წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა დ (4), ყოვლადწმიდისა ქალწულისა და ღმრთივდიდებულისა ღმრთისმშობელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა დ (4), ყოვლადწმიდისა ქალწულისა და ღმრთივდიდებულისა ღმრთისმშობელისა
"იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქვეყანა" (ფსალ.95,11).

"ამაღლდა მზე და მთვარე, დასდგა წესსა ზედა თვისსა" (ამბაკ.3,11). იტყვის სულითა წმიდითა წინასწარმეტყველი ამბაკო.

ესე იგი არს, საყვარელნო ღმრთისანო. "ამაღლდა მზე" - იშვა ღმერთი ქალწულისაგან. ხოლო "მთვარე დასდგა წესსა ზედა თვისსა" - ვითარმედ ქალწული ქალწულადვე ეგოს წესსა ზედა ქალწულებისასა.

ეჰა, ჭეშმარიტად ქალწულო დედაო ევმანუილისაო.

1. გიხაროდენ, პირველ შობისა ქალწულო.
2. გიხაროდენ, შობასა შინა ქალწულო.
3. გიხაროდენ, შემდგომად შობისა უკუნისამდე და ყოვლადვე ქალწულო.
4. გიხაროდენ, სამებისა მიერ პატივცემულო.
5. გიხაროდენ, რამეთუ მამამან შენ გამოგირჩია.
6. გიხაროდენ, რამეთუ ძემან შენ შორის დაიკარვა.
7. გიხაროდენ, რამეთუ სულმან წმიდამან შენ ზედა დაისაყდრა.
8. გიხაროდენ, სერაფიმთა მიერ წმიდა არსობით საგალობელო.
9. გიხაროდენ, ქერუბიმთა მიერ ალილუიითა სადიდებელო და ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ საკვირველებაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვიტყოდეთ მარიამისთანა: "ისმინე, ცაო, - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა. ყურად იღე, ქვეყანაო, - ქვეყანასა ზედა მშვიდობა [ეს. 1,2; ლკ. 2,14].

გიხაროდენ, კაცო, რამეთუ შენ შორის სათნოება. ჰე, ნამდვილვე გიხაროდენ, კაცო, და მიზეზსა სიხარულისა შენისასა ქალწულსა მარიამს უღაღადე და იტყოდე:

1. გიხაროდენ, კაცთა მიერ ძღვენო.
2. გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ შეწირულო.
3. გიხაროდენ, ოქროსა უბრწყინვალესო.
4. გიხაროდენ, გუნდრუკისა უპატიოსნესო.
5. გიხაროდენ, მირონისა უსუნნელესო.
6. გიხაროდენ, სარწმუნოებისა სიმტკიცეო.
7. გიხაროდენ, სასოებისა სიმდიდრეო.
8. გიხაროდენ, სიყვარულისა სრულებაო.
9. გიხაროდენ, ქალწულთა სიქადულო, დაქორწინებულთა სიხარულო.

საყვარელნო ღმრთისანო და პატივისმცემელნო ღმრთისა დედისანო, შესხმით ვაქებდეთ, დიდებისმეტყველებით უგალობდეთ და თაყვანისცემით აღვამაღლებდეთ ქალწულსა მარიამს, რომლისა მიერ ღმრთივშვენიერად აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, რომლისა მიერ იხარებს ცაჲ ვარსკვლავისა გამოჩენითა, რომლისა მიერ იშვებს ქვეყანა სამყაროსა მიმსგავსებითა, რომლისა მიერ განშვენდების ჰაერი ანგელოსთა გალობითა და რომლისა მიერ სანატრელ იქმნების ქალწულება სიწმიდისა სურვილითა.

რამეთუ იყო ვინმე ქალწული ფრიად შვენიერი, დიდებულთა ასული, რომლისაცა ენება მეფის ძესა ვისმე დაწინდებად; გარნა მას დიდისა ტრფიალებითა უყვარდა ღმრთისმშობელი ქალწული მარიამ, და სურვილითა მისითა არა ინება სიხარული ქორწინებისა, არამედ აღირჩია სიწმიდე ქალწულებისა, რათა სათნო ეყოს ერთსულობით სასურველსა თვისსა ქალწულთა წინამძღვარსა ქალწულსა მარიამს. შევიდა მონასტერსა ქალწულთასა და სახე მოწესეთა შეიმოსა. სათნოებითა შემკობილი და მოღვაწებითა განკაფული თავსა სრულებისასა აღიწია.

ხოლო შემდეგ რაოდენისამე ჟამისა დასჯდა მეფე ვინმე მძლავრი, რომელიცა დღესა ერთსა წარვიდა ქალწულთა მონასტერსა და იხილა ქალწული იგი, მოყვარე ღმრთისმშობელისა, და ძლეულმან ეშმაკისაგან ჰსთქუა: "უკეთუ მას ქალწულსა არა ვიშოვნი, მონასტერსა მოვაოხრებ და ყოვლითა ტაჯვითა აღვასრულებ". ესე რა ესმა დედათა მათ კეთილმოღვაწეთა, გოდებდეს და სტიროდეს. ხოლო ბრძენმან მან ქალწულმან ჰრქუა მათ: "ნუ იურვით, პატიოსანნო დედანო, ამის განსაცდელისათვის ეშმაკისა მიერ აღძრულისა, რომელიცა განაქარვოს ძალმან ღმრთისმშობელისამან".
და მოუწოდა კაცსა მის მეფისასა და ჰრქუა: "მივედ და არქუ მეფესა შენსა, ვითარმედ რაი გთნდა ჩემ შორის; რომლისათვის მეტრფიალე, ესე მაუწყე და იყავნ ნება შენი". და ჰრქუა მეფემან: "თვალთა მისთა შვენიერებამან მიმტაცა საცნობელი ჩემიო".

ესმა რა ესე მხნესა მას ქალწულსა, მსწრაფლ აღიღო დანაჲ და აღმოიხადნა ორნივე თვალნი და წარსცა მეფისად მეტყველმან: "უკეთუ თვალნი ჩემნი გთნდეს, ჵ, მეფე, აჰა ეგერა გქონან". ხოლო იხილა რა მეფემან სისხლიანნი იგი თვალნი, შესძრწუნდა და განთავისუფლდა ეშმაკის მძლავრებისაგან და კვალად მისცნეს თვალნი იგი ქალსა მას. ხოლო იგი შევიდა ეკკლესიად და დაისხნა ადგილსავე თვისსა, და ევედრა ღმრთისმშობელსა მეტყველმან: "ღმრთივბრწყინვალეო დედოფალო, თვალო ქალწულებისაო, აღმიხილენ თვალნი ჩემნი, რომელსა ვხედვიდე ყოვლადპატიოსანსა ხატსა სიწმიდისა შენისასა".

ეჰა საკვირველებათა შენთა, დედაო ღმრთისაო მარიამ, რამეთუ მეყვსეულად აღეხილნეს თვალნი მისნი, მადლობით თაყვანი სცა და სურვილით ამბორს უყო ღმრთივშვენიერსა ხატსა საყვარელისა დედოფლისასა და ადიდებდა ყოვლადდიდებულსა სახელსა მისსა.

ისმინეთ, საყვარელნო ღმრთისანო, დიდებულება ქალწულისა მარიამისა, ამისთვის გლოცავ და გევედრები, უფალნო ჩემნო, ვიქმნეთ ჩვენცა ქალწულ ცოდვისაგან, რათა სათნო ვეყვნეთ ქალწულებისა ძეგლსა და ზღუდესა მარიამს; მივსცეთ ოქრო ჩვენი გლახაკთა, რათა მოგვთა თანა თაყვანი ვსცეთ იესოს; მშიარი გამოვზარდოთ, რათა ტკბილად აღუჩნდეს ქრისტესა, ვითარცა ძუძუს რძეჲ ქალწულისა; შიშველი შევმოსოთ, რათა შეიწიროს ევმანუილმა, ვითარცა სახვეველი მწოლარემან ბაგასა; უცხო შევიწყნაროთ, ვითარცა იესო ეგვიპტეს მისრული, რათა ღმერთმან ჩვენცა შეგვიწყნაროს სასუფეველსა; სნეულთა განუსვენოთ, რათა ღმერთმან ჩვენცა განგვისვენოს წიაღთა აბრაამისათა, და ქალწულსა მარიამს ესრეთ უგალობდეთ:

1. გიხაროდენ, შვიდითა ნიჭითა სულისა წმიდისათა აღბეჭდულო.
2. გიხაროდენ, შვიდნათლოვან ოქროსა სასანთლისა უბრწყინვალესო.
3. გიხაროდენ, შვიდგზის განწმედილისა ვერ~ცხლისა უსპეტაკესო.
4. გიხაროდენ, შვიდთა კრებათა მიერ ღმრთისმშობლად აღსაარებულო.
5. გიხაროდენ, შვიდთა საიდუმლოთა სრულებისა მიზეზო.
6. გიხაროდენ, შვიდგზის დღესა შინა საქებელო.
7. გიხაროდენ, შვიდეულსა შინა მრავალგზის სადიდებელო, დაუცხრომელად სავედრებელო.

ჵ, ყოვლადწმიდაო დედოფალო, ევმანუილის დედაო, ღმრთივბრწყინვალეო ქალწულო მარიამ, შენ შეგივრდებით და გევედრებით, იესო ტკბილისა მტვირთველნი ჴელნი აღიპყრენ და ქრისტეს ამბორისმყოფელნი ბაგენი შენნი აღახვენ და ჰსთქუ მისა მიმართ: "ძეო ჩემო საყვარელო და სასურველო, რომელმან ნებითა მამისათა და სათნოყოფითა სულისა წმიდისათა ჯერ-იჩინე ჩემგან ჴორცთა შესხმაი, ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა მეოხ ვარ ქრისტეანეთათვის, რომელნი ორთა შინა ბუნებათა აღგიარებენ შენ და მე ღმრთისმშობლად და ქალწულად მხადიან, მიჰმადლე საცხოვრებელი თხოვაჲ მათი, ეკკლესიანი განანათლე, რომელნი მოიგე სისხლითა შენითა, მეფობა განაშვენე, რომელი განაჩინე ბრძანებითა შენითა, მღუდელობა განაკრძალე, რომელი განაწესე მოქმედებითა შენითა და ყოველნი მართლმადიდებელნი განაბრწყინვენ სადიდებელად შენდა, ხოლო ყოველნივე ერთბამად სასუფეველსა შენსა შეჰკრიბენ, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა, რომელთათვის შუამდგომელი და მეოხი ვარ, რათა იხარებდენ და იშვებდენ ჩემთანა და ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი შენ მიერ მომენიჭა, და გადიდებდენ შენ, მხოლოდშობილსა ძესა თანა დაუსაბამოით მამით შენით და მამისაგანვე გამომავალით სულით სახიერით, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat