წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლვ (36), ყოვლად ღირსთა და ღუთივსანატრელთა მამათა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლვ (36), ყოვლად ღირსთა და ღუთივსანატრელთა მამათა
"ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უფალო, უკუნითი უკუნისამდე გაქებდნენ შენ" (ფსალმ. 83,5).

ჰოი, ნამდვილვე ნეტარ არიან ღირსნი და ღმერთშემოსილნი მამანი ჩუენნი, "რომელთავე ღირსვე არ იყო სოფელი ესე" (ებრ. 11,38), არამედ უდაბნოთა და მთათა, ვითარცა სამოთხესა შინა შუენიერსა და საშუებელსა იქცეოდეს, ანგელოსებრივისა მოქალაქობითა და საყოფელთა ღმრთისა ზეცისათა განისუნეს და ღირს იქმნნეს ხილუად პირსა ღუთისა იაკობისსა.

ეჰა, ღმრთივსანატრელნო და ყოვლად პატიოსანნო მამანო! სიგლახაკითა თქუენითა, მრავალნი განამდიდრეთ და სასუფეველისა დიდება დაიმკვიდრეთ, ვითარცა ბრძანებს უფალი: "ნეტარ იყუნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" (მათე.5,3),

ლოცუასა შინა გლოვითა საუკუნოსა სიხარულისა ნუგეშინისცემა მიიღეთ, სიტყვისა მისებრ, ვითარმედ: "ნეტარ იყუნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ" (მათე. 5,4).

ჴელთსაქმრისა თქუენისა მოწყალებითა შეწყალებულ იქმნენით ღუთისა მიერ, ვითარ იგი ბრძანებს: "ნეტარ იყუნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ" (მათე. 5,7).

ამათთვის და სხუათა მრავალთა ღმრთივშუენიერთა სათნოებათა თქუენთათვის დამკვიდრებულ ხართ სახლსა უფლისასა და აქებთ მას უკუნისამდე ნეტარნო.

ღუთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ჭეშმარიტად სანატრელ არიან სათნოებისა მუშაკნი; წმიდანი მამანი ჩუენი, ვითარცა ნათელნი ჰბრწყინუენ და ვითარცა ლამპარნი ჰნათობენ, და ვითარცა ელვანი კამკამებით ჰაეროვნებენ, რამეთუ თავსა გვირგვინითა ბრწყინუალითა და ყელსა მანიაკითა ღმრთივშუენიერითა იდიდებიან და იხარებენ საუკუნოდ.

ხოლო მრავალნი ღირსნი მლოცუელნი, აქავე ზეგარდამო გამოცხადებითა კურნებასა მიიღებენ და მცირედისა მოწყალებისათვის, უმრავლესსა შეიძენენ, სასუფეველსა დაიუნჯებენ, და კურთხევასა ღმრთისამიერსა დაიმკვიდრებენ, რომელიც სიტყუამან სამღთოსა თხრობისამან საცნაურჰყოს სარგებელად სულთა ღუთისმოყუარეთა.

რამეთუ კაცსა ვისმე პატიოსანსა სამღუდელოსა ესუა ძე მხოლოდშობილი, რომელიცა სალმობიერ იქმნა ძლიერად და განწირულ მკურნალთაგან, და მამამან მისმან სასოება ცხოვრებისა მისისა წარიწირა, გარნა ყოველი სასოება თვისი დასდვა ღმრთისმშობლისა მიმართ და შევიდა ეკკლესიად ღმრთისმშობელისა, და მრავლითა ლმობიერებითა ევედრა ცრემლითა ყოვლადწმიდასა ქალწულსა მარიამს, ლხინებისათვის ძისა მისისა და ამცნო მღდუელსა, რათა აზიაროს ძე მისი საუფლოსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა.

და ვითარცა მივიდა სახლად თვისად, სადა იგი დაეტევა უძლური, განაღო რა კარი, მოეფინა სუნი სუნნელებისა მიუთხრობელი და საკვირველი და იხილა ძე თვისი მჯდომარე ცხედარსა ზედა ყოვლითურთ მრთელი და უვნებელი, და ჰრქუა: "რაჲ არს, შვილო, საკვირუელი ესე, საყუარელო შვილო?" ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: "აწღა წარმომიდგა მე დედოფალი დიდებული, ბრწყინუალებითა მოსილი, და მრქუა: "რაჲ გელმის, ყრმაო?" და მე ვარქუ: "მოვჰკუდები, დედოფალო ჩემო, მოვჰკუდები", ხოლო მან მომხედნა მე სიტკბოებით, ხელი მიპყრა და მრქუა: "არარაჲ არს ვნება შენთანა, აღსდეგ და ნუ გეშინინ" და უჩინო იქმნა თუალთაგან ჩემთა და აჰა, ესერა, ვითარცა მხედავ, მამაო, არა რაჲ მელმის ყოვლადვე".

ესე რა ესმა მამასა მისსა, ჰმადლობდა და ადიდებდა დედასა ღმრთისასა და დედოფალსა კაცთასა.

და შემდგომად იქმნა ყრმა იგი მონაზონ რჩეულ და პატიოსან და მარადის წმიდათა წერილთა კითხუად და წერად მოსურნე იყო, და ღირსთა მამათა სათნოებასა ჰბაძვიდა და აღმოკითხა თხრობა იგი სულიერი, ვითარმედ: "იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელიცა მრავლითა სათნოებითა იღუწიდა და რასაცა ჴელითა მისითა მოირეწდა ყოველსავე გლახაკთა მისცემდა მოწყალებად".

დღესა ერთსა მოვიდეს სამნი ვიეთნიმე ტყუეყოფილნი და მან ნეტარმან ისტუმრნა კეთილად და ამცნო მოწაფესა თვისსა, რათა ათი დრაჰკანი, რომელი აქუნდა მოწყალებისთვის, მისცეს სამთა მათ ტყუეთა. ხოლო მან ცხრაი დრაჰკანი მისცა და ერთი დაიმჭირუა და შემდგომად მცირედისა, მოვიდა ვინმე შუენიერ ხილვითა და მოართვა მამასა მას სულიერსა შესაწირავი ოთხმეოცდაათი ოქროჲ.

მაშინ გულისჴმა ჰყო წმინდამან ბერმან და, რქუა მოწაფესა თვისსა: "იხილე შვილო საყუარელო, იხილე სახიერება ღმრთისა სიტკბოებისა და სარწმუნო იქმენ მადლსა ზედა მოწყალებისასა, უკეთუმცა შენ ათივე იგი დრაჰკანი მიგეცა, ასიმცა მოევლინა ღმერთსა, გარნა ვინათგან შენ ცხრაჲ მიეც, ღმერთმანცა ოთხმეოცდაათი ოქრო ჯერ იჩინა მონიჭებად, და კურთხეულ არს სახელი მისი წმიდა".

ამა ესე ვითართა წმიდათა მამათა სათნოებათა ჰბაძვიდა ყოვლად ღირსი და ანგელოსებრივ მოქალაქობდა სანატრელი იგიცა და ადიდებდა ღმერთსა.

აჰა ესე რა ისმინეთ ღუთისმოყუარენო, პატიოსნება ღირსებისა და მადლი მოწყალებისა რაბამ კეთილ არს და პატიოსნებით შუენიერ და ღუთივსანატრელ, სათნო მოქალაქობა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები ღმრთისა შვილად წოდებულნო და სათნოყოფისა მისისა მოსურნენო, ჩუენცა ღირსებით და პატიოსნებით ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ვითარცა შუენის წმიდათა და სათნოთა უფლისათა, გვაქუნდეს სარწმუნოება, სასოება და სიყუარული, ჴელითა ჩუენითა ვმუშაკობდეთ და გლახაკთა მიმართ მოწყალებასა ვიქმოდეთ, სიმართლით მონაგებთა ჩუენთაგან ღმერთსა შევსწირვიდეთ, ვითარ იგი უფალი ჩუენი იესო ტკბილი გვამცნებს: "იყუენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქუენი ზეცათა მოწყალე არს" (ლუკა.6,36). რამეთუ სახიერებით შეიწყნარებს მოწყალეთა და სიტკბოებით მიითუალავს სათნოებათა, რომელთაცა შეიწირავს საყნოსელად სუნად სუნნელებისად, ვითარცა აბელის ძღუენსა და ნოეს მსხუერპლსა, და ნაცულად გარდამოგვივლენს სამღთოსა მადლსა. ამისთვის ჰშუენის ჩუენდა, ჵ, საყუარელნო ძმანო, რათა მარადის ვიქმოდეთ სათნოყოფასა ღმრთისასა და ვიქმნებით შვილ მამისა ზეცათასა, და ღირსებით ვილოცვიდეთ ესრეთ მეტყუელნი:

მამაო სახიერო, ტკბილო და მოწყალეო შენისა კაცთმოყუარებისა მსასოებელნი შემოვალთ ტაძარსა შენსა წმიდასა, შეგივრდებით და გევედრებით მეტყუელნი საუფლოთა მათ ლოცუათა, რომელი გვასწავა ძემან შენმან საყუარელმან, რომლისათვის შენ სწამე სიყუარული მხმობელმან: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ" (მარკ.9,7). ხოლო ჩუენ მსმენელნი მცნებათა მისთანი ვიტყვით: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა" (მათე. 6,9; ლუკა.11.2), და ყოველსა ადგილსა, ღმრთაებითა გარე შეუშემოუწერელო, შენ იყავ მამად ჩუენდა სახიერ. ჯერ-მჩინებელ წყალობისა და ჩუენ ვიყუენით ძეებ შენდა და ასულებ; შენ უფალ დიდებისა და ჩუენ მონანი სარწმუნონი და შენ განაგე ყოველივე ცხოვრება ჩუენი ნებისაებრ შენისა მეუფებისა, რათა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა შენსა, ღუთივშუენიერსა და ყოვლად საწადელსა, რომელიცა ჩუენთვის განმზადე, პირველ სოფლისა დაბადებისა; დაღაცათუ ადამმან დაგვიხშა ურჩებითა, გარნა ძემან შენმან კუალად განგვიხვნა სახიერებითა, რომლისა სიყუარულისთვის შეგვიწყალენ, მამაო წმიდაო, რომლისა თანა კურთხეულ ხარ სულით წმიდითურთ, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat