ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. მისმა აკადემიურმა გამოცემებმა ქართული ქრისტიანული ფილოსოფიის შესახებ, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტის შესახებ გვესაუბრება სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი თენგიზ ირემაძე. ბატონი თენგიზი არის "სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედიის" ერთ-ერთი ავტორი, მრავალი ფილოსოფიურ-ლიტერატურული საზოგადოებისა და ცნობილი ფილოსოფიური წელიწდეულების სამეცნიერო-საგამომცემლო საბჭოს წევრი, დასავლეთის სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილი სწავლული.

- როდის და ვისი თაოსნობით დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი?

- 1997 წელს დაფუძნდა ფოთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით რექტორად დაინიშნა იმჟამად ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). ამ უმაღლეს სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება მიმდინარეობდა თბილისის სასულიერო სემინარიის ანალოგიური პროგრამებით. არსებობდა ორი განყოფილება - საღვთისმეტყველო და კატეხიზატორული. 2009 წელს სასწავლებელს ეწოდა "ფაზისის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აკადემია". 2012 წელს აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. 2015 წლის ავტორიზაცია-აკრედიტაციით მინიჭებული სტატუსი სასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო კვლევები.

KARIBCHE

- როგორია უნივერსიტეტის სტრუქტურა?

- გვაქვს მართლმადიდებლურ-საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.

მართლმადიდებლურ-საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითადი მიზანია მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსებით სტუდენტთათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის (ატესტატის) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, მაგისტრატურაში - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, ხოლო დოქტორანტურაში - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. უნივერსიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებზე გაიცემა დიპლომი. უნივერსიტეტში ასწავლიან ცნობილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.

კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პროცესის ფორმირება-განვითარებას, ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის დაცვასა და მის გადაცემას შემდეგი თაობებისთვის. არქივის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის კუთხით წარმატებული კვლევების ჩატარება, უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა და ამ სფეროებში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება.

KARIBCHE

- რა პროფესიას ეუფლებიან სტუდენდები?

- უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: თეოლოგია (ბაკალავრიატი), ქრისტიანული ფილოსოფია (მაგისტრატურა), ქრისტიანული ფილოსოფია (დოქტორანტურა). უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ღრმა, საფუძვლიანი და ფართო სპექტრის მქონე უმაღლესი განათლება, რაც მათი პროფესიული წინსვლის წინაპირობა და მთავარი გარანტი იქნება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

- სწავლასთან ერთად სტუდენტებისთვის რა სიახლეები აქვს უნივერსიტეტს?

- აშენდა ახალი სასწავლო კორპუსი, სათანადოდ მოეწყო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სასადილო, ტერიტორია, მალე უნივერსიტეტს ექნება საერთო საცხოვრებელი და სპორტული კომპლექსი. გვაქვს უახლესი მოთხოვნების მიხედვით აღჭურვილი აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, კომპიუტერული ცენტრი, მდიდარი ბიბლიოთეკა.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ქრისტიანულ ფილოსოფიაში. ისინი ეფუძნება ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მთავარი კვლევითი ერთეულის, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის თანამშრომელთა მიერ შესრულებულ კვლევით სამუშაოს, ორიგინალურ აკადემიურ გამოცემებს, თარგმანებს, სტუდენტები სპეციალურ კურსებს გაივლიან ქრისტიანული ფილოსოფიის აღიარებულ მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში ჩართული არიან საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ქრისტიანული ფილოსოფიის საუკეთესო ქართველი სპეციალისტები. მათი კვლევები პერიოდულად იბეჭდება ევროპისა და ამერიკის წამყვან სამეცნიერო გამოცემებში. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრიორიტეტული დარგია ქრისტიანული ფილოსოფია. ქრისტიანული ფილოსოფიისა და კავკასიური აზროვნების საკითხებს იკვლევს პროფესორი ლალი ზაქარაძე. მას ქრისტიანული აზროვნების თვალსაჩინო ავტორების (დიონისე არეოპაგელი, იოანე პეტრიწი, დავით გურამიშვილი, იონა ხელაშვილი და სხვ.) შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა ეკუთვნის. ქრისტიანული აზროვნების პოლიტიკურ ასპექტებსა და პრობლემებს იკვლევს პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი, საკრალური ადგილებისა და სივრცეების პრობლემატიკას იკვლევს და ასწავლის ასოცირებული პროფესორი გიორგი თავაძე, რომელსაც ერთ-ერთი ახალი ინტერდისციპლინური ფილოსოფიური დარგის, ფილოსოფიური გეოგრაფიის დაფუძნების შესახებ საეტაპო სამეცნიერო გამოკვლევა ეკუთვნის. ადრექრისტიანული აზროვნების სპეციფიკას, ქრისტიანული ფილოსოფიის გვიანანტიკურ მოდელებსა და თეორიებს იკვლევს და ასწავლის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი. იგი ბიბლიური ტექსტების ფილოსოფიური ინტერპრეტაციების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე და მკვლევარია. უნივერსიტეტის პროფესორია დოდო ლაბუჩიძე, რომელიც ქრისტიანული ფილოსოფიის საეტაპო ტექსტების თარგმნით დიდ სამსახურს უწევს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-კვლევით პროცესს. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მუშაობაში ჩართულნი არიან ქრისტიანული ფილოსოფიის ცნობილი გერმანელი სპეციალისტები, პროფესორები: უდო რაინჰოლდ იეკი და ჰელმუტ შნაიდერი. ორივე ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების კარგი მცოდნეა. პროფესორ უდო იეკს არაერთი ორიგინალური გამოკვლევა ეკუთვნის ქართული ფილოსოფიური აზროვნებისა და დასავლურ სამყაროში მისი ათვისების გზების შესახებ. უნივერსიტეტი აპირებს ითანამშრომლოს ცნობილ ქართველ თეოლოგებთან, მათ შორისაა დეკანოზი ლევან მათეშვილი, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, გოჩა ბარნოვი, ზურაბ ეკალაძე...

KARIBCHE

- როგორია უნივერსიტეტის გეგმები?

- უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სპეციალობებსა და კვლევით სამუშაოს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკლესიის ინტელექტუალური რესურსის გასამდიდრებლად. ქრისტიანული ფილოსოფია ის მიმართულებაა, რომელსაც ქართული ქრისტიანული აზროვნების მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევა უკავშირდება (ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, იონა ხელაშვილი, გაბრიელ ქიქოძე და სხვ.). უნივერსიტეტში ამ განხრით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. უკვე გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია, სამეცნიერო კრებული, თარგმანი და ა.შ. იგეგმება საეტაპო სამეცნიერო კრებულებისა და აკადემიური თარგმანების გამოცემა. უცხოეთში დაიბეჭდება უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელთა ნამუშევრები, რომლებიც საქართველოში ქრისტიანული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების ანალიზს ეთმობა. ეს მრავალმხრივ საჭირო და სასარგებლო საქმეა, რადგან დასავლური სამეცნიერო წრეებისთვის თანდათან ცნობილი გახდება ქართული ქრისტიანული აზროვნების საუკეთესო ნიმუშები. უნივერსიტეტი გეგმავს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა-განხორციელებას. გაგრძელდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები. წლევანდელი კონფერენცია 22-23 სექტემბერს ჩატარდება და მიეძღვნება ქრისტიანობის ერთ-ერთი დიდი მასწავლებლისა და მოძღვრის, ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედების საკვანძო საკითხების (დრო, მარადიულობა, სულისა და ტვინის ფილოსოფია, სამებისა და პიროვნების ცნება და სხვ.) დაწვრილებით ანალიზს. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში ჩატარებული პირველი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება იქნება, რომელიც სპეციალურად ნეტარი ავგუსტინეს მდიდარ შემოქმედებით სამყაროს მიეძღვნება.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
02.01.2014
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2

თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat