წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ა (1). ღმრთივბრწყინვალისა და ყოვლადდიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობლისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ა (1). ღმრთივბრწყინვალისა და ყოვლადდიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობლისა
"აღსდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენდა კიდობანი სიწმიდისა შენისა" (ფს.131,8).

ეჰა, ღმრთისა სიტკბოებისა საუნჯეო, შემოსილო გარეთ და შინათ არა ოქროჲთა, არამედ სულითა წმიდითა, ღმრთივბრწყინვალეო დედოფალო მ ა რ ი ა მ:

1. გიხაროდენ, პირველ საუკუნეთა ღმრთისა მიერ განზრახულო.
2. გიხაროდენ, აღსასრულსა ჟამთასა ძისა მშობელად განჩინებულო.
3. გიხაროდენ სამარადისოდ სულისა წმიდისა სავანედ განმზადებულო.
4. გიხაროდენ, სერაფიმთაგან დაფარულო, უსაიდუმლოესო.
5. გიხაროდენ, ხერუვიმთაგან გამოუთქმელო, უდიდებულესო.
6. გიხაროდენ, საყდართა მიერ დიდებულო, უპატიოსნესო.
7. გიხაროდენ, უფლებათა უაღრესო სიწმიდითა.
8. გიხაროდენ, ძალთა უმაღლესო ხარისხითა.
9. გიხაროდენ, ჴელმწიფებათა უშვენიერესო სიკეთითა.
10. გიხაროდენ, მთავრობათა მიერ სანატრელო.
11. გიხაროდენ, მთავარანგელოსთაგან სახარულევანო.
12. გიხაროდენ, ანგელოსთა მხიარულმყოფელო და ყოველთა წმიდათა განათლებისა მიზეზო.

ღმრთივსულიერნო შვილნო აღმოსავლეთისა ეკკლესიისანო, ესევითარითა სახარულევანითა შესხმითა ვადიდებდეთ ღმრთივკურთხეულსა და ყოვლადდიდებულსა დედოფალსა ჩვენსა ღმრთისმშობელსა მარიამს. რამეთუ მის მიერ აღმოგვიბრწყინდა ღმრთივშვენიერად მზე სიმართლისა, ნათელი ბრწყინვალე, მთავარი მშვიდობისა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ტკბილი და გაანათლა გულნი მორწმუნეთა მისთანი.

ამისთვის ნამდვილ ჭეშმარიტებით ღირს არს და მართალ ქებად და დიდებად ბრწყინვალებასა სიკეთისა მისისა და სამღთოსა სუნნელებასა ქალწულებისასა, რამეთუ იგი არს სუნნელება ნარდისა, ვარდი უხრწნელებისა, შვენიერება ქალწულთა და საუნჯე ყოვლისა კეთილობისა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ცათანი და უღაღადებენ ძენი კაცთანი, და იტყვიან:

1. გიხაროდენ, ცაო პირმეტყველო, შემკობილო ვარსკვლავითა.
2. გიხაროდენ, ვარსკვლავთა შორის მზეო საჩინოო სიწმიდისა ბრწყინვალებითა.
3. გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, გამომაბრწყინვებელო მზისა სიმართლისა.
4. გიხაროდენ, შარავანდედო, ღმრთივშვენიერად განმანათლებელო სოფლისა.
5. გიხაროდენ, სამოთხეო, მაღალსა ადგილსა დასხმულო, განშვენებულო ყვავილითა.
6. გიხაროდენ, კეთილსუნნელო საშვებელო აღმოსავალს ედემისასა.
7. გიხაროდენ, მთაო წმიდაო და პოხილო, სათნოო უფლისაო ლოდითა პატიოსნითა.
8. გიხაროდენ, ქალაქო ღმრთისაო დიდებულო, მთასა ზედა დაშენებულო.
9. გიხაროდენ, კიდობანო წმიდაო, ქალაქსა სამეუფოსა დასაყდრებულო.
10. გიხაროდენ, ტაკუკო ოქროსაო, კიდობანსა სჯულისასა დაუნჯებულო.
11. გიხაროდენ, მანანაო საწადელო, სულისა დამატკბობელო.
12. გიხაროდენ, იესო ყოვლადტკბილისა მშობელო და ჩვენდა საუკუნოსა სიტკბოებისა მომატყვებელო.

ესრეთ პატივისცემით ვაქებდეთ, და თაყვანისცემით აღვამაღლებდეთ, და სურვილით ვნატრიდეთ დედასა ღმრთისასა, რამეთუ ნამდვილვე იგი არს, ძმანო, ყოვლადსანატრელი და მრავალთაგან გულის-სათქმელი, მსგავსად ძისა თვისისა ტკბილი, სახიერი და მოწყალე, გლახაკთა განმამდიდრებელი, მდიდართა საუნჯე დაულევნელი და საუკუნოსა დიდებისა მომნიჭებელი, რომელიცა წინამდებარემან სიტყვამან საცნაურ-ჰყოს.

რამეთუ იყო ვინმე ჭაბუკი ჰასაკითა, მხცოვანი გონებითა და შემკული ქველის-საქმითა, რომელსა გამოუჩნდა ჩვენებით ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი სამოსითა მზეებრ ბრწყინვალითა და თავსა ედგა ზეთისხილისა ფურცელთაგან გვირგვინი ყვავილოვანი, ხოლო ჭაბუკი იგი განკრთა თვალთშეუდგამისა ბრწყინვალებისა მისგან და პატიოსნითა ჯვარითა აღიბეჭდა თავი თვისი. ხოლო გამოჩინებული იგი ღმრთივშვენიერითა ჴმითა ტკბილითა და ყოვლადბრწყინვალითა პირითა ჰაეროვანი ღიმილით ეტყოდა: "უკეთუ მეტრფიალო მე, მახლობელ-გყო შენ ზეცათა მეუფისა, რამეთუ წყალობისათვის კაცთასა ღმერთი მაღალი ქვეყანად გარდამოხდა ჩემ მიერ". ესერა სთქვა, თვალთაგან მისთა მიეფარა.

და იგი აღსდგა განკვირვებული და წარვიდა ეკკლესიად. და გზასა ზედა იხილა უცხო ვინმე გლახაკი შიშველი და განიძარცვა სამოსელი თვისი, და შემოსა მას, და არღა მიწევნულ იყო კართა ეკკლესიისასა, მიეწია სპეტაკითა მოსილი ვინმე შვენიერი ხილვითა და მისცა მას ჭურჭელი რაჲმე, რომელსა შინა იდვა ასი დრაჰკანი და ჰრქუა: "წარაგე ესე ნებისაებრ შენისა". ხოლო მას ენება, რათამცა უკუნ-სცეს მიმცემელსავე მას მისსა. გარნა იგი უჩინო-იქმნა.

და მიერიდგან ხელთაგან მისთა განვიდოდა მოწყალება, ვითარცა წყაროჲ, და კვალად შევიდოდა ხელთა მისთა სიმდიდრე, ვითარცა ზღვაჲ. რამეთუ იქმნა იგი პატრიარხ სათნოყოფითა ღმრთისათა.

და დღესა ერთსა შეემთხვია მდიდარყოფილი ვინმე დაგლახაკებული, მთხოველი მოწყალებისა და უბრძანა ნეტარმან მსახურსა თვისსა საიდუმლოდ მიცემად მისდა ათხუთმეტი ოქროჲ, ხოლო მსახურმან მისცა ოდენ ხუთი ოქროი და მოაკლო ათი. და მასვე დღესა ქვრივმან ვინმე დიდებულმან შესწირა პატრიარხსა ქარტასა შინა წერილით ხუთასი ოქროჲ. ხოლო წმიდამან ულოცა ქვრივსა მას და ჰრქუა: "რაჲსათვის დასწერე ესეოდენი შესაწირავი ღმრთისა, მხევალო ქრისტესო". და მან ფიცით არწმუნა ვითარმედ: "ათხუთმეტი ასი დავსწერე ჴელითა ჩემითა ქარტასა ამას შინა, წმიდაო მეუფეო, და ათასი ახოცილ იყო განგებითა ღმრთისათა და ხუთასი ოდენ ეწერა".

ესე რა ესმა პატრიარხსა, გულისჴმა ჰყო, რამეთუ ხუთი ოქრო მისცა მსახურმან და ათი დააკლო. და ამისთვის ესრეთ ინება ღმერთმან, და ამხილა მსახურს სიტკბოებით მეტყველმან: "არა უწყია, შვილო, რამეთუ უტყველი არს საღმთო ბრძანება?, ვითარმედ: "ერთისა წილ ასი მიიღოს ჭეშმარიტმან მოწყალემან და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს" (მათე19,29).

ესრეთ ადიდებდა ღმერთსა და მიზეზსა თვისისა კეთილობისასა ღმრთისმშობელსა მარიამს.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო და ღმრთისმშობელისა მოყვარენო, კეთილმორწმუნენო, ქრისტეს დედად და ძმად წოდებულნო, მოვიგოთ ჩვენცა მოწყალება და სახიერება და სიტკბოებით აღვასრულებდეთ ღმრთივშვენიერთა მცნებათა იესო ტკბილისათა, რათა მოწყალებისათვის საღმთო ნეტარება და შეწყალება მოვიღოთ, ვითარცა ბრძანებს უფალი: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7), და სახიერებისათვის გვესმეს ყოვლადტკბილი ჴმა მისი: "კეთილ-მონაო, სახიერო და სარწმუნოო, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მათე 25,21; 25,23), ხოლო სიტკბოებით მცნებათა მისთა აღსრულებისათვის შეგვითვისოს და შეგვიყვაროს მსგავსად წერილისა, ვითარმედ: "შეიყვარნა თვისნი იგი და სრულიად შეიყვარნა იგინი" (იოანე.13,1). ვითარცა ბრძანებს ყოვლადსახიერი იგი მოძღვარი: "რომელმან ჰყოს ნება ჩემი, იგი არს ძმა ჩემი და დაჲ, და დედა ჩემი" (მათე 12,50). ეჰა დიდება კაცთმოყარებასა მისსა.

და ჩვენცა, ძმანო ქრისტესნო, გულის სიწმიდით და სულის სიყვარულით უგალობდეთ ქალწულსა მარიამს და ვიტყოდეთ:

1. გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.
2. გიხაროდენ, ქალწულთა შორის დედაო.
3. გიხაროდენ, დედათა შორის ქალწულო.
4. გიხაროდენ, ანგელოსთა შორის დედოფალო.
5. გიხაროდენ, კაცთა შორის ანგელოსო.
6. გიხაროდენ, წმიდათა შორის გვირგვინო.
7. გიხაროდენ, სამოთხესა შორის ყვავილო.
8. გიხაროდენ, ეკკლესიათა შორის შვენიერებაო.
9. გიხაროდენ, სასუფეველსა შორის ნათელო.
10. გიხაროდენ, მოწყალეთა შორის საუნჯეო.
11. გიხაროდენ შენ, ღმრთისა შორის დიდებულო.
12. გიხაროდენ, ღმერთი შენ შორის, საკვირველო, და შენვე დაიმკვიდრე ჩვენ შორის, გამოუთქმელო.

ჵ, ყოვლადდიდებულო, ღმრთივბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, შარავანდედო მზისა მის სიმართლისაო, ნათელო ტკბილო და საწადელო, გვირგვინო დღესასწაულთაო, აკურთხე გვირგვინი წელიწდისა, სიტკბოებითა შენითა განანათლენ გულნი მორწმუნეთანი, ელვარებითა სიწმიდისა შენისათა განაბრწყინვე ეკკლესია, რომელი მოიყიდა ძემან შენმან სისხლითა თვისითა ყოვლადპატიოსნითა; განაშვენე სიწმიდით მღვდლობაჲ, აღამაღლე კეთილმსახურებით მეფობა, განანათლე ღმრთისმოყვარებით მთავრობა, განაძლიერენ ახოვნებით მხედრობა და განადიდე ყოველგან მართლმადიდებელი ქრისტეანობა. მშიერთა მოჰმადლე გამოზრდა, შიშველთა - შემოსვა, უძლურთა - კურნება, ტყვეთა - გამოხსნა; ხოლო სულითა ყოველნივე ერთბამად შეგვკრიბენ ზეცისა სიონსა, რათა ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა შეერთებულნი გადიდებდეთ შენ, მიზეზსა ცხოვრებისა ჩვენისასა, და უგალობდეთ შენსა მადიდებელსა მამასა და შენგან განუშორებელსა ძესა და შენსა გამანათლებელსა სულსა წმიდასა, რომელი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat