თქვენი საცოლე ახლა 8 წლისა და 5 თვისაა
თქვენი საცოლე ახლა 8 წლისა და 5 თვისაა
"დაიმახსოვრეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, ყველაფერში ღრმა აზრია ჩადებული, შეიძლება მას ახლა ვერ იგებთ, მაგრამ მომავალში მრავალი განგეცხადებათ", - ბრძანებს წმინდა ბარსანოფი ოპტელი. მართლაც, თუ თვალს გადავავლებთ წარსულს, "აღმოვაჩენთ", რომ კაცის ცხოვრება დაბადებიდან ვიდრე გარდაცვალებამდე ღვთაებრივი საიდუმლოებებით არის აღსავსე. როგორც ამბობენ ღირსი მამები, "ღმერთს ნაცნობი გზებით მივყავართ ზეციურ სასუფევლამდე". ამ გზაზე მრავალ ადამიანს ვიცნობთ, ბევრი ისეთი ამბავიც გადაგვხდება თავს, ხანდახან უბრალო დამთხვევა რომ გვგონია. გადის დრო, უამრავი მოვლენა თუ პიროვნება რჩება ჩვენს მეხსიერებაში. ნაწილი ძალზე პირადულია - გულის გულში ინახავ და ადვილად ვერ გაამხელ, მაგრამ არის ამბები, რომლებიც გინდა ყველას მოუყვე, გსურს გაამხილო თავს გარდახდენილი ღვთის საიდუმლო. ასეთი სურვილი ცოდვა კი არა - სათნოებაა, რადგან, როგორც ბრძანებს წმინდა გრიგოლ ნოსელი: "მიწიერი მეფის საიდუმლო უნდა დავფაროთ, ხოლო ზეციური მეუფის საქმენი და საიდუმლოებანი ჯერ არს ვიქადაგოთ და განვადიდოთ".

ძვირფასო მკითხველო, "კარიბჭის" რედაქციამ გადაწყვიტა, ჟურნალის ფურცლები დაუთმოს თქვენს მოგონებებს. ასევე გთხოვთ მოგვითხროთ იმ ადამიანებზე, ჩვენს გარშემო რომ ცხოვრობენ უბრალოდ, ქრისტიანულად და თავიანთი ლოცვით იფარავენ სამშობლოს. მრავალი რამ ექნებათ მოსათხრობი ჩვენს სულიერ მამებსაც, ბევრი ღირსშესანიშნავი რამ მომხდარა მათ თვალწინ. ვთხოვთ დიდი მოკრძალებით, რასაც საჭიროდ თვლიან, ღვთის ის საიდუმლო გაგვიმხილონ. გაგვიხსნან სულიერი თვალნი და ღვთის უჩინარი ხელით დაწყობილი აგურები დაგვანახონ, ანუ გვაჩვენონ, როგორ აღაშენებს უფალი ადამიანთა სულებს.

ჩვენს თხრობას იმ საგულისხმო ამბით ვიწყებთ, მიხეილ მოტოვილოვს რომ შეემთხვა. ის წმინდა სერაფიმ საროველის სულიერი შვილი გახლდათ, რომელსაც ღირსმა მამამ სიკვდილის წინ თავის მონასტერზე ზრუნვა მიანდო. ეს ამბავი მიხეილის ყმაწვილკაცობისას მოხდა.

მიხეილს კატია იაზიკოვა შეუყვარდა, რასაც მამა სერაფიმეს საგულდაგულოდ უმალავდა. ერთხელაც წმინდა სერაფიმემ მოულოდნელად ჰკითხა: "თითქოს რაღაცის შეკითხვა გსურთ და ვერ ბედავთ. მომიყევით, უბრალოდ, ბეჩავ სერაფიმეს. მეც, ღვთის შეწევნით, მზად ვარ, გიპასუხოთ, რის განდობასაც ღმერთი ინებებს". მოტოვილოვმა უთხრა, ძალიან მიყვარს მეზობლის ქალიშვილიო და მამა სერაფიმეს სთხოვა, ილოცეთ, რომ ღმერთმა საუკუნოდ შეგვაერთოსო.

- განა ასეთი კარგია, ასე ძლიერ რომ შეგიყვარდათ? - ჰკითხა მამა სერაფიმემ.

- ლამაზი არ არის, თუმცა სასიამოვნო გარეგნობა აქვს. მაგრამ მე მასში ის მადლმოსილება და ღვთიურობა მიტაცებს, სახეზე რომ აღბეჭდვია. თორმეტი წლისა რომ იყო, მაშინ დავინახე და შემიყვარდა. როგორც მონასტერში, ისეა გაზრდილი.

- რას ნიშნავს - როგორც მონასტერში? - ჰკითხა მამა სერაფიმემ.

- მამამისი მიხეილ იაზიკოვი ადრე გარდაიცვალა. მაშინ კატია 5-6 წლისა იყო. იზრდებოდა განმარტოებით ავადმყოფ დედასთან, როგორც მონასტერში. ყოველთვის კითხულობდა დილა-საღამოს ლოცვებს, რადგან დედამისი ძალზე რელიგიური და ღვთისმოყვარე გახლდათ და მის სარეცელთან ხშირად იხდიდნენ პარაკლისებს, შუაღამიანის ლოცვებს ლოცულობდნენ. ათ წელიწადში ღვთისმოშიში დედის ხელში თვითონაც მონაზონს დაემსგავსა და ყველაზე მეტად მასში ეს მხიბლავს...

მამა სერაფიმე ყურადღებით უსმენდა მიხეილს და თითქოს ფიქრებში წასულმა ჰკითხა: - რამდენი წლის იქნება თქვენთვის ღვთისაგან განკუთვნილი საცოლეო.

- 16 ან 17 წლისა უნდა იყოს!..

- რას ამბობთ! ღვთისაგან თქვენთვის დადგენილი საცოლე ახლა 8 წლისა და რამდენიმე თვისაა. სინოდის ახალი დადგენილებით საქმრო 18 წლისა უნდა იყოს, გოგონა კი 16-ის. ასე რომ, 8-10 წელი უნდა მოიცადოთ.

- მამა სერაფიმე, - წამოიძახა მიხეილმა, - სინოდის ახალი კანონით მასზე დაქორწინება ხომ შემიძლია!

- ვისზე მეუბნებით?

- ეკატერინე მიხეილის ასულ იაზიკოვაზე!

- მე იაზიკოვაზე კი არ გეუბნებით, არამედ ღვთისაგან თქვენთვის განკუთვნილ საცოლეზე და გარწმუნებთ, რომ ის რვა წლისა და რამდენიმე თვისაა!

მამა სერაფიმე მცირე ხნით ჩაფიქრდა და თქვა: - ზოგიერთი ევედრება ღმერთს, რომ საცოლე აურჩიოს. თქვენც ხომ მთხოვდით, ღვთისაგან თქვენთვის საცოლედ იაზიკოვა გამომეთხოვა. სხვაა, როცა უფალი განუკუთვნებს ვინმეს საცოლეს - ისე, როგორც, მაგალითად, თქვენ. თქვენი საცოლე ახლა 8 წლისა და 5 თვისაა. ეს სრული ჭეშმარიტებაა. მე, ცოდვილი სერაფიმე ვმოწმობ ამას. ღვთის შეუცნობ გზებზე აი რისი თქმა მინდა: თქვენთვის ალბათ ცნობილია ბიბლიიდან ტობითა და მისი ძე ტობია. ტობია ევედრებოდა ღმერთს, მისთვის სასურველი გოგონა მიეცა საცოლედ. იმ დროს სარა რაგუელის ასული, ნათესავი ტობიასი, სთხოვდა ღმერთს საქმროდ ვიღაც ვაჟს. უფლის ანგელოზებმა ეს ორი წმინდა ლოცვა აუტანეს ყოვლისმპყრობელ ღმერთს... უფალმაც დაინახა, რომ ორივე ერთსა და იმავეს ევედრებოდა და გადაწყვიტა, ისინი წმინდა ქორწინებით შეეერთებინა. არადა რამდენიმე ასეული ვერსით იყვნენ დაშორებულნი და ერთმანეთს არ იცნობდნენ. მათ შესაერთებლად ღვთის ბჭობა იმდენად მტკიცე იყო, რომ დაუშვა, სარას სიახლოვეს ეშმაკი ყოფილიყო, რომელიც მოკლავდა ტობიას გარდა ყველა საქმროს, ვინც სარას მიუახლოვდებოდა. სარას შვიდი ქმარი ჰყავდა, მაგრამ შვიდივე მოუკვდა, რადგან ღვთის მიერ ის სხვისთვის იყო განკუთვნილი. როცა ღმერთმა კეთილ ინება ტობიასა და სარას შეერთება, ტობიას თანამგზავრად მთავარანგელოზი რაფაელი გამოუგზავნა. მან კი გზად რაგუელის სოფლის ახლოს, მდინარე ტიგროსში თევზი დაიჭირა და ურჩია ტობიას, მისთვის ნაღველი ამოეცალა, რომელიც დასჭირდებოდა სარასგან ბოროტი სულის განსადევნად. ხედავთ, როგორია გზანი ღმრთისანი! ვინ იფიქრებდა, რომ ასე შორს მცხოვრები სარა და ტობია დაქორწინდებოდნენ! მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთის მიერ, - წმინდა სერაფიმე ჩაფიქრდა და მიხეილს ჰკითხა: - რა უყავით ყმა გოგოს, თქვენთან რომ ცხოვრობდა? - მიხეილს ტანში გასცრა, შეაშინა მამა სერაფიმეს დაფარულთმცოდნეობამ. ღირსი მამა პასუხს აღარ დაელოდა და განაგრძო: - უფლის წმინდა ეკლესიამ თავის კრებათა კანონებით დაადგინა, რომ თუ ვინმე შეეყოფა გასათხოვარ გოგონას და მასთან იცხოვრებს, ვალდებულია მასზე დაქორწინდეს. მაგრამ თუ გოგონა ამას არ მოისურვებს, მაშინ კაცმა ისე უნდა მოუწყოს ცხოვრება, რომ მარტო დარჩენილი, სიღატაკის გამო ახალ ცოდვებში არ ჩავარდეს და ყოველთვის ადიდებდეს უფალს.

- მეც ასე მოვიქეცი! - შვებით ამოისუნთქა მოტოვილოვმა.

- ძალიან კარგია, რომ ასე მოიქეცით, გაკურთხოთ ღმერთმა! ბავშვები თუ გყავთ?

- დიახ, ქალ-ვაჟი გვყავდა, მაგრამ გარდაიცვალნენ.

- განუსვენოს უფალმა. ცოცხალნი რომ ყოფილიყვნენ, თქვენ უნდა გეზრუნათ მათზე, რამეთუ არ შეიძლება მოვიძულოთ უკანონოდ შობილი ბავშვები - ისინი ხომ დამნაშავენი არ არიან, ამ ქვეყანას რომ მოევლინნენ. ნურც მათ მშობლებს განვიკითხავთ, რადგან განუკითხველობით ნახევრად გადარჩენილები ვართ... ასეთი შემთხვევაც მოხდა საბერძნეთში: მეფის ვინმე დიდებული მდინარეზე გადადიოდა. დაინახა, ერთი გოგონა სამოსს რეცხავდა. ამის შემდეგ ქალმა სიზმარი ნახა, თითქოს კაშკაშა ვარსკვლავი ჩაეშვა მის მუცელში. ერთმა დიდმა და ღმრთივგანბრძნობილმა კაცმა უთხრა მასთან რჩევისთვის მისულ ქალის დედას, რომ მისი ქალიშვილი დიდებულ ადამიანს შობდა. ასე დაიბადა ღვთის კაცი მამა თეოდორე სიკიოტელი, რომელსაც უფალმა მფარველ ანგელოზთან ერთად მცველად წმინდა გიორგი დაუდგინა...

კარგი ჰქენით, რომ ეს გოგონა დააჯილდოვეთ და გაათხოვეთ. ცხოვრება გრძელდება და ათასი რამ შეიძლება მოხდეს.

არც თქვენ ან არც სხვა მამაკაცს ახლო ურთიერთობა არა აქვს მავან გოგონასთან, მაგრამ მას მაინც გაჭორავენ, თითქოს თქვენი ან სხვისი საყვარელი იყოს. შეიძლება მამაკაცი ამის გამო არ განიკითხონ, მაგრამ ქალწულების დამმარხავი გოგონასთვის პატიოსანი სახელის გატეხა სიკვდილზე უარესია. გევედრებით, არ დაივიწყოთ ჩემი თხოვნა, - მამა სერაფიმე დაემხო მის წინაშე, წამოდგა და განაგრძო: - თუ ასე მოხდა, პატივი ეცით უბადრუკ სერაფიმეს და ეს ქალი აკურთხეთ თქვენთვის.

- როგორ ვაკურთხო, მამაო?

- მე სხვა კურთხევაზე გეუბნებით. ის ქალწულია და წმინდაა ისედაც. დაქორწინდით მასზე!

მამა სერაფიმემ მეორედაც მოუდრიკა მუხლნი, მიხეილიც მიწაზე დაეცა ღირსი მამის წინაშე და როცა წამოდგა, უთხრა:

- რას ამბობთ, მამაო, ვისზე მეუბნებით? ხომ გითხარით, გოგონა, რომელიც ჩემთან ცხოვრობდა, გავათხოვე. მას შემდეგ კი, რაც იაზიკოვაზე დაქორწინება გადავწყვიტე და თქვენთანაც მოვედი, სხვა არავინ მყოლია.

- აწმყოზე კი არ გელაპარაკები, არამედ მომავალზე... აასრულებთ ბეჩავი სერაფიმეს თხოვნას?

- თუ ღმერთი ინებებს, შევეცდები, თქვენი სურვილისამებრ მოვიქცე! - უთხრა მიხეილმა.

- გმადლობთ ამისთვის, - ბრძანა წმინდა სერაფიმემ, - გეტყვით, რომ ის ღვთის ანგელოზსა ჰგავს სულით და ხორცით, - მერე დაუმატა, - როცა მის წოდებას გეტყვით, შესაძლოა გუნება წაგიხდეთ - უბრალო გლეხის ქალია! მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ: ის, ჩვენი პირველი მამის ადამის და უფლის იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ჭეშმარიტი და არის!

ამის შემდეგ წმინდა სერაფიმემ დაარიგა მიხეილი, ცოლ-ქმარს როგორ უნდა ეცხოვრა ქრისტიანულად. ბოლოს კი კვლავ შეევედრა, რომ მისი სათხოვარი არ დაევიწყებინა. მათი ეს საუბარი 1831 წლის ოქტომბერში შედგა. მეორე წელს მიხეილმა, წმინდა სერაფიმეს წინასწარმეტყველების მიუხედავად, იაზიკოვას ხელი სთხოვა. უარი მიიღო. იაზიკოვა ცოლად ცნობილ პოეტსა და ფილოსოფოსს ხომიაკოვს გააყოლეს.

ურწმუნოების გამო მოტოვილოვი ღვთისაგან მალე დაისაჯა - ფეხები დაუდამბლავდა. მიიყვანეს წმინდა სერაფიმესთან, მან ხომ ამნაირივე ავადმყოფობისგან ადრე წამში განკურნა, მაგრამ მან უთხრა: უფლის ნებაა, რომ ახლა წმინდა მიტროფანე ვორონეჟელის წმინდა ნაწილებთან მიახლებით განიკურნოთო. ასეც მოხდა.

მალე წმინდა სერაფიმე გარდაიცვალა. გავიდა შვიდი წელიც და დადგა წმინდა სერაფიმეს წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი. დივეევოს დედათა მონასტრის საქმეებზე ზრუნვისას მიხეილმა გაიცნო გლეხის ქალი, 17 წლის მშვენიერი ელენე, რომელიც მონასტერში მოღვაწე ორი ღირსი დედის ნათესავი გახლდათ. გოგონას სამორჩილო კაბა ემოსა, თუმცა მორჩილების აღთქმა არ ჰქონდა მიცემული. 1840 წელს მიხეილი დაქორწინდა ღვთისაგან მისთვის განკუთვნილ ელენეზე. ელენე 1823 წლის 17 მაისს დაიბადა. როცა წმინდა სერაფიმე ესაუბრა მასზე მოტოვილოვს, იგი რვა წლისა და ოთხთვე-ნახევრისა იყო. მართლაც რომ "საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა".
ბეჭდვაელფოსტა
07.08. 2016
რამაზი
ბედისწერა ნამდვილად არ არსებობს ... უბრალოდ ღმერთმა იცის ყველა გზა.ანუ უფალი ხო ყოვლისმცოდნეა.მაგალითად.თუ მიდიხართ გზაზე და შეგხვდათ გზაჯვარედინი,უფალმა იციცის საითკენაც არ უნდა წახვიდეთ იცის რა მოხდება...მარჯვნივ თუ მარცხვნივ...ბედისწერა კი უსამართლობის განცდა,რადგან ზოგს კაი ბედი ზოგს ცუდი??...ადამიანი თავად წყვეტს საითკენ წავა ,უფალმა კი იცის სათკენაც წავა...ადამიანს გონებისთვის შეუძლებელია გაგება ღვთის განგებულების.როგორც ვერასდროს გავიგებთ უფალი სამება.ერთისა და სამია-- ყოველგვარ ადამიანურ აზროვნებას და ლოგიკას არ ექვემდებარება..უბრალოდ უფალს უნდა მიანდო ყოველივე:)
21.06. 2015
ll
Qeto bediswera ararsebobs,adamiani tviton qmnis beds,wm serafimem misi momavali dainaxa anu vin iqneboda mis gverdit,tu adamiani morwmune xar da ufals stxov is shen more naxevars aucildblad shegaxvedrebs vistanac bednidrad iqnebi,ESA uflis neba da uflis mowyaleba
20.06. 2015
ekaterine
chemi azrit swored es utxra wminda serapimem,rac gvtisagan dadgeniliao anu is rasac xalxi bedisweras edzaxis,akedan chans zustad rom gmerti yvelaperia
20.06. 2015
სანო
არ ვფიქრობ მასე,ღმერთმა დაგადგინა და ამ გზას გადაუხვიო, მაშინ გამოდის რომ ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე ან საერთოდ არ არის.ისედაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ყველაფერი ხდება სად ხედავთ ღმერთის ნებას?
20.06. 2015
სანო
ღმერთმა ამ ქვეყანაზე მისია დაგაკისრა და შენ ამ გზას გადაუხვიე რა სისულელეა ამით მტკიცდება რომ ღმერთი ყოვლისშემძლე არ არის,ნუ მე მაპატიეთ ისედაც რა უნდა მოხდეს რომ დავიჯერო,ადამიანის ცხცოვრებაში ყველაფერს დაინახავ ღმერთს გარდა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat