შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება , მაგრამ კათოლიკური შუა საუკუნეების წიაღში მიმდინარე შინაგანი რეფორმაციული პროცესების დახანებით გამოწვეული კრიზისის ობიექტურ მტკიცებულებას მაინც შვეიცარიაში გაჩენილი მეორე ძლიერი ეკლესიური პროტესტი წარმოადგენს. შვეიცარიაში მიმდინარე პროცესები გერმანული მოძრაობის პარალელურად და მისგან დამოუკიდებლად დაიწყო. მალე რეფორმაციის საერთო საწყისები სხვადასხვაგვარად იქნა განმარტებული და ამ ორ მიმართულებას, იმდენად განსხვავებული სახე ჩამოუყალიბდა, რომ 1529 წელს გერმანული და შვეიცარიული რეფორმაციის გზები საბოლოოდ გაიყო. მას შემდეგ პროტესტანტულ მოძრაობას მხოლოდ ერთი საერთო სახელწოდება - რეფორმატული ეკლესიები - აერთიანებს. ამჟამად მნიშვნელოვანი რეფორმატული ეკლესიებია ინგლისში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, რუმინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, სლოვაკეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში და მესამე მსოფლიოს ცალკეულ სახელმწიფოებში. რეფორმატული მოძრაობის შედარებით წარმომადგენლობითი საერთაშორისო ორგანიზაციაა "რეფორმატული ეკლესიების მსოფლიო ალიანსი", რომელიც 1875 წელს შეიქმნა. დღეისათვის მასში ძირითადი რეფორმატული მოძრაობების დაახლოებით 40 მილიონი წევრია გაერთიანებული.

მთლიანობაში რეფორმატობას ან კალვინიზმს, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ, ლუთერანობისგან გამოკვეთილი თანამიმდევრულობა და შეხედულებათა სიმკაცრე განასხვავებს. რეფორმატობის ფართოდ გავრცელებას შესაძლოა სწორედ ამ გარემოებებმა შეუწყო ხელი, რადგან მისი მწვავე, პირქუში, მაგრამ ლოგიკურად ჩამოყალიბებული თეოლოგიური ფორმები ერთი მხრივ შეესაბამებოდა შუა საუკუნეების რელიგიურ განწყობას, ხოლო მეორე მხრივ ჯერ კიდევ აკმაყოფილებდა კათოლიკური ეკლესიის ტრადიციაში დამკვიდრებულ რწმენასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

რეფორმატული ტრადიციების საფუძვლები რეფორმაციის მამების უმცროსმა თანამედროვემ, ჟან კალვინმა ჩამოაყალიბა. მისი მთავარი და ცნობილი ნაშრომია "ქრისტიანული სარწმუნოებრივი დარიგებები", რომელსაც ხშირად სათაურით - "დარიგებები ქრისტიანულ რწმენაში" შეხვდებით. ასევე, ჟენევაში კალვინმა თავი გამოიჩინა როგორც მსხვილმა საზოგადო მოღვაწემ, ის ქალაქის თითქმის ერთპიროვნული მმართველი გახდა და უნდა ითქვას, რომ ქალაქის ცხოვრების რეფორმატული სწავლების ნორმებში მოსაქცევად საკმაოდ ბევრი გააკეთა. მაგრამ ამ ბრძოლაში კალვინი იმდენად რადიკალური იყო, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოწინააღმდეგეების ფიზიკურ განადგურებასაც არ ერიდებოდა. ამასთან, მთელ ევროპაში იმდენად დიდი ზეგავლენა ჰქონდა, რომ "ჟენევის პაპადაც" იხსენიებდნენ.

რეფორმატულ მოძრაობას საკმაოდ ბევრი სიმბოლური წიგნი აქვს. ამ წიგნებს სხვადასხვა დონის ავტორიტეტი გააჩნია. დიდი აღიარება აქვს 1536 წელს კალვინის მიერ "ქრისტიანული სარწმუნოებრივი დარიგებების" საფუძველზე შედგენილ "პირველ კატეხიზისს". წიგნში საუბარია ქრისტიანული ცოდნის წყაროების, ღმერთისა და მისი თვისებების; ადამიანის, ცოდვით დაცემის, ეკლესიისა და საიდუმლოებების შესახებ. საყოველთაო სამოძღვრო ავტორიტეტი გააჩნია წიგნებს: "ჟენევის კატეხიზისი" და "ჟენევის შეთანხმება". ეს უკანასკნელი იმითაა ნიშანდობლივი, რომ მასში განგების, ხვედრისა და ბედისწერის საკითხები თანმიმდევრულად განიხილება. ასევე რეფორმატულ ტრადიციაში დიდი აღიარება აქვს "გალიკანურ აღმსარებლობას" და "ჰაიდელბერგის კატეხიზისს".

სანამ რეფორმატული სწავლების განხილვას დავიწყებდეთ, გვსურს ყურადღება იმ საერთო საწყისებს მივაქციოთ, რომლებითაც რეფორმატობა ორგანულად უკავშირდება ლუთერანობას და საერთოდ რეფორმაციას. უმთავრესი, რაც მთელ ამ მოძრაობებს აერთიანებს, არის მტკიცება, რომ ადამიანის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. მაგრამ შვეიცარიული რეფორმატული სწავლება ამ საკითხსაც თავისებურად მიუდგა და აქ კალვინისტურ და ლუთერანულ თვალსაზრისებს შორის ისეთი წინააღმდეგობები გაჩნდა, რომლებიც ვერანაირად ვერ გადაილახებოდა. ლუთერმა და მისმა თანამოაზრეებმა ორჯერ სცადეს და ვერ შეძლეს, საკუთარი რელიგიური მსოფლმხედველობიდან შესაბამისი ლოგიკური დასკვნები გამოეტანათ. წარუმატებლობის მიზეზი ორივე შემთხვევაში ის იყო, რომ მძაფრ რელიგიურ დავაში ბოლომდე ვერ გამოითქვა გაბედული და მართალი აზრი ადამიანის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის საქმეში მადლისა და საიდუმლოებების - კერძოდ ევქარისტიის მნიშვნელობის შესახებ, რაც ლუთერანულ თვალსაზრისს საბოლოო ნათელს მოჰფენდა. რეფორმატული მოძრაობის დამსახურება ის არის, რომ მან იპოვა ლუთერანული გაუგებრობის შინაგანი წყარო, მაგრამ ცუდი ისაა, რომ კალვინისტებმა პრობლემა კი არ მოხსნეს, არამედ რეფორმატული აზროვნება ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენის საფუძვლებს საბოლოოდ ჩამოაშორეს და დაუპირისპირეს; მათ გამოკვეთილი სახე შესძინეს განგებასთან, ხვედრსა და ბედისწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს საკითხები დილემად და გადაულახავ ზღვრად აქციეს.

საბოლოო ჯამში, ეს წარმოდგენები იმ საერთო რეფორმაციული იდეებისა და აზროვნების პრინციპის ლოგიკური კულმინაცია აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება საბოლოოდ დაინგრა, სხვაგვარად: "ადამიანის დაცემა იმდენად დიდი იყო, რომ მან სიკეთისაკენ ლტოლვის უნარი დაკარგა". ბოლოს კი ლუთერი ფიქრობდა, რომ "დაცემის შემდეგ ადამიანი ზნეობრივად საბოლოოდ განადგურდა". ზუსტად იგივე წინამძღვრებიდან გამოდის კალვინი და წერს: "ადამიანში ცოდვისაგან თავისუფალი ერთი მისხალიც კი არ იპოვება, და ამიტომ ყველაფერი, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, მას მხოლოდ ცოდვად მიეთვლება", მაგრამ ამ თეზისიდან კალვინი ისეთ დასკვნასაც აკეთებს, "რომელიც არ იცოდა ან რომელსაც გაურბოდა ლუთერი".

ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანის ბუნების საბოლოო განადგურების საერთო პროტესტანტული შეხედულებებიდან კალვინმა, სრულიად ლოგიკურად, ადამიანზე ბედისწერის უპირობო გავლენის რწმენასთან დაკავშირებულ მეორე უკიდურესობაში გადაინაცვლა. მაგრამ, ერთი წუთით თუ დავუშვებთ, რომ ადამიანს საკუთარი პიროვნების გადარჩენის პროცესზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, ანუ ვერანაირი ადამიანური ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანს; თუ დაცემის უძირო უფსკრულიდან ადამიანი მხოლოდ უფლისგან მისთვის ბოძებულმა რწმენამ შეიძლება ამოიყვანოს, ბუნებრივად იბადება კითხვა: ცოდვის ტყვეობიდან ყოველი ადამიანი უფლის მიერ ერთნაირად რატომ არ გამოიხსნება? ანდა, როგორც კალვინისტური სწავლება ქადაგებს: ადამიანს სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანის გაკეთების უნარი არ აქვს და ამ არჩევანს მის ნაცვლად უფალი აკეთებს; ადამიანის გადარჩენა მისი ყოველგვარი წვლილისა და ნების გარეშე ხდება, ანუ მის გადარჩენას ან დაღუპვას მისივე ზნეობასთანაც კი აღარაფერი აქვს საერთო და მხოლოდ ღმერთი წყვეტს, რომელ ადამიანს რა მიანიჭოს; უფრო მეტიც, ერთს ღმერთი გამოხსნის პრივილეგიით აჯიდოებს, ხოლო მეორის მოქმედება მხოლოდ ცოდვად იხსენიება. საკუთარი პიროვნების ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის საქმეში ადამიანს ვერანაირი წვლილი ვერ შეაქვს; მას საკუთარი ნების მნიშვნელობაც კი ეკარგება და ამით, გამოხსნისათვის საჭირო რწმენა ესპობა. ასეთ მდგომარეობაში სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება, რომ უფლის ხელთ მყოფი ადამიანთა ერთი ნაწილი ცათა სასუფეველში და შესაბამისად სრულ ნეტარებაშია, ხოლო მეორე ნაწილი სამარადისო სატანჯველში იძირება.

კალვინის აზრით, ადამიანისადმი უფლის ასეთი დამოკიდებულების საფუძველს სამყაროზე ღმერთის განუყოფელი, შეუვალი და აბსოლუტურად სუვერენული ძალაუფლება წარმოადგენს. კალვინი მოწოდებული იყო, კათოლიკეების მიერ ადამიანების კეთილი საქმეების ხარისხითა და ფასით დაკნინებული ღმერთის ავტორიტეტი აღედგინა. ის ცდილობდა კათოლიკეებისათვის დაემტკიცებინა, რომ უფალი თავისი ნებით ყველას და ყველაფერს, მათ შორის, მის მიერ შექმნილი ადამიანების სულებსაც განაგებს.

გამოხსნის საქმეში ბედისწერის რწმენა ადამიანის პიროვნული წვლილის რაიმე მნიშვნელობას საერთოდ ანადგურებს, ასეთი ნება მთლიანად ღმერთის ხელთაა და ბედისწერა მისი ერთპიროვნული მოქმედების ინსტრუმენტია, რაც შეეხება "კეთილ საქმეებს, რომლებსაც სულიწმინდას მადლით ვახორციელებთ, ჩვენს გამართლებაში არანაირი წვლილი არ შეაქვს". დაახლოებით ასეთ მოსაზრებებს გამოთქვამდა ნეტარი ავგუსტინე, მაგრამ მისი, ისევე როგორც ლუთერის, მსჯელობა, არ სცილდებოდა ბედისწერის მხოლოდ გამოხსნასთან დაკავშირებულ თავისებურებებს და ნეტარ ავგუსტინეს "ადამიანი არ მიჰყავდა სოლა ფიდეს, ანუ მხოლოდ რწმენით გამოხსნის სამსხვერპლოზე". ამ პოზიციის საპირისპიროდ კალვინი არ შეუშინდა ორმხრივი განგებულების ქადაგებას და ერთნი ბედისწერით გამოხსნად დაადგინა, ხოლო სხვანი საბედისწერო გმობად განამზადა. კალვინის აზრით, უფალი რჩეულთა გამოსახსნელად თავის გულმოწყალებას გრატია ირრესისტიბილის - შეუვალი და ადამიანური ცოდვისათვის დაუძლეველი მადლის საშუალებით გასცემს. ამავე დროს, უფალი მის მიერ მსჯავრდადებულ ადამიანში უსამართლობას პოულობს და თავისი სამართლით იმ მადლს ართმევს, რომელსაც ადამიანი ამ ბოლო მომენტამდე ფლობდა. მოციქული პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში გამოთქმული სიტყვების: "რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია" (რომ. 8:29) მიკერძოებულად განმარტებისა და ღმერთის გადაწყვეტილებების ადამიანის მიუწვდომლობის საფუძველზე, კალვინმა მთელი კაცობრიობა დამსახურებებისა და ზნეობრივი თავისებურებების მიუხედავად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე დაყო: ერთნი გადასარჩენად გამზადებულ მცირე სამწყსოდ, ხოლო მეორენი განწირულ უმრავლესობად, რომელსაც ვერავითარი ძალისხმევა ვერ იხსნის და ამქვეყნად მხოლოდ იმისთვის არიან გაჩენილნი, რათა მათი მაგალითით კიდევ ერთხელ დამტკიცდეს, რომ ყოვლისშემძლე უფლის ნებასთან მიმართებით ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევა უსუსურობა და უაზრობაა.

ბედისწერის მიმართ ასეთმა უპირობო მორჩილებამ კალვინი იქამდე მიიყვანა, რომ მან მაცხოვრის მიერ ჯვარზე გაღებული მსხვერპლის საყოველთაობა უარყო და გამოაცხადა, რომ უფალი ჯვარს ეცვა და მსხვერპლი მხოლოდ მათთვის გაიღო, ვინც მარადიული ცხოვრებისათვის თვითონვე შეარჩია. ეს დებულება არღვევს იმ უმთავრეს ქრისტიანულ დოგმატსა და რწმენას, რომლის მიხედვითაც უფალი საყოველთაოდ ყველას გამოსახსნელად განკაცდა და პირდაპირ ეწინააღმდეგება მოციქულ პავლეს სიტყვებს: "გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა" (ტიტ. 2:11).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
02.01.2014
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2

თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat