წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლბ (32), წმიდათა და ღუთივ-განბრძნობილთა მღუდელმთავართა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა ლბ (32), წმიდათა და ღუთივ-განბრძნობილთა მღუდელმთავართა
"მღდუელმთავართა შენთა უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ" (ფსალმ.131,9)

ეჰა, ღუვთივდიდებულნო ყოვლად ბრძენნო და დიდად შუენიერნო მწყემსნო და მოძღუარნო ყოვლისა სოფლისანო, მობაძავნო მწყემსისა მის კეთილისა იესო ტკბილისანო, სიტყვიერთა სულთა შემწირველნო ზეცათა მამისანო, ორღანო სულისა წმიდისანო, ავქსონნო საღმრთოისა სჯულისანო, დოღმატნო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისანო, ძეგლნო ღუთივშუენიერნო ეკკლესიისანო, მაგალითნო ერისა მორწმუნისანო და მღდუელმშუენიერებით მემსხვერპლენო ძღვნის შემწირუელო ღუთისა.

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, ვადიდებდეთ წმიდათა მღდუელმთავართა, ღმრთისა მიერ დიდებულთა, ვითარცა ბრძანებს უფალი: "მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე" (1მეფ.2,30), აღუამაღლებდეთ სიტყვიერთა მწყემსთა, სიტყვითა შესხმისათა, რომელნი სიტყვამან ჭეშმარიტებისამან აღამაღლნა, ვითარცა სანთელი ბრწყინუალე სასანთლესა ზედა და ჰრქუა: "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა" (მათე.5,16) და ვაქებდეთ ყოვლისა ქებისა ღირსთა, რომელთთათვის იტყვის სული სიბრძნისა: "პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე" (ფსალმ.36,30).

რამეთუ ესე ვითართა ბრწყინუალეთა მღვდელმთავართა, სამნეტართა, სამებისა მიერ პატივცემულთა, შეასხამს ეკკლესიისა მნათობი, მზე ქრისტიანეთა, ტკბილი მოძღუარი პავლე მოციქული და იტყვის: "ესე ვითარი შეჰგუანდაო ჩუენდა მღდუელმთავარი, წმინდა, უმანკოი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათა, რომელი მარადის შესწირავს მსხუერპლსა ქებისასა ღუთისა მიმართ, ნაყოფსა ბაგეთასა და აღსაარებასა სახელისა მისისასა ღმრთივქმნულითა სიტყვითა მადლისათა" (ებრ.7,26; 13,15).

ამისთვის თანა გუაძს მორწმუნენო, წმიდათა მღვდელმთავართა თაყვანისცემა და პატივთა ამაღლება, რამეთუ იგინი არიან სულისა ჩუენისა უცთომელნი წინამძღუარნი, მართლისა სარწმუნოებისა მოძღუარნი, ჭეშმარიტებისა მქადაგებელნი, ღმრთისმეტყუელებისა უფსკრულნი, სამებისა და ერთარსებისა აღმსარებელნი, მრავალგზის ზეგარდამო გამოცხადებითა განბრძნობილნი და საცხოვრებელად სულთა ჩუენთა მაუწყებელნი, რომლისათვის ერთი მოგითხრა, რათა სცნათ და გულსავსე იქმნნეთ ყოვლისავე ჭეშმარიტებისა.

რამეთუ წმიდათაგანი ვინმე სათნომყოფელი ღმრთისა ნებითა და ჯერ ჩინებითა ზეგარდამო მადლისათა, აღყუავნებულ-იქმნა პატივით ხარისხსა მღუდელმთავრობისასა; და ილოცვიდა რა თვისაგან ნეტარი იგი, მყუდროებასა ღამისასა, ითხოვა ღმრთისაგან მოღებად მადლი ღმრთისმეტყუელებისა. და აჰა მიეცა განკვირვებასა და იხილა იოანე ღმრთისმეტყუელი გამოცხადებით: მხცოვანი სახითა, მღუდელმშუენიერებით შემკობილი, და მშვიდობისა მიმფენელი და უჩვენებდა უმაღლესსა ადგილსა მდგომარესა ყოვლად ბრწყინუალესა და ღმრთივშუენიერსა დედოფალსა ჩვენსა ღუთისმშობელსა ქალწულსა მარიამს. ხოლო მღუდელმთავარი იგი, ვერ შემძლებელ იყო თუალთშედგმად ელუარებასა ბრწყინუალებისა მისისასა და იგინი ზრახვიდეს ურთიერთ არს ყოვლად საწადელითა ჴმითა ტკბილითა და განუმარტებდეს ღმრთისმეტყველებასა ესრეთ:

"ერთ არს ღმერთი მამა, ძისა მხოლოდშობილისა და ერთ არს ძე მხოლოჲ, მხოლოსაგან ღმრთისა გამობრწყინუებული, ყოვლისა შემოქმედი და მპყრობელი; და ერთ არს სულიწმიდა, რომელი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მიეცემის ღირსთა კაცთა, ხატად ღმრთისა დაბადებულთა, ცხოვრება ცხოველთა. სამება სრული გვამოვნებითა, ერთისა დიდებითა ღმრთაებითა და მეუფებითა, დაუსაბამო და დაუსრულებელი, საუკუნო, მარადის მყოფი, ერთი არსება, წმიდა და დიდებული".

ესენი რა ესმეს სანატრელსა მას მღუდელმთავარსა მიეფარნეს თუალთაგან მისთა და იგი ღმრთივგანბრძნობილი მოეგო გონებასა თვისსა და მიერითგან მარადის ქადაგებდა ნანდვილ ჭეშმარიტსა ამას სარწმუნოებასა, საცხოვნებელად ერისა მის მორწმუნისა და სადიდებელად ღმრთისა, "რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა" (1ტიმ.2,4).

ისმინეთ კეთილმორწმუნენო და ღმრთისმოყუარენო, თუ რაბამ დიდებულ-არს საზომი მღდუელმთავრობისა, რომელ მაღალსა და სამღთოსა ღმრთისმეტყუელებისა ძალსა, ყოვლად უბიწოსა ღმრთისმშობლისა მიერ გამოუცხადებს ღმერთი, კაცთა სათნოთა და ღირსთა ღმრთისმეტყუელებისათა საცხოვნებელად ერისა მორწმუნისა.

ამისთვის გლოცავ და გევედრები ყოვლადწმიდისა სამებისა მადლითა აღბეჭდულნო და წმიდათა მღუდელმთავართა მიერ კეთილად დამწყსილნო, მტკიცედ დავიმარხოთ და უბიწოდ დავიცუათ მათ მიერ ქადაგებული ღმრთისმეტყუელებისა აღსაარებაჲ, რამეთუ იგი ნეტარნი ესრეთ გუამცნებენ, რათა ჭეშმარიტებით გურწმენეს: "ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი და მხოლოდშობილი ძე თანაარსი მამისა და ცხოველსმყოფელი სული წმიდა, მამისაგან გამომავალი, თანაარსი მამისა და ძისა. სამება ერთარსება, სრული და ჭეშმარიტი და გვრწმენეს ძე ღმრთისა იესო ქრისტე განხორციელებული ქალწულისა მარიამისაგან, გამოუთქმელი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და საქმითა, ღმერთი სრული და კაცი სრული, და მაცხოვარი ყოვლისა მორწმუნისა".

აწ უკუჱ საყუარელნო ამას ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა თანა ვიქმოდეთ კეთილთა საქმეთაცა, რამეთუ: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკობ.2,20; 2,26), ვითარცა საქმენი, თვინიერ სარწმუნოებისა არას არგებს, არამედ ორნივე ნამდვილ საჭირო არიან, სარწმუნოება მართალი და საქმენი კეთილნი, ვითარცა ტრედისა ორნი ფრთენი აღფრინებისათვის.

ხოლო კეთილნი საქმენი ესე არიან ძმანო, რათა გუაქნდეს სიყუარული ღუთისა და კაცთა, სიწმიდე სულისა და ჴორცთა, სიმდაბლე და სიმშვიდე გულისა, სიმართლით მოქმედება ჴელსაქმართა და მით ქმნა მოწყალებისა გლახაკთა მიმართ; და სასოებით პატივს ვსცემდეთ ეკკლესიათა ღუთისათა და მღუდელთა მისთა და უფროსად სარწმუნოებით თაყუანის ვსცემდეთ ეპისკოპოსთა, რამეთუ უფალი ჩუენი იესო ქრისტე, რომელი მღუდელმთავრად ჩუენდა გამოსჩნდა, ჭეშმარიტი იგი მწყემსმთავარი, ამაღლდა რა ზეცად, ნაცვლად თვისისა სახიერებისა დაადგინა ეკკლესიისა სიძედ ეპისკოპოსნი და ჴელმწიფება ესევითარი მოსცა, რომელ: "რაოდენიცა შეჰკრან და შეაჩვენონ ქუეყანასა ზედა, შეკრულ შეჩუენებულ იქმნებიან ცათა შინა და რაოდენი განხსნან და აკურთხონ ქუეყანასა ზედა, ხსნილ და კურთხეულ იქმნებიან ცათა შინაცა უეჭველად"(შდრ. მათე.18,18).

და ამისთვის ჰშუენის ჩუენდა საყუარელნო, ყოველთავე ეპისკოპოსთა მიმართ დიდი სასოება და სიტყუათა მათთა, ვითარცა ღმრთის ბრძანებათა, მორჩილებით სმენა, რამეთუ იგინი სხუასა არას იტყვიან უჯეროსა, არამედ სულისა ჩუენისა ცხოვნებისა სწავლასა და ამას ყოველსათანა გუაქუნდეს ძმანო, მარხუა უვნებელი და ლოცუა წმიდა ესრეთ ვიტყოდეთ:

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და ერთ ღუთაებაო, ნათელო ყოვლადბრწყინუალეო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, სერაფიმთა მიერ სამ-წმიდა-არსობითა საგალობელო და ხერუვიმთაგან თუალთშეუდგამო და ყოველთა ანგელოსთა და წმიდათაგან თაყუანსაცემელო და ყოველთავე განმანათლებელო ელვარებითა სიწმიდისა შენისათა, შენ შეგივრდებით, შიშითა და ძრწოლით თაყუანისგცემთ და გევედრებით, წმიდაო წმიდათაო, გამოგვიბრწყინვე ღმრთივშუენიერი ნათელი მეცნიერებისა შენისა დიდებისა და მოგვფინე ნათელი ბრწყინუალე, მცნობელთა შენთა ზედა. და მოგვმადლე მარადის სათნოყოფა შენისა მეუფებისა, რათა შენ შემოქმედი ჩუენი, სახიერებით მოწყალე ჩუენდა იყო, ვითარცა ხარ ბუნებით ტკბილ და მოწყალე ყოველთა მიმართ და ჩუენ ქმნილნი შენნი ნებისაებრ შენისა სიტკბოებისა, გმონებდეთ და გადიდებდეთ, და საუკუნოსა დიდებასა და დიდად შვენიერებასა ბრწყინვალებისა შენისასა ღირს-ვიქმნნეთ, ლოცვითა წმიდათა და სათნოთა შენთა მღუდელმთავართათა და მათთანავე შემკობილნი სათნოებისა გვირგვინითა გიგალობდეთ, გაკურთხევდეთ და თაყუანისგცემდეთ შენ დაუსაბამოსა ნათელსა მამასა, თანამოსაყდრესა ძესა და თანამფლობელსა სულსა წმიდასა, ყოვლადვე დაუსრულებლად, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხატის წყარო

იხილეთ სარჩევი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat