"შვილო ჩემო, მოგეგოს რწმენისაებრ..."
"შვილო ჩემო, მოგეგოს რწმენისაებრ..."
წმინდა სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებული სასწაულები
15 იანვარს წმინდა ეკლესია ღვთის უდიდესი სათნომყოფელის, ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ვერავინ მოთვლის, რაოდენი სასწაული აღესრულება მისი წყალობით, ყოველ ქრისტიანს წმინდანის მეოხების საკუთარი გამოცდილება აქვს. ამ საკვირველი ამბებიდან ჩვენდა სანუგეშოდ დღეს მხოლოდ რამდენიმეს გავიხსენებთ.

ერთი ქალბატონი მეოცე საუკუნის ათიან წლებში იგონებდა: "1903 წელს მოუთმენლად ველოდით წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს - ცხრა წელი იყო გასული, რაც მოულოდნელად დავბრმავდი და ძალიან დავითრგუნე.

ჩემი ქალიშვილი, ტატიანა, ოჯახთან ერთად ღამისთევის მსახურებაზე წასასვლელად მოემზადა. გულითადად ვთხოვე, წამიყვანე-მეთქი, მაგრამ სასტიკად იუარა, - სიბრმავის გამო პრობლემებს შეგვიქმნიო.

მუდარამ არ გაჭრა და შინ დავრჩი. განუზომლად ვწუხდი, სიბრმავის გარდა მოძრაობაც მიჭირდა და ადგომა-დაჯდომისას საშინელ ტკივილს ვგრძნობდი...

მარტო დარჩენილი დიდი გაჭირვებით გავედი პარმაღზე, სკამზე ჩამოვჯექი და მწარედ ავტირდი, თან გულში ყველაფერს წმინდა სერაფიმე საროველს ვუზიარებდი, ვვედრიდი, - ყველასგან უარყოფილს ნუ დამიტევებ-მეთქი... ასე მწუხარეს ჩამთვლიმა...

სიზმრად ვიხილე, თითქოს წმინდა სამების ტაძარში ღვთისმშობლის ცნობილი ხატის წინ ვდგავარ და ვტირი. ამ დროს სტოას დასავლეთის კარიბჭიდან წმინდა სერაფიმე შემოვიდა. სახეზე ღვთაებრივი ნათელი გადაჰფენოდა, თვალთაგან უსაზღვრო სიკეთეს ასხივებდა. მომიახლოვდა და მითხრა: "შვილო ჩემო, მოგეგოს რწმენისაებრ..." მუხლებზე დავეცი, ფეხები ცრემლით დავულტე და შევღაღადე: მამა სერაფიმე, წყალობა მოიღე და თვალნი განმიხვენი, თუნდაც ნაწილობრივ, რომ ჩემით გავიგნო გზა ტაძრისკენ-მეთქი...

ჩვენება დასრულდა. რომ გამოვფხიზლდი, უეცრად ყველაფერი დავინახე და ზურგის ტკივილიც სადღაც გაქრა! მსუბუქად წამოვდექი და სახლში შევედი, წმინდა სერაფიმეს ხატს დავუჩოქე და თვალცრემლიანმა მადლობა შევწირე. ენით უთქმელ სიხარულს ვგრძნობდი...

როდესაც ჩემები ტაძრიდან დაბრუნდნენ და ეს საოცრება ნახეს, აღარ იცოდნენ, რა მოემოქმედებინათ - მკოცნიდნენ, მილოცავდნენ... მერე გამოცდაც კი მომიწყვეს - ხან რომელ საგანს მაჩვენებდნენ და ხან რომელს. ძლივს დაიჯერეს, რაც ჩემს თავს მოხდა.

მეორე დღესვე ჩემი ფეხით მივედი ტაძრად და უფალს და წმინდა სერაფიმეს მადლობა შევწირე".

***
კაცის შერკინებას საკუთარ სულში ჩაბუდებულ ბოროტებასთან უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ წმინდა მამები, მათ შორის - წმინდა სერაფიმე საროველიც.

ერთხელ მეუდაბნოე ბერი მარკოზი დაეკითხა: ჩვენს უდაბნოში ყველაზე ახლოს ღმერთთან ვინ დგასო. მცირე ფიქრის შემდეგ მამა სერაფიმემ ასე უპასუხა: "ჩვენი მზარეული - ყოფილი ჯარისკაცი, რომელსაც ფიცხი ხასიათი აქვს. რომ განრისხდება, შეუძლია, კაციც კი მოკლას, მაგრამ ებრძვის საკუთარ მრისხანებას და სულში ატეხილი ასეთი ბრძოლისთვის მასზე სულიწმინდის მადლი გარდამოდის. წერია: "საკუთარი თავის დამთრგუნველთ მივუჩენ ადგილს ჩემს გვერდით და შევმოსავ თეთრი სამოსითო".

ადამიანს კი, რომელიც საკუთარ მრისხანებას არ ებრძვის, გარდაუვალი დაღუპვა ელის..."

***
ერთხელ წმინდა სერაფიმეს სულიერმა შვილმა, სერგი მოტოვილოვმა, ჰკითხა: მამაო, რა ეშველება ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუ ბოროტება უფრო გაძლიერდა და გამრავლდაო. ღირსმა მამამ წმინდა ილია თეზბიტელის დრო გაახსენა, როცა წინასწარმეტყველი უფალს შესჩიოდა: მხოლოდ მე დავრჩი, ბაალის კერპისთვის თაყვანი რომ არ მიციაო. უფალმა კი, აი, რა აუწყა: 7000 დაფარული მონა მყავს, ვინც არ უარმყოო. რუსეთსაც ჰყავს ერთგული ადამიანებიო. "იფარავს უფალი, ვითარცა თვალისჩინს, თავის ხალხს - მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ვინც უფალი მთელი გულით, ფიქრით, სიტყვით, საქმით შეიყვარა და დღემუდამ მსახურებს მას. ასეთნი ისინი არიან, ჩვენი აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმატებს, კანონებსა და გარდამოცემებს რომ იცავენ, ღვთისმოშიშებით აღიარებენ და მუდამ აღასრულებენ უფლის მცნებებს".

***
იღუმენია თამარ მარჯანიშვილი და მისი მონასტრის დები ყოველ მარხვას მკაცრად იცავდნენ და ზეთიან საზრდელსაც კი არ იხმევდნენ, ხოლო ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ. თავად დედა თამარი არც უძლურებაში დაუტევებდა მარხვას.

ერთ ზამთარს მძიმედ დასნეულდა - პლევრიტს გადაურჩა და სასტიკად დასუსტდა, თუმცა ძველებურად მკაცრად მარხულობდა და ისე ცოტას ჭამდა, ყველა იოცებდა, სული როგორ უდგასო - სადილად ორი შემწვარი კარტოფილი და ერთი შემწვარი ვაშლი ჰყოფნიდა.

ძალიან რომ დასუსტდა, ისურვა - ცოცხალს შევჭამდიო, მაგრამ იმ წლებში, თანაც ზამთარში, კარტოფილსაც გაჭირვებით შოულობდნენ, თევზის ფული სად ექნებოდათ?

ორი მონაზონი თევზის დასაჭერად მდინარისკენ გაეშურა, თან ლოცულობდნენ: წმინდა მამა სერაფიმე, გამოუგზავნე ჩვენს დედას თევზიო.

მდინარესთან რომ მივიდნენ, უეცრად ყინულჭრილში ორი ქარიყლაპია დაინახეს და დაიჭირეს.

ასე ანუგეშა წმინდა სერაფიმემ დედა თამარი.

***
ერთხელ წმინდა სერაფიმეს ვაჟიშვილთან ერთად (რომელიც მისი უსაყვარლესი სულიერი შვილი გახდა) მოტოვილოვის ქვრივი ეწვია.

სოფლად გალაღებულ ბიჭუნას მოსწყინდა კელიაში ჩუმად ჯდომა, უფროსთა საუბრის მოსმენა და სირბილი იწყო. დედამ დატუქსა, მაგრამ წმინდა სერაფიმემ შეაჩერა - პატარას უფლის ანგელოზი ეთამაშება და როგორ შეიძლება, უმანკო გართობა აუკრძალო? ითამაშე, შვილო, ქრისტე იყოს შენთანო!

სიმდაბლითა და სიყვარულით სავსე მამობრივი ალერსი მიხეილ მოტოვილოვს მთელი სიცოცხლე დაამახსოვრდა.

***
ღვთის ძალა და მფარველი ანგელოზის შეწევნა სიყრმიდანვე იგრძნო წმინდა სერაფიმემ. სამი წლისას მამა გარდაეცვალა, დედამისმა, აღათიამ კი ქმრის დაწყებული ტაძრის მშენებლობა გააგრძელა და ერთ დღეს მშენებლობის მოსანახულებლად შვილიც თან იახლა.

სამრეკლოს თავზე ავიდნენ. დედა მუშებს ესაუბრებოდა. ამ დროს ყრმას ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. შეშინებულმა აღათიამ ხარაჩოები ჩამოირბინა, ეგონა, შვილს ცოცხალს ვეღარ იხილავდა, მაგრამ ღვთის შეწევნით, ბავშვი სრულიად უვნებელი დახვდა.

***
ბოლო ჟამს უფლის ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვაო, - ამბობდა წმინდა სერაფიმე საროველი და მრავალჯერ შესწევია ქართველთ.

გამოეცხადა ერთ რუს ქალბატონს, რომელსაც შვილი მისი შემწეობით ეღირსა, და უთხრა: ბავშვს გიორგი ათონელის სახელი დაარქვითო.

რამდენიმე წლის წინ წმინდა სერაფიმე ისევ გამოეცხადა იმავე ქალბატონს მისთვის უცნობ ქართველ მეფესთან (მამათა ვარაუდით, წმინდა დავით აღმაშენებელთან) ერთად და აუწყა: უთხარით მორწმუნეებს, დახატონ სამი მოწამე დის - მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას ხატი და ივერიაში გაგზავნონ. ეს ქვეყანას მშვიდობას მიანიჭებს, ივერია კი ისე გაბრწყინდება, როგორც ამ მეფის დროს იყოო.

იმ ქალბატონის ვაჟმა, გიორგიმ, ხატი დაწერა და საქართველოში გამოგზავნა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat