სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტზე, რექტორატის გადაწყვეტილებით დამამთავრებელ კურსზე გადაყვანილ იქნა ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, ასევე გაიარა მოსკოვის წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თეოლოგიის ექსპერტის სპეციალობის სრული კურსი. ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და ოთხი შვილიშვილი.