თვალთ დაწუხებისათვის შენისა, თვალო ყოველთა სათნოებათაო, ვინ არა სულთ-ითქმიდეს პირისა შენისა დადუმებისათვის, პირო ჭეშმარიტებისა მღაღადებელო და ჴმაო ყოვლადტკბილო სიტყვისა ღმრთისაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვიგლოვდეთ ობლობისათვის მამისაგან სულიერისა, ვსცრემლეოდეთ საყვარელისათვის ქრისტეს მეგობრისა და სულთ-ვითქმიდეთ სულთა განმანათლებელისა ნათლისმცემელისა ჩვენისათვის.

არათუ მას რაიმე უხმს ჩვენისა გლოვისა მიერ შეძინებაჲ, არამედ ჩვენდა დაჭირვება არს მისისა ნათლისა მოკლებაჲ, რამეთუ იგი აქაცა სანთელი იყო საჩინო ღმრთივბრწყინვალე და წარვიდა რა მუნცა, განანათლნა მყოფნი წყვდიადსა შინა.

რამეთუ ვითარცა წინამორბედ იქმნა იოანე ქრისტეს მოსლვისა და გვახარა ტარიგი ღმრთისა ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, ეგრეთვე წინამძღვარ იქმნა ქრისტეს მუნ მისლვისა და მახარებელ მამათმთავართა პატიჟის დახსნისა.

ვითარცა თავი იყო ჭეშმარიტებისა მადლისა იოანე, ეგრეთვე, წარვიდა რა, დაგვიტევა ყოველთა თავი სათნოებათა - განმწმედელი სულისა და წინამძღვარი სინანულისა აღსარებაჲ, ვითარცა წერილ არს: "ნათელს იღებდეს იოანესაგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა" (მათე.3,6; მარკ.1,5). რამეთუ თავი ცხოვნებისა არს ჭეშმარიტი აღსაარებაჲ და ვითარცა თვინიერ თავისა არად სარგებელ არს გვამი, ეგრეთვე თვინიერ აღსაარებისა არად სარგებელ არიან სათნოებანი.

ვითარცა უპირატესი იყო ნაშობთა შორის დედათასა იოანე ნათლისმცემელი, ეგრეთვე უპირატესი და წრფელი გზაჲ ცხოვრებისა გვიჩვენა, ჭეშმარიტი აღსაარებაჲ; მით, რამეთუ აღსაარებისა მიერ იქმნების ახოცა ცოდვათა, აღსაარებისა მიერ იქმნების უჩინოყოფობა ეშმაკთა და აღსაარებისა მიერ იქმნების მხიარულება ანგელოსთა და პატივისცემა ნათლისმცემელისა და სათნოყოფა მისგან ნათელღებულისა იესო ქრისტესა.

იხილეთ, საყვარელნო, ძალი აღსარებისა თუ ვითარ ნამდვილ საჭირო არს კაცთა ცხოვრებისათვის.

რამეთუ იყო ვინმე კაცი პატიოსანი. მივიდა მისა ეშმაკი ამპარტავნებისა, ებრძოლა და განაზუავა, ვითარცა ენება ეშმაკსა და დაიწერა პირველ ცოდვად ამპარტევნება მისი გუჯარსა თვისსა და წარვიდა, რათა წარმოუდგინოს სულის აღმოსვლის ჟამსა სამხილებელად და უფროჲსღა დღესა სასჯელისასა სატანჯველად.

ამისა შემდგომად მივიდა მისა სხუაცა ეშმაკი ბოროტი სიძვისა, ებრძოლა და ადვილად დასცა კაცი იგი სიძვითა, ვინათგან ძლეულ იყო ამპარტავნებითა და მანცა დაიწერა გუჯარსა თვისსა. შეემთხვია მას ამპარტავნებისა იგი ეშმაკი და ჰრქვა სიძვისა ეშმაკსა: "რაჲსათვის ებრძოლე ჩემ მიერ მონადირებულსა კაცსა?" მიუგო სიძვისა ეშმაკმან: "რამეთუ დავეც იგი სიძვითა და მივაწიე ბსკერსა ჯოჯოხეთისასა". მიუგო ამპარტავნებისა ეშმაკმან და ჰრქუა: "უგუნურო, მე ესევითარითა ჴელოვნებითა მოვივერაგე იგი, რომელ ყოველსა ცხოვრებასა შინა თვისსა ვერ გულისჴმა-ჰყოფდა და არცა იტყოდა აღსაარებასა შინა, ხოლო შენ ხილული და ცხადი ცოდვა აქმნიე მას. აწ წარვალს იგი, აღსაარებასა მიუთხრობს მოძღვარსა და მიიღებს სინანულსა. ხოლო მეუფე მისი სახიერ არს, აღსაარებისა და სინანულისათვის მიუტევებს ცოდვათა, შენცა უჩინო იქმნები და მეცა".

ესე ლალვაი ეშმაკთა განუცხადა ღმერთმან ბერსა ვისმე სულიერსა და დაფარულთმცნობელსა სარგებელად ჩვენდა. ხოლო წმიდამან ბერმან მოიყვანა დაცემული იგი აღსაარებად და მისცა კანონი ჯეროვანი და მონანულმან აღასრულა ღირსი სინანული და განთავისუფლდა ორისაგანვე ეშმაკისა მადლითა აღსარებისათა, რომელი განაწესა დიდებულმან ნათლისმცემელმან იოანე, სათნო-ყოფითა იესო ქრისტესითა, საცხოვნებელად სულთა ჩვენთა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ღმრთისანო და პატივისმცემელნო ნათლისმცემელისანო, უკეთუ პატივისცემა იოანესი გნებავსთ, საქმეთა მისთა ვბაძვიდეთ და ქადაგებათა მისთა ვისმენდეთ, რამეთუ იგი ნეტარი ესრეთ მდაბალ იყო გულითა, რომელ იტყვის: "არა ვარ ღირს განხსნად საბელსა ხამლთა ფერჴთა ქრისტესთაო" (იოან.1,27), და გვამცნებს ჩვენცა: "რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, ერთი მიეცით, რომელსა არა აქუნდეს და ეგრეთვე საზრდელი ჰყავნ" (ლუკა.3,11).

და მისი ქადაგებული აღსაარებაჲ და ქრისტეს მიერ დამტკიცებული და მოციქულთაგან სჯულდებული მტკიცედ ვიპყრათ, ძმანო, და ზედას ზედა აღვიარებდეთ ჭეშმარიტსა აღსაარებასა ყოვლითა კრძალულებითა, რათა არა შემოვიდეს შორის ჩვენსა ამპარტავნებაჲ, რამეთუ: ესრეთ წვლილი არს ამპარტავნება, რომელ თვით ანგელოსთა შორისცა შევიდა და ეშმაკად გარდააქცივნა".

არამედ ჩვენ, ჵ, საყვარელნო, ყოვლით კერძო მღვიძარე ვიყვნეთ და კეთილითა ცხოვრებითა შემკობილ და სათნოებითა განმზადებულ თანაწარუვალისა სიკვდილისათვის. ჭეშმარიტისა აღსაარებითა, ღირსითა სინანულითა, მარხვითა, ლოცვითა, ცრემლითა, სულთქმითა, მოთმინებითა, მოწყალებითა, და ამათ ყოველთა ზედა ბეჭდად ღმრთივშვენიერად მივიღოთ სულთა და ჴორცთა განმწმედელი ქრისტეს სისხლი და ჴორცი საგზლად ცხოვრებისა საუკუნოსა.

ესრეთ რა ვიყვნეთ, საყვარელნო თვით ნათლისმცემელისანო, მორჩილი ვიქნებით და პატივისმცემელი ნათლისმცემელისა და სათნომყოფელი მისგან ნათელღებულისა იესო ქრისტესა, რომლისა მიერ მოგვეცემის სასუფეველი ცათა და საუკუნო დიდება.

ჵ, ღმრთივდიდებულო ნათლისმცემელო იოანე, რომელსა გესმა საღმრთო ჴმა მამისა, ღირს იქმენ ნათლისცემად ძისა და იხილე სულიწმიდა სახედ ტრედისა, სამებისა მქადაგებელო, სინანულისა მოძღვარო და აღსაარებისა წინამძღვარო, ტრედო უმანკოო და გვრიტო უბიწოო, შენ შეგივრდებით და გევედრებით, მოგვფინე ტკბილი მადლი წმიდისა ლოცვისა შენისა და მოგუმადლე მცირეჟამეული ესე ცხოვრება უვნებელად წარვლოთ და სათნო-ვეყვნეთ სამებასა ყოვლადწმიდასა.

მოგვანიჭე აღსაარებით შემუსრვა სულისა, რათა ვიქმნეთ მსხვერპლ ღმრთისა ცხოველისა და ჟამი მოგვეც სინანულითა განწმედა გულისა, რათა ვიხილოთ ღმერთი ჩვენ შორის გამობრწყინვებული და სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილნი, სურვილით ღირს ვიქმნეთ სათნოდ ღმრთისა აღსრულებასა, რათა მშვიდობისა ანგელოსისა წინამძღვრებითა აღვიდეთ ზეცისა სასუფეველსა და პირველთა მამათა თანა განსვენებულნი მარადის უგალობდეთ, ვადიდებდეთ და თაყვანს ვსცემდეთ შენ მიერ ქადაგებულსა ყოვლადწმიდასა სამებასა: მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.03.2023
"იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება" (ფსალმ.32,1).
14.03.2023
"რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (ფსალმ.103,4).
11.03.2023
"თაყვანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი" (ფსალმ.131,7).
11.03.2023
"კურთხეულ არს ძელი იგი, რომლისა მიერ იკურთხნეს წარმართნი" (სიბრძნ.14,7).
10.03.2023
"კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (ფს.117,26; მათ.21,9; 23,39; მარკ.11,9; ლუკა.13,35;19,38): 1. ალლილუია.
09.03.2023
ქუხდა უფალი ცით გამო: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე.17,5).
08.03.2023
უფსკრული უფსკრულსა ჰხადის ჴმითა ზეგარდმო: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ" (მარკოზ.1,11).
08.03.2023
"კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაილისა, რომელმან ჰყვის საკვირველი" (ფს.71,18).
07.03.2023
"მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა" (იოვ. 2,28).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri