წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)

ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი
გ. ფილოსოფიური ტრადიცია

(გაგრძელება)
აქვე ჩნდება საკითხი, რომელიც უკავშირდება ბიზანტიის ზეგავლენას ევროპულ აზროვნებაზე. თავისთავად ცხადია და ეს ბუნებრივიცაა, რომ ფილოსოფიურ საზრდოს დასავლეთი აღმოსავლეთისგან იღებდა. მაგრამ ელინური ენის სწრაფად და სრულიად დავიწყების გამო, დასავლეთისათვის აღმოსავლეთის ფილოსოფოსების ნაშრომები ძნელად ხელმისაწვდომი გახდა. მაგალითად, დასავლეთი არისტოტელეს ლოგიკას მხოლოდ XII საუკუნის II ნახევარში გაეცნო. ამ დროისათვის ბიზანტიელებს არისტოტელეს კომენტარებიც კი გააჩნდათ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დასავლეთის სწავლულ წრეებში დიდ ინტერესს იწვევდა და დასავლურ ფილოსოფიურ აზრზე დიდ ზეგავლენას ახდენდა მიქაელ ფსელოსის შემოქმედება. "ლოგიკის ისტორიის" ავტორი, სწავლული ლუდვიგ პრანდტლი, ისეთ დასკვნამდე მივიდა, რომლის მსგავსიც დღემდე არც არავის გამოუთქვამს და არც არავის უარუყვია. პრანდტლს მიაჩნია, რომ პეტრე ესპანელის ლოგიკა (შემდგომში პაპი იოანე XXI, 1277 წელს გარდაიცვალა) სხვა არაფერია, თუ არა მიქაელ ფსელოსის ლოგიკის თარგმანი. ფსელოსის ლოგიკა დასავლეთში ორი ასეული წლის მანძილზე დომინირებდა და პეტრე ესპანელის თარგმანი არ იყო ერთადერთი. ლათინურ ენაზე ეს ნაწარმოები მანამდე ლამბერტ ოქსერელმა და ვილჰემ შირსვუდმა თარგმნეს. ამრიგად, დასავლეთი არაბული წყაროებიდან მოპოვებულ არისტოტელიზმთან ერთად, ბიზანტიური, ორიგინალური წყაროებითაც სარგებლობდა.

თუ დავიწყებთ იმის ძიებას, რა ფილოსოფიური შეხედულებები ახდენდნენ ზეგავლენას ბიზანტიურ აზროვნებაზე, ისეთ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდებით, რომლის დაძლევაც საკმაოდ ძნელი საქმე იქნება. თუ ბიზანტიის ისტორიის დასაწყისში არისტოტელეს იდეები დიდი ხნის მანძილზე არ იყო გაბატონებული ბიზანტიაში და ლეონტი ბიზანტიელამდე პერიპატეტიკოსების (მოსეირნე ფილოსოფოსები - არისტოტელეს (384-322 წწ. ძვ. წ.) მოწაფეები და მიმდევრები (გადმოცემით, არისტოტელე თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს მოწაფეებს სეირნობის დროს მოუთხრობდა, - უცხო სიტყვათა ლექსიკონი) გავლენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ლეონტის შემდეგ ეს ზეგავლენა აშკარად იკვეთება. მას ერთმნიშვნელოვნად, "პირველ არისტოტელიკოსად" და "ბერძენ სწავლულთა შორის სქოლასტიკოსად" ან "არისტოტელიკოსების მიმდევრად" იხსენიებენ. რუგამერის აზრით, ლეონტის შემდეგ ეკლესიის მამებზე პლატონის ზეგავლენამ იკლო და არისტოტელეს ზეგავლენა უფრო საგრძნობი გახდა. აქვე უნდა ითქვას, გრუმელი მიიჩნევს, რომ "ვიდრე სხვა რომელიმემ, მან უფრო მეტად და ფართოდ გამოიყენა არისტოტელეს ლოგიკა და კატეგორიები, მაგრამ ის მაინც უფრო მეტად პლატონზე იყო დამოკიდებული". საერთოდ კი მიჩნეულია, რომ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ღვთისმეტყველებაში არისტოტელეს უფრო გამორჩეული ადგილი ეკავა ვიდრე პლატონს. ასე მაგალითად, პროფესორი ლებედევი წერს: "იმ დროს (ანუ XI-XVს.ს.), ეკლესიური ცნობიერება უფრო მეტად არისტოტელესკენ იხრებოდა, ვიდრე პლატონისკენ, რადგანაც არისტოტელეს ფილოსოფიური თვალსაზრისები, პლატონთან შედარებით ნაკლებად იყო დამოკიდებული მისსავე ფილოსოფიის ფორმალურ პრინციპებზე. მაგალითად, არისტოტელეს დიალექტიკა ისე შეიძლება შეისწავლო, რომ სულაც არ გაითვალისწინო არისტოტელეს ფილოსოფიური დასკვნები; ხოლო პლატონის ფილოსოფიის ფორმალური მხარე მისივე შინაარსთან მჭიდროდ არის დაკავშირებული". ასევე უსპენსკი, როდესაც ბიზანტიური განათლებულობის კვლევების დასკვნებს აკეთებს, წერს: "ეკლესია XI საუკუნის ბოლოდან XIV საუკუნის დასასრულამდე ითვისებდა არისტოტელესეულ მიმართულებებს და ანათემას გადასცემდა მათ, ვინც პლატონის დაცვას ცდილობდა". ხოლო იმის შესახებ, რომ კერძოდ, პალამისტური დავების დროს მცირე სინოდი პალამას მოწინააღმდეგეებს პლატონისტური სწავლებებისა და ელინური მითების გამოყენებაში ადანაშაულებდა, ფ. უსპენსკი წერს: "ეს ბოლო შენიშვნა უეჭველს ხდის იმ პოლემიკის წყაროს, რომლითაც ჩვენ ვართ დაკავებული; ეს იყო პლატონის მომხრეების წინააღმდეგ არისტოტელეს მომხრეების ბრძოლის კიდევ ერთი ახალი ეპიზოდი".

ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა ამ სწავლული ავტორიტეტის აზრს და ჯერ რაიმე სახის გადამწყვეტი და ნაჩქარევი დასკვნებისაგან თავს იკავებთ. აქვე ჩნდება კითხვები: შესაძლებელია კი ამ ორი მიმართულების, პალამისტებისა და ვარლაამიტების ბერძნული ფილოსოფიის ორ თანმიმდევრულ სკოლად სტილიზება? შესაძლებელია ისიქაზმის მოწინააღმდეგეებს პლატონის მომხრეები ვუწოდოთ? ან თვითონ პალამა და მისი ათონელი მიმდევრები შეიძლება არისტოტელეს მომხრეებად მივიჩნიოთ? განა აქ სხვაობა მხოლოდ ფილოსოფიურ მიმართულებებშია?

ფ. უსპენსკიმ, მიუხედავად თავისი შეხედულებების უდავო მასშტაბურობისა, საკითხის ახლებურად დაყენებისა და ბიზანტიურ შუასაუკუნეებში ფილოსოფიური მოძრაობებისადმი პრინციპში სწორი დამოკიდებულებისა, დასკვნების გაკეთება მაინც იჩქარა და რაც გააკეთა ეს იყო საკმაოდ ნაძალადევი განზოგადება, რასაც სხვა სპეციალისტი ბიზანტოლოგი პ. ბეზობრაზოვიც ადასტურებს. უსპენსკის "ნარკვევების" მისეულ რეცენზიაში ვკითხულობთ: "თუ პალამა არისტოტელეს მომხრე იყო, ხოლო ვარლაამი პლატონისა, მათი დავა არისტოტელეს განმარტებამდე მაინც არ მიდიოდა; თუ მტრულად განწყობილი ფილოსოფიური ბანაკების წარმომადგენლები დაობენ, უცნაურად გამოიყურება, რომ ერთ-ერთი მათგანი ფილოსოფიაში ვერ ხედავს იმ ძლიერ იარაღს, რომლის საშუალებითაც ყველაფერი არსებულის შესწავლაა შესაძლებელი... მაგრამ შესაძლებელია, ვარლაამისა და პალამას მომხრეების დავა ორი ფილოსოფიური სკოლის დავამდე დავიყვანოთ და ერთს არისტოტელეს, ხოლო მეორეს პლატონის მომხრე ვუწოდოთ?.. ვარლაამის საწინააღმდეგოდ შექმნილ პალამას მომხრეთა პოლემიკურ თხზულებებში მას ადანაშაულებენ არა პლატონიზმში, არამედ იმაში, რომ ის წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის ნაცვლად უპირატესობას ზოგადად წარმართულ ფილოსოფიას ანიჭებს... აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, ვარლაამის მომხრეები პალამასაც სწორედ იმაში ადანაშაულებენ, რაშიც თვითონ არიან დადანაშაულებულები". ბეზობრაზოვის აზრით, ვარლაამის მოწინააღმდეგეები, არისტოტელესა და პლატონში ყურადღებას არანაირ განსხვავებაზე არ ამახვილებენ, რადგან დავაში წარმართი ფილოსოფოსების ავტორიტეტის მოხმობას შეუძლებლად მიიჩნევენ. ვარლაამის მომხრეები პალამას ელინურ მრავალღმერთიანობაში, პითაგორელობაში, სამყაროს დაუსაბამობისა და უსასრულობასთან დაკავშირებულ საკითხებში არისტოტელეს სწავლებით, ემპიდოკლესეული შუღლიანობით, დემოკრიტესეული მრავალფეროვნებით, პლატონისეული ფორმებით გატაცებაში და ა. შ. ადანაშაულებენ. "თაბორის ნათელთან დაკავშირებულ დახვეწილ საღვთისმეტყველო დავაში მონაწილე მოწინააღმდეგეები საგანს საერთო თვალსაზრისით განიხილავდნენ და ერთმანეთს მხოლოდ კერძო საკითხებში უპირისპირდებოდნენ, სხვაგვარად ეკლესია ვარლაამსა და პალამას შორის დავაში რამდენიმეწლიან მერყეობას არ გამოიჩენდა", ყოველ შემთხვევაში, ვარლაამისა და პალამას მომხრეებს ვერ ვუწოდებთ სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებს. ამგვარ დასკვნას აკეთებს და ასრულებს ბეზობრაზოვი უსპენსკის მოსაზრებებზე საუბარს".
გაგრძელება იქნება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ ნოსელი ბასილი დიდის ძმა გახლდათ. ისიც "ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ".

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat