წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი და რომაულ-კათოლიკური პაპიზმი
წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი და რომაულ-კათოლიკური პაპიზმი
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა" , და თავის მორიგ "სხდომაზე" პერიოდულად იკრიბება ვატიკანის "მსოფლიო კრება", ყველა ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დროა, გაიხსენოს, რას ფიქრობდნენ რომაულ-კათოლიკურ პაპიზმზე მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები.

აი, მაგალითად, რას წერს წმ. მართალი იოანე კრონშტადტელი თავის "ფიქრებში ეკლესიის შესახებ".

"ქრისტიანული რწმენის არცერთ აღმსარებლობას, მართლმადიდებლობის გარდა, არ შეუძლია მიიყვანოს ქრისტიანული ცხოვრების სრულყოფილებამდე, ანუ სიწმინდემდე და ცოდვათაგან სრულ განწმენდამდე და უხრწნელებამდე, რადგან სხვა არამართლმადიდებლური აღმსარებლობები იმარხავენ ჭეშმარიტებას სიცრუით (რომ. 1,18), მათ ამაოდბრძნობა და ტყუილი შეურიეს ჭეშმარიტებას და არ ფლობენ იმ ღვთივმონიჭებულ საშუალებებს განწმედისა, კურთხევისა, აღორძინებისა და განახლებისა, რომლებსაც ფლობს მართლმადიდებელი ეკლესია. საუკუნოვანმა გამოცდილებამ, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა ეკლესიების ისტორიამ განსაცვიფრებელი სიცხადით გვიჩვენა ეს და გვიჩვენებს დღესაც. გაიხსენეთ ჩვენი ეკლესიის წარსული და აწინდელი დროის უამრავი წმიდანი, - და მათი არარსებობა, ეკლესიათა განყოფის შემდგომ, სხვა არამართლმადიდებლურ ეკლესიებში, როგორიცაა კათოლიკური, ლუთერანული, ანგლიკანური ეკლესიები".

აი, წმ. იოანეს გასაოცარი ფიქრები, რომლებშიც სწორედ ვატიკანის კრების უკანასკნელი "ეკუმენური" დადგენილების წინააღმდეგ არის მიმართული:

"არსებობენ ქრისტიანობის ცალკეული აღმსარებლობანი, განსხვავებული შინაგანი და გარეგანი მოწყობით, განსხვავებული აზრებითა და სწავლებებით, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებიან სახარების ღვთაებრივ ჭეშმარიტებასა და წმ. მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმ. მამათა სწავლებას. არ შეიძლება ყველა მათგანი ჭეშმარიტად და მაცხოვნებლად ჩავთვალოთ: რწმენაში გულგრილობას, ანუ ყოველგვარი რწმენის ერთნაირად მაცხოვნებლად აღიარებას, მივყავართ ურწმუნოებამდე, ან რწმენაზე გულის აცრუებამდე, სარწმუნოების წესებისა და გაგულგრილებამდე. "სომონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი" (ლუკ. 22,31). ეს მან, ეშმაკმა, ჩაიდინა და სჩადის, ანუ შვა განხეთქილებანი და წვალებანი. მტკიცედ მოეჭიდე ერთ, ჭეშმარიტ რწმენასა და ეკლესიას: "ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ" (ეფ. 4,5-6).

რაში მდგომარეობს ჩვენი წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის განუზომელი უპირატესობა?

"მართლმადიდებელი ეკლესია აღემატება ყველა არამართლმადიდებელ ეკლესიას, პირველ რიგში, თავისი ჭეშმარიტებით, თავისი მართლმადიდებლობით, რომელიც მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ყოველთა წმიდათა სისხლით დაიცვა და მოიპოვა; მეორეც, იმით, რომ სარწმუნოდ ხელმძღვანელობს ცხონებისკენ მიმავალ გზაზე, სარწმუნოდ განწმენდს, აკურთხებს და განაახლებს იერარქიის, ღვთისმსახურების, საიდუმლოებებისა და მარხვის მეშვეობით; მესამეც, იმით, საუკეთესოდ ასწავლის ღვთის წინაშე სათნოყოფისა და სულის ცხონებას, საუკეთესოდ ხელმძღვანელობს სინანულის, გამოსწორების, ლოცვის, მადლიერებისა და დიდების-მეტყველებისაკენ - სად არის ასეთი ლოცვანი, დიდებისმეტყველებანი, მადლიერებანი, და თხოვნა-ვედრებანი, ასეთი საკვირველი ღვთისმსახურება, როგორიც არის მართლმადიდებელ ეკლესიაში? - არსად".

რა ძლიერად საუბრობს წმ. იოანე პაპიზმის დოგმატური სისტემის ქვაკუთხედზე - ცრუ-სწავლებაზე რომის პაპის, როგორც "ქრისტეს უცდომელი ნაცვლის" მეთაურობის შესახებ:

"აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათ. 28,20). თავად უფალი მუდამ მყოფობს თავის ეკლესიაში - რაღა საჭიროა ნაცვალი, პაპი? და შეუძლია კი ცოდვილ ადამიანს იყოს უფლის ნაცვალი? - არ შეუძლია. შეიძლება იყოს და არის კიდევაც მეფის ან პატრიარქის ნაცვალი რომელიმე ქალაქში, მაგრამარავის შეუძლია იყოს უფლის, დაუსაბამო მეფისა და ეკლესიის თავის ნაცვალი, მოადგილე. დიახ. კათოლიკენი ცდებიან. შთააგონე მათ, უფალო, რომ უგუნურებაა ამის მტკიცება; ისინი შემკულნი არიან ამპარტავნებით, ვითარცა სამკაულით".

მამა იოანეს აზრით, ამ დამღუპველი, მცდარი "დოგმატიდან", როგორც ფესვიდან, სათავეს იღებს ყველა ბოროტება პაპიზმში:

"ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ქრისტიანობაში, ამ ღვთივგამოცხადებულ, ზეციურ, რელიგიაში არის ადამიანის მეთაურობა ეკლესიაში, მაგალითად - პაპისა და მისი ყალბი უცდომელობა. სწორედ მისი უცდომელობის დოგმატში მდგომარეობს უდუდესი შეცდომა, რადგან პაპი ცოდ-ვილი ადამიანია, და უბედურებაა, თუ მას საკუთარ თავზე შეექმნება წარმოდგენა, რომ უცდომელია. რამდენი უდიდესი, ადამიანთა სულებისათვის დამღუპველი შეცდომა გამოიგონა კათოლი-კურმა, პაპისტურმა ეკლესიამ - დოგმატებში, წეს-ჩვეულებებში, კანონიკურ წესებში, ღვთისმსახურებაში, მართლმადიდებლებისადმი კათოლიკეთა უსულგულო, ავ დამოკიდებულებაში, მართლმადიდებელი ეკლესიის გმობასა და ცილისწამებაში, მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი მიმართულ ლანძღვა-გინებაში! და ყოველივე ამაში დამნაშავეა ვითომდა უცდომელი პაპი, მისი იეზუიტების დოქტრინა, მათი სული სიცრუისა, ორგულობისა და ყოველგვარი არასწორი საშუალებისა "Ad maiorem Dei gloriam" (ღვთის უმეტესი დიდებისათვის).

"აუცილებელია ეკუთნოდე ქრისტეს ეკლესიას, რომლის თავიც არის ყოვლადძლიერი მეუფე, ჯოჯოხეთის შემმუსვრელი იესო ქრისტე. მისი სამეფო არის ეკლესია, რომელიც ებრძვის მთავრობებსა და ხელმწიფებებს, სოფლისმპყრობელთ და ცის ქვეშეთის ბოროტ სულებს, რომლებიც ძალიან კარგად ორგანიძებულ სამეფოს შეადგენენ და მეტისმეტად გამოცდილად, გონირულად და ძლიერად ებრძვიან ყველა ადამიანს, კარგად აქვთ შესწავლილი მათი ყველა ვნება და მიდრეკილება. ადამიანი მარტო აქ უძლურია; თუმცა დიდი საზოგადოებაც, მაგრამ არამართლმადიდე-ბელი, თავის - ქრისტეს არმქონე, ვერაფერს გახდება ისეთ ცბიერ, დახელოვნებულ და მარად მღვიძარე მტრებთან, რომლებმაც ჩინებულად შეისწავლეს თავიანთი ბრძოლის მეცნიერება. მართლმადიდებელ ქრისტიანს ძლიერი შეწევნა სჭირდება ზეგარდანო ღვთისაგან და ქრისტეს წმ. მხედართაგან, რომლებმაც ქრისტეს მადლის ძალით დაამარცხეს ცხონების მტრები, და მიწიერი მართლმადიდებელი ეკლსესიისგან, მწყემსთა და მოძღვართაგან, შემდგომ - საზოგადო ლოცვისა და საიდუმლოთაგან. ქრისტიანი კაცის ამგვარი შემწე უხილავ და ხილულ მტერებთან ბრძოლაში არის სწორედ ქრისტეს ეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენ ღვთის წყალობით კიდეც ვიმყოფებით. კათოლიკეებმა გამოიგონეს ახალი თავი და დაამცირეს ეკლესიის ერთადერთი ჭეშმარიტი თავი - ქრისტე; ლუთერანები ჩამოშორდნენ და თავის გარეშე დარჩნენ; ასევე ანგლიკანებიც: მათ არა აქვთ ეკლესია, თავთან კავშირი გაწყვეტილია, ყოვლადძლიერ შეწევნას მოკლებული არიან, ბელიარი კი მთელი ძალ-ღონით და მზაკვრობით იბრძვის და ყველას ამყოფებს თავის ხიბლსა და წარწყმედაში. მრავალნი წარწყმდებიან უღვთოებასა და გარყვნილებაში".

რა სიღრმისეულად და მოწესრიგებულად განმარტავს წმ. იოანე რომაულ-კათოლიკურ პაპიზმში ბოროტების პირველმიზეზს:

"რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ყველა სიყალბის მიზეზი არის ამპარტავნება და პაპის აღიარება ეკლესიის ნამდილ თავად, და თანაც -უცდომელად. აქედან იღებს სათავეს დასავლეთის ეკლესიაზე დადგმული უღელი - უღელი აზროვნებასა და რწმენაზე, ჭეშმარიტი თავისუფლების წართმევა რწმენასა და ცხოვრებაში; პაპმა ყველაფერს თავისი მძიმე ხელი დაადო; აქედანაა ცოდვების აღსარებისას სხვადასხვა მცდარი წესი და დადგენილება, აქედანაა ინდულგენციები, დოგმატების დამახინჯენა, ფაბრიკაცია დასავლეთის ეკლესიის წმიდანებისა და არარსებული წმიდა ნაწილებისა, რომლებიც ღმერთს არ განუდიდებია; აქედანაა ღვთის წინააღდგომა კეთილმსახურებისა და ღვთის უმეტესი დიდებისათვის მოშურნეობის საბაბით".

"პაპი და პაპისტები იმდენად გაამპარტავნდნენ და აღიმაღლეს თავი, რომ გაბედეს თავად ქრისტეს, თავად ღვთის იპოსტასური სიბრძნის გაკრიტიკება. თავიანთი ამპარტავნებით იქამდე მივიდნენ (დოგმატების განვითარების საბაბით), რომ დაამახინჯეს უფლის ზოგიერთი სიტყვა, მცნება და განწესება, რომელიც სოფლის აღსასრულამდე არ უნდა შეიცვალოს, მაგალითად, სიტყა სულიწმიდის შესახებ, მცნება მის ყოვლადწმიდა სისხლზე, რომელიც მათ მოაკლეს ერისკაცებს და ამით არად ჩააგდეს პავლე მოციქულის სიტყები: "რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ, ვიდრემდის მოვიდეს" (I კორ. 11,26); ლიტურგიაზე საფუარით გამომცხარი პურის ნაცვლად ხმარობენ ხმიადს".

ეს ამპარტავნება შეიქნა კიდეც წყარო უსაზღვრო ფანატიზმისა და ყველა სხვაგარად მოაზროვნისადმი მომაკვდინებელი სიძულვილისა, რომლითაც ასე განითქვა სახელი რომაულ-კათოლიკურმა პაპიზმმა ისტორიის მანძილზე:

"მართლმადიდებლობისადმი სიძულვილი, ფანატიზმი და მართლადიდებელთა დევნა, მკვლელობები - წითელ ზოლად გასდეენ კათოლიციზმის ცხორების ყველა ხანას. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ასეთი სული გვემცნო ქრისტეს მიერ? ვის, და კათოლიკეებს, ლუთერანებსა და რე-ფორმატორებს შეიძლება ყოველთვის უთხრა: "არა იცითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ" (ლუკ. 9,25).

აი, სადამდე მიიყვანა რომაელი კათოლიკენი ეკლესიის თავის, ქრისტეს, პაპით შეცვლამ!

"კათოლიკეებთან ეკლესიის თავი, სწორედ რომ ვთქვათ, ქრისტე კი არ არის, არამედ პაპი, და კათოლიკენი მოშურნეობენ პაპისთვის, და არა ქრისტესთვის, იბრძვიან პაპისთვის, და არა ქრისტესთვის, და მათი სარწმუნოებრივი მოშურნეობა მუდამ გადაიზრდება ვნებიან, კათმოძულე და გაშმაგებულ ფანატიზმში, სისხლისა და მახვილის (კოცონები), შეურიგებლობის, ორგულობის, სიცრუისა და მზაკვრობის ფანატიზმში".

"ყოველი საეკლესიო ღვთისმსახურებისას - იქნება ეს საშინაო, კერძო თუ საზოგადო - მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერ მზერას წარმოუდგება აზრი, იდეა ერთიან სულიერ სხეულზე, რომელიც არის სხეული ქრისტესი, სვეტი და საფუძველი ჭეშმარიტებისა, რომლის თავიც თავად ქრისტე ღმერთია; ეს ეკლესია ქრისტესი, ანუ სულიერი სხეული ქრისტესი შედგება სამი - ზეციური, მიწიერი და ქვესკნელის ტომისგან; ამიტომ მიწიერი წმ. ეკლესია (ანუ მიწიერი ტომი) ყოველდღიურად შუამდგომლობს თავის თავის - ქრისტეს წინაშე რწმენასა და სინანულში გარდაცვლილთა ცოდვების მიტევებისა და მათი ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისათვის, და თავისი შუამდგომლობისას მეოხად მოუხმობს ზეციური ეკლესიის წევრებსა და თავად დასაბამს ეკლესიის გონიერი შენობისა - ღვთისმშობელს, რათა მათი ლოცვით უფალმა დაფაროს გარდაცვლილთა ცოდვები და არ დააკლოს ზეციური სასუფეველი. ჩვენ ღვთის ეკლესიის მიწაზე მცხოვრებ წევრებს, მუდამ ნუგეშით გვავსებს რწმენა იმისა, რომ ჩვენი სულიერი დედა, წმ. ეკლესია განუწყვეტლივ საიდუმლოდ დღე და ღამ ლოცულობს ჩვენთვისაც, რომ ჩვენ მუდამ ვიმყოფებით თავად უფლის, ღვთისმშობლის, წმ. ანგელოზების, ნათლისმცემლისა და ყოველი წმინდანის მადლმოსილი მფარველობის ქვეშ. კათოლიკეებთან ეკლესიის თავი პაპია, შემცოდე ადამიანი (თუმცა კი იგი მცდარად უცდომელად გამოაცხადეს) და, როგორც ასეთმა, უამრავი შეცდომა დაუშვა ქრისტეს ეკლესიაში, თავად საქმეებით გამოავლინა თავი ასეთად, დაამახინჯა თვით გაგება ღვთის ეკლესიისა და შებოჭა ქრისტიანი კათოლიკეების სულიერი თავისუფლება და სინდისი, იმავდროულად კი წმ. მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ, რომელიც არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, მიმართა კათოლიკეთა მცდარი გმობა და მტრობა. პროტესტანტებთან - გერმანელებთან და ინგლისელებთან, სავსებით შერყვნილია გაგება ეკლესიისა, რადგან მათ არა აქვთ კანონიერი მღვდლობის მსადლი; არა აქვთ საიდუმლონი, გარდა ნათლობისა და (უმთავრესის) ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარებისა; მათთან არ არის ზეციურო ტომი - ზეციური ეკლესია; არ აღიარებენ წმინდანებს; არ არის ქვესკნელის ტომიც - გარდაცვლილებს არ აღიარებენ და არ ლოცულობენ მათთვის, რადგან ამას საჭიროდ არ თვლიან. დიდება მართლმადიდებელ ეკლესიას! დიდება ქრისტე ღმერთს - უწმინდეს თავს, ერთადერთ თავს ღვთის ეკლესიისას მიწაზე! დიდება ღმერთს სამებით, რომ ჩვენ არ ჩავცვივდით ღვთის გმობაში, არ ვაღიარეთ და უკუნისამდე არ ვაღიარებთ ეკლესიის თავად ცოდვილ ადამიანს!"

აი, როგორ უყურებდა წმ. იოანე ყველას, ვინც არ ეკუთვნოდა ჩვენს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას:

"ვმადლობ უფალს, რომელმაც შეისმინა და ისმენს ყოვლადმაცხოვნებელი და საშინელი მსხვერპლის (ქრისტეს ხორცისა და სისხლის) ხილვისას აღვლენილ ჩემს ლოცვებს რწმენაში ქრისტიანულად წოდებული, მაგრამ თავისი არსით განდგომილი, გზააბნეული დიდი საზოგადოებების, კათოლიკური, ლუთერანული, ანგლიკანური და სხვათათვის".

"სხვადასხვა რწმენიდან და აღმსარებლობიდან მოქცევისა და მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთების წესი რას გვიჩვენებს? აუცილებლობას - დაუტეო მცდარი რწმენა და აღმსარებლობა, უარყო ცდომილებები, აღიარო ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეინანო ყველა წარსული ცოდვა, აღუთქვა ღმერთს უბიწო რწმენის დაცვა და მტკიცედ აღიარება, მოერიდო ცოდვებს და იცხოვრო სათნოებებით".

აი, წმ. იოანე კრონშტადტელის მიერ მკაფიო და კატეგორიული დაგმობა დღეს ესოდენ მოდაში შემოსული "ეკუმენიზმისა", რომელმაც თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მოიცვა, აი ძლიერი და მტკიცე პასუხი ყველა "ეკუმენისტს", რომლების ვითომდა "ქრისტიანული სიყვარულის" საბაბით, პროპაგანდას უწევენ სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ტოლფასიანობასა და თანასწორუფლებიანობას!



დაბოლოს, მოგვყავს წმ. იოანეს სიტყვები, რომლებიც მიგვითითებენ ერთადერთ მართალ გზას ჩევენს მზაკვარ და ყოველგვარის სიცრუით აღსავსე დროში: "ებრძოლე ყოველგვარ ბოროტებას, დაუყოვნებლივ მოსპე იგი, ეომე მას ღვთისგან შენთვის მოცემული წმიდა სარწმუნოების, სიბრძნისა და სიმართლის საჭურველით, ლოცვით, კეთილმსახურებით, ჯვრით, სიმამაცით, თავდადებითა და ერთგულებით!"

წყარო: ქადაგება.გე
ბეჭდვაელფოსტა
19.09. 2018
თინათინი
(მთავარეპისკოპოსი ამბერკი: წმ. მართალი მამა იოანე კრონშტადტელი და რომაულ-კათოლიკური პაპიზმი”, ნ. ვოეიკოვის წიგნიდან: "სიმართლე უნიატობაზე”, მოსკოვი, 1992 წ.)
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
02.01.2014
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2

თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat