ღირსი კევინ გლენდალოხელი (+ 618) - ხსენება 03 (16) ივნისს
ღირსი კევინ გლენდალოხელი (+ 618) - ხსენება 03 (16) ივნისს
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი. ის ცხოვრობდა VI - VII საუკუნის დასაწყისში. წმინდანის ცხოვრება დაიწერა დაახლოებით მისი გარდაცვალებიდან 400 წლის შემდეგ.

წმინდანი დაიბადა დაახლოებით 498 წელს ლეინსტერის მხარეში, ირლანდიაში, წარჩინებულ აზნაურთა კოემლოგისა და კოემელას ოჯახში, შესაძლოა - ლეინსტერის სამეფო სახლის წევრთა შორის. გადმოცემით, მისი დაბადება სასწაულებრივი ნიშნებით აღინიშნა - დედას მშობიარობისას ტკივილი არ უგრძვნია, ხოლო სახლის გარშემო მოთოვილი თოვლი დნებოდა. ბავშვის ნათლობისას წმინდა ანგელოზი გამოეცხადა მშობლებს და მიუთითა დაერქმიათ შვილისთვის კოემგენი (კევინი), რაც ირლანდიურად ნიშნავს "კეთილშობილს". წმინდა კრონანმა, რომელმაც მონათლა ბავშვი, დაეთანხმა და თქვა: "ჭეშმარიტად, ეს იყო უფლის ანგელოზი, და როგორც მან უწოდა ბავშვს, ასე დაერქმევა მას". წმინდა კევინი პირველი იყო, ვისაც ეს სახელი ეწოდა.

შვიდი წლის ასაკში მშობლებმა იგი მონასტერში გაგზავნეს, წმინდა პეტროკის ხელმძღვანელობის ქვეშ, კორნუოლში. პეტროკმა მოღვაწეს შთაუნერგა წმინდა წერილის სიყვარული. უკვე 12 წლის ასაკში წმინდა კევინი მონაზვნებთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც კევინი დავაჟკაცდა და მღვდლობისთვის ემზადებოდა, მისი სულიერი მოძღვარი იყო წმინდა ნათესავი - ეოგანი, ანუ ევგენი, რომელიც არდსტროში იხსენიება[1].

მღვდლად კურთხევის შემდეგ, კევინმა, ანგელოზის თანხლებით, გადაკვეთა უიკლოუს მთები და დასახლდა ადგილას სახელწოდებით გლენდალოხი, რაც ნიშნავს "ორი ტბის ხეობას", რადგან ამ ადგილას ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს ორი ტბა - ზედა და ქვედა. აქ, ზედა ტბაზე, მის მიერ თავისი ყველაზე ცნობილი მონასტრის დაარსებამდე, წმინდა კევინმა შვიდი წელი იცხოვრა სრულ განმარტოებაში და ლოცვაში, ხუთი-შვიდი ფუტის ზომის, პატარა გამოქვაბულში, რომელიც გადმოცემით ანგელოზმა აჩვენა. ეს გამოქვაბული დღეს ცნობილია როგორც "წმინდა კევინის სარეცელი". განდეგილი ფეხშიშველი დადიოდა, უხეშ სამოსს იცვამდა, იკვებებოდა მხოლოდ მწვანილით, ძირხვენებითა და თხილით, მხოლოდ იშვიათად რთავდა ნებას თავს ეჭამა ხილი ან თევზი. ზამთრებში კევინი ზედა ტბაზე მიდიოდა სალოცავად, ყინულოვან წყალში კისრამდე იდგა. მოღვაწის მთავარი საქმე უდაბნოში იყო ლოცვა ღვთისადმი, რომელმაც თავის მსახურს სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა.

კევინის გარშემო თანდათანობით მოწაფეები იწყებდნენ შეკრებას, და ასე დააარსა მან გლენდალოხის მონასტერი, რომელსაც ეწერა გამხადარიყო ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გავლენიანი სამონასტრო ცენტრი მთელ ზურმუხტოვან კუნძულზე, როგორც ირლანდიას უწოდებდნენ. კევინი გახდა ამ მონასტრის პირველი წინამძღვარი. ერთ-ერთი გვიანდელი წყაროს თანახმად, კევინის წინამძღვრად დანიშვნის შემდეგ მალევე იგი წავიდა მომლოცველობით რომში და დაბრუნდა წმინდა მოღვაწეთა ნაწილებით, რომლებიც საზეიმოდ დაასვენეს მის სავანეში.

როგორც სხვა ირლანდიელი წმინდანები, კევინი ცხოვრობდა სრულ ჰარმონიაში ველურ ბუნებასთან, განსაკუთრებით ცხოველებთან, რომლებიც მას ემსახურებოდნენ. ამბობდნენ კიდეც, რომ ხეთა ტოტები და ფოთლები ზოგჯერ საოცარ სიმღერებს უმღეროდნენ წმინდანს! მოვიხსენიოთ რამდენიმე სასწაული წმინდა კევინისა.

ყველაზე ცნობილი ისტორია გვაუწყებს, რომ როდესაც წმინდა კევინი უძრავად იდგა მდუმარე, ღრმა ლოცვაში წინ გაწვდილი ხელებით, შავი შაშვი დაჯდა მის ხელისგულზე, ააშენა ბუდე, გამოჩეკა და გამოკვება ბარტყები, და შემდეგ გაფრინდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მოღვაწე იდგა, ლოცვაში ჩაფლული, გაუნძრევლად, ხოლო შაშვი მას კენკრით კვებავდა. მხატვრებს საუკუნეების განმავლობაში უყვარდათ ამ სიუჟეტის გამოსახვა წმინდა კევინის ცხოვრებიდან. სხვა ისტორიის თანახმად, გლენდალოხის ერთ-ერთ ტბაში ცხოვრობდა წავი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა განდეგილს. როდესაც ის მარტო ცხოვრობდა, დროდადრო მას თევზს მოუტანდა ხოლმე, ხოლო როდესაც ის მონასტრის წინამძღვარი გახდა, ძმობას ორაგულებს მოუტანდა, განსაკუთრებით შიმშილობის დროს. ერთხელ, როდესაც ღვთის კაცი კევინი ტბის ცივ წყალში ლოცულობდა (კელტი წმინდანების საყვარელი პრაქტიკა), მას შემთხვევით ლოცვანი ჩაუვარდა. მისმა მეგობარმა წავმა იმავე წუთში ამოყვინთა წყლიდან: მას კბილებით ეჭირა ლოცვანი, რომელიც მთელი და უვნებელი იყო! ერთხელ ერთ-ერთ მონაზონს ცდუნებამ სძლია: მას მოუნდა დაეჭირა და მოეკლა ეს წავი, და მისი ტყავისგან ხელთათმანები გაეკეთებინა თავისთვის. მაგრამ ჭკვიანმა ცხოველმა იგრძნო ბოროტი განზრახვა და დაუყოვნებლივ დატოვა ეს ადგილი სამუდამოდ.

მეფე კოლმანი იმდენად პატივს სცემდა წმინდა კევინს, რომ სთხოვა მას თავისი უმცროსი ვაჟის აღზრდა (მანამდე მეფის ყველა შვილი ჩვილობაში გარდაიცვალა და მმართველმა გადაწყვიტა თავისი უკანასკნელი შვილი წმინდა კაცის მფარველობისთვის მიენდო). წმინდანი სიამოვნებით დათანხმდა. მაგრამ მონასტერში არ ჰყავდათ ძროხა ბავშვის რძით გამოსაკვებად. იმავე დღეს უფალმა მონასტერში მოავლინა ირემი, რომელიც წმინდანის ბრძანებით იმ დღიდან კვებავდა უფლისწულს. ერთ დღეს მონასტერში შემოვარდა ძუ მგელი და შეჭამა ირემი. კევინმა დატუქსა მგელი მისი სასტიკი საქციელისთვის და უბრძანა იმ დღიდან ირმის ნაცვლად გამოეკვება სამეფო ყრმა - და მგელმა დაუჯერა.

გლენდალოხის მონასტრის დაარსების ლეგენდარული ისტორიაც საკმაოდ საინტერესოა. გადმოცემის თანახმად, როდესაც კევინი გამოქვაბულში ლოცულობდა, მასთან ყოველდღე მოდიოდა ძროხა და ლოკავდა მის სამოსს, გრძნობდა რა მოღვაწის სიწმინდეს. თავის პატრონთან დაბრუნებისას იგი იმდენ რძეს იძლეოდა, რამდენსაც 50 ძროხა იძლევა. გლეხმა გადაწყვიტა თვალი ედევნებინა თავისი ძროხისთვის და გაეგო რაში იყო საქმე. ასე გაიცნო მან წმინდა კევინი, რომელმაც თავისი თვინიერი საუბრით მაშინვე მოაქცია იგი ქრისტესკენ. გლეხმა მიიღო წმინდა ნათლობა მთელს ოჯახთან და მეზობელ სახლების მცხოვრებლებთან ერთად. ამის შემდეგ წმინდა კევინმა, ღვთიური სიბრძნით შთაგონებულმა, გადაწყვიტა დაეტოვებინა თავისი განდეგილური საცხოვრებელი, დაეწყო ქადაგება მახლობელ დასახლებებში და აეშენებინა მონასტერი.

იმ დროს გლენდალოხს მართავდა მოხუცი წარმართი მეფე ო'ტული. მას ჰყავდა საყვარელი ბატი, რომელსაც სიბერის გამო აღარ შეეძლო ფრენა. მმართველმა, გაიგო რა წმინდა კევინისა და მისი სახელოვანი ცხოვრების შესახებ, სთხოვა მას ისე მოქცეულიყო, რომ ბატი კვლავ გაახალგაზრდავებულიყო. წმინდანი დათანხმდა მის თხოვნას, მაგრამ ერთი პირობით: მეფეს მისთვის მონასტრის დასაარსებლად იმდენი მიწა უნდა ებოძებინა, რამდენსაც ბატი გადაიფრენდა. ო'ტული დათანხმდა, ფიქრობდა რა, რომ წმინდანს მაინც არაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ ღვთისმოსავი კაცი შეეხო ფრინველს - და ის მაშინვე გაახალგაზრდავდა. ბატმა გადაუფრინა მთელ გლენდალოხის ველს, რომელიც იმ დღიდან მონასტერს ეკუთვნოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტოროლები არ დაფრინავენ გლენდალოხზე. მიზეზი შემდეგში მდგომარეობს. მუშებმა, რომლებმაც დაიწყეს მონასტრის მშენებლობა, გადაწყვიტეს ისე ბეჯითად ემუშავათ, რომ დილით ტოროლებთან ერთად დგებოდნენ და კრავებთან ერთად წვებოდნენ. მაგრამ მალევე მშენებლებს ძალა გამოელიათ და მათი სამუშაოს ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა. წმინდა კევინმა, შეიტყო რა რამდენად ადრე იღვიძებდნენ ტოროლები, დაიწყო გულმხურვალე ლოცვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. იმავე წუთს ყველა ტოროლა, რომელიც გლენდალოხში ცხოვრობდა, უეცრად გაქრა. მშენებლობა წარმატებით დასრულდა, ხოლო ფრინველები აღარასდროს დაბრუნებულან ამ ადგილას.

ერთხელ წმინდანთან მიირბინა გარეულმა ტახმა, როდესაც კევინი ხის ქვეშ ლოცულობდა. ცხოველი მთელი თავისი იერით ითხოვდა დაცვას, რადგან მას მონადირეები მეძებრებით მისდევდნენ. მეძებრებმა, მიუახლოვდნენ რა, დაინახეს წმინდანი, რომელიც ტახთან ახლოს იდგა და მორჩილად დაწვა მიწაზე. მონადირეები მაინც აპირებდნენ ტახის მოკვლას, მაგრამ ამ დროს ხეზე დაჯდა უზარმაზარი გუნდი ფრინველებისა - ამაში მონადირეებმა ზეციური ნიშანი დაინახეს და აჩქარდნენ წასასვლელად.

ერთხელ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ეპილეფსიის შეტევებით იტანჯებოდა, სასწაულებრივ გამოცხადებაში მიიღო ბრძანება წასულიყო მონასტერში წმინდა კევინთან და შეეჭამა მონასტრის ვაშლი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე არც ერთი ვაშლის ხე არ იზრდებოდა. მაშინ კევინმა უბრძანა ახლოს მდგარ ტირიფებს ამიერიდან მოესხათ ვაშლები (ბუნების კანონის საწინააღმდეგოდ!) - და ხეები მაშინვე დაემორჩილნენ! ავადმყოფი განიკურნა, ხოლო გლენდალოხის ტირიფებზე კიდევ ძალიან დიდხანს იზრდებოდა ვაშლები.

როდესაც კევინი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მას ანდეს ცხვრის ფარის მწყემსვა. ერთხელ გვერდით ჩაიარეს ღარიბმა ადამიანებმა. კევინმა შეიბრალა ისინი და ოთხი ცხვარი მისცა. საღამოს კი აღმოჩნდა, რომ ფარაში იმდენივე ცხვარი დარჩა, რამდენიც თავიდან იყო. სხვა დროს მონასტერს, სადაც ახალგაზრდა კევინი მორჩილად შრომობდა, ეწვივნენ მომლოცველები, რომლებიც მშივრები იყვნენ და საჭმელი ითხოვეს. იმ დროს კევინი სამზარეულოში იყო. წმინდანმა, ღვთის მცნების აღსრულებით, დააპურა მშიერი სტუმრები, მისცა რა მათ საკვები, რომელიც იმ დროს მინდორში მომუშავე ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი. საღამოს კევინს საყვედური უთხრეს მისი საქციელისთვის. მაგრამ წმინდანმა სთხოვა ცარიელი ლუდის ჭურჭელი წყლით შეევსოთ და ყველა ძვალი, რაც საჭმლის შემდეგ დარჩა, ერთად შეეგროვებინათ. შემდეგ წმინდანმა გვერდზე ილოცა - და ჭურჭელი შესანიშნავი ზეთით აივსო, ხოლო ძვლები ხორცით დაიფარა.

ერთხელ მუშას ქვა დაეცა და თვალი დაუზიანა. კევინი მივიდა უბედურთან, ჯვარი გადასახა თვალზე - და ადამიანს მხედველობა მაშინვე დაუბრუნდა.

ყოველდღე ერთი საათის განმავლობაში წმინდანი გულმოდგინედ ლოცულობდა გლენდალოხის ორი ტბიდან ერთ-ერთში. ანგელოზები ხშირად ეხმარებოდნენ ღვთის კაცს, ბევრჯერ იხსნეს იგი საფრთხის წუთებში. ასე, ერთხელ, ანგელოზებით გარშემორტყმულმა ღვთისმოსავმა განდევნა უზარმაზარი და საშინელი ურჩხული, რომელიც ერთ-ერთ ტბაში ბინადრობდა და შიშის ზარს სცემდა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და საქონელს (სავარაუდოდ, ეს იყო ეშმაკი; მსგავსი შემთხვევები აღწერილია ირლანდიისა და შოტლანდიის სხვა წმინდანების ცხოვრებაშიც). "დრაკონის" განდევნის შემდეგ წმინდანმა აკურთხა ტბა, რათა მისი წყალი იმ დღიდან დახმარებოდა ავადმყოფებს.

იყო ასეთი შემთხვევაც. ერთმა ქალმა, უწმინდური ფიქრებით შეპყრობილმა, მიაკითხა გლენდალოხის მონასტერს, განზრახული ჰქონდა რა დაეყოლიებინა კევინი დაერღვია თავისი სამონაზვნო აღთქმები. წმინდანმა, დაინახა რა მისი ზრახვები, ქალს ჯინჭრით ოდნავ გადაუჭირა, რის შემდეგაც ის მაშინვე გონს მოეგო, სინანულით აღივსო, მოგვიანებით კი საერთოდ მიატოვა წუთისოფელი და მრავალი წლის განმავლობაში ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა (მონათხრობი იმის შესახებ, თითქოს წმინდანმა ეს ქალი ტბაში გადააგდო და დაახრჩო, რა თქმა უნდა, სრული გამონაგონია, რომელიც წმინდანის ცხოვრებიდან დაახლოებით 1000 წლის შემდეგ გაჩნდა).

მაგრამ წმინდა კევინს ისე უყვარდა განდეგილობა, რომ გლენდალოხის წინამძღვრად გარკვეული დროის მსახურების შემდეგ, კვლავ განმარტოვდა ჭვრეტითი ცხოვრებისათვის, თუმცა ოთხი წლის შემდეგ ძმობამ დაარწმუნა დაბრუნებულიყო მშობლიურ სავანეში და გაეგრძელებინა წინამძღვრის, მასწავლებლისა და მოძღვრის ღვაწლი. კევინმა ამაში ღვთის ნება დაინახა და სიხარულით დაბრუნდა გლენდალოხში, სადაც წინამძღვრობდა თავისი დღეების დასასრულამდე, განაგებდა რა ძმობას 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე სავანე შესამჩნევად გაფართოვდა, აშენდა ახალი ტაძრები (სულ შვიდი გახდა) და დაემატა შემდგომში სახელგანთქმული "მრგვალი კოშკი". თემი ივსებოდა სულ ახალი და ახალი მკვიდრებით. ხოლო ღირსი მამის მიერ დაარსებულ სამონასტრო სემინარიაში მიდიოდნენ უბრალონი და წარჩინებულნი, ღარიბნი და მდიდარნი, ახალგაზრდები და მოხუცები, რათა მიეღოთ დარიგებანი ქრისტიანულ და სამონაზვნო ცხოვრებაში.

უამრავი ხალხი ირლანდიის სხვადასხვა რეგიონიდან მოდიოდა წმინდა წინამძღვარ კევინთან რჩევის, ნუგეშისა და განკურნებისთვის - და თითოეული იღებდა მისგან დახმარებას.

წმინდანი უფალთან მიიცვალა 618 წელს. ძველთაგანვე ითვლება, რომ უფალმა დააჯილდოვა იგი ისეთი დღეგრძელობით, რომ ღვთისმოსავმა 120 წლამდე იცოცხლა. კევინი პირადად იცნობდა იმ დროის მრავალ სხვა ირლანდიელ წმინდანს, მაგალითად კომგალს, კოლუმბას, კენეტს (კანისს) და კიარან კლონმაკნოისელს. ძველი გადმოცემის თანახმად, კევინმა, ზეციდან შთაგონებულმა, ინახულა წმინდა კიარანი მის აღსასრულამდე და უკანასკნელად აზიარა. გამოსამშვიდობებლად კიარანმა წმინდანს თავისი ზარი აჩუქა.

კევინის მოწაფეებიდან ვახსენოთ წმინდა მოლინგი, ფერნის ეპისკოპოსი.

წმინდა კევინის განსვენების შემდეგ მისი მონასტერი გლენდალოხში განაგრძობდა ზრდასა და განვითარებას, წარმოშვა რა მრავალი წმინდანი. დროთა განმავლობაში სავანე გადაიტანეს გლენდალოხის ქვედა ტბასთან უფრო ახლოს.

გლენდალოხი გახდა ერთ-ერთი უსახელოვანესი სამომლოცველო ცენტრი ირლანდიაში. გლენდალოხის მკვიდრებმა და მისი სემინარიის კურსდამთავრებულებმა დააარსეს არაერთი სხვა სამონასტრო თემი მთელს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 1111 წელს გლენდალოხმა შეიძინა ეპარქიის სტატუსი, რომელიც საუკუნის შემდეგ დუბლინის ეპარქიას შეუერთდა. შუა საუკუნეებში სავანემ გადაიტანა წარმართი ვიკინგების ოთხი მძვინვარე თავდასხმა, მაგრამ ყოველ ჯერზე სრულად აღდგებოდა.

მის სკრიპტორიუმებში შექმნილ შედევრთა შორის იყო ძველი "გლენდალოხის სახარება", რომელიც ჩვენამდე არ მოღწეულა.

ძველად ითვლებოდა, რომ ორი მომლოცველობა გლენდალოხში უტოლდებოდა ერთ მომლოცველობას რომში.

სამწუხაროდ, ეს ბრწყინვალე მონასტერი 1398 წელს ინგლისის არმიამ დაანგრია, მაგრამ ეკლესია ამ ადგილზე განაგრძობდა ფუნქციონირებას, მიუხედავად ყველაფრისა.

წმინდა კევინს პატივს მიაგებენ როგორც უიკლოუს საგრაფოს გლენდალოხის ოფიციალურ მფარველს და დუბლინის კათოლიკური ეპარქიის ერთ-ერთ მფარველს. მრავალი მორწმუნე დღემდე უწოდებს მას "მთელი ირლანდიის სასწაულმოქმედს" და ცხოველთა მფარველს.

დღესდღეობით გლენდალოხში - ამ უძველეს, წმინდა და მშვენიერ ადგილას - ტარდება რეგულარული მომლოცველობები. ზედა ტბასთან ახლოს თავმოყრილია ყოფილი მონასტრის ზოგიერთი შემორჩენილი ნაგებობა. ცნობილია, რომ წარსულში გლენდალოხი წარმოადგენდა რაღაც "სამონასტრო ქალაქის" მსგავსს. მთავარი ეკლესიის გარდა წმინდა კევინის მონასტერი მოიცავდა სამონასტრო კორპუსს, სადგომებს სავანეში მშრომელ ერისკაცთათვის, სკრიპტორიუმებს ხელნაწერთა გადასაწერად, სახელოსნოებს, საავადმყოფოს, სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებს და სასტუმროს მომლოცველებისა და სტუმრებისთვის. შემორჩენილი ნაგებობები IX-XII საუკუნეებს განეკუთვნება. ძველ ძეგლებს შორის, რომელთა მონახულება და ნახვა დღესაც შეიძლება გლენდალოხში, დავასახელოთ კარიბჭე სამონასტრო ქალაქში (უნიკალური მთელს ირლანდიაში); კელტური "მრგვალი კოშკი" 30 მეტრის სიმაღლით (ასეთ კოშკებს აშენებდნენ ირლანდიაში როგორც სამრეკლოებს, მაგრამ მათ ასევე იყენებდნენ როგორც საცავებს და თავშესაფრებს თავდასხმების შემთხვევაში); დიდებული წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის ნანგრევები (მისი ზოგიერთი ნაწილი ნორმანულ პერიოდს განეკუთვნება; შიგნით შემორჩენილია კიდეც ძველი ემბაზი და კარადა, სადაც ბარძიმებს ინახავდნენ); წმინდა კევინის კელტური ჯვარი ტაძრის გვერდით, გაკეთებული ადგილობრივი გრანიტის მთლიანი ქვისგან (ითვლება იშვიათ სიწმინდედ: მრავალი მომლოცველი სწამს, რომ თუ მორწმუნეს შეუძლია სრულად მოხვიოს ამ ჯვარს ხელები, მაშინ უახლოეს დროში ახდება ყველა მისი სავედრებელი ლოცვა); მღვდელთა სახლი რომანულ სტილში, ნაწილობრივ გადაკეთებული XVIII საუკუნეში (აქ მღვდლებს კრძალავდნენ; შესაძლოა, შემორჩენილია თვით წმინდა კევინის ნაწილებიც; ცნობილია განკურნების შემთხვევები ამ ადგილზე); მშვენიერი ეკლესია წმინდა კევინის სახელობისა (უფრო ცნობილია როგორც "წმინდა კევინის სამზარეულო"); ძალიან ძველი წმინდა კიარან კლონმაკნოისელის ეკლესია, რომლის ნანგრევებიც აღმოაჩინეს XIX საუკუნის ბოლოს; ეკლესიები ღვთისმშობლის (ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ამ ადგილზე), ყოვლადწმინდა სამების,  ქრისტე მაცხოვრის სახელობისა და "Reefert church", რომლის სახელწოდებაც მიუთითებს იმაზე, რომ მასში მეფეებს კრძალავდნენ.

ზედა ტბასთან ახლოს მდებარეობს წმინდა კევინის უსახურავო სენაკი (დიამეტრით 3,6 მეტრი, აგებულია მრგვალი ქოხის - "სკის" ფორმით; აქ წმინდანი მარტო ლოცულობდა), წმინდა კევინის გამოქვაბული (ზემოთ ნახსენები) და მასთან ახლოს მდებარე უძველესი ეკლესია, ასევე ადრეული ჯვრები. წმინდანმა, როგორც ჩანს, მთელ ლენსტერში დააარსა მრავალი ასეთი სენაკი თავისი მოწაფეებისთვის, რომლებსაც ასწავლიდა მონაზვნურ წესებს. წმინდა კევინის გამოქვაბულთან ("სარეცელთან"), რომელიც შესანიშნავად არის შემონახული, დღეს თითქმის არ არის წვდომა, თუმცა მომლოცველებს მაინც შეუძლიათ მისი დანახვა.

"სამონასტრო ქალაქის" ნანგრევებთან ახლოს მდებარეობს წმინდა კევინის წყარო, რომელშიც წყალი მთელი წლის განმავლობაში არ დგას.

გლენდალოხში ასევე მოქმედებს ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც აცნობს ამ ადგილის ისტორიას და შეიცავს საინტერესო არტეფაქტებს.

გლენდალოხი კვლავ რჩება განმარტოებულ პატარა ხეობად ორი ტბით, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია უიკლოუს მთებით, სადაც, ისევე როგორც ათასი წლის წინ, სუფევს მშვიდობა, სიწყნარე, სიწმინდის და მონაზვნური ლოცვის ატმოსფერო.

მრავალი მეცნიერი თვლის, რომ წმინდა კევინი ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული სამხრეთ დუბლინის რაიონის კილნამანას დასახლებასთან ლენსტერის პროვინციაში. ახალგაზრდობაში იგი შესაძლოა, აქ სწავლობდა, ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას ან ააშენა მონასტერი. წმინდა კევინის სახელზე ნაკურთხი ეკლესია აქ საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ, XX საუკუნის ბოლოს ამ ადგილის მასობრივი განაშენიანებისას დაანგრიეს. წმინდა კევინის წყარო კილნამანაში, რომლის წყალსაც სამკურნალო თვისებები აქვს, დღემდე არსებობს, თუმცა მასთან წვდომა შეზღუდულია.

უახლოეს პერიოდში ქალაქში აშენდა ახალი ეკლესია წმინდა კევინის სახელზე.

კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები, რომლებიც წმინდა კევინის სახელზეა აგებული, შეიძლება ვიპოვოთ ისეთ ქვეყნებსა და რაიონებში, როგორიცაა ირლანდია, შოტლანდია, აშშ, კანადა და ავსტრალია. "კევინი" (და მისი ზოგიერთი წარმოებული) დღემდე რჩება ძალიან გავრცელებულ სანათლავ სახელად საფრანგეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, უნგრეთში, სლოვენიაში და თვით ჩილეშიც კი.

სტატიის წყარო: Преподобный Кевин, игумен Глендалохский, чудотворец

შენიშვნა:

[1] გადმოცემის თანახმად, წმ. ევგენიმ დააარსა კილნამანას მონასტერი დუბლინთან ახლოს და იყო მისი წინამძღვარი თითქმის 15 წლის განმავლობაში. წმ. კევინი შესაძლოა ყოფილიყო მის მოწაფეთა შორის ამ სავანეში. მოგვიანებით წმ. ევგენი გახდა პირველი ეპისკოპოსი არდსტროში. გარდაიცვალა დაახლოებით 550 წელს. ითვლება დერის რაიონის წმინდა მფარველად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat