ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
-"რას ბრძანებთ, თქვენო უწმიდესობავ, ეგ რომ ოქროსი იყოს, ხომ თავს მამაჭრიდნენ" - უპასუხა ბერმა.
ორივე სიყვარულით შესცქეროდა ერთმანეთს. უწმიდესისა და ბერი გაბრიელის ამ სიტყვებში გამოსჭვიოდა იდუმალება, რაიც ოდენ ღმერთმა უწყის.
***
ერთხელ, საუბრისას, პატრიარქმა ჩვენს წმიდა მამა გაბრიელს საოცარი სიტყვები უთხრა:
- ხედავ, გაბრიელ, ჩვენ შორის ღმერთს მეტად ვინ უყვარს? შენ სიგლახაკე გიბოძა, მე კი - წოდება?!
- იცოდეთ, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრისო, - ამბობდა მამა გაბრიელი.

