ილოცე, მხურვალედ შესთხოვე წმინდა სერაფიმეს განკურნება, მისთვის ყველაფერი შესაძებელია ღვთის წინაშე
ილოცე, მხურვალედ შესთხოვე წმინდა სერაფიმეს განკურნება, მისთვის ყველაფერი შესაძებელია ღვთის წინაშე
წმინდა სერაფიმე საროველის სასწაულები
* ჩემი უსაყვარლესი საეკლესიო მწერლის სერგი ნილუსის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია წმინდა სერაფიმე საროველს. სწორედ მან გამოაქვეყნა პირველად წმინდა სერაფიმეს საუბარი მიხეილ მოტოვილოვთან სულიწმინდის მოხვეჭის შესახებ. წმინდა მამის შეწევნით, სერგი ფიზიკურადაც და სულიერადაც განიკურნა და ასე დაიწყო მისი სულიერი ცხოვრება. შემდგომშიც ბევრჯერ უგრძნია ღირსი მამის გვერდით დგომა. ერთი ამგვარი სასწაული 1921 წელს მოხდა.

რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. სერგის სახლს რამდენიმე მღვდელმონაზონმა და არქიმანდრიტმა შეაფარა თავი. სოფელი წითელარმიელებმა დაიკავეს, გარშემო ათასნაირი ბანდა დაძრწოდა. წითელარმიელები საღამოს მათ სახლთან მიიპარნენ მის მკვიდრთა საძარცვ-ამოსახოცად. მაგრამ მათ ხელი შეუშალა მოხუცმა ღამის დარაჯმა, რომელიც სახლს გარს უვლიდა ბურთულიანი ჯოხის კაკუნით. ელოდნენ მის წასვლას და ამ ლოდინში ჩაეძინათ. მეორე ღამესაც იგივე განმეორდა. რაღას ვუცადოთ, ათნი ვართ, ის კი ერთიაო, - თქვეს და დარაჯისკენ გასწიეს. მიუახლოვდნენ თეთრწვერა ბერიკაცს. მეთაურმა მოხუცს ნაჯახი მოუქნია, დარაჯი უჩინო შეიქნა. მეთაური დამბლადაცემული უგონოდ დაეცა. მისი ცოლი შემდგომში ატირებული მივიდა მამებთან და უამბო, თუ როგორ გადაარჩინა ისინი ვიღაც "დარაჯმა". დარაჯი კი არა, შეშინებულები ვიმალებით, თვალში რომ არავის შევეჩხიროთო, - უთხრა არქიმანდრიტმა. მამაო, თქვენ თვითონვე მოაყოლეთ ამ დარაჯის ამბავიო, - სთხოვა ქალმა. მოძღვრის რჩევით, დამბლადაცემული ნილუსების კარის ეკლესიაში მიიყვანეს. მოძღვარმა, ვიდრე აღსარებას მიიღებდა, კაცს საამბორებლად წმინდა სერაფიმეს ხატი გაუწოდა. სნეულს ისტერიული ყვირილი აღმოხდა: - ის არის, ისო! ბოროტმოქმედმა იმღამინდელი ღამის დარაჯი შეიცნო. თვალთაგან სინანულის ცრემლები წამოუვიდა, საღვთო სიყვარულმა ის არა მარტო მყისიერად განკურნა, არამედ სავსებით შეცვალა. წირვის შემდეგ კაცმა ყველას უამბო, რაც მოხდა იმ ღამეს, რის მერეც სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.

* ნადეჟდა ბარი მოგვითხრობს: ჩემი ვაჟი 20 წელი ეპილეფსიით იტანჯებოდა. დღეში შვიდჯერ მაინც მოუვლიდა ავი ზნე, ხან ოცჯერაც კი დაცემულა. ადამიანურად რაც შესაძლებელი იყო, ვმკურნალობდით სნეულს: ალოპათიით, ჰომეოპათიით, ჰიდროპათიით... ამ დროის მანძილზე ჩემი მეუღლეც ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასაც ვუვლიდი და ამიტომ ვერ მოვახერხე ჩემი სანუკვარი ოცნების აღსრულება: წმინდა სერაფიმეს საფლავის მოლოცვა. 1875 წლის აგვისტოში თავი ვანებეთ მკურნალობას და ჩემს ვაჟთან ერთად საროვში გავემგზავრე. გზად შეტევა არ მოსვლია. ოთხი დღე ვიცხოვრეთ საროვში. მრავალგზის ვილოცეთ მამა სერაფიმეს საფლავზე, ჩემი შვილი ყოველდღე ბანაობდა მამა სერაფიმეს წყაროში. არც საროვში, არც უკანა გზაზე შეტევა არ მოსვლია. ნოემბერში ერთხელ მოუვიდა შეტევა, ისიც მსუბუქად. მას მერე აღარაფერი დამართვია, უფალმა სრულიად განკურნა.

* ვლადიმირში ერთ ოჯახში სამი ტყუპი დაიბადა - ორი გოგო და ერთი ბიჭი! სტატისტიკის მიხედვით, ასეთი რამ მხოლოდ 6 500 მშობიარობისას ერთხელ შეიძლება მოხდეს. ვლადიმირში ასეთი რამ ბოლოს ოთხი წლის წინ მოხდა.

ირინე და დიმიტრი 11 წლის ცოლ-ქმარი იყო. მათ ბედნიერებას მხოლოდ შვილი აკლდა. იყვნენ ექიმებთან. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, ირინა კი არ ფეხმძიმდებოდა. გადაწყვიტეს დივეევოს მოლოცვა. იბანავეს წმინდა სერაფიმეს წყაროში. გავიდა ცოტა ხანი და ირინამ სასიხარულო ამბავი ამცნო ქმარს. ექოსკოპიით კი შეიტყვეს, რომ სამი ტყუპი ეყოლებოდათ.

* დაცვის თანამშრომელი ნიკოლოზი ჰყვებოდა: 2005 წლის ივლისში დივეევოს მონასტერში, ღვთისმშობლის კურთხევით გათხრილ არხთან, ერთი კაცი მოვიდა. ძლივს დადიოდა და გავიფიქრე, - როგორ უნდა გადალახოს არხი-მეთქი. მან არხი უფრო მალე გაიარა, ვიდრე თავისი მდგომარეობა საშუალებას აძლევდა. არხის ბოლოს აღმართულ ჯვარს ეამბორა, თან ცრემლს იწმენდდა. გამოველაპარაკე. სერგი ერქვა, კრასნოიარსკელი იყო. მშობლები ავარიაში დაეხოცნენ, მას კი ექიმებმა უთხრეს, ფეხზე ვერ გაივლიო. ერთხელ დივეევოზე წიგნი წაიკითხა და აქ საგანგებოდ ჩამოვიდა. ყავარჯნები გამოვართვი, ხელი მოვკიდე და საუბარ-საუბრით წავედით. მალე ხელიც გავუშვი. დაუხმარებლად, კოჭლობით მომყვებოდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა, - სიზმარში ვარო. მერე უეცრად შეჩერდა და ღმერთს მადლობა შესწირა. თქვა, მალე მთელი კრასნოიარსკი შეიტყობს, რაც აქ მოხდაო. ვკითხე, არხზე როგორ ლოცულობდი-მეთქი. ლოცვა არ ვიცი, მხოლოდ ეს ვთხოვე: - მამაო ზეციერო, განმკურნე, იესო ქრისტე, განმკურნე-მეთქი. სერგი სასტუმრომდე მივაცილე. სასწაულის ხილვით გამოწვეული სიხარული კი დიდხანს გამყვა.

* ირკუტსკელი მარინა ჰყვება: 2001 წლის 11 იანვარს პირველი შვილი შემეძინა. ვანია დღენაკლული (29,5 კვირისა) დაიბადა, 780 გრამი იყო, 30 სანტიმეტრი სიგრძისა. ექიმებმა - დიდხანს ვერ იცოცხლებს, ხოლო თუ გადარჩა, საშინელი სნეულებები გამოჰყვებაო. იგი ახალშობილადაც კი არ ჩაწერეს - შვიდი დღე ვაცალოთ, თუ გადარჩებაო. მე ამ დროს რეანიმაციაში ვიყავი და გულმხურვალედ ვევედრებოდი ყველა წმინდანს. ანაზდად თვალწინ წარმომიდგა ჯერ მაცხოვრის ხატი, მოგვიანებით - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მერე კი მამა სერაფიმესი. შევთხოვე: - მამაო, შეეწიე ჩემს ბიჭს, ილოცე მისთვის-მეთქი. შვილო, ჩვენ ყველანი ვლოცულობთო. დიდება უფალს, ვანია უკვე რვა წლისაა და პირველ კლასშიც წავიდა.

* ერთი კაცი ჰყვებოდა, - თურმე მანქანით არზამასის გზაზე მიმავალს მინდორში ბერიკაცი დაუნახავს. მანქანაში ჩაუსვამს. ბერიკაცს ცოდვების გამო დაუტუქსავს და მონასტერში წასვლა უბრძანებია. მძღოლი გაბრაზებულა, - მე პატივი გეცი, მანქანით მიმყავხარ, შენ კი აქეთ მლანძღავო და ბერიკაცი მანქანიდან ჩამოუსვამს. დივეევოს რომ ჩაუარა, მაინც უფიქრია, - მონასტერში შევიხედავო. სამების ტაძარში, თავისდა გასაოცრად, ის ბერიკაცი ღირსი სერაფიმე საროველის ხატზე უნახავს. ყვირილი აუტეხია: - ეს მოხუცი მანქანითაც კი წამოვიყვანეო. ისე ხმაურობდა თურმე, რომ იძულებული გამხდარან, ტაძრიდან გაეყვანათ.

* ერთი ქრისტიანი ქალი ჰყვებოდა: ჩემი ქალიშვილი ვერა ბრმა დაიბადა და ბრმა იყო ცხრა წელი. ძალიან ვიტანჯებოდი, დღედაღამ შვება არ მქონდა. საუკეთესო თვალის ექიმები მეუბნებოდნენ, არ განიკურნებაო. ღვთისა და მისი წმინდანის, ღირსი სერაფიმეს იმედიღა დამრჩა. საროვში ორი კვირა დავყავით. პირველი კვირა ტაძრიდან არ გამოვდიოდით. წმინდა სერაფიმეს ლუსკუმასთან ვიყავი დამხობილი და ღირს მამას ქალიშვილის განკურნებას ვევედრებოდი, მაგრამ ჩვენს ლოცვას წმინდანი არ ისმენდა. შინ დაბრუნება გადავწყვიტე. ეტლი დავიქირავე, რომელიც მონასტრის სასტუმროსთან მელოდა. აუტანელი მწუხარებისგან გული მეფლითებოდა. იმავდრულად, ღვთისა და მამა სერაფიმეს შეწევნის იმედს არ ვკარგავდი. ვერას ხელი მოვკიდე და უკანასკნელად შევედით ტაძარში. შვილი წმინდა სერაფიმეს ლუსკუმასთან დავაჩოქე და აქვითინებულმა ვუთხარი: - ილოცე, მხურვალედ შესთხოვე წმინდა სერაფიმეს თვალის განკურნება. მისთვის ყველაფერი შესაძებელია ღვთის წინაშე-მეთქი. მეც სულშეძრული ვევედრებოდი წმინდანს, უნუგეშოდ არ გავეშვი.

უეცრად ვერამ მთელი ტაძრის გასაგონად დაიყვირა: - დედა, ვხედავ, დედა, ვხედავო! ენით აუწერელი იყო ჩვენი სიხარული, ვმადლობდით ღმერთსა და მის წმინდანს, მამა სერაფიმეს.

* ნიჟეგოროდელი სერგი სიყმაწვილის წლებიდან ნარკომანობით იტანჯებოდა. 1996 წელს დედამ აიძულა, ცოლ-შვილთან ერთად დივეევოში წასულიყო და ჯვარი დაეწერა. გავიდა კიდევ სამი წელი. მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა, სერგი თვითონაც იტანჯებოდა და სხვებსაც ტანჯავდა, განკურნება სურდა, მაგრამ არაფერი შველოდა. კვლავ ეწვია დივეევოს. მამა სერაფიმეს წყაროზეც მივიდა და იქ სასწაული მოხდა. სერგი ჰყვებოდა, რომ როცა ლოცვით სამჯერ ჩაეშვა წყალში, იგრძნო, რაღაც საბურველივით გადაეხსნა სულიდან, შიგ სიხარული და სიმშვიდე ჩაეღვარა. იგრძნო, რომ მის ცხოვრებას განეშორა ნარკოტიკები, სასმელი, თამბაქო და სხვა დამღუპველი ვნებები. ახლა ის მშვენიერი მეოჯახეა და სულიერ ცხოვრებას ცდილობს.

* ერთ მღვდელს ჰყავდა ვაჟი, ნიკოლოზი, რომელმაც უნივერსიტეტში ჩაბარების მერე რწმენა დაკარგა, თავი ანება ლოცვას და საეკლესიო მსახურებაზე სიარულს.

მოახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული.

- ეგებ წასულიყავი ღამისთევაზე - ხვალ ხომ დიდი დღესასწაულია, - სთხოვა დედამ, - მე და მამაშენს გაგვიხარდებოდა, თუკი ეკლესიაში წახვიდოდი.

შვილმა გაღიზიანებულმა უპასუხა:

- ხომ გითხარით, იქ არაფერი მესაქმება-მეთქი. კარგი რა დამემართება იმ დახუთულ გარემოში.

- ფრთხილად, შვილო, ღმერთმა არ დაგსაჯოს მაგ სიტყვების გამო, - შეწუხდა დედა.

იმავე ღამეს ყმაწვილმა თაროდან რაღაცის აღება დააპირა და ტკივილით ყვირილი აღმოხდა. იღლიის ქვეშ სიმსივნე გასჩენოდა და ხელის განძრევასაც კი უშლიდა. ტკივილი ძლიერდებოდა და სიმსივნეც სწრაფად იზრდებოდა. დილით ექიმი მოიწვიეს. მან: უნდა დავუცადოთ, ვიდრე სიმსივნე მომწიფდება და მერე შეიძლება ოპერაციის გაკეთებაო.

გაგრძელდა მძიმე და უძილო ღამეები. ყმაწვილს არ დავიწყებია, რომ მისი ავადმყოფობა მას მერე დაიწყო, რაც დედამისმა ღვთის სასჯელი უწინასწარმეტყველა. რწმენა ბოლომდე არ ჰქონდა დაკარგული და სინდისმაც გაიღვიძა. დედის ოთახში წმინდა სერაფიმეს ხატი ნახა და სთხოვა, - ამაღამ გამატანეო. შუაღამისას დედა შვილის ყვირილმა გააღვიძა. ქალი სასწრაფოდ შევიდა მასთან. ნიკოლოზი საწოლზე იჯდა, იატაკი და ლოგინი ჩირქით იყო მოთხვრილი. აღელვებულმა ყმაწვილმა უთხრა:

- ჩემთან ახლა ღირსი სერაფიმე მოვიდა და მითხრა, - თუ არ შეინანებ, ცხოვრებას არ შეცვლი, დაიღუპებიო. მერე კი მტკივან ხელზე შემეხო და სიმსივნე მაშინვე გასკდა. ხელი ახლა სრულიად განმეკურნაო.

განსაცდელმა შეცვალა ნიკოლოზის სული და ცხოვრება. მან თავი დაანება უნივერსიტეტს და სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, მერე - აკადემიაში. შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა სერაფიმეს სახელით და შემდგომში ეპისკოპოსი გახდა.

* ოლიმპიადა ამ ამბის მოყოლისას ძალზე ღელავდა. მისი ვაჟი კი, ვისზეც იყო საუბარი, იქვე იჯდა და ნათქვამს თავის ქნევით ადასტურებდა: - ვანია მაშინ შვიდი წლის იყო, გონიერი და ცელქი ბიჭი გახლდათ, - იხსენებდა ქალი, - მოსკოვში ვცხოვრობდით. ბიჭის ნათლია იქვე, ახლოს, ხუთსართულიან სახლში ცხოვრობდა. ერთ საღამოს ვანია ნათლიასთან გავგზავნე ჩაიზე მოსაპატიჟებლად. ვანიამ გზა გადაკვეთა და მესამე სართულზე ავიდა. ზარს ვერ მისწვდა, კიბის მოაჯირზე შედგა, ზარისკენ გადაიხარა, მაგრამ შეტორტმანდა და ცემენტის იატაკს დაენარცხა. ამ ამბავს მოხუცი შვეიცარი შეესწრო, რომელიც კარგად გვიცნობდა. ჩვენთან გამოიქცა და გვითხრა, - თქვენი შვილი დაიმტვრაო. გავიქეცით ვანიასკენ. დავინახეთ - ის ჩვენკენ ნელ-ნელა მოდიოდა.

- საყვარელო, ცოცხალი ხარ? - ხელი მოვკიდე, - სად გტკივა?

- არაფერი მტკივა. როცა გადმოვვარდი, წამოდგომა არ შემეძლო. ჩემთან მოვიდა ის ბერიკაცი, ჩვენს საძინებელში ნახატზე რომაა გამოსახული. წამომწია, ფეხზე დამაყენა და მითხრა: - აბა, ყმაწვილო, მაგრად იდექი, არ წაიქცეო. წამოვედი, ოღონდ არ მახსოვს, ნათლიასთან რისთვის გამგზავნეო.

ვანია სრულიად ჯანმრთელი იყო. საძინებელში კი წმინდა სერაფიმ საროველის ხატი გვეკიდა.

* აღსარებას ვიღებდი დივეევოს სავანის წმინდა სამების ტაძარში, - ჰყვება ერთი მოძღვარი, - ერთი ქალი ურიგოდ მოვიდა. საშინელი შესახედაობის, მოკრუნჩხული, მკერდი უთუხთუხებდა. ეშმაკეულია-მეთქი. აღსარება მივიღე, ცოდვა ვერ ვუნახე - თურმე ათი წელი განუწყვეტლივ ლოცულობდა, წმინდად ცხოვრობდა. მაგრამ ტიროდა და ინანიებდა. ცოდვები მივუტევე, ეზიარა კიდეც.

მეორე დღეს წავედი წმინდა სერაფიმეს წყაროსთან. გუშინდელი ეშმაკეული დავინახე. ძლივს ვიცანი, იღიმებოდა, წელში გამართული მოდიოდა. მისი თანამგზავრებიც სიხარულით ბრწყინავდნენ. რა მოხდა-მეთქი, - ვკითხე. მამა სერაფიმე მოვიდა ჩვენთან, კელიაში, პურის ნატეხი მომცა (მამა სერაფიმე მასთან მისულ მორწმუნეებს კურთხევის ნიშნად პურის ნატეხებს ურიგებდა) და ეშმაკი გავიდა ჩემგან. მერე შევიდა მეზობელ კელიაში და ლოგინზე დაწვაო. ჩვენ შევიხედეთ, მაგრამ არავინ დაგვხვედრია.

KARIBCHE* ფრონტზე ორჯერ დავიჭერი, - ჰყვებოდა ერთი ბერიკაცი, - 1944 წლის ზაფხულში მძიმედ დამჭრეს და რამდენიმე დღე უგონოდ ვეგდე პოლონეთის საზღვართან. ექიმებს თურმე ჩემი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. იმ დროს, როცა ჩემი ორგანიზმი სიკვდილს ებრძოდა, დამესიზმრა, თითქოს ისევ პიონერი ვიყავი და ბავშვებთან ერთად საროვის მონასტრის სიახლოვეს, ტყეში, ვსეირნობდით. სწორედ ამ დროს პატიმართა სასაფლაოზე მივედით, სხვებს ჩამოვრჩი და მარტო დავრჩი. უეცრად ტყიდან ბერიკაცი გამოვიდა, მომიახლოვდა, შემომხედა, ხელი თავზე დამადო და მითხრა: - იცოცხლებ! დედაშენმა გამოგითხოვა ღვთისგან! გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, ის უკვე უჩინო შეიქმნა. გამეღვიძა... დიდ პალატაში ვიყავი და არა ტყეში. საწოლის ბოლოში იდგა ექიმი. ექთანს უთხრა: - კრიზისმა გაიარაო.

ვცდილობდი, გამეხსენებინა, სად მენახა ბერიკაცი, რომელიც სიზმარში ვიხილე. უეცრად გამახსენდა, - არზამასის ეკლესიაში, ხატზე.

* წმინდა სერაფიმეს წყაროს სამკურნალო ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა ნოვგოროდელმა ირინა შ-მ. მან 1994 წლის 15 ოქტომბერს წერილი მისწერა საროვის მონასტერს, - 25 წელი ვიტანჯებოდი კანის დიფუზური ნეიროდერმიტით. 1-ელ აგვისტოს წმინდა სერაფიმეს წყაროზე მივედი და ღირს მამას განკურნება ვთხოვე. მივიღე, თუმცა მანამდე ექიმები მეუბნებოდნენ, - ეს სნეულება უკურნებელიაო.

* დივეევოს ერთი კეთილისმყოფელი ჰყვებოდა: - ადრე მონათლული ვიყავი, მაგრამ ტაძარში არ დავდიოდი, ვსვამდი და ვეწეოდი. ერთხელ თირკმელების შეტევა მქონდა. საწოლში ვიწექი, თვალი მოვკარი ღირსი სერაფიმეს ხატს, რომელიც ცოლს ტაძრიდან მოეტანა. მას შევთხოვე: - განმკურნე და ვირწმუნებ-მეთქი. ტკივილმა მაშინვე გამიარა, მაგრამ პირობა დამავიწყდა. შეტევამ გამიმეორა. შეწევნა კვლავ მამა სერაფიმეს ვთხოვე. განვიკურნე. მივედი დივეევოში, ვეამბორე წმინდა სერაფიმეს ნაწილებს და ამ დროს ლუსკუმიდან მომესმა: - გამარჯობა, ალექსი!

* დივეევოს მონასტრის სკიტის მოხუცებული მონაზონი ჰყვებოდა: - ჩვენ ტრანსპორტი არ გვყავს, ზამთარშიც არავინ დადის. ზოგჯერ თვეობით მგზავრობა არ არის. პურის მთელი მარაგი შევჭამეთ და ორცხობილაზე გადავედით. მოძღვარს ვთხოვე: - მამა სერაფიმე, პური მაინც გამოგეგზავნა, თორემ გოგონებს (ჩვენთან სკიტში ძირითადად ახალგაზრდები ცხოვრობდნენ) მოსწყინდათ ორცხობილას ჭამა-მეთქი. არ გასულა ნახევარ საათი და მონასტერში პურით დატვირთული მანქანა მოვიდა, გადმოვიდა იქიდან ცნობილი დივეევოელი კაცი და მეუბნება: - აიღეთ, დედაო, პურიო.

კაცი ღელავდა, ხელები უკანკალებდა. მიზეზი ვკითხე. მომითხრო: - დივეევოდან პური შორეულ სკიტში უნდა წამეღო. უეცრად ჩამესმა, - პური დივეევოს სკიტში წაიღეო. მძღოლს ვკითხე, - არაფერი გაგიგონია-მეთქი? არაო.

ცოტა ხნის მერე ხმა განმეორდა, ოღონდ უფრო მკაცრად. მძღოლს კვლავ არაფერი გაუგონია. მე გავიგონე და შენ კი არა-მეთქი? - გავუბრაზდი მძღოლს.

ცოტა ხნის მერე წმინდა სერაფიმემ ისე მკაცრად დაუყვირა, რომ მან მოატრიალა მანქანა და დივეევოს სკიტში ამოვიდა.

* მთაწმინდელი მონაზონი მამა მიტროფანე, რომელიც ყარაყალის მონასტრის, პროვატოს კელიაში ცხოვრობს, დიდი პატივისმცემელია ღირსი სერაფიმე საროველისა. 2001 წელს ის მამა სერაფიმეს ზამთრის დღესასწაულზე რუსეთში ჩავიდა. 2002 წლის აპრილში აპენდიციტის შეტევა ჰქონდა. სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, მას კი ძალზე ეშინოდა. განკურნებისთვის ღრმა რწმენითა და მხურვალე ლოცვით წმინდა სერაფიმეს მიმართა, იცხო მის ლუსკუმასთან ანთებული კანდელის ზეთი და მყისიერად განიკურნა. მას შემდეგ ჯანმრთელადაა.

* სერაფიმო-დივეევოს მონასტერის სკიტში ერთი 10-12 წლის გოგონა მსახურობდა. ერთხელ პატარას საშინლად ასტკივდა კბილი, თავი, ყბაც გაუსივდა. ტაძარს კი მის გარდა ვერავინ დაასუფთავებდა. უეცრად საკურთხევლიდან ვიღაც პაპა გამოვიდა, სწორედ ისეთი, ხატზე რომაა გამოსახული, თეთრი სამოსი ეცვა და ერთიანად ბრწყინავდა. პაპა მივიდა მასთან, - რატომ ტირიო. კბილი მტკივაო, - უპასუხა გოგონამ. ბერიკაცმა ლოყაზე ხელი მოუთათუნა: - მეტად აღარ გეტკინებაო და საკურთხეველში შევიდა. გოგონას ტკივილმა მაშინვე გაუარა. საგულისხმოა ისიც, რომ საკურთხევლის კარები აქამდე თავისუფლად იკეტებოდა, ხან ქარიც კი აღებდა, მას მერე კი, გაღება რომ მოისურვეს, ძლივს დაძრეს ადგილიდან.

* აი, რას სწერდა 1922 წლის 19 დეკემბერს ვლადიმერ ჟევახოვს (წარმოშობით ჯავახიშვილი) ევგენი პოსელიანინი: - გუშინ მონაზვნებმა მიამბეს შარშან მომხდარი ამბავი: საროვში 1921 წელს გამოგზავნეს კომისია (ბოლშევიკებმა) წმინდა ნაწილების დასათვალიერებლად. კომისიის თავმჯდომარემ, გლეხმა, ვგონებ, ვერტიანოვმა, სიზმარი ნახა: დგას ლუსკუმასთან, წმინდა სერაფიმეს ძვლები კი ერთდება. მალე იგი ლუსკუმიდან წამოდგა ისე შემოსილი, როგორც ხატებზე ხატავენ და ამ კაცს უთხრა: - ხედავ, ცოცხალი ვარო და ორი თითით ლოყაზე შეეხო. გამოეღვიძა. ოფლში ცურავდა, ორი ლაქა, ორი თითის შენახები, ლოყაზე ეტყობოდა. მეორე დღეს ვერტიანოვმა ამის შესახებ ყველაფერს მოჰყვა, დავალების შესრულებაზე უარი თქვა და შინ წავიდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat