მიხეილ მოტოვილოვი უახლოესი სულიერი შვილი იყო წმინდა სერაფიმე საროველისა. 1826 წელს, 17 წლისა მთლად დაობლდა. იგი დაუახლოვდა ციმბირის გუბერნიის წინამძღოლს, თავად მიხეილ ბარატაევს.
მოტოვილოვი მაშინ ყაზანის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი გახლდათ. ბარატაევმა მას გაუმხილა, რომ ის იყო ციმბირის მასონური ლოჟის გრანდ მეტრი და პეტერბურგის ილუმინანტთა ლოჟის დიდოსტატი. მან ის მასონთა რიგებში მიიწვია, - თუ არ გამასონდები, სახელმწიფო სამსახურში ვერაფერს მიაღწევო. მოტოვილოვმა უარი უთხრა, - მამაჩემმა ანდერძად დამიბარა და ამიკრძალა მასონთა რიგებში შესვლა, რადგან ეს ჭეშმარიტად ანტიქრისტიანობა და ჩვენი უფლის საწინააღმდეგო ქმედებააო. ამან ისე გააბრაზა ბარატაევი, დაიფიცა, რომ იგი მისი ძალისხმევით წარმატებას ვერსად მიაღწევდა, რადგან მასონური კავშირებით დაქსელილია არა მარტო რუსეთი, მთელი მსოფლიო.
ყაზანის უნივერსიტეტის დასრულების მერე მოტოვილოვმა სამუშაო ვერსად იშოვა. ბარატაევმა კვლავ იხმო და რჩევა გაუმეორა. კვლავ უარი მიიღო. იმ დღიდან დაიწყო მიხეილ მოტოვილოვის დევნა, ცილისწამება. ნერვიულმა აშლილობამ ის ლოგინს მიაჯაჭვა სამი წლით. ბოლოს წმინდა სერაფიმე საროველმა ერთი სიტყვით განკურნა. სიცოცხლის ბოლომდე ღვთის მონად დარჩა მიხეილ მოტოვილოვი და არად მიაჩნდა კაცთა დაცინვა, ცილისწამება, მაინც არ გახდა მათი მონა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი