წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა იზ (17), ღმრთივშვენიერისა და ყოვლადძლიერისა პატიოსნისა ჯვარისა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა იზ (17), ღმრთივშვენიერისა და ყოვლადძლიერისა პატიოსნისა ჯვარისა
"თაყვანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი" (ფსალმ.131,7).

საყვარელნო ღმრთისანო, პატიოსანნო მსმენელნო, ფერჴად უფლისა გულისჴმა-იყოფების ყოვლადწმიდისა ქალწულისაგან მიღებულნი ჴორცნი ქრისტესნი; დასდგეს უკუჱ წმიდანი ფერჴნი ქრისტესნი ყოვლადპატიოსანსა ჯვარსა ზედა, ოდეს იგი დამჭვალეს ჰურიათა.

აწ უკუჱ, ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, მოვედით თაყვანი-ვსცეთ კვარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, თაყვანის-ვსცეთ ცხოველმყოფელსა ჯვარსა მაცხოვრისასა, თაყვანი-ვსცეთ ღმრთივშვენიერსა სკიპტრასა მეუფისასა და ყოვლადბრწყინვალესა ბეჭედსა იესო ქრისტესსა და მარადის გამოვისახვიდეთ სარწმუნოებით შუბლსა და პირსა ზედა ჩვენსა სახესა პატიოსანისა ჯვარისასა. და ნუვის სირცხვილ-უჩნს დიდი ესე კეთილი გამოსახვაი და თაყვანისცემა ჯვარისა, რათა არა ქრისტემანცა არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თვისითა და სასწაული ყოვლადპატიოსანისა ჯვარისა ჰსჩნდეს წინაშე მისა უბრწყინვალესი მზისა, რამეთუ მოსლვად არს მაშინ ჯვარი ქრისტესი სახილველად ყოვლისა სოფლისა, რათა იხილონ ყოველთა ურწმუნოთა და რომელთა ლახვარითა უგმირეს იესოს და სირცხვილეულ-იქმნენ.

არამედ ჩვენ, საყვარელნო ქრისტესნო, რჩეულნო ერნო, ახალნო ისრაიტელნო, სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა და სასოებითმტკიცითა, და სიყვარულითა შეუორგულებელითა თაყვანი-ვსცეთ ცხოველმყოფელსა ჯვარსა ქრისტესა და სურვილით ამბორს-უყოთ.

რამეთუ წმიდამან ჯვარმან, ძლიერმან ძალითა, გუნდნი ეშმაკთანი შემუსრნა და ბანაკი მათი განაბნივნა და ძალი მათი მოაუძლურა, და სადაცა გამოისახვის ნიში პატიოსნისა ჯვარისა, ღმერთი იდიდების, ანგელოსნი იხარებენ და ეშმაკნი იდევნებიან, რომლისათვის სახეცა მოგითხრა.

რამეთუ იყო ვინმე მთავარი დიდებული ქრისტეს მოყვარე, ეკკლესიათა მოსურნე, სარწმუნოებით გამომსახველი ჯვარისა და თაყვანისმცემელი პატიოსანთა ხატთა და შემკობილი ყოვლითა სათნოებითა: მარხვითა, ლოცვითა, ეკკლესიათა შეწირვითა, გლახაკთ მოწყალებითა, და უცხოთ შეწყნარებითა, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა.

ესე ღმრთისა სათნო კაცი წარვიდა დიდსა ეკკლესიასა სოფია წმიდასა და თანა ჰყვა მსახური თვისი, თაყვანი ჰსცა პატიოსანსა ხატსა მაცხოვრისასა და იწყო ლოცვად, ხოლო წმიდამან ხატმან საკვირველმან მიიქცია პირი კაცისა მისგან და მსახურსა მისსა ხედვიდა. მაშინ აღივსო ცრემლითა კაცი იგი ღმრთისა და ჰსთქვა: "რაჲ ვსცოდე, უფალო, რამეთუ მიაქცევ ღმრთივშვენიერსა პირსა შენსა ჩემგან?" და გამოხდა სიტყვა ხატისა მისგან, ვითარმედ: "შენ პატივს გცემ სათნოებისათვის შენისა, გარნა მაგისა თანამდებ ვარ, რამეთუ აღმიარა მე დიდსა ადგილსა".

ესე რა ესმა მთავარსა მას, ჰკითხა მსახურსა თვისსა, მეტყველმან: "შვილო ჩემო საყვარელო, რაჲ კეთილი გიქმნიეს, რომელ ესრეთ უყვარხარ შენ ქრისტესა?" ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: "მენება ვიდრე სიკვდილამდე არა ვისდა უწყებად, გარნა ვინათგან ღმერთმან გამოგიცხადა, არცა მე დაგიფარო, უფალო ჩემო. რამეთუ კაცი ვინმე იყო მეგობრად ჩემდა, სახელით მესიტი. დღესა ერთსა მრქვა მე: "წამოვედ ჩემ თანა, მეგობარო, რათა გიჩვენო დიდება ჩემი". შევსხედით ცხენთა და განვედით ქალაქით მწუხრი და ვლეთ მრავალი ვიდრე შუაღამედმდე და მივიწიენით დიდებულსა პალატსა სამეფოსა შემკობილსა მრავლითა დიდებითა განსაცვიფრებელითა. შე-რა-ვედით შინა, ვიხილენ ათასნი ათასთანი და ბევრნი ბევრთანი განწყობილნი ლამპრებითა და ელვარებითა და საყდარი მაღალი და მას ზედა მჯდომარე ლურჯი ვინმე, საშინელი ხილვითა და დიდად დიდებული და შემკობილი მრავლითა საოცრებითა. და განიკითხვიდა წინაშე მისსა მდგომარეთა: რომელთამე რისხვიდა და რომელთამე ანიჭებდა.

მერმე ჰრქვა მესიტსა: "მოვედი, საყვარელო მეგობარო ჩემო, და ვინ არს ეგე, რომელი მოგიყვენიეს?" ხოლო მან მიუგო: "მონა არს დიდებულებისა თქვენისა". მაშინ მრქვა მეცა: "მონა ხარაა ჩვენი?" და მე უშიშითა გონებითა გამოვისახე ცხოველსმყოფელი ჯვარი და ვსთქუ: " მე მონა ვარ უფლისა ჩემისა იესო ქრისტესი".

ესე რა ვსთქუ, მყის თანად ყოველი იგი დიდება და ყოველი საოცრება და სიმრავლე მუნ მყოფთა უჩინო იქმნნეს და მესიტიცა და იქმნა ლიტონი მინდორი, დავშთი მე მხოლოდ და ვევედრე უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა ვიდრე განთენებამდე, ვილოცევდი და მოვედ ქალაქად მარტოჲ მადიდებელი ღმრთისა.

ისმინეთ, კეთილმსახურნო ქრისტეანენო, და გულისხჴა-ჰყავთ ყოვლადძლიერი ძალი პატიოსნისა და ღმრთივბრწყინვალისა ჯვარისა, თუ ვითარ ერთმან ჯვარისა გამოსახვამან პირსა ზედა სარწმუნოებით რაოდენნი ეშმაკნი განაბნინა.

ამისათვის გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ღმრთისანო, მარადის გამოვისახვიდეთ ყოვლადპატიოსანსა ჯვარსა შუბლსა და პირსაA ჩვენსა ზედა და ვიტყოდეთ: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ". გინა თუ ვსჭამდეთ, გინა თუ ვსმიდეთ, გინა ვიძინებდეთ, გინა აღვსდგებოდეთ, ანუ გზასა ვიდოდეთ, ანუ რასაცა ჴელთსაქმარსა ვიქმოდეთ, პირველად ვახსენოთ სახელი ღმრთისა და გამოვისახოთ ცხოველსმყოფელი ჯვარი და მით აღვიბეჭდნეთ ყოველნი ასონი ჩვენნი და ესრეთ ვიქმოდეთ საქმეთა ჩვენთა კეთილთა, რამეთუ ყოვლისა კეთილისა წინამძღვარი არს ღმრთივმონიჭებული ცხოველმყოფელი ჯვარი.

ქრისტეანეთა გვშვენის, ძმანო, რათა გვაქვნდეს სარწმუნოება მართალი და საქმენი კეთილნი.

ჯვარსა რა გამოვისახვიდეთ სარწმუნოებით, მოვიხსენოთ, რა იგი მოითმინა ქრისტემან ჩვენთვის ჯვარსა ზედა და ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა: მოთმინებასა, მარხვასა, სიყვარულსა, სიტკბოებასა, მოწყალებასა, მორჩილებასა და ყოველსავე სათნოებასა და ესრეთ შევასხმიდეთ ჯვარსა ქრისტესსა:

1. გიხაროდენ, ჯვარო, ღმრთივკურთხეულო ძელო.
2. გიხაროდენ, ჯვარო, ქრისტეს ტკბილო უღელო.
3. გიხაროდენ, ჯვარო, იესოს სუბუქო ტვირთო.
4. გიხაროდენ, ჯვარო, ქრისტეს ბეჭედო ღმრთივშვენიერო.
5. გიხაროდენ, ჯვარო, იესოს მეუფებისა სკიპტრაო.
6. გიხაროდენ, ჯვარო, სასუფევლისა ბრწყინვალებაო.
7. გიხაროდენ, ჯვარო, ანგელოსთა მხიარულებაო.
8. გიხაროდენ, ჯვარო, მოციქულთა სიმტკიცეო.
9. გიხაროდენ, ჯვარო, მოწამეთა ძლიერებაო.
10. გიხაროდენ, ჯვარო, მღვდელთმთავართა დიდებაო.
11. გიხაროდენ, ჯვარო, ეკკლესიათა შვენიერებაო.
12. გიხაროდენ, ჯვარო, ქრისტეანეთა საჭურველო ეშმაკთა შემმუსვრელო და უჩინო-მყოფელო.

ჵ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, რომელმან სათნო-იყავ აღსლვა ჯვარსა ზედა ჩვენისა ცხოვრებისათვის, შენ თაყვანის-გცემთ და გევედრებით, მეუფეო სახიერო, ძალითა ცხოველმყოფელისა ჯვარისა შენისათა მოჰმადლე ეკკლესიათა დიდება, მღვდელთა - პატიოსნება, მეფეთა - კეთილად მწყსაჲ ერისა, ერთა - მორჩილება მეფისა, წარმართთა - მოქცევა და ცნობა ჭეშმარიტებისა შენისა, რათა ჩვენ ყოველნი ერთ სამწყსო ვიქმნეთ და შენ - ერთ მწყემს სულთა ჩვენთა, ღმერთო სულთაო, და ღირს-მყვენ სათნოებით შემოსილნი მიწევნად ნებსით ვნებასა, ჯვარცმასა და ცხოვრებაშემოსილსა აღდგომასა შენსა და უფროსღა - მეორედ მოსლვასა შენსა დიდებით, მართალთა თანა მდგომარეთა თაყვანის-ვსცეთ ყოვლადპატიოსანსა ჯვარსა შენსა ღმრთივბრწყინვალესა და ჯვარშემოსილნი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა დამკვიდრებად, რომელი განუმზადე მოყვარეთა სახელისა შენისათა და თაყვანისმცემელთა წმიდისა ჯვარისათა და გადიდებდეთ შენ თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სარჩევი»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat