ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს. მაგალითისათვის მოვიყვანოთ: ძველად არ არსებობდა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი, გლობალიზაცია და ასე შემდეგ, საკითხები, რომლებიც, ალბათ, შეუძლებელი იყო არსებულიყო იმდროინდელ რეალობაში. მიუხედავად ამისა, არსებობდნენ ერესები, ეკლესიის მტრები, მაგრამ ისინი წარმოჩნდებოდნენ სრულიად სხვა ფორმით. დღეს ვხვდებით ისეთ მოვლენებს, რომლებიც აიძულებენ ადამიანს დაიკავოს გარკვეული პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად გვეკითხებიან თუ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ამ მოვლენებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც გვასწავლიან და მოგვიწოდებენ ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ ყოველი ერი პატივს უნდა სცემდეს სხვა ერების რწმენას და რომ ადამიანები არ უნდა განირჩეოდნენ და განისჯებოდნენ რელიგიური შეხედებულებების გამო, და რომ არ უნდა მოხდეს ამ ყოველივეს დოგმატიზება, რადგანაც თითეული ადამიანი თავად წარმოადგენს ღირებულებას.

ვფიქრობ, რომ პრობლემა თავად ჩვენშია. ადამიანი, რომელიც ხმაურს ტეხს და არეულობას იწვევს, თავად წარმოადგენს პრობლემას. როდესაც მტკიცედ გწამს და დარწმუნებული ხარ, რომ შენი რწმენა არის ჭეშმარიტი და მთელი არსებით შეიგრძნობ ამას, მაშინ არ განიცდი არც შიშს, არც რაიმე საფრთხეს და თუ საჭირო გახდება, შეძლებ შენი სათქმელი წარმოთქვა სრული სიმშვიდით, ყოველგვარი შინაგანი პანიკისა და შფოთის გარეშე. წმიდა მამები მუდამ მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რაც სწამდათ. ამიტომ, არ ეშინოდათ და არ სჭირდებოდათ სხვა ადამიანის დამცირება, დაკნინება. აქ არის ერთი ფაქიზი დეტალი თუ როგორ უნდა შეძლო, რომ გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრულიად არ იზიარებდე მის რწმენას. როგორ დავიცვათ ის "ოქროს შუალედი", რომ არ უარვყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენა და ამავე დროს არ დავაკნინოთ სხვა ადამიანი. ვფიქრობ, ამისთვის კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული ქრისტეს სარწმუნოება. ის ადამიანი, რომელმაც კარგად გააცნობიერა ქრისტიანობა და შეითვისა სახარების სული, განუსვენებს, შეეწევა და ნუგეშს სცემს სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება სრულიად არ ეთანხმებოდეს მის რწმენასა და შეხედულებებს. ეს შეუთანხმებლობა არ ნიშნავს მისდამი მტრულ განწყობას.

თითქოს ეუბნება: მისმინე, საერთოდ არ ვეთანხმები შენს რწმენსა და შეხედულებებს, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ და უნდა გვძულდეს ერთმანეთი. მიყვარხარ, პატივს გცემ, მინდა, რომ თავისუფლად გრძნობდე ჩემთან თავს, მაგრამ აბსოლუტურად არ გეთანხმები, რადგანაც ადამიანი, რომელშიც ქრისტეს სულია დავანებული, ვნებათაგან თავისუფალია, არ გააჩნია არანაირი ბოროტება და სიძულვილი სხვათა მიმართ. რასაკვირველია, არც საკუთარ თავზე აქვს დიდი წარმოდგენა, არამედ კაცთმოყვარეობით მოქმედი შეურყეველი რჩება თავის პოზიციაზე. მაგალითად: ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას: "კარგი რა, რა ქრისტიანი, რა მუსლიმანი. ყველას ერთი და იგივე ღმერთი გვწამს, დანარჩენი წვრილმანია ყველაფერი", შენ თუ ამას დაეთანხმები, დიდი შეცდომა იქნება. მაგრამ მეორე მხრივ, არც იმის თქმა იქნება მართებული, რომ: "არა, განსხვავება ისაა, რომ მე სამოთხეში მოვხვდები, შენ კი – ჯოჯოხეთში". არ შეიძლება ამის თქმა, ვინაიდან ადამიანს, რომელშიც ქრისტეს სულია დავანებული, არ სურს და არ შეუძლია ვინმეს წარმოდგენა ჯოჯოხეთში, რადგან მისი აზრით მხოლოდ ის ერთადერთია, რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდება. წმიდა სილუან ათონელი ამბობდა: "ყველა ცხონდება, მხოლოდ მე წარვწყმდები". წმიდა მამებს იმის წარმოდგენაც კი უჭირდათ, რომ ეშმაკიც კი, რომელიც არის სახე უფლისაგან განდგომისა, მოვა დრო და საუკუნოდ განვარდება უფლისგან, საუკუნოდ წარწყმდება. წმიდა ისააკ ასური ამბობს: "ყოველი ქმნილების მიმართ სიყვარული ისაა, რომ ვლოცულობდეთ ყოველთათვის: ადამიანთათვის, ცხოველთათვის, ფრინველთათვის და თვით ეშმაკთათვისაც". წმიდანს გულში არსებული ჭეშმარიტი სიყვარული იმის უფლებასაც კი არ აძლევდა, რომ ეთქვა, – ეშმაკი საუკუნოდ წარწყმდება.

წმ. სილუანე ათონელის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ: ერთხელ შეკრებილა რამდენიმე ასკეტი მამა, მათთან იყო წმ. სილუანეც. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც დიდი მოღვაწე ყოფილა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდა მიღწეული მაღალი სულიერი საზომისათვის, საუბარში უთქვამს: როდის იქნება საშინელი სამსჯავრო, რომ ეშმაკი, უღმერთოები და ყოველი მწვალებელი მასთან ერთად დაისაჯოს საუკუნო ცეცხლშიო". სილუან ათონელმა ეს რომ მოისმინა თავი მწუხარებით გადააქნია და უთხრა: "მამაო, არ შეიძლება ასე ფიქრი, არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ადამიანიც იარსებებს, რომელიც ღმრთისგან განვარდება. ძალიან გთხოვ, მიპასუხე, შენ რომ სამოთხეში მოხვდე და იქიდან ხედავდე, რომ ადამიანი ჯოჯოხეთის ჩაუქრობელ ცეცხლში იტანჯება, განა შეძლებ შენ იქ განსვენებულად ყოფნას? – რას ვიზამთ, მიუგო ბერმა, ისინი თვითონ არიან დამნაშავენი. ჭეშმარიტი სიყვარული ასე ვერ მოიქცევა, ჩვენ ყველას ცხონებისთვის უნდა ვილოცოთ", - მიუგო წმ. სილუანემ. სწორედ ამიტომ იგი ხშირად ლოცულობდა ღმრთის მიმართ სიტყვებით: "უფალო, გევედრები, რათა სულიწმიდის მადლით ყოველმა ერმა შეგიცნოს". ეკლესიის ლოცვაც სწორედ ეგ არის, რომ სულიწმიდის მიერ ყოველმა ადამიანმა შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი, სწორედ ამას ვითხოვთ ღმრთისგან. ვინმეს გასამართლება და ჯოჯოხეთის მისჯა არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ მხოლოდ იმის შეგნება უნდა გვქონდეს, რომ თუ ვინმე მოხვდება ჯოჯოხეთში, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. შეუძლებელია, ადამიანს, რომელიც არის მაცხოვრის მიმბაძველი, ჰქონდეს გულში ზრახვა, რომ მის გარდა იარსებებს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც განვარდება ღმრთისგან. თუნდაც ის ადამიანი იყოს ყველაზე საშინელი მწვალებელი, საშინელი მკრეხელი, ვინც კი ოდესმე არსებულა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველასთვის ვილოცოთ, რომ ღმრთის მადლით ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი და ყოველნი მოვიდნენ "ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისასა". რასაკვირველია, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

როდესაც ადამიანში ღმრთის სულია დავანებული, მას შეუძლია წარემართოს ჭეშმარიტების ამ ვიწრო გზაზე ისე, რომ არც ერთ უკიდურესობაში ჩავარდეს და არც მეორეში. ის არც იმას იტყვის: "რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ხარ თუ არა, ყველას ერთი ღმერთი გვწამსო" და არც იმას: "ვინც ჩვენ არ მოგვყვება, საუკუნოდ დაისჯება". ერთი უკიდურესობა "ეკუმენიზმია" და მეორე - "ზილოტიზმი". "ეკუმენიზმი" არის თეორია, სადაც ფიქრობენ, რომ: "ყველა: მართლმადიდებელი, პროტესტანტი, კათოლიკე და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები არიან ერთი ხის ტოტები. თითქოს ეს ხე არის ეკლესია და ჩვენ კი წარმოვადგენთ ამ ხის ტოტებს და უნდა ვეცადოთ, რომ გავერთიანდეთ". ეს ყველაფერი არის უდიდესი მწვალებლობა და სიცრუე! რადგან უარყოფს ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ან უნდა გვწამდეს, რომ ვართ წევრნი ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა, ან უნდა ვთქვათ რომ ეს ეკლესია დაიყო მრავალ სხვა ეკლესიად. მაშინ სად არის ის ჭეშმარიტი ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა? განა აღერია და გაითქვიფა იმ უცხო სწავლებებში, რომლებიც ადამიანის დაბნელებული და შემცდარი გონებიდან გამოვიდა? განა აღარ არსებობს ის ეკლესია, რომელიც დააარსა ქრისტემ და მისმა მოციქულებმა? ეკუმენიზმი და მისი თეორია არის უდიდესი მწვალებლობა და სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას.

მეორე მხრივ, არსებობს "ზილოტიზმი", რომელიც მოიცავს "ეკუმენიზმის" საპირისპირო უკიდურესობას. რომელიც ამბობს: "მოვკვეთთ ეკლესიიდან ყველას, ვინც კი გამართავს რაიმე სახის დიალოგს არამართლმადიდებლებთან". ეს ადამიანები ამოფარებულნი არიან კანონთა და მამათა ზოგიერთ გამონათქვამს, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი მცდარი განწყობა და მდგომარეობა. არც ერთი და არც მეორე უკიდურესობა, ეკლესია უნდა მიემართებოდეს ჭეშმარიტების გზაზე, მან არ უნდა უღალატოს მის წმიდა დოგმატებსა და სწავლებებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმ მახვილადაც არ უნდა იქცეს, რომელიც შუაზე კვეთს და გარესკნელის ჩაუქრობელ ცეცხლში უშვებს ადამიანს. მართლმადიდებელი ეკლესია დღითიდღე ახარებს ღმრთის სიტყვას და ყოველგან მოჰფენს მის ნათელს. მას არავისთან დიალოგის არ ეშინია, იგი სრულიად არ განიცდის რაიმე საფრთხის შიშს მისი რწმენის წარმოჩენისას. ჩვენ არავისთან დიალოგის არ გვეშინია, მუდამ მზად ვართ, დიდი სიხარულით, ნებისმიერ ადამიანს გავცეთ პასუხი ჩვენი რწმენის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. არა იმისთვის, რომ ვინმე განვსაჯოთ, დავამციროთ ან გავანადგუროთ, არამედ რათა გადმოვცეთ ის, რითაც ვცოცხლობთ და რასაც განვიცდით მართლმადიდებელ ეკლესიაში: ღმრთის არსებობას, სულიწმიდის მადლს, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილებას.

ეს ყოველივე არის ნათელი და "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია". ნათელს არ სჭირდება აფიშირება, შელამაზება. იგი თავისთავად ანათებს და განსდევნის ბნელს და ვისაც თვალნი აქვს ახელილნი დაინახავს და შეიცნობს ჭეშმარიტ ნათელს. გერონდიკონში აღწერილია, რომ: "ერთხელ წმ. მაკარი უდაბნოში მიდიოდა, შეხვდა კერპთაყვანისმცემელ მღვდელს, რომელიც, თავის მხრივ, სადღაც მიიჩქაროდა. წმ. მაკარი მიესალმა მას: "მშვიდობა შენდა მგზავრობისაგან დამაშვრალო ადამიანო". წარმართი არ ელოდა ასეთ გულითად მისალმებას და ჰკითხა: "შენ მაკარი ხარ?" დიახ, - უპასუხა წმიდანმა. ის მონაზვნები, ცოტა ხნის წინ ამ გზაზე რომ გამოიარეს, შენი მოსწავლეები იყვნენ? დიახ, - უპასუხა მაკარმა. ჰოდა, საშინლად ვგვემე, - უთხრა წარმართმა. რატომ? - შეეკითხა წმიდანი. იმიტომ, რომ როგორც კი დამინახეს, მომაძახეს: "სად მიდიხარ სატანის მსახუროო. შენ კი, პირიქით, ასე თბილად და გულიანად მომიკითხე…". ისე იმოქმედა წმიდა მაკარის ასეთმა საქციელმა წარმართზე, რომ გაჰყვა მას, მოინათლა და ქრისტიანი გახდა. ამ ისტორიაში ვხედავთ ორგვარ სულიერ მდგომარეობას. სულიერად არასრულყოფილ, ჯერ კიდევ ვნებებით მოცულ ადამიანს, რომელიც ხშირად გამოხატავს აგრესიას, რადგან დაუზღვევლობის განცდა აქვს, თითქოს მის რწმენას რაიმე საფრთხე ემუქრება.

დალოცვილო, სად ხედავ საფრთხეს? განა უფალს ადვოკატი და დამცველი სჭირდება? როდესაც ადამიანში არსებობს ამ სახის აგრესია, ეს მიგვანიშნებს, რომ სწორედ პირადად მას აქვს რწმენის პრობლემები. ჩანს, რომ მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია სრულყოფილება ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტებისა. მან არ იცის, რომ არ არსებობს მისხალიც კი იმის შესაძლებლობისა, რომ რაიმე სიცრუე ერიოს მასში, რადგან როგორ შეიძლება სიცრუე იყოს ის, რასაც ცოცხლად განიცდის და რაშიც ცხოვრობს მთელი არსებით ადამიანი. ამას არ განიცდის მხოლოდ ერთი ან ორი პიროვნება, რომ ვიფიქროთ ხიბლში და რაღაც ილუზიებში არიან, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ გამოცდილებას ვხედავთ 2000 წელია უკვე, მთელი სიცხადით ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ღმრთის წმიდა სული ეკლესიაში და აღასრულებს სასწაულებსა და მასში ქრისტეს მყოფობის ნიშნებს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ეჭვი და შიში ჩვენს სარწმუნოებასთან დაკავშირებით. მაშასადამე, ის, ვინც გამოხატავს აგრესიას, ლანძღავს და გარესკნელის ცეცხლში უშვებს სხვებს, ჩანს, რომ აქვს სულიერი პრობლემები, რომლებიც ჰქონდათ აბბა მაკარის მოსწავლეებს. ისინი ჯერ კიდევ არასრულყოფილნი იყვნენ სულიერად და როგორც კი დაინახეს წარმართი, იმის ნაცვლად, რომ ერთი თბილი სიტყვა ეთქვათ და მისალმებოდნენ, როგორც მათი მოძღვარი მოიქცა, გალანძღეს და შეურაცხყვეს კერპთმსახური. იკითხავთ: რა, არ იყვნენ მართალნი, ეშმაკის მსახური რომ უწოდეს წარმართ მღვდელს? - კი ბატონო, აბა სხვას ვის ემსახურებოდა ის კერპთმსახური თუ არა ეშმაკს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ამ ფორმით საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წმიდანებს უწევდათ ყოფილიყვნენ მკაცრნი სხვა ადამიანების მიმართ, ამას ისინი აკეთებდნენ უვნებოდ, მათ მიმართ სრული სიყვარულით. მაგალითად, როდესაც ვინმეს უეცრად გული წაუვა, მას მოფერებით გრძნობაზე ვერ მოიყვან. იძულებელია ადამიანი, ერთი-ორი შემოულაწუნოს, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სძულს და ამიტომ სცემს მას, უბრალოდ სხვანაირად ვერ გამოაფხიზლებს გულწასულს. ან ვინმეს აუცილებელად სჭირდება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ექიმი მას პირდაპირ საოპერაციოში უშვებს: ჭრის, კვეთს, კერავს. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ანგარიშები აქვს მასთან გასასწორებელი, არამედ თუ ასე არ მოიქცევა ვერ გადაარჩენს სნეულს.

ასევე, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, წმიდა მამები, წმ. იოანე ნათლისმცემელი და თვით მაცხოვარიც მკაცრად საუბრობდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მოქმედებდნენ ვნებისმიერ აღძრულნი, რომ დაემცირებინათ და გაეკრიტიკებინათ ვინმე. არამედ კაცთმოყვარეობის სულით მოქმედებდნენ ადმიანის საცხონებლად. არ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ფორმულა თუ როგორ უნდა ვესაუბროთ სხვა ადამიანს. უბრალოდ, ჩვენ უნდა გავხდეთ ქრისტესმიერ თავისუფალი ადამიანები, უნდა გვქონდეს სულიერი სიმტკიცე და არ უნდა გვეშინოდეს. მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს ეშინოდა. დასავლეთში პაპისტები ცეცხლზე სწვავდნენ მეცნიერებს, რადგან შიში ჰქონდათ, რომ ვინმეს შეიძლებოდა რაიმე საპირისპირო ეთქვა და უარეყო ღმერთი. ჰქონდათ ეს უნდობლობა და დაუცველობის განცდა, რადგან მათი რწმენა დაფუძნებულია არა სულიერ გამოცდილებაზე, არამედ ლოგიკაზე. და იქ, სადაც რწმენა დაფუძნებულია ლოგიკაზე, მუდამ არსებობს შიში, რომ შეიძლება მოვიდეს ვინმე უფრო გონიერი, უფრო ბრძენი, უფრო მეტად ლოგიკური არგუმენტებით და დაგამარცხოს და შეგმუსროს. მაგრამ იქ, სადაც რწმენა დაფუძნებულია არა ლოგიკაზე, არამედ გამოცდილებაზე, მაშინ რა შეიძლება გითხრას სხვა ადამიანმა ისეთი, რომ წაგართვას და დაგაკარგვინოს ეს სულიერი გამოცდილება ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობისა?

მოციქული პავლე ამბობს: "ვინ განგვაშოროს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა?" რას შეუძლია განგვაშოროს ქრისტეს სიყვარულს? განა არსებობს ასეთი რამ? ხედავთ? აქ პავლე მოციქული საუბრობს არა ქრისტეს რწმენაზე, არამედ სიყვარულზე. რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულყოფილი ურთიერთობა ღმერთთან არ არის რწმენითი ურთიერთობა. რწმენა დაიტევება, იგი არის რაღაც ეტაპამდე, ისევე, როგორც სასოება ღმრთისა და ის, რაც რჩება საუკუნოდ, არის სიყვარული. ეკლესია გვკურნავს და შეგვეწევა არა იმაში, რომ ვირწმუნოთ ღმერთი, არამედ შევიყვაროთ იგი. ადამიანს თუ უყვარს ღმერთი და ცოცხლობს და საზრდოობს მისით, მაშინ რა განაშორებს მას ამ სიყვარულისაგან? ვერაფერი! ვერც წარსული, ვერც მომავალი, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავარავგელოზნი, სრულიად ვერაფერი. ერთი მოღვაწე ამბობდა: "თვით ქრისტეც რომ მოვიდეს და მითხრას: იცი, შვილო, მაპატიე მაგრამ შეცდომაში ხარ – არ ვარსებობ ან ღმერთი არ ვარო, თვით ქრისტემაც რომ მითხრას ეს, შეუძლებელია ჩემი გულიდან ამ სიყვარულის ამოფხვრაო". უცნაურ რამეს ამბობს, მაგრამ ამით იმის თქმა უნდა, რომ უფალთან ურთიერთობის ეს გამოცდილება იმდენად ძლიერია ადამიანში, რომ შეუძლებელია მისი წართმევა. რადგანაც ეს არის ყველაზე ძლიერი გამოცდილება, რასაც ადამიანი განიცდის ცხოვრებაში, ეს გამოცდილებაა არა რწმენისმიერი, არა ლოგიკაზე დამყარებული, არამედ არის გამოცდილება სიყვარულისა. სიყვარულის, რომლის ჩაქრობას და შეზღუდვას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეძლებს. ვერც ვერანაირი ეჭვი ვერ შეეხება მას, რადგან სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. მას ვისაც ღმერთი უყვარს, რით დააკავებ? რით შეზღუდავ? როცა მისი გული გავარვარებულ სახმილად (ღუმლად) ქცეულა და რაც კი მას მიუახლოვდება, ყველაფერი ფერფლად იქცევა. მიდი და უთხარი შეყვარებულ ადამიანს რომ – მისი შეყვარებული საფრთხობელაა. დაგიჯერებს? თვალებს გამოგთხრის. ჰგონია რომ სამყაროში ყველაზე ლამაზი ადამიანი უყვარს. რადგან შეყვარებულია და ამ სიყვარულმა სრულად წარიტაცა მისი გონება. გარწმუნებთ, ვინც სრულად შეიყვარა უფალი, ის ბევრად უფრო მეტად არის მოცული ამ სიყვარულით, ვიდრე ის შეყვარებულები, ჩვენს გარშემო რომ არიან და ლექსებს უძღვნიან თავიანთ რჩეულს. თუმცა ეს ადრე იყო, ახლა კი ელექტრონულ წერილებს სწერენ ერთმანეთს…

მაშასადამე, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები უარვყოფთ ორივე უკიდურესობას: "ეკუმენიზმსაც" და "ზილოტიზმსაც". ჩვენ არც ფუნდამენტალისტები და ფანატიკოსები ვართ და არც "ეკუმენისტები". ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, გვიყვარს ყველა ადამიანი, ვლოცულობთ მთელი სამყაროსთვის, ჩვენი საქმე არ არის სხვისი განსჯა. უფალია მსაჯული ყოველთა. ჩვენთვის ერთი არსების წარწყმედაც კი დიდი ტკივილია. დაე, არც ერთი ადამიანი არ განვარდეს ღმრთის პირისგან, ამის მეტი ჩვენ არც არაფრის თქმა და არც არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენი საქმეა გვიყვარდეს ყველა. იცით, ეს ყველაფერი მე ათონის წმიდა მთაზე ვიხილე და შევითვისე, ადგილზე, სადაც განსაკუთრებულად მკაცრნი არიან სარწმუნოების საკითხებში, ათონელები ხომ წმიდა დოგმატებისა და წმიდა გადმოცემებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიმნიჭებელ ადამიანებად არიან მიჩნეულნი. მართლაც, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებშიც შეუძლებელია მათ რაიმე დათმონ. ესაა: მართლმადიდებლობა, ღმრთისმშობლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და ათონის წმიდა მთის ავატობა (ანუ ის, რომ მთაწმიდაზე ქალის შესვლა ოდითგანვე აკრალულია. მთარგმნ.), რომლის მოშლასაც ასე გულმოდგინედ ცდილობს ევროკავშირი.

ამ სამ საკითხში შეუძლებელია უკან დაიხიონ ათონელებმა, მზად არიან ერთად შეეწირონ, მაგრამ არ დათმობენ. ათონზე შეიძლება ვინმე დაუდევარი იყოს სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ რწმენის საკითხებში უზუსტესნი არიან. მიუხედავად ამისა, გვიმასპინძლია იუდეველებისთვის, რომეოკათოლიკებისთვის, მუსლიმანებისთვის, ყველასთვის განურჩევლად რწმენისა და რელიგიური შეხედულებებისა. ვინმეს შეიძლება ეფიქრა, რომ ამ სიმკაცრით განთქმული მონაზვნებით დასახლებულ ადგილას სხვა რწმენის ადამიანი რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ პირიქით, სტუმრად მოსულნი იქ ისეთ სიყვარულს იღებდნენ, რომ ხშირად ეს მათთვის ნამდვილად გამაოგნებელი იყო. ერთხელ მონასტერში ვმასპინძლობდით გერმანელ რომეოკათოლიკ მღვდელს, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ჩვენთან. იცით, რომ წმიდა მთაზე ვატიკანისა და პაპისტების მიმართ საკმაოდ დიდი არაკეთილგანწყობაა. ადამიანი შემთხვევით მოხვდა ჩვენთან, ჩვენც რას ვიზამდით, რაც შეგვეძლო დიდი სიყვარულით მივიღეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა ჰკითხა: – გაქვს წაკითხული მართლმადიდებლობის შესახებ რაიმე? არცთუ ისე ბევრი, - უპასუხა მან. მას ურჩიეს სხვადასხვა წიგნის წაკითხვა. გერმანელმა მიუგო: "იცით რა? ჩემთვის მართლმადიდებლობა არის ის, რასაც მე აქ ვხედავ, ამ ადამიანებში, რომლებიც არიან უზუსტესნი სარწმუნოებაში და არაფერს დათმობენ, მაგრამ ამასთანავე უზუსტესნი სიყვარულში. სწამთ სრულიად და უყვართ სრულიად და ამით ეხმარებიან სხვებსაც ჭეშმარიტების შეცნობაში". ჩვენ, მართლმადიდებლები, თუ ჭეშმარიტების მთქმელნი არ ვიქნებით, მაშინ დავემსგავსებით იმ ექიმს, რომელიც პაციენტის მიმართ დიდი სიყვარულის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მას დიაბეტი აქვს, მაინც არ უკრძალავს ტკბილის ჭამას, რადგან არ უნდა, რომ გული ატკინოს და დაამწუხროს იგი. შეიძლება მას ექიმი ეწოდოს? რასაკვირველია, არა!

ნამდვილი ექიმი დიდი სიყვარულით ეტყვის ავადმყოფს: მისმინე, ისევ შენს სასიკეთოდ გეუბნები, თუ გააგრძელებ ტკბილის ჭამას, მოკვდები! მამებსაც ზუსტად ამის თქმა შეუძლიათ ადამიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს: მისმინე, თუ მართლა ჭეშმარიტებას ეძებ, ეს არის გამოცდილება და ტრადიცია მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელშიც დავანებულია სულიწმიდის მადლი. შენ თავისუფალი პიროვნება ხარ, შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც გსურს, ჩვენ შენ ნებისმიერ შემთხვევაში გვეყვარები, რადგანაც შეუძლებელია ჩვენს გულში ვინმეს მიმართ რაიმე სიძულვილი არსებობდეს". იმის იქით უკვე მისი საქმეა თუ როგორ წარმართავს ურთიერთობას ღმერთთან. ეს არის სწორი ტრადიციული მიდგომა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ჩვენ არ შეგვიძლია ვაჭრობა ჩვენი სარწმუნოებით, მაგრამ მეორე მხრივ, არც სხვა ადამიანის ჯოჯოხეთში განწესება შეგვიძლია. უნდა გვქონდეს მტკიცე რწმენა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამოვხატოთ სიყვარულით, ღმრთის სულით. გახსოვთ, როდესაც მაცხოვარი და მოციქულები არ შეუშვეს ერთ ქალაქში საქადაგებლად, მოციქულებმა ჰკითხეს უფალს: "გინდა ვთქვათ, რომ ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდეს და დასწვას ისინი?" გარკვეულწილად ჰქონდათ ამის თქმის უფლება, ისინი ხომ ქალაქიდან გამოაგდეს, მაგრამ უფალი განურისხდა მათ და უთხრა: "არა უწყით, ვისი სულისანი ხართ" - "ჯერ კიდევ ვერ შეგიცნიათ ვისი სულისანი ხართ, რადგან მე არ მოვსულვარ სოფელში მის წარსაწყმედად, არამედ რათა ვაცხონო იგი".

სწორედ ეს არის ჩვენი საქმე. ზოგიერთი სულიერი მოძღვარი, მართალია მოშურნე, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუცდელი და უმწიფარი, როდესაც ათონის მთაზე მოდიოდა მოსალოცად, საუბარში ტრაბახით ამბობდა: თუ რომელიმე გოგონა შარვლით მოვა ეკლესიაში ან აღსარებაზე, მაშინვე ვტუქსავ და გარეთ ვუშვებო. ერთხელ ბერმა პაისმა ეს რომ მოისმინა უთხრა: "მამაო, ვინმეს ეკლესიიდან გარეთ გაგდება ძალზე ადვილია, მისი იქ მოყვანაა ძნელი…" სწორედ იქ სჭირდები შენ ეკლესიას თუ ჭეშმარიტი მოძღვარი ხარ, სწორედ იქ სჭირდები, რომ ადამიანები მოიყვანო და შეინარჩუნო ტაძარში. ვინმეს გაგდებას რა უნდა, ეტყვი: ახლავე გადი აქედან! და გავა… რომ მოიკვეთო და გადააგდო, ძალიან ადვილია, მაგრამ ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება სწორედ ის არის, რომ წარწყმედილი ცხოვარნი ისევ მათ კეთილ მწყემსთან მივიყვანოთ. შეიძლება ადამიანი ტყვე იყოს ცოდვისა და ეშმაკისა, მაგრამ როგორც მოვა აღსარებაზე, ისე უნდა მივიღოთ, შეიძლება არც კი იცოდეს რა უნდა და რას ითხოვს, მაგრამ თუ ღმრთის კაცი ხარ და თუ ჭეშმარიტი მოძღვარი ხარ, უნდა მიიღო და კეთილ გზაზე დააყენო. სწორედ ამას აკეთებს ეკლესია. იგი არის მოსიყვარულე დედა, როგორც უნდა მიხვიდე მასთან მაინც მთელი სიყვარულით მიგიღებს და გულში ჩაგიკრავს. მას არ შეუძლია ხელი გკრას და მოგიშოროს. სწორედ ეს სჭირდება ჩვენგან თანამედროვე ადამიანს.

მართლმადიდებელი ქრისტიანი არის მხნე, თავის თავის უფალი. იგი მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ სწამს და არაფერს დათმობს, არასდროს არის შოვინისტი. ის უშიშარია, სადაც უნდა მოხვდეს და მოუწიოს თავისი რწმენის აღიარება, იგი ყოველგვარი შიშის გარეშე მტკიცედ აღიარებს და დაიცავს მას. მაგრამ, ამასთანავე, მისი გული იმდენად ვრცელი და სიყვარულით აღსავსეა, რომ შეუძლია დაიტიოს და განუსვენოს ყოველ ადამიანს, რომელიც მას მიუახლივდება.

მაშასადამე, შეკითხვაზე: როდესაც ადამიანს პატივს ვცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვეთანხმებით მის შეხედულებებს? პასუხია, რასაკვირველია – არა. შეიძლება ვინმე რაღაც ხეს სცემდეს თაყვანს, მე არ წავალ და არ დავუმტვრევ იმ ხეს, არა იმიტომ, რომ მეც თაყვანს ვცემ მას, არამედ იმიტომ, რომ პატივს ვცემ ამ ადამიანს და მის თავისუფლებას, რომელიც უფალმა უბოძა. მოციქული პავლე როცა ათენში ჩავიდა,როგორც მოციქულთა საქმეებშია აღწერილი, იქ მრავალი კერპი იხილა და მათ შორის ერთი კერპი, რომელსა უცხო ღმერთი ერქვა. ქადაგება რომ იწყო, წმ. პავლემ უთხრა ათენელებს: "მე თქვენ გიცნობთ, როგორც ძალზედ მორწმუნე და მოსავ ხალხს". არ უთქვამს მათთვის: არ გრცხვენიათ, მთელი ქალაქი კერპებით რომ გაგივსიათ და გგონიათ ამით ცხონდებითო. არამედ უთხრა: თქვენ ძალიან კარგი ხალხი ხართ და მთელი გულით ეძიებთ უფალს, ამის დადასტურება ეს კერპია, რომელსაც უცხო ღმერთი უწოდეთ და თაყვანს სცემთ. მე სწორედ ამ უცხო ღმერთზე სასაუბროდ მოვედი თქვენთან, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობთ, – ეძიებთ და თაყვანს სცემთო. სწორედ ეს არის ქრისტეს მოციქულობა, რომელიც სიყვარულით მივიდა მათთან. არ მისულა რათა განესაჯა, გაენადგურებინა და განედევნა, არამედ მივიდა რათა ჭეშმარიტება ეხარებია მათთვის…როდესაც მიყვარს და პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც თუნდაც ხეს ეთაყვანება, არ შევურაცხყოფ მის რწმენას, არამედ მივალ და ვეტყვი: მისმინე ძმაო, გხედავ, რომ თაყვანს სცემ ამ ხეს, ეს ნიშნავს რომ ეძიებ უფალს და რადგანაც მეტი არ იცი, ასე იქცევი. თუ გინდა, მე მოგითხრობ ჭეშმარიტ ღმერთზე, რომელსაც შენ გულის სიღრმეში ეძიებ. ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორ ვუდგებით ამ ყოველივეს.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: როდესაც უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მყავდა ერთი სერბი მეგობარი, რომელიც იმ დროისთვის მღვდელმონაზონი იყო, ახლა სერბეთის ერთ-ერთი ეპარქიის მღვდელმთავარია, მეუფე ქრიზოსტომე. ჩემზე ცოტა უფროსი იყო, მაგრამ მთელი ოთხი წელი ერთად გავატარეთ. ეს ადამიანი გაიზარდა სერბეთში, ათეისტურ ეპოქაში. სწავლობდა სკოლაში, სადაც პირდაპირ ათეიზმს უქადაგებდნენ და 14-15 წლის ისე გახდა, გაგონილიც არ ჰქონდა ქრისტიანობის შესახებ. მისი მშობლები მიწათმოქმედნი იყვნენ და ზაფხულის ერთ დღეს მთელი ოჯახი ყანაში წავიდა სამუშაოდ. მოსაღამოვდა. მამა ვარსკვლავების შესახებ უყვებოდა ბავშვებს. პატარა რაიკომ (მეუფეს რაიკო ერქვა ერისკაცობაში) იკითხა: მამა, ეს ყველაფერი ვინ შექმნა? მამამისი ერთი უბრალო ადამიანი იყო, ამ კითხვისთვის გაუწყრა შვილს და უთხრა: გაჩუმდი და მეორედ აღარ იკითხო ასეთი რამო. ისეთი წყობა იყო, ღმერთზე საუბარიც კი იკრძალებოდა. ეს საუბარი ბებიამ მოისმინა, მაშინ არაფერი უთქვამს, მაგრამ საღამოს ცალკე უხმო შვილიშვილს: რაიკო, ვიცი გიყვარვარ და არ გამცემ, რაღაცას გეტყვი, მაგრამ ამას თუ სადმე იტყვი, შეიძლება ვეღარ ნახო ბებიაშენიო. ბავშვმა აღუთქვა, რომ არსად იტყოდა. ბებიამ უთხრა: "შვილო, ცა, ვარსკვლავები, დედამიწა და მთელი სამყარო ღმერთმა შექმნაო" და ბებიამ ყოველ საღამოს იწყო შვილიშვილის განსწავლა სარწმუნოებაში. იგი უყვებოდა მაცხოვარზე, ღმრთისმშობელსა და წმიდანებზე. უთხრა: ის კლუბი, სოფლის ცენტრში რომ დგას, ადრე ეკლესია იყოო. როდესაც რაიკო 17 წლის გახდა, ბებიამ იგი ღამით წაიყვანა შორს მდებარე მონასტერში და იქ მონათლა ყველასგან ფარულად. ასე გაქრისტიანდა პატარა რაიკო, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა მონასტერში, აღიკვეცა ბერად და წარემართა სულიერ ცხოვრებაში. ხედავთ? ბებიამ თავისი უბრალოებითა და მცირე ცოდნით ისე კარგად და ნათლად მიაწოდა სარწმუნოებრივი ცოდნა შვილიშვილს, რომ არ განუკითხავს არავინ, არც მისი მშობლები და არც სახელმწიფო წყობილება. არ უთქვამს: შენი მშობლები იმიტომ არ გესაუბრებიან ღმერთზე, რომ ათეისტური მთავრობის ეშინიათო. არც მთავრობის განკითხვას და ლანძღვას მოჰყოლია. არამედ უბრალოებით ესაუბრა ღმერთზე, დაანახა ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ამ ყმაწვილის უფალთან მისაახლოვებლად. დღეს ეს ადამიანი ეპისკოპოსია.

მაშ ასე, აქედან უნდა მივხვდეთ, რომ უმთავრესი პრობლემა არ არის იმაში თუ რა ხდება ჩვენს გარშემო: მწვალებლობანი, გლობალიზაცია და ასე შემდეგ… რა თქმა უნდა, ესეც თავისთავად პრობლემებია, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ჩვენშია. ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, უნდა შევიძინოთ სული ქრისტესი, შევიძინოთ მხნეობა, მთელი ჩვენი არსებით შევიყვაროთ უფალი და მაშინ ვნახავთ, რომ მთელი სამყარო მოთავსდება ჩვენს გულში. ვერავინ ვერასდროს შეძლებს ჩვენს რთულ მდგომარეობაში ჩაგდებას. არასდროს გვექნება იმის განცდა, თითქოს ჩვენი რწმენა საფრთხეშია. უფალი ნათელია, შეგიძლია მზის დაბნელება? შეეცადე, ჩამოაფარე რაც გინდა, მაინც არ დაბნელდება, არ ჩაქრება. ასეთია მზის ბუნება. აქედან გამომდინარე, ისღა გვრჩება, თვით ჩვენ მოვიპოვოთ ეს ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან, თვით ჩვენ გავხდეთ მადლმოსილნი, გავხდეთ ჭეშმარიტად თავისუფალნი. ვისურვოთ, რომ ყველამ შეიყვაროს უფალი და არავინ განეშოროს მას. ასე თუ მოვიქცევით, გავხდებით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ჩვენი ცხოვრებით განვადიდებთ უფალს. ეს სულიერი სიჯანსაღე ნათლად ჩანს ადამიანში და არა თუ სხვა ადამიანები, არამედ თვით ცხოველებიც კი გრძნობენ ამას. წმ. ისააკ ასური ამბობს: ცხოველებსაც კი აქვთ უნარი, შეიცნონ ღმრთის კაცი, ამიტომ, წმიდანებს ცხოველები ხშირად არც კი ერჩოდნენ. აბბა გერასიმე ლომთან ერთად ცხოვრობდა მღვიმეში და ცხოველი ემსახურებოდა მას. მოწამეებს გამძვინვარებულ მხეცებთან აგდებდნენ, მაგრამ არც კი ეკარებოდნენ მათ. წარმოიდგინეთ, თუ ეს ველური მხეცები შეიცნობენ ღმრთის კაცს, მაშინ სხვა ადამიანები რამდენად უფრო მეტად გრძნობენ ამას. ავიღოთ ერთი ღმრთის რჩეული ადამიანი, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეს და სადაც არ უნდა იყოს, ნათელს მოჰფენს იქაურობას. გვყავდნენ წმიდანები, რომლებიც ხალხს თავს გიჟად აჩვენებდნენ და სისულელეებს სჩადიოდნენ, ქრისტესთვის სულელნი, მაგრამ მიუხედავად ასეთი ქცევისა, მათში არსებული სულიწმიდის მადლით საოცარ ნათელს ფენდნენ მთელ ქვეყანას. თუ ადამიანი გახდება ჭურჭელი სულიწმიდისა, მაშინ მას ვერც მწვალებლები, ვერც გლობალიზაცია და ვერანაირი გარე ძალები ვერ შეაშინებენ და ზიანს ვერ მიაყენებენ.

წყარო: http://tserilebi.blogspot.com/
ბეჭდვაელფოსტა
31.01. 2018
თამარი
ძალიან კარგი სტატია იყო დიდი მადლობა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
02.01.2014
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2

თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat