"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
 "წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1

თავი 10. წმინდა კირილე იერუსალიმელი
სანამ კაბადოკიელი მამების მოღვაწეობას შევეხებოდეთ , რომელთა ძალისხმევამაც წმინდა სამების შესახებ დავა საბოლოოდ დაასრულა, საჭიროა ვისაუბროთ წმინდა კირილე იერუსალიმელის ბრწყინვალე პიროვნების შესახებ (დაახლ. 315-387 წლები). საგულისხმოა, რომ IV საუკუნის ეკლესიურ ცხოვრებაში მიმდინარე ყოველგვარი არეულობა და პრობლემები მის ცხოვრებასა და სწავლებაში სრულად არის ასახული და ეს ეპოქის სულზე საკმაოდ სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის.

წმინდა კირილეს პრესვიტერად ხელდასხმა 349 წელს მოხდა, უკვე 350 წელს იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად იქნა არჩეული. არიანული არეულობების გამო ეკლესია მაშინ სერიოზული სირთულეების წინაშე იდგა. 337 წლამდე იმპერიას კონსტანტინე დიდი მართავდა და ცხოვრების ბოლო წლებში არიანობას მფარველობდა. ამ დროისათვის მეფემ მართლმადიდებელი ეპისკოპოსების უმრავლესობა კათედრებიდან გადააყენა. 336 წელს თავად არიოზსაც გადასახლებიდან დაბრუნების უფლება მიეცა და მოულოდნელი სიკვდილი რომ არა, მას სასულიერო უფლებებსაც აღუდგენდნენ.

ისმის კითხვა: რა ადგილი უკავია ამ მოვლენებში კირილე იერუსალიმელს? - იმის გამო, რომ მან ეპისკოპოსობა არიანელი აკაკი კესარიელისგან მიიღო, ბევრი ძველი და მომდევნო დროის ღვთისმეტყველი კირილეს არიანელობას მიაწერდა. მათი არგუმენტი არ შეიძლება სამართლიანად მივიჩნიოთ, რადგან: უდავოდ მართლმადიდებელი წმინდანი, ბასილი დიდიც კი, 370 წელს - ისეთ დროს იქნა ხელდასხმული, როდესაც ნიკეის კრების მართლმადიდებლური მრწამსი აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ყველასგან უარყოფილი იყო. მეორე მსოფლიო კრებაზე კირილე იერუსალიმელს მართლმადიდებლობის მხარე ეჭირა, ასევე სრულად ეთანხმება მისი ქრისტიანული შეხედულებები მართლმადიდებლურ სწავლებას. როდესაც IV საუკუნის შესახებ ვსაუბრობთ, უკიდურეს შეფასებებს უნდა მოვერიდოთ. მაგალითების გამოყენებით შეიძლება დასაბუთდეს, რომ ამ დროისათვის აღმოსავლეთ საქრისტიანოში მოღვაწე ეპისკოპოსების უმრავლესობა, ერთი მხრივ, სრულად არ ეთანხმებოდა ნიკეის კრების მრწამსს, მეორე მხრივ, აშკარად არ იზიარებდა არიანული ერესის შინაარსს. ნიკეის რწმენის სიმბოლოში მათ არ მოსწონდათ სიტყვა "ერთარსი", რადგან, მათი თვალსაზრისით, ეს სიტყვა მოდალისტურ ეჭვებს ბადებდა. მაგრამ, ამავე დროს, მიუღებელი იყო წმინდა სამების წევრთა შორის სუბორდინაციული პრინციპის დამკვიდრება, რაც უშუალოდ არიანული წარმოდგენებიდან მომდინარეობდა. სასულიერო პირთა უმრავლესობა სადღაც მოდალიზმსა და სუბორდინატიზმს შორის მერყეობდა და ეს პროცესი პრინციპში ისეთი მართლმადიდებლობისკენ იყო მიდრეკილი, რომელსაც "არასრულფასოვანი ნიკეური მართლმადიდებლობა" შეიძლება ვუწოდოთ: ეს ადამიანები, თავიანთი აზრებით, მართლმადიდებლები იყვნენ, მაგრამ არ შესწევდათ ძალა, ინტელექტუალური რწმენა ფორმალურად ეღიარებინათ. სავალალოდ, იმდროინდელ ღვთისმეტყველებაში ჯერ კიდევ არ არსებობდა ისეთი ტერმინები, რომლებითაც ახალი მიგნებები ჯერ კიდევ ვერ გამოიხატებოდა - ვერ გამოითქმებოდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა ტერმინი "მსგავსარსი" (ომიუსიოსი). ორიგენეს კვალდაკვალ, სირიელი და პალესტინელი ღვთისმეტყველების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ქრისტე ღმერთის "მსგავსი" იყო და თავისი არსით იგი ღმერთს "უახლოვდებოდა". ასეთი ჩახლართული გარემოებებიდან გამოსავლის მონახვა და კვანძის გახსნა, როგორც შემდეგ გაირკვა, მხოლოდ "მსგავსარსის" მომხრეების წრიდან გამოსულ და საკითხში კარგად გარკვეულ კაბადოკიელ ღვთისმეტყველებს შეეძლოთ და სიტუაციაც მათ მოლოდინში იყო.

სწორედ ამ დროს გახდა კირილე იერუსალიმის ეპისკოპოსი. მისი მდგომარეობა თავიდანვე რთული აღმოჩნდა. თავდაჯერებული არიანელის, აკაკის მიერ ხელდასხმული კირილე ამავდროულად, მხარს დევნილ წმინდა ათანასეს უჭერდა. არიანელებმა კირილე საეპისკოპოსო კათედრიდან სამჯერ გადააყენეს, ასევე სამჯერ იქნა აღდგენილი და მაინც, როდესაც 381 წელს კონსტანტინოპოლში მეორე მსოფლიო კრებამ აღადგინა მართლმადიდებლობა, ზოგიერთმა კირილეს მართლმადიდებლურ შეხედულებებში ეჭვი შეიტანა. ბოლოს, 382 წელს მოწვეულ იქნა კრება, რომელზეც ეს საკითხი სპეციალურად განიხილეს. კრებამ რომის პაპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცნობებდა, რომ ეპისკოპოს კირილეს "მოღვაწეობა არიანელების საწინააღმდეგოა" და მისი მსოფლმხედველობა მართლმადიდებლურია.

წმინდა კირილეს ნაწარმოებებიდან გამორჩეულად საინტერესოა სამ ნაწილად შედგენილი ქადაგებების კრებული კათაკმევლებისადმი (ნათლისღებად მოსულთათვის):

1. პროკატეხიზისი - "წინასწარი" საკათაკმევლო ქადაგებანი, ერთგვარი შესავალი კურსი ნათლისღებად მოსულთათვის.

2. 18 საკათაკმევლო სიტყვა, მათ მიმართ, რომლებიც უახლოეს აღდგომას ინათლებიან (დიდი მარხვის დაწყებიდან მეოთხე კვირის შემდეგ კათაკმეველთათვის ტარდებოდა "გამოცდა" და მხოლოდ ისინი ინათლებოდნენ, ვინც გამოცდას "ჩააბარებდა").

3. ახალმონათლულთათვის 5 მისტაგოგიური (საიდუმლოებას მაზიარებელი) ქადაგება. მაშინდელი ჩვეულების შესაბამისად, კათაკმეველი ევქარისტიის საიდუმლოს მსვლელობის პროცესსაც არ ესწრებოდა. ისინი შეისწავლიდნენ წმინდა წერილს, ქრისტიანულ ზნეობას და ლოცვებს, მაგრამ არაფერი იცოდნენ ეკლესიის საკრამენტული ცხოვრების შესახებ. ამიტომ, ნათლისღების შემდეგ მათ ნათლობისა და ევქარისტიის შინაარსი განემარტებოდათ.

წმინდა კირილეს ქადაგებათა კრებული IV საუკუნის ეკლესიური ცხოვრების შესწავლისათვის უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს. ჩვენამდე კიდევ სამმა ასეთმა წყარომ მოაღწია - ანტიოქიური სკოლის წარმომადგენლების: წმინდა იოანე ოქროპირის, თეოდორე მოპსუეტელის და დასავლური ეკლესიის მამის - წმინდა ამბროსი მედიოლანელის (მილანელის) კრებულთა სახით. მიუხედავად სივრცობრივი განფენილობისა, მათ შინაარსში აშკარაა ლიტურგიული ჩვეულებების ბრწყინვალე ერთიანობა და უმნიშვნელო სხვადასხვაობა, რაშიც, სხვათა შორის, ნიკეამდელი ეკლესიისათვის დამახასიათებელი ტრადიციული მთლიანობა გამოსჭვივის. მოვიყვანთ დარიგების რამდენიმე მაგალითს.

...თუ საკათაკმევლო სწავლების წარმოთქმის დროს, კათაკმეველმა იკითხა: "რას ლაპარაკობენ ხოლმე მოწაფეები?" (ეკლესიის) გარეთ მყოფს არაფერი მოუყვე, რადგან შენ აქ საიდუმლოს და მერმის მის საუკუნის იმედს ეზიარები... და ამის შესახებ არავის უნდა გაუჩნდეს კითხვა: "რა ბედენაა, მეც რომ ვიცოდე?". ავადმყოფსაც აძლევენ ღვინოს; მაგრამ თუ დროულად არ მიეცი, ღვინომ შეიძლება კაცი ჭკუიდან გადაიყვანოს, ხოლო ამ შეცდომას ორი ცუდი შედეგი მოჰყვება: ავადმყოფიც დაიღუპება და მკურნალსაც გაკიცხავენ. ასეა, თუ კათაკმეველი მართლისგან რაიმეს შეიტყობს, კათაკმეველიც შეიშლება (რადგან ვერ ჩასწვდება მოსმენილის შინაარსს, მოსმენილს ვერ მიიღებს და ნათქვამს დასცინებს), ამით კი მართალიც, როგორც გამცემი, განიკითხება. აი, შენ უკვე ზღვარზე დგახარ; ყურადღებით იყავი და აქ თქმული არ გაახმაურო, არა იმიტომ, რომ სათქმელად უვარგისია, არამედ, იმის გამო, რომ ასეთ ცოდნას ვერ დაიტევს მსმენელის ყური. მაშინ, როდესაც შენც კათაკმეველი იყავი, მე არ გეტყოდი, რასაც დღეს ისმენ. როდესაც გამოცდილებით შეაფასებ სწავლების სიმაღლეს, მიხვდები, რომ კათაკმევლები არ არიან განმზადებულნი აქ თქმულის მისაღებად.
("ნათელღებამდელი სიტყვა", პარ. 12)

აქ იგულისხმება ე.წ. "საიდუმლოს შესანახავი დისციპლინა". იმას, ვისაც ნათლობისათვის ამზადებდნენ, უხსნიდნენ, რომ ისინი დიდი საიდუმლოს ზღვარზე იმყოფებიან. ახლა მათ ისეთი მნიშვნელოვანი ცოდნა უნდა მიიღონ, რომლის ყველასათვის გაზიარება არ შეიძლება. ადრეულ ეკლესიაში დოგმატური სწავლება და ქადაგება - კერიგმა, ერთმანეთისგან მკაცრად იყო გამიჯნული. პირველი გულისხმობდა შინაგანს, ეკლესიისათვის "ინტიმას" და ის მხოლოდ ნათელღებულთათვის იყო მისაწვდომი - საიდუმლოს მიმდინარეობის პროცესზე დასწრება კათაკმევლებსაც არ შეეძლოთ. ქადაგება, ანუ კერიგმა კი ეწოდებოდა სწავლებას რომელიც ყველაფერ დანარჩენს, უპირატესად მორალურ საკითხებს, წმინდა წერილს, სულიერ ცხოვრებასა და სარწმუნეობრივი მოძღვრების ისეთ ფორმალურ მხარეებსაც ეხებოდა, რომლებსაც თანამედროვე ღვთისმეტყველებაში "დოგმას" უწოდებენ. კერიგმა ეკლესიის გარეთ იქადაგებოდა და ყველასათვის იყო მისაწვდომი.

ნიშანდობლივია, რომ ეს სხვაობა ჩვენს სინამდვილეში სრულიად იგნორირებულია. ეკლესიის შინაგანი ცხოვრება ხანდახან სააშკარაოზეა გამოტანილი და საიდუმლოს მიმდინარეობის პროცესი შეიძლება ადამიანმა ტელეეკრანზეც იხილოს. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანული ქადაგება იკრძალება, ლიტურგია ეკლესიური ცხოვრების გაცნობის ერთადერთ საშუალებად რჩება. რაც დარჩა ადრექრისტიანული "საიდუმლოს შესანახავის დისციპლინიდან", ეს არის მართალთა ლიტურგიის დაწყების წინ დიაკონის შეძახილი "კარნი, კარნი", რის შემდეგაც მრწამსი იკითხება. ეს შეძახილი უწინ გულისხმობდა, რომ იკეტებოდა ეკლესიის კარი და ყველას ვინც უცხოა, ტაძარი უნდა დაეტოვებინა, ტაძარში რჩებოდნენ მხოლოდ მართალნი. ამგვარი შინაარსი დღეს მივიწყებულია და შეძახილს "კარნი, კარნი", სიმბოლურ-სულიერი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული: ის განიმარტება, როგორც სარწმუნოების შემეცნებისთვის გულის კარის გაღება ან სარწმუნოების გარდა სხვა ყველაფრის მიმართ გულის კარის დახშობა, ერთი სიტყვით, დღე ეს ყველაფერი "განმმარტებლის" გემოვნებაზეა დამოკიდებული.

შემდეგ: წმინდა კირილეს შეხედულება ნათლისღების საიდუმლოს შესახებ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat