ღირსი სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი (+1833 წელი) - 02 (15) იანვარი
ღირსი სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი (+1833 წელი) - 02 (15) იანვარი
რუს წმინდანთაგან, ალბათ, ისე არავინ უყვარს საქართველოს, როგორც - სერაფიმე საროველს... შესაძლოა, იმიტომ, რომ ისიც იმ იდუმალი მიწის მუშაკია, ღვთისმშობელმა თავის მეოთხე წილხვედრად, მეოთხე ბაღად რომ გამოირჩია.

* * *
ამ ჭეშმარიტად ზეციური ადამიანის მიწიერი სამშობლო კურსკი გახლავთ, ღვთისმშობლის განსაკუთრებული მეოხების ქვეს მყოფი მიწა, ხორციელი მშობლები კი - ისიდორე მოშნინი და აღათია.
დიდად გამრჯე და ნამუსიანი ვაჭარი ისიდორე აგურის ქარხნებს ფლობდა და იმ მხარეში ტაძრებს და შენობებს აგებდა. ამ საქმეს ძლიერი და კეთილგონიერი სული სჭირდებოდა, თუმცა, ისიდორეს ამ იშვიათ თვისებებთან ერთად ღვთის უღრმესი რწმენა და თანდაყოლილი კეთილგონიერებაც გამოარჩევდა. არანაკლები ღირსებებით იყო შემკული აღათიაც, მოწყალე და ობოლთა შემწე, ღრმა გონებისა და ვაჟკაცური სულის პატრონი.
ამგვარ ოჯახში იშვნენ პარასკევა, ალექსანდრე და პროხორე, - ქრისტეს ეკლესიის მომავალი დიდი მნათობი, რომელსაც 70 მოციქულთაგან ერთ - ერთის სახელი დაანათლეს... შემთხვევითი არც ის გახლდათ რომ ღვთის დიდი სათნომყოფელი წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების წინადღეს, 1 აგვისტოს მოევლინა ქვეყანას.
სამწუხაროდ, წმიდა სერაფიმეს მამა, ისიდორე 43 წლისა უეცრად გავიდა ამ ქვეყნიდან და სამი ობლის აღზრდა და მთელი მეურნეობის გაძღოლა ახალგაზრდა და ღვთისმოყვარე ქვრივს დაეკისრა... მანვე იდო თავს მეუღლის დაწყებულ საქმეთა დასრულებაც, მათ შორის, - წმინდა სერგი რადონეჟელისა და ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძართა შენებაც... ამ ხნის მანძილზე დედას განუყრელად ახლდა მცირეწლოვანი პროხორე და მალე იგრძნო, რომ ღვთის სახლის და ლოცვის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო.
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება პირველი სასწაული, რომელიც შვიდი წლისას გადახდა: - სამრეკლოს მშენებლობისას აღათია სულ ზემოთ ავიდა, თან აჰყვა პროხორეც... ბავშვმა ვერ იგრძნო, როგორ მიუახლოვდა სამრეკლოს კიდეს და უეცრად დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა...
თავზარდაცემულმა დედამ კიბე სულმოუთქმელად ჩამოირბინა და ჰოი, საოცრებავ! ¬- ბიჭუნა სრულიად უვნებელი და ფეხზე მდგომი დახვდა, გეგონებოდათ, თვით ანგელოსთა ფრთებმა ატარესო...
ასე სასწაულებრივად იცავდა ღვთის მადლი თავის რჩეულს თანახმად მეფსალმუნის სიტყვისა: - ,,..ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ხელთა მათთა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი" (ფს. 90, 11, 12).
ღვთისმშობლის რჩეულზე სულ მალე ახალი სასწაული აღსრულდა: - ათი წლისა ისე დაავადდა, დედას მისი გამოჯანმრთელების იმედი აღარც ჰქონდა, მაგრამ პროხორემ ახარა, რომ ძილად ყოვლადწმინდა დედა იხილა, რომელმაც კურნება აღუთქვა... მრავალი წლის შემდგომ ბერი სერაფიმე არაერთგზის შეიქმნა ღვთისმშობლის და სხვა წმინდანთა გამოცხადების ღირსი, რის შესახებაც გაუმხილა კიდეც ერთ - ერთ მონაზონს: - ,,ხედავ, დედაო, თუ რაოდენი წყალობის ღირსი შევიქენით ჩვენ, უბადრუკნი, უფლის წყალობით?! მსგავსი გამოცხადება უკვე თორმეტგზის მქონდა! აი, რარიგ სიხარულს ვეწიეთ! არის რაღაც, რის გამოც უფლის იმედი და რწმენა უნდა გვქონდეს! სძლიე სატანას, შემწეობა ღმერთს, მის ყოვლადწმინდა დედას და წმინდანებს სთხოვე და მე, გლახაკსაც მომიხსენებდეო!"

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა სერაფიმე საროველთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე

მის ბავშვობაში კიდევ ერთი სასწაული აღსრულდა: - ერთ დღეს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ქალაქში ლიტანიობით გამოაბრძანეს. პროცესიამ ის ქუჩაც განვლო, სადაც მოშნინები სახლობდნენ... უეცრად თავსხმა წვიმამ დაუშვა, გზის შესამოკლებლად ხატი მათ ეზოში შეაბრძანეს... აღათიამ ავადმყოფ შვილს ხელი სტაცა და ხატს მიაახლა, რის შემდეგაც ბავშვი, ღვთისმშობლის აღთქმისამებრ, სრულებით განიკურნა...
ყმაწვილს თან დაჰყვა უიშვიათესი გონებრივი შესაძლებლობები, განსაკუთრებული მეხსიერება და საოცარი, უფაქიზესი მგრძნობელობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა... ამიტომ, რასაც ხელს მოჰკიდებდა, სწრაფად, გულითადად და საფუძვლიანად ითვისებდა. ძველი დროის ბრძნული და კეთილგონიერი წესის წყალობით ყმაწვილებს ჯერ ლოცასა და ფსალმუნებში განსწავლიდნენ და შემდეგ – ბიბლიასა და წმინდა მამათა ცხოვრებანსა თუ სხვა ღვთივსულიერ საგნებში, რაც გონებასაც სათნოდ კვებავდა და სულსაც... პროხორემ ჩინებულად აითვისა ყოველივე და თავისუფალ დროს წიგნთა კითხვაში ატარებდა. როგორც მრავალი წმინდანისთვის, პროხორესთვისაც უცხო იყო ჩვეულებრივი ბავშვური თამაშობანი და სულიერად მსგავს თანატოლებს ეძებდა. მალე იპოვა კიდეც ხუთი მეგობარი, რომელთაგან ორი მასთან ერთად წავიდა საროვოში, ორი - სხვა სავანეში, ერთი მათგანი კი მხოლოდ იმიტომ დარჩა ერში, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ ხუთი ძმისა და სამი დის მეურვეობა დაეკისრა...
სხვათა შორის, ყმაწვილ პროხორეზე წმინდა და კეთილისმყოფელი გავლენა იქონია ერთმა ,,ღვთის მონამ", ქრისტესთვის შეშლილმა კურსკელმა სალოსმა, რომლის სახელიც ისტორიას არ შეუნახავს. მისნაირები იმ დროს მრავლად იყვნენ რუსეთში და წმინდა საქმეს უხილავად აღასრულებდნენ...
სწორედ ერთი მათგანი შეხვდა თავის ორ ვაჟთან ერთად ქალაქში მიმავალ აღათიას... პროხორეს დანახვაზე სალოსმა აღმოთქვა: - ,,ნეტარ ხარ, ქვრივო, ამგვარი შვილის პატრონო, რომელიც სამომავლოდ ყოვლადწმინდა სამების წინაშე დიდი შუამდგომელი და სამყაროსათვის მხურვალე მლოცველი იქნებაო!"
ამ ღვთისკაცთან ურთიერთობამ პროხორეს ცხოვრება შეცვალა, - როგორც დამშრალი მიწა - ნამს, ისე ისრუტავდა მისგან ყოველივე ნათელს და წმინდას... აღათიას ყოველივე ეს ახარებდა, თუმცა, უმცროსი ვაჟის დახმარება ძალზე სჭირდებოდა: - აგურის ქარხნისა და ტაძართა შენების გარდა ოჯახი საყოფაცხოვრებო მაღაზიასაც ფლობდა, სადაც თავად პროხორესაც უწევდა ვაჭრობა.
ჭაბუკი არც ამგვარ შრომას გაურბოდა, მაგრამ მისი გული უკვე ღმერთს ეკუთვნოდა. თავიდან შეეცადა, სულიერი ღვაწლი საეროსთან შეეთავსებინა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ უფლისადმი ყოვლისმომცველი სიყვარულით აღვსილს მიწიერ საქმეთა ტვირთვა აღარ შეეძლო... მის გულში დროსთან ერთად განმარტოების და სულიერი ცხოვრების დიდი წყურვილი ცხოველდებოდა, რასაც თანატოლნიც მიესალმებოდნენ და ღვთისმოყვარე დედაც, რომლის გულიც უკვე მზად იყო ამგვარი მსხვერპლისთვის, ამიტომ როდესაც შვილმა ამდენი ხნის ნატვრა გაუმჟღავნა, აღარც გაჰკვირვებია, - ეს ჯვარიც ჩვეული მორჩილებით მიიღო და სიყვარულით დაუთმო შვილი უფალს.
საიმდროოდ არაერთი კურსკელი შეუდგა ბერულ გზას, მრავალი მათგანი საროვოს უსიერ ტყეებს შეეხიზნა, რომელთა შორის განსაკუთრებულად გამოირჩეოდა მამა პახომი ლეონოვი, პროხორესავით კურსკელი.
დედის თანხმობის მიღებისთანავე შეეცადა პროხორე, ბერად აღკვეცისთვის კურსკის საზოგადოებიდან დათხოვნის უფლება მიეღო, რის შემდეგაც ხუთი მეგობრითურთ კიევო - პეჩორის ლავრაში განიზრახა გამგზავრება.
გულისამაჩუყებელი იყო ახლობლებთან გამოთხოვება: - ძველი წესისამებრ, მდუმარედ დასხდნენ, შემდეგ პროხორემ დედისაგან ლოცვა - კურთხევა გამოითხოვა, მაგრამ მანამ აცრემლებულმა აღათიამ შვილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს ამთხვია და გზა მოზრდილი, სპილენძის ჯვრით დაულოცა, რომელიც წმინდანს სიკვდილამდე არ განუშორებია.
ექვსმა მეგობარმა ერთად დატოვა მშობლიური ქალაქი და ღვთივკურთხეულ კიევს მიაშურა...
შვიდი საუკუნით ადრე იგივე გზა განვლო სხვა დიდმა მოღვაწემ, ,,რკინისად" წოდებულმა თეოდოსი პეჩორელმაც, რომელსაც, წმინდა სერაფიმე საროველისაგან განსხვავებით, დედისეული კურთხევა არ წაჰყოლია...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



საროვოსაკენ

იევამდე მშვიდობით ჩააღწიეს, ღვთისმშობელს ევედრნენ, იქაურ სიწმინდეებს მიემთხვივნენ და ახალი ცხოვრების კარიბჭესთან მდგომებმა გამოცდილ ხუცესებს უწყეს ძებნა, რათა ბრძნული რჩევა მიეღოთ და მალე შეიტყვეს, რომ კიევიდან ათიოდ ვერსში მდებარე კიტაევოს მონასტერში ჭვრეტის მადლით ცხებული დიდი ხუცესი დოსითე იღვწოდა.
იხილა რა ჭაბუკ პროხორეში ბერმა ღვთის დიდი მადლი, საროვოს უდაბნოსაკენ წასლა უბრძანა და მცნებად დაუდო: - ,,წარვედ, ღვთის ჭურჭელო, და იყვენ იქ. შემწეობითა უფლისათა ადგილი ესე იყოს საშუელი შენი. აწ დასრულდეს მიწიერი გზა შენი. დაე, მოუკლებლად ფიქრობდე უფალზე და ასე მოიხსენებდე მის სახელს: - ,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!". მისკენ მიაპყარ გულისყური, ტაძარში თუ მის გარეთ, ყოველგან და ყოველთვის"!
ამ წინასწარმეტყველურმა სიტყვამ არა მხოლოდ პროხორეს სამოღვაწეო ადგილი განსაზღვრა, არამედ მისი უმთავრესი საქმეც, - იესოს ლოცვის შინაგანად აღსრულება... უფალმა თავისი ნება მამა დოსითეს პირით გაუმჟღავნა, მისი სენაკი პროხორესათვის სამონაზვნო ემბაზად იქცა, საიდანაც სხვანაირ ცხოვრებაში შეაბიჯა, თუმცა, მაშინვე როდი მიაშურა საროვოს, არამედ კვლავ მშობლიურ კერას დაუბრუნდა...
თუ რა იყო ამგვარი შეფერხების მიზეზი: - საკუთარი თავის გამოცდა, სურვილი იმისა, რომ დედისათვის განშორება გაეიოლებინა თუ დიდი ხუცესის კურთხევა, არჩევანში დარწმუნებულიყო, არავინ უწყის, მაგრამ მამისეულ სახლში პროხორემ კიდევ ორი წელი გაატარა, სადაც მხოლოდ სხეულით მყოფობდა, სული მისი კი თანდათან უკვდებოდა წუთისოფელს, მაღაზიაშიც მსახურობდა, თუმცა, ვაჭრობაში აღარ მონაწილეობდა, თავისუფალ დროს ლოცვას და ღვთივსათნო წიგნთა კითხვაში ატარებდა და, ბერდიდის კურთხევისამებრ, მისი არსება უწყვეტ ლოცვასა და ღვთის გამუდმებულ ხსოვნაში მდგომარებდა... ამგვარად, სახლი მისთვის მონასტრის წინკარად გადაიქცა.
სულ მალე ეს ჟამიც განილია და პროხორე კვლავ წასასვლელად განემზადა... დედას გამოთხოვების ტკივილი განუახლდა და შვილს ევედრა: - ჯერ დაგემარხე და ამ გზას მერე დასდგომოდიო, მაგრამ ორი წლის წინ პროხორეს გული უკვე დაემარხა მამა დოსითეს კელიაში...
პროხორეს კიევში ორი თანამოაზრე გაჰყვა, სხვა ორი კი უფრო ადრე გავიდნენ სხვა მონასტერში.
წვიმიანი შემოდგომა იდგა, კურსკში ჯერაც თბილოდა, მაგრამ რაც უახლოვდებოდნენ ჩრდილოეთს და ტამბოვის გუბერნიას, მით იგრძნობოდა სიცივე... ზამთარი ახლოვდებოდა და გზა უფროდაუფრო რთულდებოდა... ბერობის მოსურნე ახალგაზრდებს წინ უამრავი სირთულე ელოდათ... განვლეს მთელი გზა და აი, ლოცვით მიადგნენ ტემნიკოვსკის ტყეებს, სადაც უშველებელმა ხეებმა თითქოს სამარადჟამოდ გამიჯნეს მათი წარსული მომავლისაგან...
სადაცაა, იდუმალ საროვომდეც ჩააღწევდნენ...

* * *

აქ მოღვაწე მამათაგან, სავანის ასაღორძინებლად გაწეული დიდი ღვაწლისა და წმინდა ცხოვრების გამო მამა ეფრემი გამოირჩეოდა, რომელიც პროხორეს მისვლამდე ხუთი თვით ადრე აღესრულა...
1778 წლის ოცი ოქტომბრის ბინდში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წინა დღეს სამი ახალგაზრდა მიადგა საროვოს კარიბჭეს, რაც შემთხვევითი სულაც არ გახლდათ: - წმინდა ჭაბუკმა მიწიერი დედის ხელიდან ზეციური დედოფლის მკლავებში გადაინაცვლა...
სამრეკლოს კარიდან მონასტრის სიღრმეში შევიდნენ, რომელმაც თითქოს თავისი თბილი ხელები მოხვია ნამგზავრთ...
როგორც იქნა, დიდი ხნის ნანატრი აუხდათ: - უფლის მაძიებლებმა მყუდრო ნავსაყუდელი ჰპოვეს, პროხორეს სულმა - სიხარული და ახლა დავით მეფსალმუნისებრ შეეძლო, ექვა: - ,,...რამეთუ სირმანცა პოვა თავისი თუისისა სახლი... ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა" (ფს. 83, 4, 5).

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

მორჩილება

მეორე დღეს სამივე ჭაბუკი იღუმენს წარუდგა, რომელმაც სიხარულით მიიღო სავანეში. ბერდიდმა პახომმა განსაკუთრებული ყურადღება პროხორეს მიაპყრო, რომლის მშობლებსაც კურსკიდან იცნობდა, ყმაწვილში დიდი სულიერება განჭვრიტა და დასამოძღვრად უახლოეს მეგობარსა და თანამოღვაწეს, გამოცდილ ბერს, ხაზინადარ იოსებს ჩააბარა... ამ უკანასკნელისაგან მიიღო პროხორემ მესენაკეობის მორჩილებაც.
ამგვარად დაიწყო სერაფიმე საროველის 54 წლიანი მონაზვნური გზა...
მალე იოლი მორჩილება გაცილებით მძიმემ შეცვალა... თუ როგორ ვითარდებოდა მისი შინაგანი ცხოვრება მოღვაწეობის ამ პერიოდში, ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია.

* * *
მონასტერში მოსვლიდან ორწლიანი ფიცხელი ღვაწლის შემდგომ ნეტარს უფალმა მძიმე სნეულება მოუვლინა, - წყალმანკით დასნეულდა, დასივდა და უმეტეს დროს კელიაში გაუნძრევლად იწვა. ამგვარ მდგომარეობაში სამ წელიწადს იმყოფებოდა. იღუმენი პახომი და ბერდიდი იოსები დიდი სიყვარულით უვლიდნენ, მაგრამ რადგან სენს ბოლო არ უჩანდა, სთხოვეს, ექიმს გაესინჯეთო, მაგრამ ნეტარმა მიუგო: ,, - ჩემი სიცოცხლე ყოველთა მკურნალ უფალს და მის წმინდა დედას მივანდე და თუ თქვენი სიყვარული ინებებს, ზეციურ კურნებას მიმამთხვიეთ და უწმინდეს საიდუმლოს მაზიარეთო..."
მამა იოსებმა ლიტურგია აღასრულა, აღსარება მიიღო და სენაკში აზიარა, რის შემდეგაც პროხორე სწრაფად გამოჯანმრთელდა.
შემდეგ რამდენიმეს უამბო, როგორ გამოეცხადა ყოვლადწმინდა დედა მოციქულ პეტერსა და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად, როგორ მიუბრუნდა იოანე ღვთისმეტყველს და ავადმყოფისაკენ მიუთითა სიტყვებით: - ,,ეს ჩვენი მოდგმისა არს!"
ღვთისმშობელი მარჯვენა ხელით პროხორეს შუბლს შეეხო, მარცხენათი კი, რომელშიც კვერთხი ეპყრა, მარჯვენა თეძოს... იქ ღრმული გაჩნდა, საიდანაც სხეულში დაგროვილმა დიდძალმა წყალმა ამოხეთქა...
,, დედაო, - უამბობდა ნეტარი დედა კაპიტოლინას, - სხეულზე დიდი ღრმული გამიჩნდა, რომელიც გამიმრთელდა და ახლა მუჭისოდენაღააო..." ამგვარად იხსნა ღვთისმშობელმა რჩეული თვისი. სხვებს კი, განსაკურებით - ერისკაცთ, მკურნალობას არ უშლიდა და ეტყოდა: ,, სენი ცოდვათაგან განგვწმენდსო."
მომდევნო წელს, გამოჯანმრთელებისთანავე მისი სენაკის ადგილას ტაძარი ააგეს, რომლის საკურთხეველი სწორედ ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას მოექცა. ნეტარმა ტრაპეზი საკუთარი ხელით განამზადა და აღსასრულამდე აქ ეზიარებოდა...
ამ სენმა მასში საბოლოოდ მოაკვდინა ძველი კაცი და რვაწლიანი მორჩილების შემდეგ იგი სამუდამოდ შეერთო ზეცას, სადაც მისი ჭეშმარიტი ბინა იყო...
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ანგელოზებრივი ხარისხი

1786 წელს, მარიამობის მარხვის დასასრულს იღუმენმა პახომმა პროხორე ბერად სერაფიმეს სახელით აღკვეცა, რაც ებრაულად ,,ცეცხლოვანს" და ,,განმატფობელს" ნიშნავს და ეს სულაც არ გახლდათ შემთხვევითი. მისმა ცეცხლოვანმა არსებამ სრულებით შეიფერა იგი და გაამართლა კიდეც თავისი მწველი სიყვარულით, თავი იოლად და სიხარულით დაუხარა აღმკვეცს, წუთისოფელთან განშორებაზე ფიქრითაც კი არ შეურყვნია ეს ზეციური ქორწინება და ვითარცა მწიფე ნაყოფი, ისე მიეცა შემოქმედს.
,, დედაო, - მოგვიანებით უთხრა დივეევოს მონაზონ პრასკოვიას, - ფიქრითაც კი აროდეს გავსულვარ მონასტრიდანო."
წინ დიდი გზა ელოდა... ყოველმა მონაზონმა უწყის, თუ რა მოშურნეობასა და სიხარულს აღანთებს ახლადაღკვეცილის გულში ღვთის მადლი, სწორედ ამგვარი ცეცხლით იწვოდა სერაფიმეს მხურვალე არსებაც, თუმცა, თავის შინაგან ცხოვრებაზე საუბარს მუდამ გაურბოდა და სხვებსაც ურჩევდა: ,, საჭიროების გარეშე ნურავის გაუხსნით გულს, რადგან ათასიდან ერთი თუ შეძლებს თქვენი საიდუმლოს შენახვასო" და თუ მორჩილებისას განმარტოებასა და მდუმარებას ეძლეოდა, აღკვეცის შემდგომ მთლად მიეცა ამ სათნოებებს.

* * *
აღკვეციდან მცირე ხანში, 1789 წლის 9 ნოემბერს ნეტარს დიაკნად დაასხეს ხელი, წესი ვლადიმირის ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღასრულა, - საროვოს უდაბნო იმ დროს ამ ეპარქიას ეკუთვნოდა.
ახლადაღკვეცილის ასეთი სწრაფი დაწინაურებით მამებმა სერაფიმესადმი ის მოწიწება და უღრმესი პატივისცემა გამოხატეს, რომელიც მორჩილად ყოფნისას დაიმსახურა. თითქოს მასზე დაიწერაო: - ღვთის მადლის უბიწო ჭური...
მამა პახომი, ჩვეულებისამებრ, ძალზე მკაცრი, დიდ სიყვარულს გამოხატავდა თავისი საოცარი სულიერი შვილისადმი. ,, ნეტარ მამებს, ღვთის წმინდა კაცებს, მამა პახომს და მამა იოსებს საკუთარი სულივით ვუყვარდიო," - იტყვის შემდეგ წმინდანი.
მამა პახომი მონასტრიდან ისე არ გავიდოდა, სერაფიმე თან არ ეახლა, მით უფრო, თუ ღვთისმსახურების აღსასრულებლად მიდიოდა.
ღვთის განგება კი თავის კეთილადმძლე მხედარს მჭვრეტელობითი ღვაწლისათვის ამზადებდა.
თუ რაოდენ ზეციური ცხოვრებით ცხოვრობდა ტაძარში და, მით უფრო, წირვის წინ, მისივე ნათქვამი მეტყველებს: ,, -ანგელოსთა დარად რატომ ადამიანსაც არ ძალუძს, განუწყვეტლივ მსახურებდეს უფალსო?!" ტაძარში მას არც დასვენება ახსოვდა, არც საკვები...
წირვისას ანგელოსთ ხედავდა: - ,,სახე უელავთ, ტანად კი თეთრი ან ოქროვანი სამოსელი მოსავთ, მათ გალობას კი ენა ვერ აღწერსო," - ამბობდა.
გამოუთქმელი აღტაცება დაუფლებია მამა სერაფიმეს და იმგვარი სიხარული, უდიდეს წმინდანებსაც რომ იშვიათთ სწვევიათ: ,, - დიდი ხუთშაბათის წირვა დღის ორ საათზე დაიწყო, დიაკვნის შემოსვლისას, მცირე გამოსვლისა და ძველი წინასწარმეტყველების წაკითხვის შემდგომ, როდესაც წარმოვთქვი: - ,,უფალო, აცხოვნე კეთილმსახურნი და ისმინე ჩვენი!"- მეთქი და შემდეგ, სამეუფო კარში შესულმა გავაგრძელე: - ,,უკუნითი უკუნისამდე!", უეცრად მზის სხვივივით სინათლემ აღმავსო, რომელშიც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ზეციური დიდებით მოსილი, მთავარანგელოსთა, ქერუბიმთა და სერაფიმთა თანხლებით ვიხილე, რომელიც ამბიონს მიუახლოვდა, თავისი წმინდა ხელნი აღაპყრო და დაგვლოცა, შემდეგ კი სამეუფო კანკელის მარჯვნივ დაბრძანებულ თავის ხატში შებრძანდა...
მე, მტვერი და მიწა, უფლის განსაკუთრებული კურთხევის ღირსი შევიქენი და გული მისდამი სიყვარულით აღმენთოო..."
ამ დროს გარეგნულად ძალზე შეიცვალა და ამ საღვთო ხილვით განკვირვებული ადგილიდან ვეღარ იძვროდა...
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


* * *
წმინდანის დიაკვნობისას მომხდარმა ამ შემთხვევამ კი სამუდამოდ დააკავშირა ნეტარი მისივე სულიერ ქმნილებას, - დივეევოს:
1789 წლის ივნისის დასაწყისში მამა პახომი და მამა ესაია დაბა ლემეტში მონასტრის კეთილისმყოფელ თავად ალექსანდრე სოლოვცოვის დაკრძალვაზე მიდიოდნენ. როგორც სჩვეოდა, იღუმენმა იეროდიაკვანი სერაფიმე იახლა. გზად დივეევოში თემის დამფუძნებელი მონაზონი ალექსანდრა (ერში - აღათია მელგუნოვა) მოინახულეს, რომელსაც ღვთისგან საკუთარი აღსასრულის დრო ეუწყა და მამებს შვიდგზის ზეთისცხება სთხოვა. გამომშვდობებისას კი დედაო მამა პახომს ევედრა, დივეევოელი დედები ობლად არ გაეტოვებინა, რაზეც მისი წინასწარმეტყველური პასუხი მიიღო: ,, დედაო, ღვთისმშობლის მსახურებისა და შენი ანდერძის აღსრულებაზე უარს როგორ ვიტყვი, მაგრამ არ ვუწყი, იმ დრომდე ვიცოცხლებ თუ არა... აი, იეროდიაკვანი სერაფიმე კი, რომლის სულიერებაც შენთვის ცნობილია, იმ დროს უცილობლად მოესწრება და ეგ დიდებული საქმეც მას ანდეო".
დედა აღათიამ მიუგო: ,, - მე ოდენ ვითხოვ, დედა ღვთისა კი თავად განაწესებს ყოველივესო!"
ბერებმა იქაურობა დატოვეს და გამობრუნებისას, 13 ივნისს დედა ალექსანდრას დაკრძალვას მიუსწრეს, მისი სულის საოხად ლიტურგია აღასრულეს და შინ უნდა დაბრუნებოდნენ, ძლიერი წვიმა რომ წამოჟუჟუნდა, რის გამოც მამა პახომი იქვე შეჩერდა, დიაკვანი სერაფიმე კი მიცვალებულის სულის მოსახსენებელ ტრაპეზზეც არ დარჩენილა, თავსხმა წვიმაში ისე გაბრუნდა ფეხით მონასტერში.
თუმცა, ბევრმა არც უწყის კიდევ უფრო საკვირველი და საგულისხმო ფაქტი: - დივეევოს სავანის სულიერი მშობელი, ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამ ორი შემთხვევის შემდგომ დივეევოში აღარასოდეს ჩასულა და იქაურობას თორმეტიოდე ვერსის მანძილიდან, საროვოდან მართავდა, რაც სხვათათვის შეუძლებელი და წარმოუდგენელი იქნებოდა...

* * *
ბერად აღკვეციდან შვიდმა წელმა განვლო, მამა პახომის აღსასრული ახლოვდებოდა, მას კი თავისი უსაყვარლესი სერაფიმეს ხილვა სურდა შესაბამის სამღვდელო ხარისხში. თანამოძმეებთან ერთად, რომელნიც სერაფიმეს წმინდა ცხოვრებისა და ღვაწლის მოწმენი იყვნენ, ტამბოვის ეპისკოპოს თეოფილესთან უშუამდგომლა, რომ მისთვის მღვდელმონაზვნად დაესხათ ხელი და 1793 წლის 15 სექტემბერს მან ახალი წყალობა მიიღო...
განვლილმა შვიდმა წელიწადმა მისი არსება უდაბნოსაკენ მეტად მისდრიკა, ამასთან, მეგობრებიც ერთურთის მიყოლებით ემოწაფებოდნენ იქაურობას, რამაც ამა სოფლის ამაოებაზე უფრო ღრმად დააფიქრა. დიდი ხანი იყო, რაც მეუდაბნოეობა სურდა, ჯერ კიდევ მორჩილობისას იღუმენ ნაზარის, მარკოზ მდუმარისა და მეუდაბნოე დოროთეს მაგალითებით წაქეზებული ხან იღუმენისაგან კურთხევას გამოითხოვდა და ტყეში განმარტოვდებოდა, სადაც მცირე სენაკი მოიწყო და დროს განუწყვეტელ ლოცვასა და ღვთის ხსოვნაში ატარებდა, სანამ ლოცვა - სუნთქვად არ ექცა... ყოველვეს თან დაურთო განსაკუთრებული მარხვა, - საზრდელს დღეში მხოლოდ ერთხელ იხმევდა, ისიც - ოდენ წყალსა და პურს, ოთხშაბათსა და პარასკევს კი ამაზეც უარს ამბობდა. თუმცა, ახალგაზრდა სულისათვის ეს ოდენ პირველი გამოცდილება გახლდათ... მონასტერში თექვსმეტწლიანი განუწყვეტელი ღვაწლის წყალობით სულიერი ფრთები გაუმაგრდა და ზეციური კაცი უფალთან განსამარტოებლად გაფრინდა...
* * *
მამა პახომი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, სერაფიმე გვერდიდან არ მოსცილებია მოძღვარს და სამი წლის მანძილზე უდიდესი სიყვარულით მსახურებდა...
ერთ დღეს მოძღვრის სახეზე ღრმა ნაღველი შენიშნა და დაეკითხა: ,, - წმინდა მამაო, რა გადარდებთო?
- დივეევოს დედებზე ვნაღვლობ, შვილო, ჩემს შემდეგ მათზე ვიღა იზრუნებსო?!"
მაშინ სერაფიმემ, ჩვეულებისამებრ, ძალზე მორჩილმა და დედათა მიმართ განსაკუთრებულად ფრთხილმა, მოძღვარს მისი საქმის გაგრძელება აღუთქვა, რაც უდავოდ სულიწმიდის შთაგონება და ღვთისმშობლის ნება იყო... მამა პახომიმ ძალზე გაიხარა და მადლობის ნიშნად თავის სულიერ შვილს ეამბორა, მალე კი, 1794 წლის 6 ნოემბერს, სული მშვიდობით მიაბარა უფალს.
მწარედ დაიტირა მოძღვარი ნეტარმა და მისი დაკრძალვის შემდგომ მონასტრის ახალი წინამძღვრის, მამა ისაიასაგან უდაბნოში გასვლის ნებართვა და კურთხევა მიიღო.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


* * *
მონასტრიდან ხუთი ვერსის დაშორებით, მდინარე საროვოს ნაპირას, უდაბურ ფიჭვნარში, შემაღლებულ ბორცვზე იდგა ერთოთახიანი სენაკი... სწორედ იქ დასახლდა მეუდაბნოე... მის ერთ კუთხეში - ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა, მეორეში - ღუმელი, იქვე მოათავსა ხის მორი, რომელიც მაგიდობასაც უწევდა და სკამობასაც, გარდა ამისა, ჰქონდა თიხის ჯამი ხმიადისათვის... ეს იყო მთელი მისი ქონება...
ნეტარმა აქაც 16 წელი გაატარა, სანამ უზენაეს სულიერებას არ ეზიარა.
...თექვსმეტი წელი სათქმელად ადვილია, მაგრამ რა ხდებოდა ამ დროის მანძილზე მის ღვთისმოყვარე, ძლიერ და მტკიცე სულში, მხოლოდ უფალმა უწყის.
უდაბნო - ტკბილი სამოთხეა, სადაც ღვთიური სიყვარულის სურნელოვანი ყვავილნიც ხარობენ, ხან ცეცხლისფრად რომ მოიქცევიან, ხან კი - თოვლისფრად, მათთან სიჩუმე და მშვიდობააო, - იმეორებდა ხოლმე მამა სერაფიმე ბასილი დიდის სიტყვებს და ამ ტკბილი უდაბნოთი განსცხრებოდა, მისი სული კი განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით ცხოვრობდა...
უმეტეს დროს ღვთისმსახურებას უძღვნიდა: - შუაღამიანის შემდგომ წმინდა პახომის წესს აღასრულებდა, შემდეგ - დილის ლოცვებს, ცისკარს და ასე საღამომდე. ხან კი ჩვეულ მსახურებას იესოს ლოცვას და მეტანიებს ჩაუნაცვლებდა, საღამოს ლოცვის მაგიერ კი ათას მეტანიას შეუდგებოდა და, რაც მთავარია, მისი გონება უფლის ხსოვნას არ განიშორებდა. არაერთხელ შესწრებიან წმინდანს განკვირვებულ მდგომარეობაში, - ხან, ბოსტანში მუშაობისას ხელიდან თოხი გავარდნია სულიწმინდით აღვსილს, ხან კი - მოაჩეხავდა ორ - სამ ნაჭერს და ცულს დაუშვებდა, ისევ ის ნეტარი მდგომარეობა წარიტაცებდა... ამ დროს ვინც უნდა შესწრებოდა, ცდილობდა, მისთვის ხელი არ შეეშალა და ელოდნენ, სანამ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა, ხოლო თუ ლოდინი არ შეეძლოთ, უჩუმრად ტოვებდნენ და ამ მადლიანი სანახაობით ისეთივე ნუგეშს იღებდნენ, როგორსაც - მასთან ურთიერთობით.
დარჩენილ დროს მამა სერაფიმე ფიზიკურად ირჯებოდა, რის გარეშეც მეუდაბნოის ცხოვრება წარმოუდგენელია: - ხან ბოსტანს უვლიდა, ხან - ხავსს აგროვებდა, შეშას ჩეხდა, ან მდინარის ნაპირს ამაგრებდა. ზურგზე სილითა და ქვებით სავსე ტომარამოკიდებული იარებოდა წმინდა სახარებითურთ, ხოლო როდესაც ეკითხებოდნენ: - ტომარა რაში გჭირდებათო, ეფრემ ასურის სიტყვით მიუგებდა: - ,,ჩემს მტანჯველს ვტანჯავო" (ე. ი. მეუდაბნოეთა მტერ ეშმაკს).
იგივე მიზნით ნეტარი დროდადრო სასტიკ ღვაწლს იტვირთებდა ხოლმე: - წელამდე შიშველი ჭაობის სიახლოვეს შრომობდა და სხეულს კოღოებს იმ ზომამდე აკბენინებდა, სახიდან სისხლიღა სდიოდა, სხეული უსივდებოდა, ულურჯდებოდა და ზედ სისხლი ახმებოდა, აბანოში არასოდეს დადიოდა, არც თბილ სამოსს ხმარობდა. თეთრი ტილოს ბალახონს, ნაბდის კამილავკს და ტყავის ხელთათმანს ატარებდა, ფეხზე - ხამლს, მკერდით კი - დედისეულ სპილენძის ჯვარს.
საზრდელს ძალზე მცირედს იხმევდა, იტყოდა ხოლმე, - ადამიანისთვის პური და წყალიც საკმარისია, წარღვნამდეც ასე იყოო.
ამგვარად ატარებდა კვირის ხუთ დღეს, შაბათს და დღესასწაულის წინა დღეებში სავანეში ბრუნდებოდა, აღსარებას აბარებდა, კვირას - ეზიარებოდა, მონასტერში საღამომდე რჩებოდა, რჩევისა და ნუგეშისათვის მისულ მონაზვნებსა და ერისკაცთ მიიღებდა, ხოლო ოდეს მოძმენი საღამოს მსახურებაზე მიდოდნენ, მთელი კვირის სამყოფ პურს აიღებდა და თავის საყვარელ უდაბნოს უბრუნდებოდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


* * *
ტყეში, სენაკიდან მონასტრამდე გზასთან გრანიტის უზარმაზარი ლოდი იდო... მამა სერაფიმე აქ ყოველ ღამე მიდიოდა, ფეხზე მდგომი ან დაჩოქილი და ხელაპყრობილი განუწყვეტლივ ღაღადებდა: ,, - ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს!" მეორე ქვა კი სენაკში შეიტანა და ლოცვას დღისით მასზე განაგრძობდა. ამ საოცარ ღვაწლში გაატარა ათასი დღე და ამდენივე ღამე, ოდენ ძალების მოსაკრებად და საკვების მისაღებად თუ შეისვენებდა... ათასი დღე და ათასი ღამე... კი გვსმენია და წაგვიკითხავს, მაგრამ ჩავღრმავებივართ? ან კი შეიძლება, ის გავისიგრძეგანოთ, რაც საკუთარ თავზე არ გვიწვნევია?! ამგვარი ღვაწლი ხომ ადამიანურ ძალებს აღემატება. მოდით, საკუთარი თავი ამ დიდი მამის სიახლოვეს უხილავად წარმოვიდგინოთ:
...ღამეული ბინდი ჩვეულებრივ მოკვდავში შიშს ბადებს, მუხლმოდრეკილ განდეგილს კი არა აშინებს, მხოლოდ დაუდუმებლად მოუხმობს ზეცას: - ,,ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს და შემიწყალე!"... ნადირნი უახლოვდებიან, მლოცველს აშკარა სიკვდილი ელის, მაგრამ იგი არ კრთება, პირიქით, შესაძლოა, სურს კიდეც, მათ ლუკმად იქცეს, რომ ცოდვები გამოისყიდოს... და მხეცნიც ისე უქცევენ გვერდს, თითქოს უხილავიაო...
...შემოდგომა ახლოვდება, გარეთ წვიმაა, ტალახი, სიცივე... ტყე ხმაურობს, გააქვს და გამოაქვს ზამთრისპირული... ვინ არ ინატრებს ამ დროს თბილ განსასვენებელს, წმინდანი კი, მთლად სველი, სხეულს თბილი სინანულით ითბობს...
მერე ზამთარი დგება, ყინვა ხეებს აღრჭიალებს, ნეტარს სხეული ეყინება, ხელ - ფეხს ვეღარ იმორჩილებს, ძვლები უჭახჭახებს, მაგრამ ქვიდან ჩამოსვლის უფლება არ აქვს... ღამეული დაღლილობა ეს - ესაა, ძალას წაართმევს, - ყინვაში ხომ მეტად ერევა სხეულს ბურანი, მაგრამ იგი კვლავ სჯაბნის ბუნების კანონს და მეტი შემართებით ლოცულობს...
როგორიღა იყო ამასობაში ბოროტის შემოტევები, მეტი გაავებით რომ ეკვეთებოდა თავის მეტოქეს?!
...ფეხები დაუსივდა და ასტკივდა, წყლულები გაუმიზეზდა, თითქოს უსისხლო ხელის მტევნებიც აღარ ერჩოდნენ, მაგრამ მას უფლისგან შენდობის მიღება სწყუროდა...
წარმოსადგენადაც მძიმეა ასეთი ღვაწლი ათასი ღამის მანძილზე, რომელიც დღისით სენაკში გრძელდებოდა...
რაღა თქმა უნდა, მამა სერაფიმე ყოველივეს გულდასმით მალავდა, თუმცა, ტამბოვის ეპისკოპოსმა ამის შესახებ მაინც შეიტყო და იღუმენ ნიფონტს დაეკითხა, რომელმაც უპასუხა:
,, - მამა სერაფიმეს ცხოვრება და ღვაწლი ჩვენთვის ცნობილია, მის ფარულ საქმეებზე და ქვაზე ათასდღეღამიანი ლოცვის შესახებ კი არა ვიცით რაო!"
აღსასრულის წინ ღირსმა სერაფიმემ რამდენიმე თანამოძმეს საიდუმლოდ გაუმხილა ყოველივე, რამაც იმდენად განაკვირვათ, შეჰბედეს: ,, - ეს ხომ ადამიანურ ძალებს აღემატებაო!"
,, - წმინდა სვიმეონ მესვეტე თავის სვეტზე 47 წლის მანძილზე იდგა და ჩემი გარჯა იმასთან რაღა მოსატანიაო?!" - იტყოდა.
Mმოსაუბრე დაეკითხა: ,, - მამაო, აშკარად ღვთის მადლი შეგეწიათო, რაზეც ხუცესმა მიუგო: ,, - ასეა, სხვაგვარად ამას ადამიანური ძალა არ ეყოფოდაო!"
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წმინდა ხუცესმა თავის მორჩილ იოანეს ამ ქვის მოძებნა დაავალა, თუმცა, ამას დიდი შრომა და ხანგრძლივი ძიება დასჭირდა, - ქვა ფოთლებსა და მტვერს დაეფარა, მოგვიანებით მამა სერაფიმეს თაყვანისმცემლებმა ლოდიდან მცირე ნატეხთა მომტვრევა იწყეს და სანუგეშოდ და ამ დიდი ღვაწლის სახსოვრად თან მიჰქონდათ. ასე განიფანტა ეს წმინდა ნამსხვრევები მთელ რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ და მათ ისევე ვეთაყვანებით, როგორც ხატებს, ხან კი წყალში დებდნენ და ამ წყალს საკურნებლად იღებდნენ.
ამ ქვის ნარჩენები დივეევოსა და საროვოში ინახებოდა, სენაკის ქვა კი, რაზეც ნეტარი ლოცვებს დღისით აღავლენდა, მთლიანად დივეევოში გადააბრძანეს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



ერთხელ ბერ სერაფიმეს სენაკის სიახლოვეს მხეცის ყმუილი მოესმა, შემდეგ - ვითომდა ადამიანთა ბრბომ კარი ჩამოუღო და მლოცველის ფერხთით იმხელა ხის კუნძი დასცა, რვა კაცმა შემდეგ ძვრა ძლივს უყო...
სხვა დროს კი დღისითაც, განსაკუთრებით კი - ღამეული ლოცვისას იხილა, თუ როგორ ირღვეოდა ოთხივე მხრიდან სენაკი და იქიდან კბილებდაღრჭენილი, საშინელი მხეცები საზარელი ღრიალით ესეოდნენ...
ხან კი თავღია კუბო ეჩვენებოდა, რომლიდანაც მიცვალებული დგებოდა...
ამგვარ თავდასხმებს რომ არ ეპუებოდა, ეშმაკმა უარესი გააფთრებით შეუტია: - ღვთის დაშვებით ჰაერში აღიტაცებდა და იატაკს ისეთი ძალით ანარცხებდა, რომ არა მფარველი ანგელოსის შეწევნა, მრთელი ძვალი არ შერჩებოდა, თუმცა, ვერც ამით სძლია...
მტრის ყოველ თავდასხმას, ხილვას და ცთუნებას ბერი ჯვრის ნიშნით და ლოცვით მუსრავდა. შემდგომ კი, უფლის შეწევნით, ხანგრძლივ მშვიდობაში მყოფობდა.
ბოროტება ვერასოდეს ძღება მოღვაწეთა ტანჯვით და გამოცდით და თუ სულიერად ვერ დასცა, ხორციელად წაეტანება:
ეს ამბავი უდაბნოში ცხოვრების მეათე წელიწადს, 1804 წლის 12 სექტემბერს მოხდა: - მამა სერაფიმე ტყეში შეშას ამზადებდა, სამი უცნობი გლეხკაცი რომ მიუახლოვდა, რომლებმაც უტიფრად მოსთხოვეს, ,, - შენთან საერონი დადიან და ფული მოაქვთ, მოგვეციო!
- არავისგან არაფერს ვიღებო, - უთხრა ბერმა, მაგრამ არ დაუჯერეს და თავს დაესხნენ... ნეტარი დიდ ფიზიკურ ძალას ფლობდა, თან ხელში ნაჯახი ეჭირა და, რაღა თქმა უნდა, თავდაცვაც შეეძლო... მოგვიანებით იხსენებდა, რომ ამ აზრმა გონებაშიც გაუელვა, თუმცა, მყის მაცხოვრის სიტყვა გაიხსენა: -,,...ყოველთა რომელთა აღიღონ მახუილი, მახუილითა წარწყმდენ" (მთ. 26, 52), ნაჯახი ძირს მშვიდად დაუშვა და თავდამსხმელებს მშვიდად უთხრა: - ,,რაც გსურდეთ, ის მიყავითო..!"
მაშინ ერთმა იმათგანმა მის ნაჯახს ხელი დაავლო და გლუვი პირით თავში ჩასცხო... ნეტარს პირიდან და ყურებიდან სისხლი წასკდა, გრძნობადაკარგული დაეცა, მაგრამ ბოროტმოქმედებმა გვემა არ შეწყვიეს და სენაკისკენ წაათრიეს, რამდენადაც ეგონათ, - გონს მოვა და თავად გამოგვიჩენს ფულსო... ხელ - ფეხი შეუკრეს და მთელი სენაკი გადააქოთეს: - ჯერ ღუმელი გატეხეს, შემდეგ - იატაკი აჰყარეს, მაგრამ ვერა იპოვეს და უეცრად იმგვარი შიში დაეცათ, უკანმოუხედავად გაიქცნენ...
გონს მოსულმა ხელ - ფეხი ძლივს გაიხსნა, უფალს მადლობა შესწირა და ბოროტმოქმედთა შენდობა სთხოვა. მეორე დილით დიდი გაჭირვებით ჩააღწია მონასტრამდე... წირვა იდგა... მისი ნაგვემი სახის დანახვაზე ძმები შეძრწუნდნენ: - თმა - წვერი და სამოსი მთლად გასისხლიანებოდა და გამტვეროდა, სახე და ხელები კი - იარებით დაფარვოდა, ბაგეებსა და ყურებზე სისხლი შეხმობოდა, კბილები - ჩამსხვრეოდა... მოძმეთა კითხვებს დუმილით პასუხობდა და წირვის დასრულების შემდგომღა უამბო ყოველივე სულიერ მოძღვარს და მონასტრის წინამძღვარს, რომელთაც სავანეში დატოვეს... ნეტარმა რვა დღე - ღამე საშინელ ტანჯვაში გაატარა, - არც საკვები მიუღია, არც წყალი და არც უძინია...
მამა ესაია მისმა მდგოარეობამ შეაშინა და სამედიცინო დახმარებისათვის ხალხი არზამასში გაგზავნა, საიდანაც სამი ექიმი და ამდენივე თანაშემწე მოავლინეს. როგორც გასინჯვისას აღმოჩნდა, ავადმყოფს თავი ჰქონდა გატეხილი, ნეკნები - ჩამსხვრეული, გულ - მკერდი - ჩაჩეჩქვილი, აღარაფერს ვამბობთ კბილებსა და სხვა მოტეხილობებზე, დაჟეჟილობებსა თუ ჭრილობებზე... ამასთან, რამოდენიმე სასიკვდილო ჭრილობაც აღმოუჩინეს, რამაც ექიმები გააოცა: - ამ იარების პატრონი ცოცხალი როგორღააო?!
გასინჯვამდე მამა სერაფიმე გონს იყო, შემდეგ ¬- გონება დაკარა და საოცარი ხილვის ღირსი გახდა: - საწოლის მარჯვნიდან ყოვლადწმინდა დედა კვლავ პეტრე და იოანე მოციქულებითურთ მიუახლოვდა, მარჯვენა ხელი მკურნალებისკენ მიმართა და ბრძანა: - ,,რატომ ირჯებით?", შემდეგ უწმინდესი თვალები მამა სერაფიმეს მიაპყრო და ადრე ნათქვამი სიტყვები გაიმეორა: - ,,ესე ჩვენი მოდგმისა არს!"
ხილვა დასრულდა თუ არა, წინამძღვარიც შემობრძანდა და ექიმებმა სნეულისათვის ,,სისხლის გამოშვება", იარების სპირტით დამუშავება და საფენების დადება შესთავაზეს, მაგრამ ნეტარმა უარი თქვა და თავი სრულად მიანდო უფალს და მის ყოვლადწმინდა დედას.
Uუეცრად გული უჩვეულო სიხარულმა აღუვსო, რამაც ოთხ საათს გასტანა, საღამოს ყველას გასაოცრად ლოგინიდან წამოდგა, 9 საათისთვის კი პური და კომბოსტოს მწნილი ითხოვა, მომაგრდა და თანდათან მომჯობინდა, მაგრამ თავდასხმისას მიყენებული იარები სიცოცხლის ბოლომედ გაჰყვა. ამ ამბამდე ტყეში, შეშის ჩეხვისას ხის ქვეშ მოჰყვა და მოიდრიკა, ამ შემთხვევამ კი მთლად მოხარა წელში და სიარულისას ან თოხს ეყრდნობოდა, ან - ნაჯახს.
მალე თავდამსხმელებსაც მიაგნეს და დასჯაც განიზრახეს, რომ მამა სერაფიმემ ამ გლეხთა პატრონს სთხოვა, დამნაშავეთათვის შეენდოთ, - ,,წინააღმდეგ შემთხვევაში საროვოს უდაბნოს დავტოვებ და სხვა ადგილას გადავალო", - განუცხადა წინამღვარს.
თუმცა, ოდენ ჭირთათმენასა და ღვაწლში როდი განილეოდა მისი დღენი, - უფალმა აუწერელი ნუგეშიც სცა. აქ მხოლოდ მოკლედ მოგითხრობთ, თუ როგორ მორჩილებდნენ ამ ღვთისკაცს პირუტყვნი და ქვეწარმავალნი:
- მის სენაკთან, წმინდა ვლასის მსგავსად, ღამ - ღამობით ათასგვარი ცხოველი თუ ქვეწარმავალი იყრიდა თავს, რომელთაც ნეტარი თავის მწირ ტრაპეზს უნაწილებდა. მთავარდიაკვანი ალექსანდრე, რომელიც მამა სერაფიმეს ყველაზე ხშირად ნახულობდა, ერთხელ დაეკითხა: - მამაო, სად შოულობთ ამდენი სულდგმულის დასაპურებლად საკმარის პურსო?
- კალათში მუდამ იმდენს ვპოულობ, რამდენიც მათ გამოკვებას ეყოფაო, - მიუგო.
საყოველთაოდაა ცნობილი ამბავი, თუ როგორ აპურებდა ნეტარი დათვებს.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

* * *

ასე განვლო უდაბნოში ცხოვრების თორმეტმა წელმა. მამა ესაიამ სხეულებრივი სისუსტის გამო მონასტრის წინამძღვრობაზე უარი თქვა და მოახლოებული აღსასრულისთვის იწყო მზადება, იქაურმა ძმებმა კი მის ნაცვლად მამა სერაფიმეს დადგენა გადაწყვიტეს... მისთვის ეს მესამე შეთავაზება იყო, რომელიც კვლავ მშვიდად უარყო, მაშინ ძმობამ მონასტრის ახალ წინამძღვრად იკონომოსი ნიფონტი აირჩია..
მომდევნო 1807 წელს მამა ესაიამ მშვიდობით მიაბარა სული უფალს...
მამების წასვლამ თითქოს დააობლა, - სავანის ახალი წინამძღვარი მისთვის სულიერად უცხო იყო და მანაც, არსენი დიდისა და იოანე მდუმარის მსგავსად, ახალი ღვაწლი, - მდუმარება იტვირთა... მოკლე ხანში იმ მცირერიცხოვან სტუმრებსაც აღარ ენახვებოდა, ხოლო თუ ვინმეს ტყეში წააწყდებოდა, მიწაზე პირქვე დაეცემოდა და მანამ არ ადგებოდა, სანამ მარტო არ დატოვებდნენ... აღარც მონასტერს აკითხავდა ხშირად, ხან თვით სადღესასწაულო დღეებშიც არ ჩანდა, საკვებს სავანიდან კვირაში ერთხელ აწვდიდნენ, - მორჩილი სენაკის შესასვლელში იტყოდა: - ,,ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ!", მამა სერაფიმე კი გულში დაასრულებდა: - ,,ამინ!" და კარს აღებდა, სახეს მიწამდე დახრიდა, მორჩილი კი მის ფერხთით დაიხრებოდა და საკვებს შესასლელში, მაგიდაზე უტოვებდა, ნეტარი კი ან პურს დადებდა სიახლოვეს, ან - კომბოსტოს და ამით ანიშნებდა, რაც სჭირდებოდა.
ამგვარ ღვაწლში ნეტარმა სამ წელიწადს იცხოვრა, სრულმა მდუმარებამ მისი განმარტოება დააგვირგვინა, ამიტომ რაც აქამდე მის ცხოვრებას აღავსებდა, მეტად გაძლიერდა და გაღრმავდა...
წინ ორმაგი ღვაწლი ელოდა: - მდუმარება, მაგრამ არა უდაბნოში, ასერიგად რომ შეიტკბო, არამედ - გაცილებით რთულ ვითარებაში, - მონასტერში... უდაბნოში თექვსმეტწლიანი ცხოვრების შემდგომ იგი, ღვთის განგებით, კვლავ სავანეს დაუბრუნდა...


დაყუდება

მონასტერში ხილულად დაყუდებით მისი უდაბნოში ყოფნის პერიოდი გასრულდა და ახალი, ქვეყნიური მსახურების ჟამი დაიწყო...
უდაბნოს დატოვება და მონასტრის სენაკში განმარტოება წუთისოფელთან ურთიერთობის ერთგვარი ფორმა გახლდათ, - მისი აქაური ყოფა თავისთავად იყო ქადაგება. გავა ხუთიოდე წელი და ღირსი სერაფიმე სრულებით მიატოვებს ცხოვრების ამ წესს და სამოციქულო ღვაწლს ღიად იტვირთებს. საკუთარი ნებით იგი უტკბეს უდაბნოს და მდუმარებას არც არასოდეს დაუტევებდა, მაგრამ უფალმა სხვაგვარად ინება.
დაყუდება, ერთი მხრივ, მისი განვლილი ცხოვრების შედეგი გახლდათ, მეორე მხრივ კი - სხვა, მოციქულებრივი ღვაწლისათვის მზადება.
ასე დაიწყო მისი ბერული ცხოვრების მესამე, კვლავ თექვსმეტწლიანი მინაკვეთი, რომლიდანაც პირელი ხუთი წელი სრულ დაყუდებაში განლია, დანარჩენი დრო კი ადამიანთა სამსახურს მიუძღვნა.
მისი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება უწინდებურად გრძელდებოდა, იმ განსხვავებით, რომ ნეტარი აღარავის იღებდა და არც არავის ესაუბრებოდა, აღარც ფიზიკურად შეეძლო შრომა ძველებურად და თითქმის მთელ დროს ლოცვასა და წმინდა წიგნთა კითხვას ანდომებდა.
როგორც დივეევოს მემატიანე იგონებს, განდეგილი სახეს ტილოთი იფარავდა, რომ არავინ ეხილე და საკვები სენაკში მუხლებზე მდგომს შეჰქონდა. საზრდელს იხმევდა, მომაგრდებოდა და ჭურჭელს კვლავ თავის ადგილას აბრუნებდა, იმ ძველ მამათა მსგავსად, სახეს კუნკულით რომ იფარავდნენ, ამაოება რომ არ ეხილა...
ცოტა გვიან, როდესაც ბერმა დაყუდების ღვაწლი შეარბილა და ხან ფარულად ტყეშიც გადიოდა ხოლმე, მხოლოდ ბალახით იკვებებოდა, რის შესახებაც ერთ - ერთ დივეევოელ მონაზონს, სერაფიმას გაუმხილა
ის, თუ რამდენ ხანს უთმობდა ბერი ძილს, არავინ უწყის, სავარაუდოდ, ალბათ, იმდენს, ,,მეგობარი" სხეულისათვის სულის მსახურებაში ხელი არ შეეშალა და უკიდურესად არ დაეუძლურებინა.
თუ მოღვაწეობის დასაწყისში, მისივე მოწმობით, ოდენ 4 საათი ეძინა, - საღამოს 10 - დან ღამის 2 - მდე, სავარაუდოდ, მოგვიანებით ამ დროს კიდევ უფრო შეამცირებდა.
ერთი გადმოცემით, ტანზე მძიმე ჯაჭვს ატარებდა, წელზე კი - რკინის ქამარს, რომელმაც კიდევ უფრო მოსდრიკა... სხვებს სხეულის მსგავსი მეთოდებით ზომაზე მეტად დათრგუნვას არ ურჩევდა და ვნებებთან ოდენ სულიერ ბრძოლას უანდერძებდა.
ისეთი უჩვეულო სახე ჰქონდა, გეგონებოდათ, კანის ქვეშიდან მადლმოსილი ნათელი იფრქვეოდა, თვალებში კი სიმშვიდეც ედგა. წმინდა ზიარება მისთვის უდიდესი ნუგეში გახლდათ. სადღესასწაულო და კვირა დღეებში, სადილის ჟამნის შემდგომ მღვდლები მის კელიაში რიგ - რიგობით აზიარებდნენ, რომ დაყუდების აღთქმა არ დაერღვია... ამ დროს სამონასტრო მანტიით იმოსებოდა, უხეში ტილოს ოლარსა და სამაჯურებს იკეთებდა, წმინდა ნაწილთა ხილვისას პირქვე დაემხობოდა და უდიდესი კრძალვით და სიხარულით ეზიარებოდა.
სხვა დღეებში კი ანტიდორის ნაწილს მიართმევდნენ.
ნეტარი გარკვეულ დროს ფიზიკურ გარჯასაც უთმობდა. სენაკში დიდ მეტანიებს აღასრულებდა, ხოლო თუ რამდენს, ოდენ ღმერთმა უწყის.
მამა სერაფიმემ თავისთვის მთლიანი მუხის ხისგან საკუთარი ხელით გამოთალა კუბო საფარებლითურთ და სენაკის შესასვლელში დადგა, რომ სიკვდილი მუდამ ხსომებოდა. ბერებს კი სთხოვა: - ,,ძმანო, რომ გარდავიცვლები, გთხოვთ, ჩემს კუბოში ჩამასვენოთო!", რაც აღსრულდა კიდეც.
ამგვარ მკაცრ ღვაწლში წმინდანმა 5 წელიწადს იცხოვრა, არავის იღებდა, არავის ესაუბრებოდა და კელიის კარს მხოლოდ მის საზიარებლად მოსულ მამებს თუ განუხვნიდა.
ამგვარ დაყუდებაში სერაფიმე საროველმა თხუთმეტწელიწადნახევარი იღვაწა.
იყო დღეები, როდესაც ბერის სტუმართა რიცხვი ორიათასს აღწევდა...
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

* * *
25 ნოემბრის დილით ბერმა მამა ნიფონტს უდაბნოში წასასვლელად კურთხევა გამოსთხოვა და ტყეს მიაშურა... სავანიდან ორიოდე ვერსის მოშორებით იოანე ღვთისმეტყველის სახელობის წყაროა, რომლის თავზეც მისივე ხატი დაებრძანებინათ. ნახევარი საათის სავალზე იდგა მეუდაბნოე დოროთეს სენაკი, ორიოდ თვის წინ რომ გასულიყო ამქვეყნიდან. სწორედ გზის ამ მონაკვეთზე ჰქონდა საღვთო ხილვა მამა სერაფიმეს. ნიკოლოზ მოტოვილოვი ამის შესახებ წერს, რომ წმინდა მამას დედა ღვთისა მდინარე საროვოს სიახლოვეს გამოეცხადა, მის უკან, გორაკზე კი - პეტრე მოციქული და იოანე ღვთისმეტყველი... ღვთისმშობელმა კვერთხი მიწას დაჰკრა, საიდანაც შადრევანივით ამოიფრქვა წყარო, შემდეგ კი საროვოს მონასტრის მოწყობის შესახებ მიუთითა.
ღვთისმშობლის ნატერფალებსა და იმ ადგილას, სადაც წყარომ ამოხეთქა, წმინდა მამამ ჭის ამოშენება განიზრახა, ხელსაწყოთა წამოსაღებად მონასტერში დაბრუნდა, ორკვირიანი შრომის შედეგად კი ჭა გამოჭრა, რომელიც დღემდე მამა სერაფიმეს სახელს ატარებს.
მოგვიანებით მონაზონ ანასტასის უამბო, თუ როგორ ლოცულობდა, ამ ჭის წყალს ადამიანთა კურნების ძალა რომ მიეღო და მართლაც, ღვთისმშობლის დაპირებისამებრ, აქ უთვალავი სასწაული აღსრულდა.
ღამის ორ, ან დილის ოთხ საათზე მამა სერაფიმე მონასტრიდან გამოდიოდა და თავისი ახალ საცხოვრისში მიდიოდა, სადაც საღამოს შვიდ – რვა საათამდე რჩებოდა, შემდეგ კი კვლავ სავანეში ბრუნდებოდა.

* * *
აქვე დედა ბარბარეს მიერ ნაამბობ მცირე, მაგრამ ფრიად საგულისხმო ამბავსაც გიამბობთ:
,, - ერთხელ მამა სერაფიმეს უდაბნოში მივაკითხე... ვხედავ, სახეზე ბუზები ასხედან, ლოყებზე კი თქრიალით ჩამოსდის სისხლი... ძალზე შევწუხდი, მინდოდა, ბუზები ხელით გამერეკა, მაგრამ ბერმა შემაჩერა:
- ხელი არ ახლო, ჩემო სიხარულო, ყოველი სული უფალს აქებსო!"... ამგვარი მოთმინება ჰქონდა..."
მაგრამ უმთავრესი ის გახლდათ, რომ ბერს ყოველი სულდგმული ეწყალებოდა, რაც, ისააკ ასურის სიტყვით, სრულქმნილების ნიშანია.
ახლო უდაბნოდან სავანეში დაბრუნებისას ნეტარი მცირეოდენ საკვებს იხმევდა, ისიც - დღეში ერთხელ, ძილით კი, როგორც მისი ერთ - ერთი მემატიანე წერს, ძალზე მცირე ხანს ეძინა, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კი ღამეულ მოსვენებაზე თითქმის უარი თქვა: - ბერები, რომლებიც მამა სერაფიმეს აკითხავდნენ, ხან მუხლებზე მდგომს და თავდახრილს შეესწრებოდნენ ხოლმე, ხანაც - კედელზე ზურგმიყრდნობილს და იატაკზე მჯდომს. უკანასკნელ თვეებში კი ისეთ საშინელ მდგომარეობაში ეძინა, სახილველადაც რომ შეგზარავთ: - მუხლებზე მდგარს თავი ხელებით ეჭირა...

* * *
ერთხელ მის სენაკში ერთ - ერთი უდაბნოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი და ვინმე ვაჭარი ესტუმრნენ. მამა ანტონს დაცდა უბრძანა, ვაჭარს კი მაშინვე გაესაუბრა: ,, - ყოველი შენი ნაკლულევანება და მწუხარება - შენივე ვნებებით სავსე ცხოვრების ბრალია. დაუტევე ამგვარი ყოფა და გამოსწორდიო!", თან ისე ფაქიზად და ალერსიანად იწყო მისი მხილება, მამა ანტონსაც და მხილებულსაც თვალთაგან ცრემლი სდიოდათ... ბოლოს კი უთხრა: ,, - თუ გულწრფელად შეინანებ, უფალი თავის მადლსა და წყალობას არ წაგგვრისო!"
ვაჭარი შეჰპირდა, - ყოველივეს ისე ვიქმ, როგორც მიბრძანეთო და ცრემლიანი და შვებამოგვრილი მის ფერხთით დაეცა...
გავიდნენ სენაკიდან და მამა ანტონს იმგვარი განკვირვება დაეცა, ვეღარ მოითმინა და ბერს უთხრა:
- მამაო, ადამიანის სული თქვენს წინაშე ისეა გახსნილი, როგორც - სარკე... აღსარება არც კი ათქმევინეთ, ისე მიხვდით ყოველივეს, ვხედავ, თქვენი გონება იმდენად წმინდაა, მის წინაშე არაფერი იფარებაო!"- შეჰკადრა,
მამა სერაფიმემ ბაგეებზე მარჯვენა ხელი ააფარა და უთხრა:
,, - ასე ნუ ამბობ, ჩემო სიხარულო! ადამიანის გული ოდენ უფალმა უწყის, რადგან იგია გულთამხილავი!
- მამაო, მაინც როგორ შეძელით, უკითხავად გეთქვათ ყოველივე, რაც ჩემს თანამგზავრს სჭირდებოდა? - კვლავ იკითხა მამა ანტონმა,
¬ - ისიც ისევე მოვიდა ჩემამდე, როგორც დანარჩენნი... მე, ცოდვილი სერაფიმე კი ყველას ოდენ იმას ვეუბნები ყველას, რასაც უფალი მაუწყებს... პირველი გულისთქმით ვხვდები, თუ რაშია ნება ღვთისა, ხოლო თუ საკუთარ გონებას დავეყრდნობი, მუდამ შეცდომას ვუშვებო..."
საუბარი კი ასე დაასრულა:
,, - როგორც რკინა - მჭედელს, ისე მივანდე ღმერთს საკუთარი თავი და ნება, ამიტომ რაც უფლისთვისაა სათნო, იმას ვაუწყებ ადამიანებსო!"
მის ბაგეთაგან თავად უფალი მეტყველებდა, ამიტომ ადამიანებს დაუფიქრებლად, დაუყოვნებლივ პასუხობდა და ხან მოსაუბრეს ისეთ რამესაც ეტყოდა, რაც ამ უკანასკნელს აზრადაც არ მოსვლოდა.
ვინმე ბოდგანოვი ბერთან საუბრის შემდგომ იგონებდა:
ისიც ცნობილია, რომ წერილებს გაუხსნელად პასუხობდა. ნეტარის აღსრულების შემდეგ მის სენაკში უამრავი დაბეჭდილი ბარათი იპოვეს, რომლებზეც პასუხებს ზეპირად, მომტანის მეშვეობით გზავნიდა...
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

* * *
ღირსი მამა ადამიანებზე საოცარ, ხშირად კი - მომნუსხველ შთაბეჭდილებას ახდენდა. მისგან ზოგი აღფრთოვანებული ბრუნდებოდა, ზოგი - აქვითინებული, მაგრამ ყველა მათგანი - დაიმედებული, გამხნევებული და სიხარულით აღვსილი, თითქოს ბერი მათ არსებაში სიცოცხლის ნაპერწკალს აღვივებდა. ცეცხლოვანი სერაფიმე სხვათა სულებსაც აღანთებდა მადლმოსილი ცეცხლით. ოდენ სხვათა მონათხრობიდან შეგვიძლია, მივხვდეთ, თუ რაოდენი ძალა იმალებოდა და მოქმედებდა ,,გლახაკ" სერაფიმეში. ადამიანთა გამხნევების და მათთვის სიხარულის მინიჭების საოცარი უნარი ჰქონდა, ბერთან შეხვედრა დიდი ზეიმი იყო.
ის, რასაც წმინდანი ქადაგებდა, - სახარებისეულ მცნებათა აღსრულება, მეუღლის, შვილების, ახლობელთა სიყვარული და ერთგულება, პატიოსნება, სიწმინდე, მოწყალება... თითქოს ყოველი ჩვენთაგანისათვის არახალია, თუმცა, მათი აღსრულება საკმაოდ გვიჭირს, სერაფიმე საროველი კი ადამიანებს სიკეთის ქმნისთვის აღანთებდა... სწორედ ამაში მდგომარეობს სულიერ ადამიანთა ძალა ფარისეველთაგან განსხვავებით, რომელთა სიტყვა მკვდარი იყო...

* * *
როგორც ზემოთ ვთქვით, ნეტარი სიხარულს და ნათელს ასხივებდა, რომელიც ხშირად ხილულადაც ახლდა და ვინც მისი ხილვის ღირსი გახდა, განკვირდებოდნენ.

ერთხელ წმინდა სერაფიმეს სულიერმა შვილმა, სერგი მოტოვილოვმა ჰკითხა: მამაო, რა ეშველება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას, თუ ბოროტება უფრო გაძლიერდა და გამრალდაო?
ღირსმა მამამ წმინდა ილია თეზბიტელის დრო გაახსენა, როცა იგი უფალს შესჩიოდა: მხოლოდ მე დავრჩი, ბაალის კერპისთვის თაყვანი რომ არ მიციაო, უფალმა კი აი, რა აუწყა: 7000 დაფარული მონა მყავს, რომ არ უარმყვეს, რუსეთსაც ჰყავს ჩემი ერთგული ადამიანებიო.
,,იფარავს უფალი, ვითარცა თვალთა ჩინს, თავის ხალხს - მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ვინაც უფალი მთელი გულით, ფიქრით, სიტყვით, საქმით შეიყვარა და დღემუდამ მსახურებს მას. ასეთნი ისინი არიან, ჩვენი აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმატებს, კანონებს და გარდამოცემებს რომ იცავენ, ღვთისმოშიშებით აღიარებენ და მუდამ აღასრულებენ უფლის მცნებებს.
* * *
ღირსი მამა ლოცვისას ხშირად მაღლდებოდა ჰაერში.
ერთი ასეთი შემთხვევა თავადის ქალმა, შიხაევამ აღწერა, რომელმაც თავისი სნეული ძმისშვილი პეტერბურგიდან საროვოში საკაცით მიიყვანა. ბერი თითქოს ელოდაო, სენაკის კართან დახვდა...
,, - ჩემო სიხარულო, ილოცე, მაგრამ როგორც წევხარ, ისე იყავი, გვერდს ნუ იცვლი და ნუ შემობრუნდებიო!"
ავადმყოფი თავიდან დაჰყვა მის ნებას, მაგრამ მალე ცნობისწადილმა სძლია, თავი წამოსწია და რას ხედავს: - ლოცვად დამდგარი ბერი ჰაერში არ ამაღლებულა!
შიშისაგან შეჰყვირა, ბერმა მოიხედა, მიუახლოვდა და ეუბნება:
,, - ახლა წახვალ და ყველას ამცნობ, რომ სერაფიმე - წმინდანია და ლოცვისას ჰაერში ლივლივებს... უფალი შეგიწყალებს... შენ კი დუმილი დაიმარხე და ამ ამბავს ჩემს აღსრულებამდე ნურსად გაამხელ, თორემ სნეულება გაგიხსენებსო!"
ყმაწვილი საწოლიდან ჯანმრთელი წამოდგა და ნეტარის გარდაცვალებამდე საიდუმლო მართლაც არავისთვის გაუმხელია...
დივეევო

სერაფიმე საროველზე საუბრისას შეუძლებელია, მისი ,,პირმშო", - დივეევო არ ვახსენოთ.
ალბათ, დიდტანიანი კრებულიც ვერ დაიტევს ყველა იმ ამბავს, რომელიც ღვთისმშობლის ამ წილხვდომილ მიწას ეხება.
როგორც ზემოთ ვთქვით, მამა სერაფიმე სავანის მოწყობას საროვოდან ახერხებდა, ამიტომ ისეთი დამხმარე სჭირდებოდა, ყოველ საქმეს ადგილზე რომ განაგებდა, ამასთან - ერთგულიც იქნებოდა, მორჩილიც და ჰპოვა კიდეც არაერთგზის ნახსენები მიხეილ მანტუროვის სახით.
უხმო ერთხელ ბერმა თავის საყვარელ ,,მიშენკას", მისცა სოლი, ჯვრის ნიში გამოისახა, ეამბორა და მანტუროვსაც იგივე უბრძანა, შემდეგ მოულოდნელად მის ფერხთით დაიჩოქა და დივეევოში ზუსტად განსაზღვრულ ადგილას უბრძანა ჩარჭობა. როდესაც მანტუროვი მითითებულ ადგილს მიუახლოვდა, განცვიფრდა, იმდენად ზუსტად იყო გათვლილი ადგილი, - თითქოს ბერი იმ წუთას იქ ყოფილიყო...
უკან მიბრუნებულს ბერი კვლავ ფეხებში ჩაუვარდა, თან უჩვეულო სიხარულს ასხივებდა...
წელიწადი გავიდა და მამა სერაფიმემ კვლავ უხმო მიშენკას, ამჯერად ოთხი სოლი გადასცა და პირველის გვერდით ჩარჭობა და სანიშნედ ქვების შემოწყობა უბრძანა. გავიდა ორი წელიწადი და ამ ადგილას დივეევოს დედათათვის წისქვილი გამართეს... ასე ჩაეყარა საფუძველი სახელგანთქმული სავანის არსებობას...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ღვთისმშობლის ნაკვალევი

დროსთან ერთად სათემოს სხვა დედებიც უერთდებოდნენ და მალე ახალი ტაძრის მშენებლობის აუცილებლობაც დადგა. 1829 წელს მონასტერს ახალი მიწები შემოსწირეს, ნეტარმა დედები აკურთხა, შემოწირული მიწა მოევლოთ და გზადაგზა თოვლში კენჭები ეყარათ, რომ მისი საზღვრები მონიშნულიყო. გაზაფხულზე კი ქვების გაყოლებაზე მიწის სამგზის მოხვნა ბრძანა, ხოლო როდესაც ნიადაგი გაშრა, მისივე კურთხევით, ცნობილი არხი ამოჭრეს, მიწაყრილზე კი ხურტკმელის ბუჩქები ჩამოაყოლეს. ამ საოცარი და სასწაულთმოქმედი არხის შესახებ დივეევოელი მღვდელი, ვასილ სადოვსკი იგონებს:
,, - მამა სერაფიმე ამ არხის შესახებ უამრავ საკვირველ ამბავს მიამბობდა, ასე რომ, ეს არხი - ღვთისმშობლის ნაკვალევია. მისი მოწმობით, სწორედ აქ გაიარა დედა ღვთისამ... ეს მიწა მან იწილხვედრა... ოდეს ანტიქრისტე მოვა, ყველგან გაივლის, ამ არხს კი ვერ გადაახტებაო, - ამბობდა..."
ამ არხს დედები ნეტარის გარდაცვალებამდე თხრიდნენ, აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე კი, მისივე კურთხევით, თხრას ზამთარშიც განაგრძობდნენ. ნაჯახს გაყინული მიწის ჭრისას თურმე ნაპერწკლები სცვიოდა, მაგრამ თხრას მაინც აგრძელებდნენ.
,, - ერთხელ ერთ - ერთი ჩვენგანი, მარია გალიშევა რაღაც მიზეზით ღამით გარეთ გამოვიდა, - იგონებდა მონაზონი ანა, - და რას ხედავს! თეთრი ბალახონით მოსილი მამა სერაფიმე მისდგომია არხს და თავად თხრის! თან გახარებული და თან - შეშინებული მარიამი ჩვენთან შემოვარდა, ყველანი გარეთ გავცვივდით და ბერს ფეხებში ჩავუვარდით, მაგრამ რომ წამოვდექით, ვეღარ ვიხილეთ, გაყინულ მიწაზე მხოლოდ თოხი და ნიჩაბი ეწყო... მამაომ ჩვენი დაუდევრობა ამგვარად ამხილა, საქმეს დავეშურეთ და როგორც კი თხრა დავასრულეთ, ჩვენი უსაყვარლესი მამა, თითქოს, ამას ელოდაო, მიიცვალა..."
არხის თხრასთან ერთად მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარიც შენდებოდა, რომელსაც მიხეილ მანტუროვი ხელმძღვანელობდა. როგორც ზემოთ ვთქვით, ამისთვის მთელი ქონება გაყიდა. რაც შეეხება სავანის გეგმას, იგი თავად სერაფიმე საროველმა დახაზა, რომელიც იღუმენის სენაკში ინახებოდა და წინასწარმეტყველებდა, რომ იგი დიდებულ ლავრად იქცეოდა.
1829 წლის შობას ტაძარი გასრულდა, ნეტარმა მანტუროვს ტაძრის იატაკქვეშ ქვის ოთხი სვეტი აღამართვინა და უთხრა: - ,,ჩემო სიხარულო, ოთხი ბოძი - ოთხი წმინდა ნაწილია! რაოდენი სიხარული გვეწვია! ოთხი ბოძი ხომ იმას მიანიშნებს, რომ ოთხმა სიწმინდემ უნდა განისვენოს ჩვენთან!.."
ღვთისმშობლის სახელობის ქვედა ტაძრის მშენებლობა 1830 წელს გასრულდა, შემდეგ კი ნეტარმა სხვა, დიდებული ტაძრის აღშენებაზე იწყო ზრუნვა. ელენე მანტუროვას მეშვეობით მემამულე ჟდანოვისგან ყაზანის ტაძრის სიახლოვეს 300 მანეთად მიწის ნაკვეთი შეიძინა, რამაც ფრიად გაახარა: - ,,დედაო, რა სიხარულის ღირსნი გავხდით! რა დიდებული ტაძარია! შუა ზაფხულში აღდგომის საგალობლებს იგალობებენ, ხელმწიფე მთელი საგვარეულოთი გვესტუმრება, დივეევო - ლავრად იქცევა, ვერტიანოვო - ქალაქად, არზამასი კი - გუბერნიად!"
მანტუროვს საიმდროოდ გენერალმა კუპრიანოვმა იხმო თავისი ციმბირული მამულის სამართავად, რადგან თავად პოლონეთის ომში აპირებდა წასვლას, ბერმა წასვლის ნება დართო, მაგრამ ღვთისმშობელმა მის ნაცვლად იქაურობას სხვა ერთგული სული გამოუგზავნა. 1831 წელს იქ სნეული მემამულე, ნიკოლოზ მოტოვილოვი ჩავიდა, რომელსაც 3 წელიწადს სტანჯავდა სხეულის სისუსტე, უფრო ზუსტად, - იქ ხუთმა კაცმა მიიტანა, რადგან სიარული აღარ შეეძლო, ბერის ლოცვამ კი მყისიერად განკურნა.
წლები გადიოდა და ნეტარის აღსასრული ახლოვდებოდა... წმინდანი ფიქრობდა, თუ ვინ შეცვლიდა, დივეევოს ობლებს მის ნაცვლად ვინ უმფარველებდა, მაგრამ ბერთაგან ვერავინ დაიგულა, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი იყო ღვთისმშობლის ნება. ამიტომ დედებს არაერთგზის გაუმეორა: ,, - თქვენთვის დედას ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოვე, ამიტომ ჩემი გარდაცალების შემდგომ თქვენს თავს უფალს და დედა ღვთისმშობელს ვაბარებო!" აღსრულებამდე 3 კვირით ადრე კი ერთ მომაზონს უთხრა: - ,,მშვიდობით, ჩემო სიხარულო! დრო მოვა და მრავალნი ისურვებენ თქვენს მამობას, მაგრამ სულით ნურავისკენ მიიდრიკებით. თქვენი დედა - თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია და იგი თავად განაგებს ყოველივეს, იგია თქვენი იღუმენიაო!"
დედების სულიერი წინამძღვრობა ნეტარმა ჩვენთვის ცნობილ მამა ვასილ სადოვსკის მიანდო, სავანისთვის მატერიალური თუ იურიდიული დახმარება მეორე განდობილს, - ნიკოლოზ მოტოვილოვს, მონასტრის მშენებლობის განხორციელება კი - მის საყვარელ მიშენკას, - მიხეილ მანტუროვს.
დედა ევდოკიას კი აუწყა: ,, - ჩემი ტაძარი ყოველგვარად კარგი იქნება, თუმცა, ისეთი არა, როგორიც - საუკუნის ბოლოს შეიქმნება... ...მიუახლოვდება თუ არა ანტიქრისტე, ტაძარი ჰაერში აიწევა და ბოროტი ვერ მისწვდება... ღირსეულნი, რომელნიც მის წიაღში შევლენ, იქვე დარჩებიან, სხვანი კი, თუნდ შეაღწონ, მიწას დაენარცხებიან. ანტიქრისტე ხელთ ვერ ჩაგიგდებთო..."
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ნეტარის აღსასრული

ამ ღვთისკაცის აღსასრულიც ისეთივე საკვირველი გახლდათ, როგორც - ცხოვრება.
თავის უსაყვარლეს ,,ობლებს", - დივეევოელ მონაზვნებს გარდაცვალებამდე ხშირად უმეორებდა: ,, - როდესაც წავალ, მოდით ჩემს სამარესთან და როგორც ცოცხალს, ისე მესაუბრეთ, გავიგონებ, შეგეწევით და თქვენთვის მუდამ ცოცხალი ვიქნებიო!"
თუმცა, მისი ეს საოცარი დაპირება რა გასაკვირია, როდესაც თვით დედა ღვთისამ ყრმობაშივე და სიცოცხლის დასალიერს ღირს სერაფიმეზე ბრძანა: - ესე ჩვენი მოდგმისააო! აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე კი თავის რჩეულად მოიხსენია, ნება დართო, რაც სურდა, ეთხოვა და დაჰპირდა: - მალე ჩვენთან იქნებიო!
ასეთ სულიერ მდგომარეობაში კი მისთვის გარდაცვალება საშინელი კი არა, სასურველი გახლდათ, მსგავსად პავლე მოციქულისა, რომის ციხეში სიკვდილს რომ ნატრობდა.
ქრისტიანობა მასში მთელი სისრულით გაცხადდა და მამის წინაშე წარდგომის ჟამი დადგა. ერთ მონაზონს გაუმხილა: ,, - სიცოცხლე მელევა, სულით კი თითქოს ეს - ესაა დავიბადეო".
სიცოცხლის უკანასკნელ წელს წმინდანი საგრძნობლად დასუსტდა, რასაც განაკუთრებულად მისი ,,ობლები" გრძნობდნენ. ელენე მანტუროვა გარდაცვალებამდე ხშირად სთხოვდა დედებს, ბერი რაც შეიძლება. ხშირად ენახულათ: ,, - მასთან ყოფნა მცირე ხანსღა მოგვიწევს... მამა სერაფიმეს გარდაცვალებას ვერ გადავიტან, ამიტომ მირჩევნია, მასზე ადრე გავიდეო..."
მართლაც, ელენე უფრო ადრე, 1832 წლის 28 მარტს მიიცვალა, 6 თვის შემგომ კი - თავად ნეტარი.
სისუსტის გამო ბერი მონასტერს იშვიათად ტოვებდა, ვეღარც თავის უდაბნოს აკითხავდა ხშირად, ხალხსაც ნაკლებად იღებდა, განმარტოვდებოდა და ამქვეყნიდან განსვლისთვის ემზადებოდა... ხშირად ხედავდნენ სენაკის შესასვლელთან, საკუთარი ხელით გათლილ კუბოში მჯდომარეს და მდუმარეს, რომელსაც ხშირად სდიოდა ცრემლი, ხოლო თუ რატომ, ოდენ უფალმა უწყის.
როგორც ზემოთ ვთქვით, საკუთარი აღსასრული წინასწარ განჭვრიტა და სულიერ შვილებს განშორებისთვის შეამზადებდა, სტუმრებს კი ხშირად ეტყოდა: ,, - ამიერიდან ერთმანეთს ვეღარ ვნახავთო!"
ახალი 1832 წლის დადგომამდე კი საკუთარი აღსასრულის შესახებ სრულიად ცხადად იწყო საუბარი.
ერთხელ მის სენაკში ვინმე ბერი შევიდა, რომელიც იქ მსუფევმა სიბნელემ გააოცა. ნეტარმა თქვა, რომ კანდელი უნდა აენთო და როგორც კი პირჯვარი სამგზის გამოისახა და ღვთისმშობლის სახელი ახსენა, კანდელი თავად აინთო. სხვა დროს ცეცხლის წასაღებად მის სენაკში მისულმა იმავე მონაზონმა ბერი კუბოს სიახლოვეს იხილა, რომელმაც თქვა: - ჩემი კანდელი ჩამქრალა, არადა, უნდა ენთოსო! შემდეგ ღვთისმშობლის ხატის წინ ილოცა... უეცრად საიდანღაც ცისფერი სინათლე გაჩნდა, რომელიც სანთლისაკენ ზოლად წამოვიდა და აანთო. მისგან ნეტარმა სხვა სანთელს მოუკიდა, სახე ღვთიური ნათლით უბრწყინავდა... შემდეგ მონაზონს უთხრა, - სანთელს შეუბერეო და როდესაც ჩაქრა, დასძინა: - აი, სულ მალე ასე ჩაქრება ჩემი სიცოცხლეც და ვეღარავინ მიხილავსო!"
სერაფიმე საროველმა საკუთარი გარდაცვალების კიდევ ერთი ნიშანი იწინასწარმეტყველა:
მისი სენაკის მეზობლად მამა პავლე ბინადრობდა, რომელიც დროდადრო მესენაკეობასაც უწევდა და არაერთხელ გააფრთხილა, მის არყოფნაში სენაკში ანთებულ სანთელთაგან ხანძარი არ გაჩენილიყო, რაზეც ნეტარმა უპასუხა:
,, - სანამ ცოცხალი ვარ, ხანძარი არ გაჩნდება, მაგრამ ჩემი გარდაცვალება ხანძრით გაცხადდებაო!" და ასეც მოხდა.
1833 წლის 14 იანვრის დილას უკანასკნელად მიბრძანდა ტაძარში, უჩვეულოდ იქცეოდა, - ყველა ხატთან სანთლები დაანთო, რაც ადრე არ გაუკეთებია, თითქოს მათზე გამოსახულ წმინდანებს ემშვიდობებაო... წირვის შემდგომ იქ მყოფი მამები გადაკოცნა და დაემშვიდობა, ჯვარს და ღვთისმშობლის ხატს ეამბორა, წმინდა ტრაპეზს შემოუარა და ტაძარი დატოვა... მისი სხეულებრივი უძლურება ყველამ შენიშნა, თუმც კი სულით მხნე, მშვიდი და მხიარული იყო.
იმავე დღეს სამგზის მივიდა იმ ადგილამდე, რომელიც დასაკრძალად თავად აირჩია, - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის საკურთხევლიდან მარჯვნივ, სამხრეთ - აღმოსავლეთით, მარკოზ მდუმარის სამარის სიახლოვეს.
როგორც წესი, ბერები დაკრძალვის ადგილს არ ირჩევენ, მაგრამ წმინდანები ამ წესს არ ექვემდებარებიან, ამიტომ მისი გადაწყვეტილება არავის გაჰკვირვებია, - ყველა გრძნობდა, რომ ჩვეულებრივი ბერი კი არა, უდიდესი წმინდანი ტოვებდათ...
გარდაცვალების დღესაც არ შეუწყვეტია მოყვასის ნუგეშისცემა, - რამდენიმე ადამიანი მიიღო და განამტკიცა, მათ შორის, დივეევოს ორი დედა. მათი გაცილების შემდგომ ბერი კვლავ მომავალი სამუდამო განსვენების ადგილს დაუბრუნდა, რომელსაც დიდხანს დასცქეროდა...
ახალი წლის საღამოს მისმა მეზობელმა, მონაზონმა პავლემ მამა სერაფიმეს სენაკიდან სააღდგომო საგალობლები გაიგონა, თითქოს ამ დიდებული ჰიმნით სურდა ნეტარს ამქვეყნიური გზის დასრულება...
მეორე დილით, 15 იანვარს (ძველი სტილით, 2 იანვარს) მონასტერში მსახურება, ჩვეულებისამებრ, დილაადრიან დაიწყო. დაახლოებით ექვს საათზე წირვაზე მიმავალ მამა პავლეს საიდანღაც კვამლის სუნი მისწვდა, ბერის სენაკთან ლოცვა წარმოთქვა და დააკაკუნა, მაგრამ პასუხი არავის გაუცია, კარი კაუჭით იყო გადაკეტილი, ჯერაც ბნელოდა... მამა პავლემ ძმებს უხმო... ერთ - ერთი მორჩილი, სახელად ანიკიტა, სენაკის კარს მივარდა, საიდანაც კვამლი გამოდიოდა და სადგულებიდან ჩამოგლიჯა... შიგნით ბნელოდა... თავიდან ბერი არ ჩანდა, სკამზე ტილოს ნაჭრები და წიგნები იწვოდა... მამებმა ცეცხლი თოვლით ჩააქრეს და როდესაც სანთელი დაანთეს, თეთრად მოსილი მამა სერაფიმე მცირე ანალოგიასთან დასვენებული ,,მოალერსედ" წოდებული ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი ნახეს, იქვე იდო ფსალმუნნი, რომელზეც ჯვრისებურად დაეწყო ხელები და მათზე თავისი პატიოსანი თავი ჩამოედო... სხეული ჯერაც თბილი იყო, თითქოს სულმა ეს - ესაა, მიატოვაო...
ერთ - ერთმა მორჩილმა ეს ამბავი ტაძარში რამოდენიმე ძმას ამცნო და სენაკი მალე ხალხით გაივსო... მალე ნეტარის გარდაცვალება იღუმენმაც შეიტყო და მისი კურთხევით გარდაცვლილის სხეული მეზობელ სენაკში გადაასვენეს, იქვე განუბანეს შუბლი და მუხლები (ბერთა განმოსვა დაუშვებელია) და მის მიერვე გამოთლილ მუხის კუბოში ჩაასვენეს.
ამ უდიდესი მოღვაწის წასვლა მალე ახლომდებარე მამულებშიც შეიტყვეს და გამოსათხოვებლად და თაყვანსაცემად ზღვა ხალხი დაიძრა, ყველაზე მეტად კი - მართლა დაობლებული დივეევოს დედები გლოვობდნენ...
პირველი პანაშვიდი წმინდანს მამა ვასილ სადოვსკიმ გადაუხადა, რაც არცთუ დიდი ხნის წინ თავად გარდაცვლილმა უწინასწარმეტყველა.
ნეტარის სხეული ტაძარში რვა დღის მანძილზე იმყოფებოდა და ხალხმრავლობით და უამრავი სანთლით გამოწვეული აუტანელი სიცხის მიუხედავად ხრწნის ოდნავი სუნიც არავის უგრძვნია. 9 (ახალი სტილით 19) იანვარს მიცვალებულს წესი აუგეს, ხოლო როდესაც მისმა მოძღვარმა, მამა ილარიონმა მამა სერაფიმესთვის ხელში შენდობის ფურცლის ჩადება ისურვა, მიცვალებულმა მტევანი თავად გახსნა, რისი მოწმენიც მრავლად იყვნენ, შემდეგ კი მისივე არჩეულ ადგილას დაკრძალეს, სადაც კანონიზაციამდე, ანუ - 1903 წლამდე, 70 წლის მანძილზე განისვენებდა...
კანონიზაცია 1903 წლის 19 ივლისს (ძველი სტილით) დაინიშნა. საიმდროოდ საროვოში სრულიად რუსეთიდან 300 000 ადამიანი ჩამოვიდა, რომელთათვისაც მონასტრის გარშემო ფარდულთა ერთგვარი ,,ქალაქი" მოეწყო, მომლოცველებმა დიდი რწმენით მოიხილეს საროვოს სიწმინდენი და მალე ახალი სასწაულები აღსრულდა.
იმავე დღის საღამოს იმპერატორი ნიკოლოზ მეორე დედოფალ ალექსანდრასთან, შვილებთან, დიდ მთავარ სერგის და მის მეუღლე ელისაბედთან (წმინდანად შერაცხული დიდმოწამე ელისაბედი), ასევე, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ჩამობრძანდა, 20 ივლისს, დილის 7 საათზე წირვა დააყენეს, ღამის 11 საათზე კი მისი კუბო ტაძრიდან კვლავ ყოფილ საფლავთან დაასვენეს.
18 ივლისს, დილის 5 საათზე სავანის ყველა ტაძარში ადრეული ლიტურგია აღავლინეს, სამეფო ოჯახი ეზიარა, გვიანი ლიტურგიის შემდგომ კი მლოცველთ მამა სერაფიმეს უკანასკნელ პანაშვიდზე უხმეს. მიტროპოლიტმა ანტონმა წმინდანისადმი იმპერატორის მიერ მოძღვნილი დიდებული სარკოფაგი აკურთხა...
საღამოს მსახურებას იმდენი ხალხი ესწრებოდა, ტაძარში ტევა აღარ იყო და ხალხის დიდი ნაწილი გარეთ სანთლებანთებული ლოცულობდა, შემდეგ ნეტარის ნაწილებს ემთხვივნენ და ხელმწიფემ და დიდმა მთავრებმა არქიმანდრიტებითურთ სასახლე გარეთ გამოაბრძანეს... ხალხი სიხარულით ტიროდა და ლიტანიობით მიმავალ პროცესიას, რომელიც კუბოს მიაბრძანებდა, წინ თავსაფრებსა თუ ხელსახოცებს უფენდნენ.

დასასრული  იხილეთ შემდეგ გვერდზე

სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილების მეორედ პოვნა

1917 წლის წითელ რევოლუციას უამრავი სასულიერო პირი, მორწმუნე, უდანაშაულო ადამიანი, ტაძარი, მონასტერი და მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა...
1920 წელს, სერაფიმე საროველის კანონიზაციიდან 17 წლის შემდეგ ბოლშევიკებმა მისი ხსოვნის სამუდამოდ წაშლა განიზრახეს.
იმავე წლის 17 დეკემბერს საროვოში ჩავიდა ეგრეთ წოდებული კომისია, რომელმაც ღირსი მამის წმინდა ნაწილების სახალხო კონფისკაცია ბრძანა, ხოლო პროპაგანდა ამ სიწმინდის შეურაცხმყოფელი პროპაგანდა, რომელსაც რევოლუციურმა მთავრობამ ,,მითი" უწოდა, სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ეს საქმე ბოლოს იმით ,,დააგვირგვინეს," რომ წმინდა ნაწილთა ასავალ - დასავალი გაქრა...
70 წლიანი მონაკვეთის შემდგომ, 1990 წლის დეკემბერში სანკტ - პეტერბურგის რელიგიისა და ათეიზმის მუზეუმის დირექტორმა, კუჩინსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს აუწყა, რომ მუზეუმის ერთ - ერთ საარქივო საწყობში უცნობი წმინდანის ნაწილები აღმოაჩინეს, რომლის სამაჯურებზე ეწერა: - ,,ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"
1990 წლის 25 დეკემბერს სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსი მეორის ლოცვა - კურთხევით მოსკოვიდან პეტერბურგს ჩასულმა წმინდა სინოდის კომისიამ დაადასტურა, რომ წმინდა ნაწილები ღირს სერაფიმე საროველს ეკუთვნოდა.
1991 წლის 6 თებერვალს წმინდა ნაწილები მოსკოვს ადამიანთა დიდი ნაკადის თანხლებით ჩაბრძანდა, პროცესიას ხალხი გალობით ეგებებოდა. რამოდენიმე თვის შემდეგ ახლადშექმნილ, მოოქროვილ ლუსკუმაში ჩაბრძანებულმა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილები სრულიად რუსეთმა დიდებით ჩააბრძანა დივეევოში.
იმავე წლის 1 აგვისტოს რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსი მამის წმინდა ნაწილთა მეორედ პოვნა იდღესასწაულა. მგვარად აღსრულდა წმინდანის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომ მეორედ მოსვლის წინ იგი სწორედ დივეევოში იქადაგებდა.
ათასობით მორწმუნემ იგალობა უდიდესი მამის, მსოფლიო მნათობის, საკვირველი ღვთისკაცის, სერაფიმე საროველის დაბრუნება სააღდგომო საგალობლებით და შეჰღაღადა: - ,,გნატრით შენ, ღირსო მამაო სერაფიმე და პატივს ვცემთ წმინდასა ხსენებასა შენსა!"

ტროპარი:

სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

...........................................
წმინდა სერაფიმე საროველთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე



აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ჩემო სიცოცხლევ, რატომ არ მოდიხარ შენს მამიკოსთან?

რომელი ადამიანური ენა ახსნის დიდებას და მშვენიერებას ზეციური სოფლისა

თქვენი საცოლე ახლა 8 წლისა და 5 თვისაა

ღირსი მამა სერაფიმე საროველის მიერ მოტოვილოვის განკურნება

ღირსი მამა ადამიანებზე საოცარ, ხშირად კი - მომნუსხველ შთაბეჭდილებას ახდენდა

ღირსი მამა სერაფიმე საროველი (+1833)

სიცოცხლის ბოლომდე ღვთის მონად დარჩა

წმინდა სერაფიმეს კელიაში ღვთისმშობელი ეცხადებოდა

ხატი "მოალერსე ღვთისმშობელი" ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული" წმინდა სერაფიმე საროველის კელიაში იყო დაბრძანებული

ღირს სერაფიმე საროველთან მიახლება

რატომ არ ძალუძს ადამიანს ანგელოზთა მსგავსად განუწყვეტლივ ღვთისმსახურება

ილოცე, მხურვალედ შესთხოვე წმინდა სერაფიმეს განკურნება, მისთვის ყველაფერი შესაძებელია ღვთის წინაშე

ჩემო რჩეულო, ყველაფერში შეგეწევი

"შვილო ჩემო, მოგეგოს რწმენისაებრ..."


იხილეთ დასაწყისი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat