წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) - რატომ ვერ ცხონდება არამართლმადიდებელი
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) - რატომ ვერ ცხონდება არამართლმადიდებელი
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: "რატომ არ უნდა ცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგრეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია. მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ, რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისთვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, -
ამის თქმა უგუნურებაა და უკიდურესი ამპარტავნებაც".

სათქმელის სიცხადეს მრავლისმეტყველებით რომ არ ვავნო, ამიტომ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ:

ქრიტიანებო! ცხონებაზე მსჯელობთ და იცით კი, რა არის ცხონება? ანდა რისთვის სჭირდება იგი ადამიანს? და ბოლოს, იცით კი ქრისტე - ცხონების ერთადერთი საშუალება.

წმიდა კათოლიკე ("კათოლიკე" საყოველთაოს ნიშნავს) სამოციქულო ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი გახლავთ: ხსნა სულისა (ცხონება) მდგომარეობს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენაში. ეს კავშირი კაცობრიობამ ადამის პირველქმნილი ცოდვით დაკარგა, მთელი მოდგმა ადამისა დაღუპულ არსებათა წყებაა. წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრია, კეთილისა და ბოროტისა.

"უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფს. 50, 7), წმიდა მღვდელმთავარი იაკობი თავის მშვენიერ, უმანკო იოსებსა და თავის თავზე ასე ამბობს: "შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად" (დაბ. 37, 35) მიწიერი ცხოვრების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ ძველი აღთქმის არა მარტო ცოდვილნი, არამედ მართალნიც. ასეთი ძალა აქვს ჩვენს ადამიანურ სიკეთეს. ასეთივე ფასი აქვს ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან შობილ სათნოებას! ცხონებისათვის, ანუ ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენისათვის აუცილებელი გახდა გამოხსნა, გამოსყიდვა ცოდვისა.

კაცობრიობის ხსნა მოხდა არა ანგელოზის, ან მთავარანგელოზის, ან კიდევ რომელიმე სხვა, უმაღლესი მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ. უფალმა თავს იდვა კაცთა მოდგმის კუთვნილი სასჯელი. ჩვენი ღვაწლის ყველა ნაკლი მისმა უდიდესმა ღირსებამ დაფარა, შეავსო. ადამიანური, უმწეო კეთილი საქმეების ნაცვლად მოგვცა ერთი, ყოვლის შემძლე კეთილი საქმე: რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ჰკითხეს იუდეველებმა ქრისტეს: "რაი ვუყოთ, რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისა, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (ინ. 6, 28-29).

ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება: სარწმუნოება. მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან ერთად იქნება მარადისობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.

გაიხსენეთ, რომ ძველი აღთქმის მართალნი, მნათობნი, გაბრწყინებულნი სულითა წმიდითა, წინასწარმეტყველნი და საკვირველთმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მაცხოვრის მოსვლა, მის განკაცებამდე მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მაშ როგორღა გინდათ, რომ ცხონდნენ წარმართნი და მაჰმადიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ისინი კეთილნი გეჩვენებიან, თუკი მათ არც შეიცნეს და არც იწამეს მაცხოვარი? ცხონება ხომ ერთადერთი, ვიმეორებთ, ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელი - იესო ქრისტეს რწმენით.

ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას, აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიეთ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება.

"რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა შჯულისათა, სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა ზედა მორწმუნეთა რამეთუ არა არს განწვალება. - ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა" (რომ. 3, 22-24). თქვენ მიპასუხებთ, რომ წმიდა მოციქული იაკობი მოითხოვს უსათუოდ კეთილ საქმეებს; იგი გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია: "ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ-არს" (იაკობ 2, 26); მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, რას მოითხოვს წმიდა მოციქული იაკობი, და თქვენ ნახავთ, რომ იგი, როგორც ყველა ღვთივსულიერი მწერალი წმიდა წერილისა, მოითხოვს სარწმუნოებრივ საქმეებს, და არა კეთილ საქმეებს.

ამის მაგალითად მას პატრიარქ აბრაამის რწმენის დამადასტურებელი საქმე მოჰყავს; აბრაამს ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად უფლისათვის. ეს იყო ამ ამბის შინაარსი. საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა ადამიანური გონების მიხედვით სრულებითაც არაა კეთილი საქმე. ეს საქმე იმდენადაა კეთილი, რამდენადაც ღვთის ნებას აღსრულებას, სარწმუნოების საქმეს წარმოაჩენს. ჩაიხედეთ ახალ აღთქმაში, ან მთელ წმიდა წერილში და ნახავთ, რომ იგი ღმრთის მცნებების აღსრულებას მოითხოვს და მათ აღსრულებას ეწოდება საქმე.

უფლის მცნებების დაცვით ხდება სარწმუნოება ცოცხალი. ამის გარეშე იგი მკვდარია. ნახავთ იმასაც, რომ ჩვენი დაცემული ბუნების ნამოქმედარი კეთილი საქმეები, გამომდინარე გრძნობებიდან, ვნებებიდან, გულის ნაზი განცდებიდან და აღტყინებიდან, აკრძალულია და დაგმობილი. თქვენ კი სწორედ ეს კეთილი საქმეები მოგწონთ წარმართებსა და მაჰმადიანებში და გსურთ, რომ ისინი ცხონდნენ ამ საქმეების წყალობით, თუნდ არც კი სწამდეთ ქრისტე.

უცანურია თვენი მსჯელობა საღი აზროვნების შესახებ. საიდან, რატომ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს საღი აზროვნება? თუ კი თქვენ ქრისტიანი ხართ, მაშინ წარმოდგენაც ქრისტიანული უნდა გქონდეთ ამ საკითხის შესახებ და რაღაც ყურმოკრულ სწავლებებს არ უნდა გამოედევნოთ. სახარება გვასწავლის, რომ დაცემით ადამიანმა ცრუ აზროვნება შეიძინა და ეს ყალბი აზროვნება, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ამსოფლიურ მეცნიერებებში მისი განსწავლულობისა, მაინც ინარჩუნებს დაცემული ბუნების ყველა თვისებებს. უნდა უარვყოთ იგი და სარწმუნოება გავიხადოთ წინამძღოლად. თავის დროზე ასეთებს ღმერთი მიანიჭებთ ჭეშმარიტ ანუ სულიერ აზროვნებას; აი ასეთი აზროვნება შეიძლება და საჭიროცაა, რომ ვაღიაროთ საღ გონებად. იგია განცხადებული სარწმუნოება, ასე მშვენივრად აღწერილი წმიდა მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მე-11 თავში.

სულიერი აზროვნების საფუძველი ღმერთია, ამ მტკიცე ლოდზე დაშენებული იგი არ ირყევა და არც ეცემა, ხოლო იმას, რასაც თქვენ საღ აზრს უწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანენი ცდომილებად, სიბნელედ და ავადმყოფობად შევრაცხავთ. იგი კი მხოლოდ სარწმუნოების მახვილით, ჩვენი ცრუ აზროვნების მიერ დაგროვებული მთელი ცოდნის მოკვეთით განიკურნება. და თუკი მას მაინც საღ აზროვნებად მიიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი რაღაც მერყევ, განუსაზღვრელ, გაუგებარ და მუდმივად ცვალებად საფუძველზე დგას, იცოდეთ, სწორედ ეგ აზროვნება იქნება, ქრისტეს უარყოფამდე რომ მიგიყვანთ. თქვენ კი რას გეუბნებათ თქვენი საღი აზრი? იმას, რომ კეთილი ხალხის წარწყმედა, რომელბსაც არა სწამთ იესო ქრისტე, ეწინააღმდეგება თქვენს საღ აზროვნებას! უფრო მეტიც, თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი კეთილი ხალხის წარწყმედა ეწინააღმდეგება ღმრთის მოწყალებას!

თქვენ უსათუოდ ზეციდან გექნებოდათ გამოცხადება იმის შესახებ, თუ რა ეთანხმება და რა არა ღმრთის მოწყალებას! - არა? - კი მაგრამ, თქვენი საღი აზრი რომ ამას გეუბნებათ? ოჰ, ეს თქვენი საღი აზრი!.. კი, მაგრამ თქვენი საღი აზროვნების იმედად როგორ ასკვნით, რა ეთვისება და რა არა ღმრთის მოწყალებას? საიდან მოიტანეთ, რომ ძალგიძთ საკუთარი, შეზღუდული, ადამიანური გონებით განსაჯოთ, თუ რა არის ღმრთისათვის სათნო? ნება მიბოძეთ, ჩვენი აზრი გითხრათ: სახარებამ, იგივე ქრისტეს სწავლებამ, იგივე წმიდა და კიდევ სხვაგვარად წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიამ, ღმრთის მოწყალებასთან დაკავშირებით, რისი დატევნაც კი შეეძლო კაცის გონებას, ყველაფერი გვაუწყა; რა ამაოა და ფუჭი ადამიანის ტვინის ჭყლეტა, როცა იგი განუსაზღვრელი ღმერთის განსაზღვრას ლამობს, როცა ცდილობს, აუხსნელი თავისი წარმოდგენის მიხედვით ახსნას.

ახსნას ვინ?.. ღმერთი? ასეთი წამოწყება სატანური წამოწყებაა!.. შენ, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებ, და ამავე დროს არ იცნობ ქრისტეს მოძღვრებას! თუკი ამ მადლმოსილი, ზეციური მოძღვრებიდან ვერ გაგვიგია, რომ ღმერთი კაცის გონებისათვის შეუცნობელია და მიუწვდომელი - წადი სკოლაში, ყური დაუგდე, რას ასწავლიან ბავშვებს. მათემატიკის მასწავლებელი მათ უხსნის, რომ უსასრულობა, როგორც განუსაზღვრელი სიდიდე, არ შეიძლება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელსაც ემორჩილება განსაზღვრული სიდიდეები - რიცხვები, რომ მისი შედეგები, შესაძლოა, სრულიად საწინააღმდეგო იყოს რიცხვთა შედეგებისა... შენ კი გინდა, კანონები დაუწესო ღმერთის გულმოწყალებას და ამბობ, ეს ეთანხმება მას, ეს კი - ეწინააღმდეგებაო, - იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეთვისება იგი შენს საღ აზრს, შენს წარმოდგენებსა და შეგრძნებებს! რატომ გგონია, რომ ღმერთს ყველაფერი ისე უნდა ესმოდეს და ისე გრძნობდეს, როგორც შენ გრძნობ და გესმის? არადა სწორედ ამას მოითხოვ ღმრთისაგან.

აი, ყოვლად განუსჯელი და უდიდესი სიამაყით აღსავსე წამოწყება! მაშ საღი აზრისა და თავმდაბლობის არქონაში მაინც ნუ სდებ ეკლესიას ბრალს, ეგ შენი, საკუთრივ შენი ნაკლია! წმიდა ეკლესია კი განუხრელად მიჰყვება თავად ღმერთის მიერ განცხადებულ სწავლებას ღვთაებრივი ქმედების შესახებ. მას მორჩილად მისდევენ რწმენით განათლებული მისი ჭეშმარიტი შვილები, რომელთაც დადრიკეს ღმერთთან მორკინალი, მზვაობარი გონება. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა! რომ იყოს სხვა გზა ღმერთის შემეცნებისა, რომელსაც საკუთარი ძალისხმევით გავუკვლევდით ჩვენს გონებას, მაშინ ადამიანს არ მიეცემოდა ზეციური გამოცხადებანი. აუცილებელია ისინი ჩვენთვის და ამიტომაც გვეძლევა. რა ამაოა და მცდარია კაცობრივი ნააზრევი, ადამიანური გონების მიმოკვეთება!

თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიანო, საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესი უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ, სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორც რომელიმე მწვალებელი. ხოლო წმიდა ქრისტეანული სარწმუნოება არაფრით განირჩევა წყევის შვილთა ღმრთის მგმობი მწვალებლობისაგან! ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვაგვარად მსჯელობენ ამის შესახებ!

წმიდა მოწამეთა ურიცხვმა საკრებულომ მოწამეობრივი გვირგვინები მწვალებლობასთან ბრძოლაში დაიდგა. მათ უსასტიკესი, ხანგრძლივი ტანჯვა-წამება და სატუსაღოები არჩიეს ღმრთის მგმობი სწავლების გაზიარებას. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მწვალებლობა მომაკვდინებელი ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც ამ საშინელი სენითაა შეპყრობილი, - მკვდარია სულით, - განშორებულია ღმრთის მადლისა და ცხონებისაგან, თანაზიარია ეშმაკისა და მისი დამღუპველი საქმეებისა. მწვალებლობა გონების ცოდვაა, იგი უფრო სატანისეულია, ვიდრე ადამიანური. იგი ასულია ეშმაკისა და მის მიერ გამოგონილი ეს უსჯულოება ახლოა კერპთაყვანისმცემლობასთან.

ეკლესიის წმიდა მამები კერპთაყვანისმცემლობას - უსჯულოებას, ხოლო მწვალებლობას - ბოროტის მსახურებას უწოდებენ. კერპთმსახურებისას ეშმაკი თვითონ იღებდა ღმრთის კუთვნილ პატივს დაბრმავებული ადამიანებისაგან, ხოლო მწვალებლობით იგი მათ თავისი უმთავრესი ცოდვის, ღმრთის გმობის თანაზიარად იხდის: ის ვინც ყურადღებით წაიკითხავს "საეკლესიო კრებათა აქტებს", ადვილად დარწმუნდება, რომ მწვალებელთა ხასიათი მთლიანად სატანურია, დაინახავს მათ საშინელ თვალთმაქცობას: განუზომელ სიამაყეს, მათ საქციელს, რომელიც მუდამ სიცრუითაა განმსჭვალული, დაინახავს მათ ბილწ ვნებებს, იმას რომ თუკი მიეცათ შესაძლებლობა, ყოველთვის მზად არიან ჩაიდინონ საზარელი ბოროტმოქმედება. განსაკუთრებით თვალში საცემია მწვალებელთა შეურიგებელი სიძულვილი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილების მიმართ, რომელთა სისხლიც მათ მთელი არსებით სწყურიათ! მწვალებლობა გულის განძვინებასთან, გონების საშინელ დაბნელებასა და დაზიანებასთანაა დაკავშირებული. იგი მყარად მკვიდრდება მის მიერ მოწამლულ სულში და მეტად ძნელია ადამიანის განკურნება ამ მძიმე სენისაგან.

ყოველი მწვალებლობა შეიცავს სულიწმიდის გმობას: იგი ან სულიწმიდის დოგმატს გმობს, ანდა სულიწმიდის მოქმედებას, მაგრამ აუცილებლად გმობს სულიწმიდას. ყოველგვარი მწვალებლობის არსი არის გმობა ღმრთისა. წმიდა ფლაბიანემ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა, კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების განჩინება ერესიარქ ევტიქიზე ამგვარად გადმოსცა: "ევტიქი, აქამომდე ხუცესი, არქიმანდრიტი, სავსებით მხილებულია, როგორც თავისი წარსული მოქმედებით, ასევე - აწინდელი ახსნა-განმარტებებით, ვალენტინისა და აპოლინარის ცდომილებაში და მათი ღმრთის გმობის ჯიუტად დაცვაში, - მითუმეტეს, რომ მან არ შეიწყნარა ჩვენი რჩევა-დარიგებანი - მიეღო ჭეშმარიტი სწავლება. ამიტომაც ვტირით და მოვთქვამთ მის დააღუპვასა და საბოლოო წარწყმედას, და სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ვაცხადებთ, რომ იგი ღმრთის გმობაშია ჩავარდნილი, რომ მას ჩამორთმეული აქვს სამღვდელო წოდება, აღკვეთილი აქვს ჩვენთან ერთობა და ეკრძალება მონასტრისგანმგებლობა. ამით ჩვენ ვაუწყებთ ყველას, რომ ვინც კი ამიერითგან ისაუბრებს მასთან ან ინახულებს მას, თავადაც განკვეთა ელის".

ეს განჩინება მიიღო მთელმა ეკლესიამ, ესაა მსოფლიო ეკლესიის მოკლე განჩინება მწვალებელთა თაობაზე, იგი დაამტკიცა ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრებამ. ევტიქის მწვალებლობის არსი ის იყო, რომ იგი უარყოფდა ეკლესიის სწავლებას მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ - იგი აღიარებდა მასში მხოლოდ ღვთაბრივ ბუნებას. თქვენ მეტყვით - ეგ არის და ეგ, მეტი ხომ არაფერიო?! სასაცილოა, ერთის მხრივ, თავისი უმეცრების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი არსით და შედეგებით მეტად სავალალოა ის პასუხი, რომელიც ერთ-ერთმა ძლიერმა ამა სოფლისამ გაუგზავნა ალექსანდრიის პატრიარქს, წმიდა ალექსანდრეს, არიოზის მწვალებლობის შესახებ. ეს პიროვნება ურჩევს პატრიარქს შეინარჩუნოს მშვიდობა, არ წამოიწყოს დავა, რომელმაც შეიძლება ქრისტიანული სულისათვის ეგზომ მიუღებელი განხეთქილება გამოიწვიოს. იგი წერს, რომ ვერ ამჩნევს არიოზის სწავლებაში რაიმე საძრახისს; მხოლოდ სიტყვებშია განსხვავება და მეტი არაფერიო!

"ეს განსხვავება სიტყვებში" - შენიშნავს ისტორიკოსი ფლერი, რომელშიც თითქოს არაფერია "საძრახისი", უარყოფს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, რომ ყველა მწვალებლობა, მიუხედავად თავისი სხვადასხვაობისა, ერთი მიზნისაკენ ისწრაფოდა - ისინი უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას და ამახინჯებდნენ მისი განკაცების დოგმატს. უახლესი მწვალებლები კი უარყოფენ სულიწმიდის მოქმედებას. მწვალებლებმა საშინელი გმობით უარყვეს საღმრთო ლიტურგია, ეკელსიის ყველა საიდუმლო, ყოველივე ის, რაშიც მსოფლიო ეკლესია სულიწმიდის მოქმედებას აღიარებს: ყველაფერ ამას მათ კაცობრივი დადგინებანი უწოდეს, უფრო კადნიერად კი - ცრურწმენა, შეცდომა! რა თქმა უნდა, მწვალებლობაში თქვენ ვერ ხედავთ ქურდობას და ძალადობას. იქნებ ამიტომაც არ მიგაჩნიათ იგი ცოდვად? მაგრამ აქ უარყოფილია ძე ღმრთისა, უარყოფილია და დაგმობილია სული წმიდა, ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი! ღმრთის გმობის სწავლების მიმღებელი და დამმარხველი, ეს ვინც წარმოთქვამს ღმრთის გმობას, არც ავაზაკია და არც მპარავი, თავისი დაცემული ბუნების შესაბამისად კეთილ საქმეებსაც იქმს, ის მშვენიერი ადამიანია! როგორ იქნება, რომ ღმერთმა ასეთი კაცი არ აცხონოს!.. მიზეზი თქვენი უკანასკნელი ცდომილებისა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისა, ქრისტეანობის ჯეროვანი არცოდნა გახლავთ!

ასეთი უმეცრება უმნიშნველო ნაკლი როდია! მას შეიძლება დამღუპველი შედეგებიც მოჰყვეს, მით უმეტეს ახლა, როცა ასე მომრავლდა წიგნები ქრისტეანული სათაურითა და სატანური შინაარსით. სწორედ ჭეშმარიტი ქრისტეანული სწავლების არცოდნის შედეგად შეიძლება, რომ მცდარი და ღმრთის მგმობი აზრი სიმართლედ მიიღოთ, შეითვისოთ იგი და მასთან ერთად მარადიული სიკვდილიც. ღმრთის მგმობი არ ცხონდება! წერილში განჟღავნებული თქვენი ყველა მიუხვდომლობა უკვე საშიშ შემასმენლად ევლინება თქვენივე ცხონებას. მათი არსი ქრისტეს უარყოფაა! ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ეთამაშებით! თორემ მარადიული ტირილი იქნება თქვენი ხვედრი. შეუდექით ახალი აღთქმის და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა კითხვას (და არა ტერეზასი, ფრანცისკელისა და სხვა დასავლელი შეშლილებისა, რომელთაც მათი მწვალებლური ეკლესია წმიდანებად ასაღებს!);

შეისწავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისგან, როგორ გავიგოთ სწორად წმიდა წერილი, როგორი ცხოვრება, აზრები და გრძნობები შეჰფერის ქრისტეანს. წმიდა წერილითა და ცოცხალი სარწმუნოებით შეიცანით ქრისტე და ქრისტეანობა. ეცადეთ სანამ დადგებოდეს საშინელი ჟამი ღმრთის სასმჯავროს წინაშე წარდგომისა, მოიპოვოთ განმართლება ღმრთისა მიერ, რომელიც უსასყიდლოდ ეძლევა უფლისაგან ყოველთა კაცთა, ქრისტეანობის მეშვეობით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
02.01.2014
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2

თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat