წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ვ (6), ყოვლადწმიდისა და ღმრთივამაღლებულისა ღმრთისმშობელისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ვ (6), ყოვლადწმიდისა და ღმრთივამაღლებულისა ღმრთისმშობელისა
"გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო იყო იგი სამკვიდრებელად თვისა" (ფს.131,13).

1. გიხაროდენ, მარიამ, უფლისა სათნოო სამკვიდრებელო.
2. გიხაროდენ, ანგელოსთაგან წმიდაარსობით საგალობელო.
3. გიხაროდენ, მამამთავართა წიაღთა განსვენებაო.
4. გიხაროდენ, წინასწარმეტყველთა მოსწავებისა სრულებაო.
5. გიხაროდენ, მოციქულთა ქადაგებისა დამტკიცებაო.
6. გიხაროდენ, მოწამეთა აღსაარებისა სარწმუნოებაო.
7. გიხაროდენ, მღვდელმთავართა ხარისხითი ხარისხად ამაღლებაო.
8 გიხაროდენ, მოღვაწეთა დიდებითი დიდებად წარმატებაო.
9. გიხაროდენ, ყოველთა წმიდათა შვენიერო სუფევაო და ბრწყინვალებაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ, აღვამაღლებდეთ და უგალობდეთ დედასა ნათლისასა, რომელსა აქებენ ანგელოსნი ცათანი და ადიდებენ ნათესავნი კაცთანი და უგალობს მეფსალმუნე და იტყვის: "პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი" (ფს.44,13). ჰე, ჭეშმარიტად პირსა შენსა ლიტანიობენ, ქალწულო, წმიდანი მოციქულნი, მდიდარნი სათნოებითა და მრავალთაცა განმამდიდრებელნი საკვირველებითა.

პირსა შენსა ლიტანიობენ, წმიდაო მარიამ, მთავარანგელოსნი, ერისა ძალთანი, ნანდვილვე მდიდარნი ბრწყინვალებითა, და ელვარებითა.

პირსა შენსა ლიტანიობენ, უწმიდესო დედოფალო, ხერუვიმნი და სერაფიმნი, მდიდრად მგალობელნი ალლილუიითა და წმიდაარსობითა ხმითა ყოვლადტკბილითა და საწადელითა ღაღადებენ და იტყვიან:

1. გიხაროდენ, მარიამ, ამაღლებულო ძისა შენისა თანა.
2. გიხაროდენ, კურთხეულო ქალწულო, ღმერთი შენთანა.
3. გიხაროდენ, უპატიოსნესო ხერუვიმთაო.
4. გიხაროდენ, უზესთაესო სერაფიმთაო.
5. გიხაროდენ, საგალობელო ანგელოსთაგან.
6. გიხაროდენ, სიხარულევანო მთავარანგელოსთაგან.
7. გიხაროდენ, უბრწყინვალესო მზისაო.
8. გიხაროდენ, უშვენიერესო მთოვარისაო.
9. გიხაროდენ, სასოო ყოველთა დაბადებულთაო, სულიერმყოფელო მკვდართაო და განმამხიარულებელო ყოველთა ზეცისა ძალთაო.

ეჰა, მოყვარენო ღმრთისმშობელისანო და პატივისმცემელნო დღესასწაულისა მისისანო, გულითა წმიდითა უგალობდეთ, კეთილითა საქმითა ვადიდებდეთ და მოწყალებითა განბრწყინვებულნი ვიხარებდეთ კრებასა ღმრთისმშობელისასა და ამაღლებასა ღმრთისა დედისასა და გვირგვინოსნობასა ღმრთივბრწყინვალისა დედოფლისა ჩვენისასა, რამეთუ მის მიერ იხარებენ ზეცისანი და ქვეყანისანი და თვით იგიცა იხარებს ძისა თვისისა თანა და იტყვის: "ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა" (ლუკა1,46-47).

ჰე, ნანდვილვე ჭეშმარიტად განიხარა სულმან შენმან, მარადის ქალწულო მარიამ, სასუფეველსა.

ჵ, საყვარელნო, უკეთუ ერთისა ცოდვილისა მოქცევასა ზედა სიხარული იქმნების ცათა შინა წინაშე ანგელოსთა, ხოლო ამან ღმრთივსანატრელმან ქალწულმან, მიზეზმან ყოველთა ცხოვნებისამან, რაოდენნი ბევრის ბევრი ათასეულნი აცხოვნნა და განამხიარულნა ანგელოსნი და ანგელოსთა მეფე, ძეჲ თვისი, სახიერებით შვენიერი ღმერთი, და აწცა რაოდენნი ცოდვილნი მოიქცევიან მადლითა მისითა და სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს.

და ვითარცა მზისა შარავანდედი გარდაფენილ არს კიდითგან ვიდრე კიდემდე სოფლისა, ეგრეთ ბრწყინავს სასწაულთა მისთა სიმრავლე, რომელთაგან ერთი მოგითხრა, რათა სიყვარული მისი უმეტესად აღეტყინოს ჩვენ შორის.

იყო ვინმე მგალობელი, ფრიად მშვიდი, მდაბალი გულითა, წრფელი სულითA და ძვირუხსენებელი ყოვლადვე, რომელსაცა დიდისა ტრფიალებითა და მრავლისა სურვილითა უყვარდა ღმრთისმშობელი ქალწული მარიამ და მარადღე უგალობდა სულით და გულით ყოვლადისა წადიერებითა.

ხოლო ტკბილად ჴმოვანებისათვის მისისა მრავალნი ქრისტეანენი შორით მოვიდოდეს და ისმენდეს სამღთოსა წირვასა და ტკბილითა გალობითა მისითა, ლმობიერ იქმნებოდენ და ადიდებდენ ღმერთსა, რომელი ბრწყინვალითა ჴმითა განაშვენებდა და შეამკობდა დღესასწაულთა და კვირიაკეთა და იტყოდა რა: "ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო", ცეცხლებრ აღეტყინებოდა გული მისი მარიამის სიყვარულითა, რამეთუ უგალობდა იგი ტრფიალებითა სულისათა.

და იყვნეს მისა ორნი ჰურიანი მეგობრად, დიდად უყვარდათ იგი სიმშვიდისათვის და სიწრფოებისა მისისა. გარნა განიხერხებოდენ შურითა გალობისა მისისათვის, რამეთუ მრავალნი მოვიდოდენ დიდებად ქრისტესა და სიყვარულად ღმრთისმშობელისა. ვინათგან ვერ დაითმინეს მზაკვართა მათ, დღესა ერთსა განიყვანეს გარე ქალაქისა რეცა სახითა მეგობრობისათა, ჵმე, მოაშთვეს მგალობელი იგი იდუმალ და დაუტევეს.

ეჰა საკვირველებათა შენთა, ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ მოიწია რათა კვირიაკე, კვალად უგალობდა სასოსა თვისსა მარიამს, ჩვეულებისაებრ, ჴმითა ტკბილითა და საწადელითა. და ვითარცა ესმათ ხმა მისი ჰურიათა მათ, განკვირდეს და გამო-რა-ვიდა ეკკლესიით, შეძრწუნებულნი ეტყოდეს: "მოყვასო, ვითარ ცოცხალ იქმენ, რომელი ჩვენ მოგაშთვეთ?" ხოლო მან ძვირუხსენებელმან მიუგო მხიარულითა პირითა: "ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან განმაცოცხლა, რამეთუ მას მრავალი ესევითარი უქმნიეს", და მოუთხრობდა მრავალთა სასწაულთა მისთა საკვირველებასა.

მაშინ ჰრქუჱს ჰურიათა: "უკეთუ ეგე ძალუძს ღმრთისმშობელსა მარიამს, რომელ მკვდართა განაცოცხლებს და სულსა აცხოვნებს, რაღა ყენება არს ჩვენდა ნათლისღებად?!"და მათცა ნათელ იღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა; იქმნეს მართლმადიდებელ და ადიდებდეს ღმრთისმშობელსა და მადლობით უგალობდეს სახელსა მისსა წმიდასა, რამეთუ მის-ძლით დაუტევეს საცთური ბნელისა და შეუდგეს ნათელსა ჭეშმარიტებისასა - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა.

იხილეთ, საყვარელნო ღმრთისანო, თუ ვითარი მოწყალე დედოფალი და ყოვლისა შემძლებელი მეოხი გვივის ყოვლადუბიწო ქალწული მარიამ.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, პატივისმცემელნო ღმრთისა დედისანო, შევიყვაროთ ჩვენცა ღმრთივსასურველი დედოფალი და მოვიგოთ სიმშვიდე, სიმდაბლე, სიწრფოება, ძვირუხსენებლობა, სიწმიდე, სიმართლე, მოწყალება, სახიერება, სიყვარული და ლოცვა წმიდა სულის სიყვარულით და გულის სიწმიდით უგალობდეთ ნამდვილ საყვარელსა ქალწულსა მარიამს, მოციქულთა სიქადულსა და მახარებელთა სიხარულსა, შევსწირვიდეთ მსხვერპლსა ქებისასა და ნაყოფსა ბაგეთასა ესრეთ მეტყველნი:

1. გიხაროდენ, პეტრეს სარწმუნოებისა სიმტკიცეო.
2. გიხაროდენ, პავლეს სიბრძნისა მოძღვრებაო.
3. გიხაროდენ, იოანეს სიყვარულისა ტრფიალებაო.
4. გიხაროდენ, იაკობის მხურვალე გულის მოსწრაფებაო.
5. გიხაროდენ, ანდრიას სიმხნისა შემწეო.
6. გიხაროდენ, ბართლომეს ქუხილისა ქადაგებაო.
7. გიხაროდენ, სვიმეონის სუნნელებისა განფენაო.
8. გიხაროდენ, იაკობის მღვდელობისა წარმართებაო.
9. გიხაროდენ, მატთეს გონებისა სივრცისა განათლებაო.
10. გიხაროდენ, მარკოზის სიბრძნისა ძლიერებაო.
11. გიხაროდენ, ლუკას ჴელოვნებისა გამომაჩინებელო.
12. გიხაროდენ, თომას სარწმუნოებისა გამომაცხადებელო და ყოველთავე განმაშვენებელო ელვარებითა.

ჵ, ღმრთივბრწყინვალეო და ყოვლადდიდებულო ზეცისა და ქვეყანისა დედოფალო მარიამ, მოიხილე ჩვენ ზედა ყოვლადტკბილითა მეოხებითა შენითა და მოგვმადლე კეთილმოქალაქეობით წარმატება, სათნოებით განათლება, ძისა შენისა სათნოყოფა, მართლმადიდებლობით განბრწყინვება, ეკკლესიათა განშვენება, მეფეთა განძლიერება, ერთა მშვიდობა და ყოველთავე უვნებელობა. ხოლო ჟამსა სულისა ჩვენისა განსვლისასა შეგვეწიე და მოგვეც ჴელი წყალობისა და გვიხსენ ჩვენ ჴელთაგან ჰაერის მცველთასა და საშინელსა მას სამსჯავროსა მეოხ გვეყავ წინაშე მართლმსაჯულისა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ღირს ვიქმნეთ საუკუნოსა დიდებასა მისსა და ვხედვიდეთ დიდად შვენიერებასა სიწმიდისა შენისასა, უგალობდეთ, ვადიდებდეთ და ვაკურთხევდეთ შენსა მადიდებელსა მამასა, შენსა აღმამაღლებელსა ძესა და შენსა გვირგვინოსანმყოფელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat