ჩემო სიცოცხლევ, რატომ არ მოდიხარ შენს მამიკოსთან?
ჩემო სიცოცხლევ, რატომ არ მოდიხარ შენს მამიკოსთან?
ელიაობა დღე თენდებოდა - 19 ივლისი (2 აგვისტო ახალი სტილით). კურსკელ ვაჭარს, კეთილმორწმუნე ქრისტიანს ისიდორე მოშნინს და მის მეუღლეს აღათიას ქალ-ვაჟის, პარასკევასა და ალექსის შემდეგ მესამე შვილი შეეძინათ. ორმოცი დღის მერე ჩვილი მონათლეს და სახელად პროხორე უწოდეს. ისიდორეს აგურის ქარხნები ჰქონდა და ქვის ტაძრებსა და სახლებს აშენებდა. ეს ცოცხალი, ენერგიული კაცი 43 წლისა უეცრად გარდაიცვალა. შვილების აღზრდა, მეურნეობის გაძღოლა და ქმრის დაწყებულ საქმეთა გაგრძელება თავმდაბალსა და ღრმადმორწმუნე აღათიას მოუწია. პროხორეც განუშორებლად ახლდა დედას, უცქერდა მის ღვაწლს, ტაძრების მშენებლობას და თვითონაც ღვთის პატარა ტაძრად აღშენდებოდა.

ერთხელ ტაძრის სამრეკლოს მშენებლობის დასათვალიერებლად აღათია ხარაჩოზე ავიდა. ნაბოლარაც თან ახლდა. უეცრად პროხორეს ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. დედას შვილი ცოცხალი აღარ ეგონა, მაგრამ ბიჭი საღ-სალამათი იდგა ფეხზე და უღიმოდა. მალე ამ სასწაულს მეორეც მოჰყვა: პროხორე ავად გახდა, მისი გამოჯანმრთელების იმედი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ თურმე მას ღვთისმშობელი გამოსცხადებია და უთქვამს, რომ მოინახულებდა და განკურნავდა. დედა შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვდა ღვთისმშობელს. ამასობაში მის ეზოსთან "შემთხვევით" კურსკის მფარველი, კორენის ღვთისმშობლის ხატი გაატარეს. აღათიამ წამოაყენა ავადმყოფი და მიჰგვარა ღვთისმშობელს. უფლის დედის შეწევნით ბიჭი მალე გამოჯანმრთელდა.

გონიერი ბავშვი იყო პროხორე, უყვარდა სწავლა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა, გაურბოდა თამაშსა და გართობას და ბერობის მოსურნე თანატოლებთან მეგობრობდა. მოშნინებს კურსკში სამეურნეო ნივთების სავაჭრო ფარდულიც ჰქონდათ. დახლში ხშირად პროხორე იდგა, მაგრამ სულზეც ზრუნავდა: ადრიანად დგებოდა, ჯერ ეკლესიაში დაესწრებოდა ცისკრის ლოცვას, მერე კი სამუშაოდ მიდიოდა. ასე გადიოდა წლები. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ღვთისმაძიებელი სულისთვის - მას ბერობა სურდა. ძალზე უყვარდა თავისი ვაჟკაცი აღათიას, მაგრამ ღვთის ნების წინააღმდეგ არ წავიდა, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებით აკურთხა ვაჟი, ჩამოჰკიდა დიდი სპილენძის ჯვარი და მონასტრისკენ გზა დაულოცა. პროხორე ჯერ კიევის მღვიმის ლავრის მოსალოცად წავიდა. იქ შეიტყო, რომ კიევიდან ათ ვერსზე დაფარულთმცნობელი მამა დოსითეოსი მოღვაწეობდა. იგი სინამდვილეში დედაკაცი იყო, ერში - დარია ტიაპკინა, რომელიც ბერის სამოსით ემალებოდა ცრუ სოფელს. პროხორე მასთან მივიდა სულიერი რჩევისთვის. წმინდა დოსითეოსმა აკურთხა, რომ საროვის მონასტერში დასახლებულიყო და განუწყვეტლივ ელოცა. წმინდა დოსითეოსისგან პროხორე შინ დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ აღათიამ კვლავ დაულოცა შვილს გზა საროვის მონასტრისკენ.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მწუხრს ლოცულობდნენ საროვში, როცა იქ პროხორე მივიდა. საზეიმო ლოცვას იღუმენი პახუმი აღასრულებდა. იდგნენ საროველი ბერები კეთილმოკრძალებით. აღსრულდა ღვთის ქალაქის მაძიებელი პროხორეს ნატვრა. ხარობდა სულით ახალგაზრდა, ეს იყო ის მონასტერი, ის მყუდრო ლიმენა, რომლისკენაც ისწრაფოდა. მეორე დღეს იღუმენს შეხვდა. თავიდან მონასტრის მოურავის მამა იოსების მესენაკე იყო, შემდეგ სხვადასხვა სამორჩილო საქმეს აძლევდნენ. უფრო მეტად დურგლობით გამოიჩინა თავი. ისე დაოსტატდა ამ საქმეში, რომ ძმები მას პროხორე-დურგალს ეძახდნენ. რვა წელი გაატარა მორჩილებაში. მიდიოდა სამეუფო გზით, საბერო გზის დასაწყისში ზომაზე მეტად არ მოსაგრეობდა. შემდგომში მამა სერაფიმე სხვებსაც არიგებდა: - ზომაზე მეტი ღვაწლი არ უნდა ავიღოთ, უნდა ვეცადოთ, ჩვენი მეგობარი - ჩვენი სხეული - იყოს მორჩილი და სათნოებათა ქმნა შეძლოს. უნდა ვიაროთ საუფლო გზითო. მამა სერაფიმე იმასაც ამბობდა, - უნდა ვიყოთ შემწყნარებელნი საკუთარი სულის უძლურებისას და არა სრულყოფილებისას და ისე უნდა დავითმინოთ საკუთარი ნაკლოვანებანი, ვითარცა სხვებისას ვითმენთო. პროხორე ცდილობდა, სულიერი სიმშვიდე მოეპოვებინა. ითმენდა საკუთარ თავსაც და სხვებსაც, არასოდეს განიკითხავდა ვინმეს, იყო მუდამ მხიარული სულის.

მონასტერში მისვლის ორი წლის თავზე წყალმანკით დაავადდა. მამა პახუმი და მამა იოსები თავს ევლებოდნენ ავადმყოფს, რომელიც ექიმის მოწვევაზე უარს ამბობდა და მთელი არსებით უფალს იყო მინდობილი. ღირსმა მამებმა ღამისთევით ილოცეს, სწირეს პროხორესთვის და აზიარეს უფლის სისხლსა და ხორცს. ზიარების შემდეგ ავადმყოფს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან და წმინდა პეტრე მოციქულთან ერთად. ეს ჩვენი ნათესავიაო, - უთხრა უფლის დედამ მოციქულებს პროხორეზე, ხელი შეახო დაავადებულ მხარეს და იქიდან წყალი გამოვიდა. პროხორეს მას შემდეგ იმხელა ღრმული გაუჩნდა, რომ მუშტი ჩაეტეოდა. ამ ხილვის შემდეგ პროხორე გამოჯანმრთელდა, მასში თითქოს მოკვდა ყოველივე კაცობრივი და ზეცის მკვიდრთა "ნათესავი" შეიქნა.

1786 წლის 13 აგვისტოს პროხორე ბერად აღკვეცეს და სახელად სერაფიმე უწოდეს, რაც ებრაული სიტყვაა და "მგზნებარეს", "ცეცხლებრივს" ნიშნავს. სახელიც კი გამოხატავდა ბერი სერაფიმეს შინაგან კაცს, მის საღმრთო მოშურნეობას. მალევე, ღირსი მამების წარდგენით, ვლადიმირელმა ეპისკოპოსმა ბერ სერაფიმეს დიაკვნად დაასხა ხელი. "ღირს მამათა წარდგენითო" იმიტომ ვთქვით, რომ ძალზე უყვარდათ მამა პახუმს და მამა იოსებს ახალგაზრდა ბერი თავმდაბლობის, მორჩილების გამო, იღუმენი ბერდიაკვან სერაფიმეს გვერდიდან არ იშორებდა, უმისოდ არა სწირავდა. მამა სერაფიმეც ამ სიყვარულს და დიდ სამღვდელო პატივს მეტი კრძალვით, მეტი მოღვაწეობით პასუხობდა. საღმრთო მსახურების შემდეგ ტაძარში რჩებოდა და უფლის სახლის გამშვენიერებისთვის ზრუნავდა. "ეკლესიის მორჩილებაზე უმეტესი მორჩილება არ არსებობს, - ასწავლიდა მამა სერაფიმე სულიერ შვილებს, - უბრალო ჩვრით რომ გაწმინდო ტაძრის იატაკი, ეს ღვთის წინაშე ყველა სხვა საქმეზე მეტია. ტაძარში რასაც კი გავაკეთებთ, ყოველივე უნდა აღვასრულოთ მოკრძალებით, შიშით და მოუკლებელი ლოცვით". მამა სერაფიმე ასევე აფრთხილებდა მათ, რომ ეკლესიაში, თუ საჭიროება არ მოითხოვდა, არასოდეს ესაუბრათ. თვითონაც ასე იქცეოდა ცხოვრების ბოლომდე. მთელ დღეებს ტაძარში ატარებდა, ავიწყდებოდა საჭმელიც, სასმელიც, დასვენებაც. მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა ბერდიაკვან სერაფიმეს, - რატომ არ ძალუძს ადამიანს ანგელოზთა მსგავსად განუწყვეტლივ ღვთისმსახურებაო.

ერთხელ, დიდ ხუთშაბათს, წირვისას, მამა სერაფიმემ მაცხოვარი იხილა ზეციურ ძალებთან ერთად. უფალმა საგანგებო კურთხევა მისცა მორჩილს. სულიერმა მამებმა ურჩიეს, გულში დაემალა ეს გამოცხადება და უფრო მეტად დამდაბლებულიყო. მამა სერაფიმე ამიტომაც ამბობდა ხოლმე, საჭიროების გარეშე არ უნდა გახსნა გული. ათასში ერთი კაცი თუ მოიძებნება, რომელიც შენს საიდუმლოს შეინახავსო.

გავიდა შვიდი წელი ბერდიაკვნობისა. 1793 წლის 2 სექტემბერს მამა სერაფიმეს მღვდლად დაასხეს ხელი. ერთი შეხედვით თითქოს დიდი ასპარეზი გაეხსნა მონასტრის, ძმობის და მომლოცველ ერისკაცთა მსახურებისთვის, მაგრამ შვიდი წელი ღვთის ტრაპეზის წინ მოუკლებელმა მსახურებამ აღანთო მამა სერაფიმე სადმე უდაბნოში განმარტოებისთვის. ამასთან ერთად ამქვეყნიდან გავიდა მისი პირველი მოძღვარი მამა იოსები, მამა პახუმიც ემზადებოდა ღვთის წინაშე წარსადგომად. ერთხელ წმინდა სერაფიმემ მამა პახუმი შეწუხებული იხილა და მიზეზი ჰკითხა. დივეევოს სავანის დედებზე ვწუხვარ, ნეტავ ვინ იზრუნებს მათზეო, - მიუგო მოძღვარმა. მამა სერაფიმე დაჰპირდა, რომ თვითონ იზრუნებდა. ამის შემდეგ მამა პახუმმა მშვიდობით ჩააბარა სული უფალს. მის მაგივრად მამა ისაია დანიშნეს. მამა სერაფიმემ ამით ისარგებლა და იღუმენს უდაბნოში განმარტოების უფლება სთხოვა. მონასტერში გატარებული თექვსმეტი წლის შემდეგ წმინდა სერაფიმემ დატოვა სავანის კედლები და ხუთი ვერსის დაშორებით, მდინარე საროვის პირას ერთ გორაკზე განმარტოვდა. ეს 20 ნოემბერს (ძვ.სტილით), ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მომხდარა. მართლაც მიწიერ სამოთხეში მდებარეობდა მამა სერაფიმეს სენაკი - ფიჭვის ტყე წმინდა ბერის ხელებივით აღმართულიყო ზეცად და შემოქმედს ადიდებდა. მამა სერაფიმესთვისაც მოუკლებელი ლოცვა ქცეულიყო არსობის პურად. ფიზიკურადაც მუშაობდა, მაგრამ საკვეთისა და შალაშინის ხმარებისასაც კი შემოქმედზე ფიქრობდა, ხშირად იარაღი ხელში შეაცივდებოდა და გონებით ზეციურ სამეფოში გადასახლდებოდა. გარშემო ადგილებსაც კი ბიბლიური სახელები დაარქვა. ორი წლის შემდეგ მისი არქიმანდრიტად კურთხევა მოისურვეს, რაზეც წმინდა სერაფიმემ თავაზიანი უარი განაცხადა. ეშმაკმა თითქოს შური იძია და სასოწარკვეთის ფიქრებით დაუწყო ბრძოლა, მაგრამ იძლია ქრისტეს მეომრის მიერ. წმინდა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: მის სენაკსა და მონასტერს შუა იდო უზარმაზარი გრანიტის ლოდი. ათასი ღამე ზედიზედ წმინდანმა ამ ქვაზე მუხლმოდრეკით მლოცველმა გაათია, ერთი დიდი ქვა თავის სენაკშიც შეათრია და ათასი დღე მასზე ლოცულობდა. საზრდელი მწირი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოაძლიერებდა ხოლმე და კვლავ ლოცვას განაგრძობდა: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამასო". ეშმაკი ბევრს ეცადა მის შეშინებას, მაგრამ რას დააკლებდა ღვთაებრივი ცეცხლით ანთებულს. კვლავ მოინდომეს მისი არქიმანდრიტობა, კვლავ უარი თქვა. სხვა საცთურიც ჰქონდა ბერს. მასთან მრავალი ვინმე მოდიოდა რჩევისთვის, განსაკუთრებით კი ქალები აქტიურობდნენ. ეს კი ჯერჯერობით აუტანელი ტვირთი იყო ბერისთვის. მამაო, მაკურთხე, რომ სადაც ვცხოვრობ, იქ ქალები ვეღარ მოვიდნენო, - შესთხოვა წინამძღვარს. გაკვირვებულმა მამა ისაიამ აკურთხა. იმ საღამოს, წირვისა და ზიარების შემდეგ, როცა წმინდანი უდაბნოში წავიდა, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და მთელი გზა ვეებერთელა ხეებით ჩახერგა. ახლა კი ვერც ერთი ქალი ვეღარ მიაკითხავდა ბერს რჩევისთვის. ეშმაკმა ათასნაირი ხერხით სცადა წმინდა სერაფიმეს უდაბნოდან გაგდება, ბოლოს სამი ავაზაკი აღძრა. წმინდანს ნაჯახიც მოუღერეს, თავში ჩაარტყეს, სცემეს, ფულის ძებნაში მიანგრ-მოანგრიეს სენაკი და წავიდნენ. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა მამა სერაფიმემ და მონასტერში ჩააღწია. სასწრაფოდ მოიწვიეს არზამასიდან ექიმები. სანამ ისინი თათბირობდნენ, მამა სერაფიმეს ღვთისმშობელი გამოეცხადა წმინდა პეტრესა და იოანესთან ერთად. უფლის დედამ კვლავ უთხრა მოციქულებს ბერზე - ეს ჩვენი ნათესავიაო. ამ ხილვის შემდეგ ნელ-ნელა გამომჯობინდა, თუმცა კვალი მაინც დარჩა. წელში მოიხარა და სიარულის დროს ნაჯახს ეყრდნობოდა. წმინდა მამა თექვსმეტი წლით კვლავ უდაბნოში განმარტოვდა. ბოლო სამი წელი კი მდუმარების ღვაწლიც იტვირთა.

გარდაიცვალა მამა ისაია. მის მაგივრად მამა ნიფონტი დანიშნეს. ახალმა წინამძღვარმა ძმებთან თათბირის შემდეგ შეუთვალა მამა სერაფიმეს, მონასტერში დაბრუნებულიყო. ისიც დაემორჩილა. ასე დაიწყო მისი ცხოვრების მესამე პერიოდი, რომელიც თექვსმეტი წელი გაგრძელდა. მონასტერში დაბრუნებული, წინამძღვრის კურთხევით სენაკში დაეყუდა. ასე გაატარა ხუთი წელიწადი, არავის იღებდა, არავის ელაპარაკებოდა, კარს მხოლოდ მაშინ აღებდა, როცა უნდა ეზიარებინათ ან საზრდელი მოჰქონდათ. მთლიანი მუხის ხისგან გამოთალა კუბო, სენაკში დაიდგა, რათა მუდამ ხსომებოდა სიკვდილის ჟამის მოახლოება. ერთხელ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, საროვს ეპისკოპოსი იონა (ვასილევსკი) ეწვია. მღვდელმთავარმა წმინდა მამის ხილვა მოისურვა, მაგრამ მამა სერაფიმემ კარი არ გააღო. რა იყო ამის მიზეზი, არავინ იცის. იონა შემდგომში (1821-1832 წლებში) საქართველოს ეკლესიის ეგზარქოსი გახდა... რამდენიმე დღის შემდეგ მამა სერაფიმე გაუღებს კარებს მასთან მოსულ ერისკაცს. ამის შემდგომ დაუტევებს მკაცრად დაყუდებულ ცხოვრებას და აიღებს ჯვარს მოყვასის მსახურებისას. ამბობენ, რომ ღირს მამას უფლის დედა გამოსცხადებია წმინდა პეტრე ათონელთან და წმინდა ონუფრი დიდთან ერთად და უბრძანებია ბერისთვის, რომ კაცთ აღარ დამალვოდა.

უამრავი ხალხი მიაწყდა საროვის მონასტერს, ყველას წმინდა სერაფიმესთან გასაუბრება სურდა. თუმცა თავიდან სამი წელი მხოლოდ კურთხევას აძლევდა მნახველს და ისე უშვებდა. მაგრამ თანდათანობით დაიწყო რჩევის მიცემა, ცოდვათა მიტევება, კანდელის ზეთის ცხება. მნახველები უამრავ ზეთს და სანთელს სწირავდნენ. ღირსი მამის სენაკი გაჩირაღდნებული იყო კანდელთა ცეცხლით და ანთებული სანთლებით. მიილია განმარტოების თხუთმეტ-ნახევარი წელი და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს გამოეცხადა მას უფლის დედა ღირს მამებთან ერთად და აკურთხა, რომ დაეტოვებინა დაყუდებული ცხოვრება. როგორც ვთქვით, მრავალი ადამიანი სტუმრობდა მამა სერაფიმეს, ხან დღეში ათასი, ორი ათასი კაცი მოდიოდა. მონასტრის კარებს შუაღამემდე ვეღარ კეტავდნენ. მონასტრის შინაგანაწესი ამას ვერ მოითმენდა, აბუზღუნდნენ ძმებიც. მათ განსაკუთრებით ის "აბრკოლებდა", რომ მამა სერაფიმემ დივეევოს სავანის დედათა მფარველობა იკისრა. ათასნაირი ცილი დასწამეს. ტამბოვის კონსისტორიიდან ბრძანებაც კი მოვიდა, გამოეძიათ, მამა სერაფიმეს რაიმე დანაშაული ხომ არ ჰქონდა ჩადენილი. რა თქმა უნდა, ვერაფერი ნახეს. ვნებიან ადამიანებს ვერ წარმოედგინათ და ვერც უგებდნენ ანგელოზებრივ, უვნებო სულს წმინდა მამისას. "მე მკვდარი ვარ ყველაფრისთვის" - ამბობდა ის. დიახ, ის უკვე მკვდარი იყო, მას ვერ დაიტევდნენ ცოცხლები და 1825 წლის 25 ნოემბერს (ძვ.სტ.) მონასტრის წინამძღვრის კურთხევით უდაბნოში თავის სენაკს დაუბრუნდა. გზად, მდინარე საროვის ახლოს, გამოეცხადა ღვთისმშობელი წმინდა პეტრესა და იოანესთან ერთად. უფლის დედამ დაჰკრა მიწას კვერთხი და იქიდან წყარომ ამოხეთქა (ეს წყარო დღესაც მოედინება და სამკურნალოდ მადლმოსილია), შემდეგ კი მამა სერაფიმეს დივეევოს მონასტრის აშენება უბრძანა დასახლდა ძველ სენაკში ღირსი მამა და მთელი იმპერიიდან დაიძრნენ მისკენ მორწმუნენი. მაგრამ მის გულთან ყველაზე ახლოს მისი "ობლები" - დივეევოს დედები იყვნენ. ისინი ხშირად შესწრებიან უცნაურ სახილავს: მამა სერაფიმე თავისი ხელით როგორ აჭმევდა პურს დათვს. ერთხელ დედა ალექსანდრა ესაუბრებოდა მოძღვარს. უეცრად ტყიდან დათვი გამოვიდა და მათკენ წამოვიდა. მონაზონს შიშით თვალთ დაუბნელდა. წმინდა მამამ მიმართა ცხოველს: - დათუჩა, რად აშინებ ჩემს ობლებს? უკეთესია წახვიდე და ნუგეშისცემისთვის რაიმე მოგვიტანო, თორემ ვერაფრით ვუმასპინძლდებიო. დათვი მორჩილად გაბრუნდა უკან, ორი საათის შემდეგ მამა სერაფიმეს კარს მოადგა და დაიღრიალა - დაუძახა. გარეთ გამოსულ ღირს მამას თათებით ფოთლებში გახვეული თაფლი გაუწოდა.

აქვე გვსურს გავიხსენოთ მამა სერაფიმეს მიერ მოხდენილი ერთი დიდი სასწაული: ზამთარი იდგა. წმინდანს უდაბნოში თურმე მღვდელმთავარი ეწვია, რომელიც ეჭვით უყურებდა ღირს მამას. წმინდანმა თაყვანი სცა ეპისკოპოსს და სენაკში შეიპატიჟა. სტუმარმა ჰკითხა, - მამაო, შენზე ამბობენ, სასწაულებს ახდენსო. წმინდანმა უპასუხა, - სასწაულის მოხდენა მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს ძალუძსო. თან ცდილობდა, რაიმეთი გამასპინძლებოდა საპატიო სტუმარს. ეპისკოპოსი უარს ამბობდა ტრაპეზზე. სანამ ისინი საუბრობდნენ, სასწაული მოხდა - ოთახის კუთხეში ჟოლოს ბუჩქი ამოიზარდა. მამა სერაფიმე მივიდა, მოტეხა ნაყოფით დახუნძლული ტოტი და მიართვა მღვდელმთავარს. ამ სასწაულის ხილვით შეძრწუნებულმა ეპისკოპოსმა შენდობა სთხოვა წმინდა მამას და ღირსი მამის გარდაცვალებამდე, მისივე თხოვნით, ამ ამბავზე არაფერი უთქვამს.

მორწმუნე ერს ძალიან უყვარდა წმინდა მამა, რომელიც ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა. ძალზე იღლებოდა წმინდა სერაფიმე ხალხის მიღებით, ხანდახან სენაკის კარსაც აღარ აღებდა. მაშინ უფროსები კართან ბავშვებს უშვებდნენ. ბერის მოსიყვარულე გული როგორ გაუძლებდა წკრიალა ხმით შეძახილს: მამაო სერაფიმე, გვაკურთხე. კარს აღებდა და ყველას ეპატიჟებოდა. ერთხელ, ზაფხულში, სენაკიდან მეორე კარით გასულა და ბალახებში დამალულა. მშობლებმა ღირსი მამის მოსაძებნად პატარები გაუშვეს. მათ ძახილზე ბერი გამოვიდა და ანიშნებდა, არაფერი ეთქვათ მშობლებისთვის. გახარებულმა პატარებმა კი ჟრიამული ატეხეს: ვიპოვეთ, ვიპოვეთო.

ჩემო სიხარულო, - ასე მიმართავდა თანამოსაუბრეს. ჩემო სიცოცხლევ, რატომ არ მოდიხარ შენს მამიკოსთან, რატომ არ კოცნი, რატომ არ ეფერები, ნუთუ არ გიყვარსო, - ეუბნებოდა თავის სულიერ შვილს, გულში იკრავდა და მისგან სასოწარკვეთის სულს განაგდებდა. მრავალს განკურნავდა ლოცვით. ერთხელ თურმე ეშმაკეული ქალი მიუყვანიათ. ქალი მიწაზე დაცემულა და აყვირებულა, - დამწვავს, დამწვავსო. მამა სერაფიმეს მისთვის პირში ძალით ჩაუსხამს ნაკურთხი წყლის რამდენიმე წვეთი. ამ დროს ყველას დაუნახავს ქალის პირიდან ღრუბელივით ამოვარდნილი კვამლი. წმინდანმა უმალ ჯვარი გადასახა და ლოცვა წაიკითხა. ეშმაკისგან განთავისუფლებული ქალი ღმერთს ადიდებდა. წმინდა მამის ძალმოსილება ეშმაკებზე ჯოჯოხეთის სიღრმეებშიც კი ვრცელდებოდა. ორი იღუმენიაყოფილი მონაზონი გარდაიცვალა. ღმერთმა გაუმჟღავნა მამა სერაფიმეს, რომ მათ საზვერეები ვერ გაიარეს და სატანჯველს მიეცნენ. სამი დღე და ღამე ვევედრებოდი მე ცოდვილი უფლის დედას და შეიწყალა ისინი ღმერთმაო, - თქვა ღირსმა მამამ. ერთი მონაზონი თურმე წმინდა სერაფიმესთან ერთად ლოცულობდა. ამ დროს, დღისით-მზისით, საშინელი უკუნი ჩამოწვა. მონაზონი შიშით იატაკზე დაეცა, გონს რომ მოვიდა, მოძღვარმა აუხსნა: - იცი, ჩემო სიხარულო, რატომ მოხდა ასე? მე ერთი ცოდვილი, მაგრამ უკვე გარდაცვლილი სულისთვის ვლოცულობდი, სატანას გამოვტაცე ხელიდან. ის კი ისე განმირისხდა, რომ ჩემს სენაკში შემოფრინდა და ამიტომაც ჩამობნელდაო.

შეუძლებელია ვისაუბროთ წმინდა სერაფიმეზე და არაფერი ვთქვათ დივეევოს მონასტერზე. საროვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ღვთისმშობლისგან შეყვარებული, ივერიის, ათონის მთისა და კიევის შემდგომ მეოთხე წილხვედრი დივეევოს მონასტერი. უფლის დედის კურთხევით მონასტერს საძირკველი დედა ალექსანდრამ ჩაუყარა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ამ წმინდა საქმის აღსრულება წმინდა სერაფიმეს მოუხდა. მამა სერაფიმე უდაბნოდან ხელმძღვანელობდა მონასტრის მშენებლობას. არც ერთი ქვა აქ ღირს მამას თავისი სურვილით არ დაუდვია, ყველაფერს ღვთისმშობლის ნებით აღასრულებდა. მონასტრის ახლოს წმინდა სერაფიმემ ღვთისმშობლის კურთხევით მეორე სავანეც დააარსა, სადაც მხოლოდ ქალწულები მოღვაწეობდნენ. მონასტერს გარშემო მონაზვნებმა სამი არშინის სიღრმის თხრილი შემოავლეს. წმინდა სერაფიმე მას "ღვთისმშობლის ნაბიჯებს" ეძახდა - ამ თხრილის ადგილას გაუვლია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ახლაც დივეევოს მონასტრის მომლოცველნი ამ თხრილს უფლის დედისადმი ლოცვით უვლიან და 150-ჯერ ამბობენ "გიხაროდენს". მამა სერაფიმე ბრძანებდა, ბოლო ჟამს რუსი მღვდელმთავარნი იმდენად უღირსნი შეიქნებიან, რომ ყველაზე უმნიშვნელოვანესი დოგმატის - ქრისტეს აღდგომის და საყოველთაო აღდგომის რწმენა აღარ ექნებათ. ამ დროს უფალი ინებებს და აღდგომის დოგმატის დასტურად მკვდრეთით აღმადგენს. "მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მე საროვიდან გადავალ დივეევოში, სადაც საყოველთაო სინანულს ვიქადაგებ. ამ უდიდეს სასწაულზე დივეევოში მთელი ქვეყნიერებიდან შეიკრიბებიან ადამიანები, მათ ვუქადაგებ სინანულს, გავხსნი ოთხ ნეშტს და მათ შორის მეხუთე დავწვებიო" (აღვესრულებიო, - კ.კ.). ბოლო ჟამს ანტიქრისტე დივეევოს მონასტერსაც მიადგება, მაგრამ თხრილს ვერ გადალახავს, რადგან ეს თხრილი იქცევა კედლად მიწიდან ზეცამდეო.

სასწაულებით აღსავსე იყო წმინდა სერაფიმეს ცხოვრება და წმინდა იყო მისი აღსასრულიც. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხარება დღეს, გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წმინდანებთან ერთად. "ჩემო საყვარელო, მთხოვე, რაც გინდა", - უთხრა უფლის დედამ. ამის შემსწრე მონაზონი ევდოკია ჰყვებოდა: - მამა სერაფიმე მუხლებზე იყო დამხობილი ღვთისმშობლის წინაშე და უფლის დედა ძალზე მოწყალედ, ვითარცა ახლობელს, ესაუბრებოდა, ბოლოს უთხრა: ჩემო საყვარელო, მალე ჩვენთან იქნებიო და აკურთხა თავისი მორჩილი. დაემშვიდობნენ ღირს სერაფიმეს წმინდანები, ქალწულები ხელზე ეამბორნენ. ამ ხილვის შემდეგ უკვე ნაკლებად მიდიოდა საროვის მონასტრიდან უდაბნოში, ნაკლებად იღებდა ხალხს, ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე. ფიზიკურადაც სუსტდებოდა. მისი სიკვდილის წინ კიდევ შეებრძოლა ეშმაკი, კიდევ სცადა ღირსი მამის სახელის შელანძღვა ცილისწამებებით. "ეს იმას ნიშნავს, რომ მალე გავალ ამ ქვეყნიდანო". ხოლო ქრისტეშობის დღესასწაულზე უკვე განცხადებულად უთხრა მონასტრის იღუმენს, რომ მალე აღესრულებოდა. დაემშვიდობა ბერებს. 1833 წლის 1 იანვარს, ლიტურგიის შემდგომ, დაემშვიდობა ძმებს, წმინდა ხატებს. იმ დღეს სამჯერ გავიდა "ღვთისმშობლის მიძინების" ტაძრის საკურთხეველთან, სადაც მითითებული ჰქონდა თავისი დაკრძალვის ადგილი. დიდხანს უყურებდა მიწას მდუმარედ. საღამოს კი მეზობელ მამა პავლეს მისი სენაკიდან აღდგომის საგალობლები ესმოდა. "მამაო, ერთხელაც ხანძარი გაგიჩნდებაო", - უთხრა მორჩილმა, როცა მის სენაკში უამრავი სანთელი ნახა ანთებული. მამა სერაფიმემ უპასუხა, რომ ხანძარი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩნდებოდა. 2 იანვრის ღამეს, 2 საათზე, მამა პავლემ მამა სერაფიმეს სენაკიდან გამომავალი კვამლის სუნი იგრძნო. კარი შეამტვრიეს. იწვოდა სკამზე დადებული ნივთები და წიგნები. ცეცხლი ჩააქრეს, სანთელი აანთეს და იხილეს მცირე ანალოგიაზე დასვენებული ღვთისმშობლის ხატის წინ დამხობილი, გულზე ხელებდაკრეფილი ღირსი სერაფიმე - მას უკვე ეს სოფელი დაეტოვებინა. რვა დღე იყო დასვენებული მისი სხეული ტაძარში, დაკრძალვისას, როცა წესი აუგეს, მღვდელს, მამა ილარიონს, სურდა გარდაცვლილისთვის ხელში ჩაედო მიტევების ლოცვა. წმინდა სერაფიმეს ხელი თავისით გაიხსნა, ხოლო როცა ლოცვა ჩაუდეს, ისევ მოიკეცა.

70 წლის შემდეგღა შერაცხეს წმინდანად მამა სერაფიმე. ეს მოხდა 1903 წლის 19 ივლისს - მისი დაბადების დღეს. 100 000 კაცზე მეტი დაესწრო მის კანონიზაციას, მათ შორის - მეფის ოჯახიც. გაიხსნა საფლავიც და ღირსი მამის ნაწილნი ტაძარში დააბრძანეს თაყვანისცემისთვის და მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველებისამებრ, "შუა ზაფხულში აღდგომის საგალობლები იგალობეს". ოცი წლის შემდეგ ბოლშევიკებისგან შელანძღული წმინდა მამის ნაწილები უკვალოდ გაქრა. მისი მეორედ მოპოვება სასწაულებრივად მოხდა 1992 წელს და კვლავ საროვის მონასტერს დაუბრუნდა.

ბევრ ჩვენგანს ალბათ უგრძნია წმინდა ხატის წინ აღვლენილი ლოცვისას ღირსი მამის სიახლოვე. თითქოს ყურში ჩაგესმის და სულს გიმშვიდებს მისი ალერსიანი სიტყვები: "ჩემო ძვირფასო, ჩემო სიცოცხლევ, ნუ გეშინია"...
ბეჭდვაელფოსტა
14.01. 2016
violeta
shemewie da shavedre gvtismshobels chemi chxovreba daichvas wmindaoama serafim.
15.01. 2015
nino
shegcewie amao serafime,dagvifare yovelive gansacdelisgan
01.08. 2014
xatuna robaqidze
shegvewie wm mama serafime sarovelo,evedre ufals da gvtismshobels chemi codvebis mosateveblad,amin!!!
სხვა სიახლეები
24.05.2022
ღირსი ანტონი დაიბადა 1792 წელს. 1818 წელს მორჩილად შედგა საროვის მონასტერში. იქ წელიწად-ნახევრის ცხოვრების შემდეგ, დაბრუნდა არზამასში და 1822 წელს მაღალმთის მონასტერში აღიკვეცა ბერად ანტონის სახელით,
24.05.2022
წმინდა დიონისე რადონეჟელი დაიბადა დაახლოებით 1570 წელს რჟევში. ის დაქორწინდა და მღვდლის ხარისხი მიიღო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა
24.05.2022
ღირსი მამაი ჩვენი პოლუბიოსი წმინდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო, ის თან ახლდა თავის მასწავლებელს, როცა იგი გემით კონსტანტინოპოლიდან ბრუნდებოდა,
24.05.2022
წმინდა საბინე, ფინიკიელი იყო და ქალაქ ლიკიაში დაიბადა, სადაც ის წმინდა ეპიფანე კვიპრელმა მონათლა და შემდგომში მონაზვნად აღკვეცა.
24.05.2022
წმინდა ნიკოდიმოსი ნიჭიერი საეკლესიო მწერალი და განსწავლული ღვთისმეტყველი გახლდათ. იგი სხვა ბევრი სერბი მღვდელმთავრის მსგავსად თავიდან ათონის მთაზე მოსაგრეობდა,
24.05.2022
წმინდა სოფრომი XIII საუკუნეში კიევის მღვიმევის მონასტერში მოღვაწეობდა. იგი ყოველდღიურად მთელ "ფსალმუნს" კითხულობდა.
24.05.2022
სლავი ხალხების ეთნიკური ერთობა და თანამედროვე თავისებურებანი ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია. მეცნიერთა აზრით, ეს პროცესი ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულის დამდეგიდან იწყება.
22.05.2022
ეს სიკეთით აღვსილი მამა ირლანდიის ჩრდილოეთით, წარჩინებულ ოჯახში იშვა.
22.05.2022
ვარაუდობენ, რომ წმინდა ლავრენტი წარმოშობით ტრაპიზონიდან იყო და XIV საუკუნეში ცხოვრობდა.
22.05.2022
ეს მაღალღირსი მამა კიევ-პეჩორის ლავრაში XIII საუკუნის I ნახევარში მოღვაწეობდა და სავანის დამფუძნებლებს-წმინდა ანტონისა და თეოდოსის ჰბაძვიდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შიომღვიმისკენ მიმავალმა გზად "ჯოჯოხეთის ხევი" უნდა გადაიარო. ხევისა რა გითხრათ, მაგრამ გზა კი მართლაც ჯოჯოხეთურად არის დანგრეული. ცხონებული ზვიად გამსახურდიას შემდეგ მისი შეკეთებისთვის არავის უზრუნია. გზაც კი თითქოს სახეა წინაპართა მიმართ ჩვენი "სუფრული" სიყვარულისა...

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri