წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა გ (3), ღმრთივპატივცემულისა ქალწულისა და ქალწულთა წინამძღვრისა მარიამისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა გ (3), ღმრთივპატივცემულისა ქალწულისა და ქალწულთა წინამძღვრისა მარიამისა
"მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი შემდგომად მისა" (ფს.44,15).

1. გიხაროდენ, ქალწულო, მამისა სავანეო.
2. გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო, ძისა სამკვიდრებელო.
3. გიხაროდენ, მარიამ, სულისა წმიდისა სადგურო.
4. გიხაროდენ, სერაფიმთა მიერ საგალობელო.
5. გიხაროდენ, ხერუვიმთა მიერ საგრილობელო.
6. გიხაროდენ, მთავარანგელოსთა მიერ სახარულევანო.
7. გიხაროდენ, ანგელოსთა მიერ სამსახურებელო.
8. გიხაროდენ, მღვდელმთავართა საკვირველებაო.
9. გიხაროდენ, ქალწულთა წინამძღვარო.
10. გიხაროდენ, იოაკიმ და ანნას ასულო.
11. გიხაროდენ, ჴორცითა ტაძრად უფლისა შესრულო.
12. გიხაროდენ, გონებითა ზეცისა საკურთხეველსა აღსრულო და ყოვლითა სიწმიდითა სრულო.

ღმრთივსულიერნო შვილნო წმიდისა ეკკლესიისანო, ვაქებდეთ ფსალმუნითა, უგალობდეთ შესხმითა სულიერითა და პატივს ვსცემდეთ გონებისა სიწმიდითა ქალწულსა მარიამს, რომლისათვის ჰსთქვა სულითა წმიდითა წინასწარმეტყველმან დავით: "წმიდა არს ტაძარი შენი, უფალო, საკვირველ არს სიმართლითა" (ფსალმ.64,4-5).

ჭეშმარიტად წმიდა არს სიტყვიერი ტაძარი ღმრთისა ყოვლადწმიდა ქალწული მარიამ, რომელი სათნო იყო უფალმან და გამოირჩია სამკვიდრებელად თვისსა; წმიდა არს და ყოვლადწმიდა ტაძარი ღმრთისა, ჰე, წმიდა არს წმიდა იგი წმიდათა და ყოველთა წმიდათა უწმიდესი მარიამ. ნამდვილვე წმიდა არს და საკვირველ სიმართლითა, საკვირველ არს სიწმიდითა, სავსე არს სათნოებითა, სავსე არს ყოვლითა კეთილობითა, ვითარცა იტყვის სოლომონ: "კეთილო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო" (ქებ. 2,10; 2,13).

ამისთვის, ღირს არს და მართალ, საყვარელნო, რათა უგალობდეთ და უღაღადებდეთ ყოვლადწმიდასა, ყოვლადუბიწოსა და ყოვლადქალწულსა ღმრთისმშობელსა დედოფალსა ჩვენსა მარიამს და ესრეთ ვიტყოდეთ:

1. გიხაროდენ, კარაო საწამებელო, წმიდაო წმიდათაო.
2. გიხაროდენ, ოქროსა საკმეველო, სუნნელო სულისა წმიდისაო.
3. გიხაროდენ, წმიდაო ტაკუკო, დამტევნელო სიტყვისა ღმრთისაო.
4. გიხაროდენ, ღმრთივ წერილო ფიცარო თითითა მამისათაო.
5. გიხაროდენ, სასანთლეო ბრწყინვალეო სამღთოისა ნათლისაო.
6. გიხაროდენ, ყოვლადშვენიერო ყვავილო ჰარონის კვერთხისაო.
7. გიხაროდენ, მაყვალო ნათლოვან-სპეტაკად აღყვავებულო.
8. გიხაროდენ, ცეცხლისფრად ბრწყინვალეო, ყოვლადსაკვირველო.
9. გიხაროდენ, ღმრთისა მიერ კაცთა მომართ ნიჭო მადლისაო.
10. გიხაროდენ, კაცთაგან ღმრთისა მიმართ შეწირულო ძღუჱნო პატიოსანო.
11. გიხაროდენ, უსაშუალოდ მახლობელო ღმრთისა.
12. გიხაროდენ, უშურველად მლხინებელო კაცთაო და მეოხო ყოველთა მვედრებელთა შენთაო.

ესრეთ სიტყვისა მსხვერპლითა პატივს-ვსცემდეთ, საყვარელნო ღმრთისანო, ყოვლადდიდებულსა ღმრთივკურთხეულსა და ფრიად მოწყალესა ღმრთისმშობელსა ქალწულსა მარიამს, და სასოება ჩვენი მისა მიმართ დავსდვათ, რამეთუ იგი არს სასოება განწირულთა, შემწე მორწმუნეთა და ლოცვათა მსმენელი მვედრებელთა, და არა უგულებელსმყოფელი ობოლთა, არამედ ზესთა ბუნებათა საკვირველებათა მოქმედი, რომლისათვის სახეცა მოგითხრა:

იყო ვინმე კეთილმსახური მეფე და ესვა ასული მხოლოდშობილი. და შემდგომად დედოფლისა მიცვალებისა დაშთა ობლად ქალი იგი, რომელი დიდად უყვარდა მეფესა, და მრავალთა დიდებულთაგან იძულებულმან მოიყვანა სხვა დედაკაცი ცოლად.

ვითარცა იხილა დედაკაცმან მან მეფისა მიერ ფრიადი სიყვარული შვილისა მიმართ თვისისა, იძლია შურითა საეშმაკოითა და ოდეს ჰპოვა ჟამი მარჯვეი, განაზრახა მსახური თვისი, რათა მოკლას ქალი იგი იდუმალ და მოართვას ჴელნი მისნი დასარწმუნებლად.

ხოლო წარიყვანა ქალი იგი ქალწული მსახურმან შორსა ადგილსა და ვითარცა აგრძნა ქალმან სიკვდილი თვისი, ჰოი მე, ჰრქვა მას: რაისა ჰყოფ, ძმაო საყვარელო, არა მოიხსენებაა მშობელთა ჩემთა წყალობასა, არა შეიბრალებაა სიჩჩოებასა ობლობისა ჩემისასა, და არა შეიშინებაა მართლმსაჯულისა ღმრთისაგან? ხოლო მან მრავლითა ტირილითა და გოდებითა მიუგო: "უკეთუ არა მოგკლა შენ, ქალწულო, დედოფალი მომკლავს მე". გარნა ორნივე ჴელნი მოჰკვეთნა და იგი განუტევა ცოცხალი.

წარვიდა უკუე ქალი იგი სალმობიერი და მგლოვარე უდაბნოსა ადგილსა და ჰპოვა იგი ამან ვინმე წმიდამან და ღმერთშემოსილმან და აღუშენა მცირე ტალავარ და გამოზარდა იგი. და მარადის ევედრებოდა ქალწული იგი განწირული სასოსა ყოველთა ქრისტიანეთასა ღმრთისმშობელსა მარიამს. ეჰა, დიდება საკვირველებათა შენთა, ყოვლადმოწყალისა ღმრთისა დედაო მარიამ, რამეთუ მოეგნეს კვალად ჴელნი მისნი საკვირველად, და ამისა შემდგომად განგებითა ღმრთისაითა იხილა იგი სეფეწულმან ვინმე და წარიყვანა გზად, და განცხადნა წინაშე მეფისა საქმე მისი. ჵ, რაბი სიხარული ექმნა მრავალჟამითგან მგლოვარესა მეფესა, და მოშურნე იგი დედოფალი დასაჯა ბოროტად და შვილი თვისი საყვარელი აღიყვანა დიდებით პალატსა მისსა. და მიერითგან ქალი არა დასცხრებოდა ჴელთსაქმარისაგან და ყოველსავე საფასესა თვისსა ხელითა თვისითა მისცემდა გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთა და იტყოდა: "არა ჩემი არს ქმნილი ესე მოწყალება, არამედ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, რამეთუ მან მომაგნა ჴელნი ესე და კურთხეულ არს სახელი მისი წმიდა".

იხილეთ, პატიოსანო რჩეულნო ერნო ღმრთისანო, თუ ვითარი მოწყალე და საკვირველმოქმედი არს დედოფალი ჩვენი ქალწული მარიამ. ამისთვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ღმრთისანო, ვიქმოდეთ ჩვენცა სათნოებასა ძალისაებრ ჩვენისა, ვიმარხვიდეთ და მარხვისა ჩვენისა პურსა მშიერთა მივცემდეთ. რამეთუ მარხვა არს მშობელი სიწმიდისა; გულსმოდგინედ ვილოცვიდეთ, რამეთუ ნაყოფი მარხვისა არს ლოცვა წმიდაჲ; და ჴელითA ჩვენითა ვიქმოდეთ და სიმართლით მონაგებსა მოწყალებად მივსცემდეთ; აღსარებითა განვიწმიდებოდეთ, ზიარებითა განვნათლდებოდეთ და ღმრთისა ხედვითა განვბრწყინდებოდეთ. რამეთუ ესევითარი სათნოება მსხვერპლი არს წინაშე ღმრთისა და ძღვენი არს პატიოსანი.

იოაკიმ და ანნამან პირმშო ნაყოფი თვისი ქალწული შესწირეს ღმერთსა. ჩვენცა, საყვარელნო, სულნი ჩვენნი, მარხვითა განწმედილნი, შევსწიროთ ღმერთსა. რამეთუ მოსემ იმარხა ორმეოცი და ღმერთი იხილა. ჩვენცა ვიმარხოთ, ძმანო, ორმეოცი წმიდად და ვიხილოთ იესო, არღარა ბაგასა შინა უსიტყვთასა, არამედ ბაგესა შინა ჩვენ სიტყვიერთასა ზიარებითა წმიდისა საიდუმლოისათა და უეჭველითა სარწმუნოებითა და ესრეთ ისაიასებრ განწმედილითა ბაგითა უგალობდეთ ყოვლადწმიდასა ქალწულსა:

1. გიხაროდენ, მარიამ, წყაროო წყალობისაო.
2. გიხაროდენ, მდინარეო სახიერებისაო.
3. გიხაროდენ, ზღვაო კაცთმოყვარებისაო.
4. გიხაროდენ, უფსკრულო მიუწდომელო მადლისაო.
5. გიხაროდენ, ქვიშათაებრ მრავალთა ცოდვილთა მაცხოვარო.
6. გიხაროდენ, ვარსკვლავთაებრ ურიცხვთა მართალთა გვირგვინო.
7. გიხაროდენ, ცაო, პორფირებრ მფარველო მორწმუნეთაო.
8. გიხაროდენ, სამყაროსა უჰაეროვანესო ნათელო ელვარეო.
9. გიხაროდენ, ღმრთივშვენიერო ბრწყინვალებაო სულთა წმიდათაო.
10. გიხაროდენ, სუფევაო უოხჭნოო მადიდებელთა შენთაო.
11. გიხაროდენ, მრავალსავანეო ბრწყინვალეო მოყვარეთა შენთაო.
12. გიხაროდენ, საუკუნეო სიხარულო მაქებელთაო და მოთმინებაო მვედრებელთაო.

შენ შეგივრდებით და გევედრებით, ყოვლადუბიწოო ქალწულო მარიამ, მოიხილე ჩვენ ზედა ტკბილითა თვალითა შენითა და ისმინე ვედრება უღირსთა მონათა შენთა. მოგუმადლენ დღენი მარხვისანი სიწმიდით და სიმართლით სათნოყოფად ღმრთისა, აღსარებითა განწმედა სვინიდისისა, წმიდის გულითა ზიარება ქრისტეს საიდუმლოთა და ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩვენისათა ღმრთისმსახურება, და მოგვანიჭე მღვდელთა სათნო მოქალაქობა, მეფეთა - ზეცისა მოქალაქობა, მთავართა - უვნებლობა, მხედართა - ძლიერება, ერთა - მშვიდობა, მამათა - სიმართლე, დედათა - პატიოსნება, ყრმათა - კრძალულება, მოხუცებულთა - სიმხნე, მდიდართა - მოწყალება, გლახაკთა - მოთმინება და ყოველთა ერთბამად - სასუფეველისა დამკვიდრება, დიდებისა და დიდად შვენიერებისა ბრწყინვალებისა შენისა ხილვა, მადლობა, გალობა, კურთხევა და თაყვანისცემა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat