წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ბ (2). ღმრთივსანატრელისა და ყოვლადბრწყინვალისა ქალწულისა მარიამისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ბ (2). ღმრთივსანატრელისა და ყოვლადბრწყინვალისა ქალწულისა მარიამისა
"ისმინე, ასულო, და იხილე და მოჰყავ ყური შენი" (ფსალმ 44,11).

1. გიხაროდენ, ასულო დაუსაბამოისა მამისაო.
2. გიხაროდენ, დედაო მხოლოდშობილისა ძისაო.
3. გიხაროდენ, მადლით ასულო ღმრთისაო.
4. გიხაროდენ, ჭეშმარიტებით დედაო სიტყვისა ღმრთისაო.
5. გიხაროდენ, ასულო პირველისა ადამისო.
6. გიხაროდენ, დედაო მეორისა ადამისო.
7. გიხაროდენ, ასულო დავით მეფისა, წინასწარმეტყველისაო.
8. გიხაროდენ, იესო ქრისტეს დედაო, რომელსა უღაღადებდენ: "შეგვიწყალენ ჩვენ, ძეო დავითისო"(მათე.9,27).
9. გიხაროდენ, გიხაროდენ, ასულო იოაკიმ და ანნასაო.
10. გიხაროდენ, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო.
11. გიხაროდენ, ასულო ზეცისა სიონისაო.
12. გიხაროდენ, დედაო ქრისტიანეთა მაცხოვრისაო და დედოფალო დაბადებულთაო.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! ვაქებდეთ, ვადიდებდეთ, თაყვანის-ვსცემდეთ და ვნატრიდეთ ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღმრთისმშობელსა მარიამს, რამეთუ მან ჰსთქუა: "ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი" (ლუკა.1,48).

აჰა, გნატრით ნათესავნი ქრისტიანეთანი, ღმრთივსანატრელო მარიამ, და ვიტყვით:

"ნეტარ არიან თვალნი შენნი, რამეთუ ჰხედვენ, რომლისათვის მრავალთა მეფეთა გული უთქმიდა ხილვად; ნეტარ არიან ბაგენი შენნი, რომლითა შეეხები ნაკვერცხალსა მას, ისაიას ბაგეთა განმწმედელსა; ნეტარ არს პირი შენი, რომლითა ამბორს უყოფ პირსა, მოსეს პირისა განმაბრწყინვებელსა; ნეტარ არს წიაღი შენი, რომლითა შეიტკბობ, რომელი იყო წიაღთა მამისათა; ნეტარ არიან ძუძუნი შენნი, რომლითა აწოებდ ყოვლისა სოფლისა მზრდელსა; ნეტარ არს მუცელი შენი, რომლითა იტვირთე ცათა დაუტევნელი, და ნეტარ არიან იგინიცა, რომელთა ისმინონ სიტყვა შენგან შობილისა ღმრთისა და დაიმარხონ იგი".

ჵ, საყვარელნო ქრისტესნო! ვისმინოთ და დავიმარხოთ ტკბილნი სიტყვანი, რათა ნეტარება იესო ქრისტეს მიერ მოვიღოთ, რამეთუ ბრძანებს ყოვლადტკბილი იგი და სახიერებით შვენიერი მოძღვარი, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, ნეტარ იყვნენ მოწყალენი ჴელითა" (მათე.5,3-7) და სხვანი.

აწ უკვჱ, საყვარელნო, ესე სათნოებანი მოვიგოთ და ღმრთისა მიერ ნეტარება მოვიღოთ. ვითარმედ: "ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და ჰპოოს იგი ესრეთ სათნოებისა მოქმედი" (მათე.24,46).

რამეთუ ესე ვითარნი სათნოებანი, ძმანო, აქაცა ყოვლისა განსაცდელისაგან განგვათავისუფლებენ, და მას საუკუნოსა ღმრთისმშობელისა და ყოველთა მართალთა თანა ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა და ბრწყინვალებითა მრავლითაA გვახარებენ, რომლისათვის სახეცა ისმინეთ:

იყო ვინმე მთავარი დიდებული, ღმრთის მოშიში და შემკული ყოვლითა სათნოებითა, სტუმართ-მოყვარებითა, უცხოთ-შეწყნარებითა, გლახაკთ-მოწყალებითა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდითა და ყოველთა ჭირვეულთაA ნუგეშინისცემითა, და ზესთაბუნებისა ტრფიალებითა უყვარდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამ და ტაძარსა მისსა პატივს სცემდა სანთლითა, საკმეველითა და ყოვლისა სამკაულისა შეწირვითა, და ხატსა მისსა შეამკობდა თვალითა - მარგალიტითა და ყოვლითა ძვირფასითა ქვითა კეთილითა და პატიოსნითა.

და რომლისამე მიზეზითა მოვიდენ უცხო-თესლნი წარმართნი, ჵმე, წარიტაცეს კაცი იგი დიდებული ცოლითურთ, და ტყვე იქმნეს შორსა ქვეყანასა და ესევითარსა მწარესა მონებასა მიეცნეს ბარბაროსთა მათ შორის, რომელ ქმარი პირუტყვთა აძოებდა და ცოლი წყალსა ჰკრებდა. გარნა იგინი ყოველსავე ღმრთის მადლობით მოითმენდეს, და იხსენებდეს ნეტარსა იობს, და მარადდღე ღმერთსა ევედრებოდეს და სულგრძელებასა მისსა ადიდებდეს.

ხოლო მოიწია რა დღესასწაული ყოვლადწმიდისა, ჰრქვა ცოლმან ქმარსა თვისსა: "უფალო ჩემო, არა უწყია, რამეთუ ხვალე ეკკლესიისა ჩვენისა დღესასწაული არს? და მოყვასნი ჩვენნი იხარებენ ღმრთისმშობელისა სიყვარულითა, და ჩვენ სამართლად დასჯილნი ვიტანჯებით აქა". მიუგო ქმარმან და ჰრქუა: "ჰე, დედოფალო ჩემო, უწყი, ვითარმედ დღესასწაული არს ღმრთისა დედისა, და ჩვენცა ამას ღამესა ვევედრნეთ ყოვლადუბიწოსა ღმრთისმშობელსა".

და დასდგეს ერთსა ადგილსა მწუხრითგან ვიდრე შუაღამემდე და ცხადის ცრემლით ევედრებოდეს ქრისტიანეთა სასოსა ქალწულსა მარიამს, და მოიხსენებდეს მის მიერ ქმნულთა მოწყალებათა და ურიცხვთა საკვირველებათა, და ესრეთ შემუსვრილნი გულითა და განწმედილნი ცრემლითა და დამაშვრალნი ლოცვითა დაწვნეს და დაიძინეს.

ეჰა საკვირველებათა შენთა, ყოვლადუბიწოო მარიამ! რამეთუ საღმრთოითა წამისყოფითა იპოვნეს თვისთა ქვეყანათა, და ესმათ ჴმა ზარისა, განიღვიძეს და განკვირვებულნი იტყოდეს: "ვინაჲ არს ჴმა ესე ზარისა უცხოსა ამას ქვეყანასა?" და იხილნეს კაცნი ლამპრითა მიმავალნი ეკკლესიად, და ჰრქვეს ერთსა მათგანსა: "ძმაო, რაჲ არს სიმრავლე ესე ერისა და სადა წარხვალთ?" ხოლო მან ჰრქვა: "ნუუკვჱ მწირ ხართა? რამეთუ ეკკლესიისა ჩვენისა დღესასწაული არს, და მივალთ გალობად და დიდებად ღმრთისმშობელისა".

მაშინ იგინიცა შევიდეს ტაძარსა ღმრთისა დედისასა, დავარდეს პირსა ზედა მათსა, და თაყვანის ცემით ამბორს უყოფდენ ყოვლადპატიოსანსა ხატსა ღმრთისმშობელისასა სიხარულისა ცრემლითა აღვსებულნი. და იცნეს კაცთა მათ მთავარი იგი მათი და ცოლი მისი. ეჰა, რაბამი სიხარული იქმნა მათ შორის და ვითარი მადლობა აღავლინეს ღმრთისმშობელისა მიმართ, და უმეტეს სარწმუნოება, სასოება და სიყვარული მოეცა მათ და ადიდებდეს ღმრთივდიდებულსა დედოფალსა ქალწულსა მარიამს.

ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ღმრთისანო: შევიყვაროთ ჩვენცა ჭეშმარიტითა გულითა ყოვლადსაყვარელი და ფრიად სასურველი ღმრთისმშობელი მარიამ, და ვადიდებდეთ დღესასწაულსა მისსა წირვისა და ლოცვისა მოსმენითა, და პატივს ვსცემდეთ ხატსა მისსა სანთლითა, საკმეველითა და შესაწირავითა და სურვილითა ამბორს უყოფდეთ და გონებასა ჩვენსა პირმშოსა მის სახისა აღვიყვანებდეთ, უცხოთა შევიწყნარებდეთ, ქვრივსა და ობოლსა ჴელსა აღუპყრობდეთ, ჭირვეულთა ნუგეშინის ვსცემდეთ და გლახაკთა ვსწყალობდეთ, სიმდაბლესა და სიწმიდესა გულისასა მოვაგებდეთ, და ესრეთ ვიქმნებით ჩვენცა, საყვარელნო, აღმასრულებელ ღმრთისა სიტყვისა და ნეტარებასა მას მოვიღებთ ვითარმედ: "ნეტარ არიან რომელთა ისმინონ სიტყვა ღმრთისა და დაიმარხონ იგი" (ლუკა.11,28).

და ესრეთ უღაღადებდეთ სასოსა ჩვენსა ქალწულსა მარიამს:

1. გიხაროდენ, კაცთმოყვარეო, რომლითა ემსგავსები ღმერთსა.
2. გიხაროდენ, ტარიგო სამღთოო, რომელი სახელედვა ქრისტესა.
3. გიხაროდენ, ტრედო უმანკოო, რომლისა სახედ იხილვა სულიწმიდა.
4. გიხაროდენ, გვრიტო უბიწოო, რომლისა სახედ ითქმის ნათლისმცემელი.
5. გიხაროდენ, "ტაკუკო ოქროსაო, სავსეო სამღთოსა მით მანანათაო" (ებრ.9,4).
6. გიხაროდენ, ალაბასტრო შვენიერო ნელსაცხებლისა მის მრავალსასყიდლისაო.
7. გიხაროდენ, საუნჯეო პატიოსანო, უსასყიდლოისა მის მარგალიტისაო.
8. გიხაროდენ, ვარსკვლავო ელვარეო, მომფენელო დღისა დაუღამებელისაო.
9. გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, გამომაბრწყინებელო მზისა სიმართლისაო.
10. გიხაროდენ, გვირგვინო შარავანდედოვანო კეთილმსახურთა მეფეთაო.
11. გიხაროდენ, სკიპტრაო მართლმადიდებელთა ჴელმწიფეთაო.
12. გიხაროდენ, პორფირო, მფარველო მორწმუნეთაო და მსწრაფლშემწეო მვედრებელთა შენთაო.

ჵ, ყოვლადსანატრელო ქალწულო მარიამ, ისმინე, ასულო, ჴმა ვედრებისა ჩვენისა, იხილე გულმოდგინება სურვილისა ჩვენისა, მოყავ ყური შენი ლოცვასა ჩვენსა, მოიხსენე ერი შენი და შეგვიწყალენ მსასოებელნი შენნი, წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი სათნოებითა, მოჰმადლე ეკკლესიათა მშვიდობა, სამღვდელოთა - პატიოსნება, მეფეთა - უვნებელობა, ერთა - საზრდელთა უხვება, მოხუცებულთა - მადლობა, ჭაბუკთა - სათნოება, სნეულთა - კურნება, მიცვალებულთა - განსვენება, ხოლო სულითა ყოველთავე მოგვანიჭე მართალთა თანა დიდება, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, ანგელოსთა თანა სიხარული, ღმრთივბრწყინვალებისა და დიდშვენიერებისა შენისა ხილვა, მადლობა, კურთხევა და თაყვანისცემა ყოვლადსაგალობელისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat