მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
-ოჯახი, ეს დიდი შეწევნაა კაცისათვის, რამეთუ ყოველი ადამიანი მარტოსულია ამ სამყაროში და თუ მას არა ჰყავს ოჯახი, ანუ, არა ჰყავს გვერდით ის ადამიანები, ვისთვისაც შეუძლია სულიერი ერთობა ჰპოვოს, ეს მას უმძიმებს და ურთულებს ცხოვრებას; თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოჯახებშიც დიდია ბოროტის ბრძოლა, რადგან კაცთა მოდგმის მტერი ყოველმხრივ ცდილობს არიოს ურთიერთობა ახლობებს შორის, დაუპირისპიროს ოჯახის წევრები ერთმანეთს, მაგრამ თუ ადამიანები სიკეთეზე იქნებიან ორიენტირებულნი, ანუ, ეცდებიან ყველაფერი სიკეთით მოაგვარონ, მაშინ მადლი ღვთისა გარდამოვა მათ ოჯახებზე და ირგვლივ ჰარმონია და სიყვარული დაისადგურებს.
უფალმა, როდესაც ადამი შექმნა, გადაწყვიტა მარტო არ დაეტოვებინა და შემწედ ევა მოუვლინა. ასე განვითარდა კაცობრიობა. მას აქეთ მიდის ჩვენი ცხოვრება: დღე ღამეს ენაცვლება, ღამე-დღეს... მთავარაია, მშიდობა, სიხარული და მადლი სუფევდეს თითოეული ჩვენთაგანის სულში, მაშინ ყველასთან მშიდობიანი ურთიერთობა გევქნება და აღარ იქნება კონფლიქტები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი