მიტროპოლიტი სტეფანე: საგანგაშოა, თუ კრეტაზე გამართული კრება მწვალებლებს ქრისტიანებად აღიარებს
მიტროპოლიტი სტეფანე: საგანგაშოა, თუ კრეტაზე გამართული კრება მწვალებლებს ქრისტიანებად აღიარებს
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე "აღდგომისა დღე არს, განბრწყინდებოდეთ"

ვის შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი ეკლესიის სწავლებით

ქრისტე აღდგა!
ჩემი მოხსენება, შეიძლება ითქვას, გამოძახილია გუშინწინდელი წმიდა სინოდის სხდომისა. სინოდმა აღნიშნა, რომ "წმინდა და დიდ კრებაზე" განსახილველად წარსადგენი დოკუმენტის პროექტი - "ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" შეიცავს "ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს"1 და უარი თქვა მის ხელმოწერაზე, თუ არ იქნება სერიოზულად გადამუშავებული, კრიტიკული შენიშვნების გათვალისწინებით.

ერთ-ერთ ასეთ ტერმინოლოგიურ ცდომილებაზე ვისაუბრებ, რომლის გაუთვალისწინებლობაც იწვევს ეკლესიოლოგიურ ცდომილებასაც. ზემოაღნიშნულ დოკუმენტის პროექტში გამოიყენება ტერმინები "ქრისტიანი", "ქრისტეს მორწმუნე", "ქრისტიანული ეკლესიები და კონფესიები", "ქრისტიანთაშორისი ურთიერთობები", "სხვა ქრისტიანები", - არამართლმადიდებელ კონფესიებსა და მათ წარმომადგენლებთან მიმართებაში და გატარებულია პრინციპი, რომ თითქოს-და არსებობს რაღაც "განყოფილი ქრისტიანული სამყარო", რომელიც უნდა გავაერთიანოთ.

ამ პრინციპს მკაფიოდ გამოხატავს ამ დოკუმენტის სათაური, შინაარსი და, განსაკუთრებით, დასკვნითი დებულება: "ჩვენ ვლოცულობთ, რომ ქრისტიანებმა ერთობლივად იმოღვაწეონ, რათა მოახლოვდეს ის დღე, როცა უფალი აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესიების სასოებას და იქნება "ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი" (ინ. 10; 16)" (მ. 24). გამოდის, რომ დღეისათვის "ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი", ანუ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არ არსებობს და ჩვენ ის-ღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ, რათა ღმერთმა ინებოს და, ოდესღაც, მომავალში, ეს ჩვენი სანუკვარი ოცნება აღსრულდეს. ეს დებულება და, ზოგადად, ეს მიდგომა, სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ეკლესიის დოგმატიკისთვის.

მოციქულთა მიერ დამოწმებული ქრისტეს სწავლებითYდა წმიდა მამათა ღვთივგანბრძნობილი განმარტებებით ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის ერთადერთი: "ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა; ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის" (ეფ. 4; 4-6) და თუ "ქრისტე - თავ არს ეკლესიისა" (ეფ. 5; 23) - ერთი თავი და არა მრავალი, ასევე ქრისტიანული ეკლესიაც ერთია, ერთადერთი. "გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე?" (I კორ. 1; 13) როგორღა შეიძლება განყოფილი იყოს მისი ეკლესია? "ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს" (მთ. 12; 25). მაგრამ ჩვენ ხომ მტკიცედ გვწამს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია "არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" (I ტიმ. 3; 15) და რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ. 16; 18).

რომელია ეს ეკლესია? თუ მშვიდად და პირუთვნელად დავაკვირდებით, ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის მხოლოდდამხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია, რომელმაც სულიწმიდის - ჭეშმარიტების სულის მადლით, აგრეთვე, წმიდა მოციქულთა, მოწამეთა და ღირს მამათა ღვაწლით, შეურყვნელად შეინარჩუნა ჭეშმარიტი ქრისტიანული მრწამსი და სწავლება, აღასრულებს მადლმოსილ საიდუმლოებებსა და მსახურებას, და წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიას სრული სისავსით.

ყოვლად შეუძლებელია, ქრისტიანულ ეკლესიებად მივიჩნევდეთ, ან ერთ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილებად ვაღიარებდეთ ჭეშმარიტების სულისგან დაცილებულ მწვალებლურ და სქიზმატურ უმადლო კრებულებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თავს ქრისტიანებად წარმოადგენენ.

შევეცადოთ დაკვირვებით, არა ემოციებზე და, არა, ასე ვთქვათ, ლოზუნგურ სიტყვებზე დაყდნობით, განვიხილოთ ტერმინოლოგიური საკითხი, თუ ვის შეიძლება ვუწოდოთ ქრისტიანი ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით და გავარკვიოთ, რა არის ქრისტიანობა და როგორ უნდა მივუდგეთ მას.
დღეისათვის ტერმინი ქრისტიანი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება:

1. სიტყვა ქრისტიანი აღნიშნავს ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესიის, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს, რომელიც ნათლისღებით შეუერთდა მას და მისი მაცხოვნებელი საიდუმლოებების მეშვეობით და ქრისტეს მცნებების დაცვით, ცდილობს საკუთარი სულისა და ხორცის განწმენდას და ქრისტეს მიერ აღთქმული საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებას.

2. სიტყვას - "ქრისტიანი" უწოდებენ იმ კრებულების წარმომადგენლებს, რომლებიც ოდესღაც წარმოადგენდნენ ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილს, მაგრამ განუდგნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას, შესაბამისად, უარყვეს ჭეშმარიტების სული და ჩამოაყალიბეს სხვადასხვა სახის მწვალებლური ორგანიზაციები.

3. "ქრისტიანებს" უწოდებენ, ასევე, განდგომილებს, რომლებმაც არ უარყვეს ქრისტიანული სწავლება, მაგრამ დაუპირისპირდნენ ეკლესიას სხვადასხვა, არადოგმატური ხასიათის მოსაზრებებით.

4. "ქრისტიანებს" უწოდებენ თავის თავს ის ადამიანებიც, რომლებიც უაყოფენ ეკლესიურ მოწყობას, ეკლესიურ იერარქიას, საიდუმლოებებს და აღიქვამენ ქრისტიანობას მათთვის მისაღებ ფილოსოფიურ სწავლებად, რომლის კორექტირებასაც, საკუთარი მოსაზრებების შესაბამისად, თავადვე ცდილობენ.

იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება ტერმინი "ქრისტიანი" მართებულად, უნდა დავაკვირდეთ, თუ ვინ არის ქრისტიანობის დამაარსებელი იესო ქრისტე, რას გვასწავლის იგი ჩვენ და ვის მიიჩნევს თავისიანებად.
ქრისტეს სახელი - იესო, ნიშნავს მხსნელს, მაცხოვარს. როგორც ანგელოზმა განუცხადა იოსებს, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა "შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან" (მთ. 1; 21)

ქრისტიანული ეკლესია არის უფალ იესო ქრისტეს მიერ დაარსებული მორწმუნე ადამიანთა მაცხოვნებელი კრებული, გაერთიანებული ქრისტეს ერთიან მისტიურ სხეულში, რომლის თავიც არის უფალი იესო ქრისტე და რომელიც შეკავშრირებულია და მოქმედებს სულიწმიდით, საღმრთო სჯულით, საეკლესიო იერარქიითა და წმიდა საიდუმლოებებით.

ეკლესიის მთავარი დანიშნულება არის ადამიანის ცხონება. ანუ უფალმა შექმნა ეკლესია არა უბრალოდ თავისი სწავლების გასავცელებლად და არა იმისთვის, რომ, ვთქვათ, ჩვენ ერთმანეთი მოვნახოთ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს.
აქედან გამომდინარე, ქრიატიანობა არ არის მხოლოდ ჭეშმარიტი სწავლება. მხოლოდ სწავლება არ არის საკმარისი, არამედ აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება. მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შეუძლია ადამიანს მიაღწიოს ცხონებას. მადლმოსილი და მაცხოვნებელი ეკლესიის გარეთ ცხონება შეუძლებელია.

შესაბამისად, ქრისტიანი ის არის ვინც მაცხოვარს ეძიებს და მაცხოვართან თანაზიარია, მაცხოვართან ერთად მიდის გზაზე, მისგან სწავლობს ჭეშმარიტებას და მისგან იღებს ცხონებას. როგორც თქვა ქრისტემ: "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ" (ინ. 14; 6). მასთან ერთად მივდივართ, მას თანავეზიარებით ჭეშმარიტებაში და ის გვაძლევს ცხონებას. დასაწყისიც, შუაც და ბოლოც ქრისტეა. ეს არის ქრისტიანობა!!! ქრისტიანობა მადლის გარეშე და ცხონების გარეშე შეუძლებელია.

როცა ვსვამთ კითხვას - ვინ არის ქრისტიანი? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვინც აღიარებს ქრისტეს - ყველა ქრისტიანია. ახლა მე წაგიკითხავთ ერთ ადგილს სახარებიდან და მითხარით - ესეც ქრისტიანია? "და მიეგებოდა მას საფლავებისაგან კაცი რომელსაცა თანა იყო არაწმინდა სული... და ვითარცა იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყვანის-სცა, ღაღადებდა ხმითა დიდითა და იტყოდა: რაი ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე" (მკ. 5; 2-7). ესეც ხომ აღიარებს ქრისტეს. ეშმაკი აღიარებს უფალს, ძედ ღვთისა. ეშმაკი აღიარებს ქრისტეს მაგრამ მისი გზით არ დადის. ანუ იცის რომ ქრისტე არის ძე ღვთისა მაგრამ ამით ის ქრისტიანად ვერანაირად ვერ იქცევა.

უმადლო კრებულში, სულიწმიდისგან დაცილებულ კრებულში ქრისტიანი ვერ იქნები, რადგან, როგორც ამბობს წმიდა მოციქული პავლე: "ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, იგი არა არს მისი" (რომ. 8; 9) ხოლო სჯულის კანონში მოცემულია შემდეგი დებულება: "თუ ვინმემ ქრისტიანის სახელი დაირქვას და უწესო ქცევით ქრისტეს სახელი შებღალოს, არაფერი ერგოს მისი სახელისგან" (წმ. ბასილი დიდის მეორე კანონიკური ეპისტოლე ამფილოქე იკონიელის მიმართ). აქედან გამომდინარე, მწვალებელი და განდგომილი შეუძლებელია იყოს ქრისტიანი, რადგან:

ა) მას არ აქვს ქრისტეს სული, ანუ ჭეშმარიტების სული, რადგან უარყო ჭეშმარიტი სწავლება და/ან განუდგა ეკლესიას, რომელშიც მოქმედებს მაცხოვნებელი მადლი სულისა წმიდისა.
ბ) მან უწესო ქცევით ქრისტეს სახელი შებღალა.

წმიდა მამათა სწავლებით ის მშვიდობა, რომელიც დაარღვევს სულთა ერთობას ქრისტეში და ჭეშმარიტებაში, არის მტრობა საკუთარი სულისა და ღვთისა. რის ფასად ამყარებ მშვიდობას? რა გგონია, თუ დადგები და უმადლო ერეტიკოსთა კრებულებს და განდგომილებს აღიარებ ქრისტიანებად და მათთან ერთად დაიწყებ თანაცხოვრებას - მშვიდობას დაამყარებ? ვლაპარაკობ სულიერ თანაცხოვრებაზე, ეს მრუშობაა იგივე, - სულით მრუშობა. ცოლს თუ მრუში ქმარი ჰყავს, ან პირიქით, ეს პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ ერთ სულ და ერთ ხორც არიან. გაცილებით მძიმეა პრობლემა, როდესაც სულით იმასთან ხარ შეერთებული, ვინც არის დამარღვეველი სულიერი ერთობისა ღმერთში, ანუ დამარღვეველი იმ რჯულისა და იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც შენ უფლისაგან მოცემული გაქვს, როგორ იქნები მშვიდად?

მოციქულები ეუბნებოდნენ იუდეველთა სჯულის მოძღვრებს - ვის დავუჯეროთო ჩვენ? თქვენ დაგიჯეროთ, რომლებიც გვეუბნებით - გაჩუმდითო, სიმშვიდე იქნება და არ შეგეხებით, თუ უფალს დავუჯეროთ, რომელმაც გვითხრა "წადით და მოიმოწაფეთ ყოველი ქვეყანა"?
ყველამ ვიცით, რა არჩევანი გააკეთეს მათ. მოჩვენებით, თვალთმაქცურ მშვიდობას, უფლისათვის თავდადება არჩიეს, დევნითა და განსაცდელებით აღვსილი ცხოვრება. მადლობა ღმერთს, საქართველოს ეკლესიასაც, მსგავსი არჩევანის შემთხვევაში, არასოდეს უღალატია ჭეშმარიტებისთვის.

შვიდი მსოფლიო კრების მონაწილე მამები მწვალებლებს ქრისტიანებს არასოდეს უწოდებდნენ. ცრუ ქრისტიანებს უწოდებდნენ, მოჩვენებით ქრისტიანებსაც, მაგრამ არასოდეს - ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მაგალითად:
წმ. ილარიოს პიქტავიელი ეუბნება მწვალებელ იმპერატორ კოსტანცს: "შენ მხოლოდ თავს აჩვენებ ქრისტიანად, საქმით კი შენ - ქრისტეს ახალი მტერი ხარ... ჩუმად გვეპარები ჩვენი სახელით, გვკლავ ლაქუცით, უსჯულოებას სჩადიხარ ღვთისმოსავის სახით, ქრისტეს ცრუ მქადაგებელი - ანადგურებ ქრისტეს სარწმუნოებას"2.

ხოლო წმ. რომის პაპი ცელესტინე ეუბნება მწვალებელ კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ნესტორს: "შენ სრულიად განიკვეთები ეპისკოპოსის კათედრიდანაც... და, ზოგადად, ქრისტიანთა საზოგადოებიდანაც, თუ სასწრაფოდ არ გამოასწორებ შენს ბოროტ სწავლებას და არ დაუბრუნდები იმ გზას, რომელიცაა ქრისტე..."3

წმ. კირილე ალექსანდრიელი კი ბრძანებს: "ზოგიერთნი უმადურნი არიან ჩვენი მაცხოვრის წყალობისადმი, უარყოფენ უფალს... ცრუობენ ჩვენი მაცხოვრის მიმართ, ფარისეველთა მრისხანებისა და უკეთურების მსგავსნი. ქრისტიანის სახელს ატარებენ, მაგრამ არსი მათი იუდევლურია, ხოლო ენა შხამიანი და სიმწარით სავსე..."4

ასევე მიაჩნიათ სხვა წმიდა მამებსაც. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ კიდევ რამდენიმე ციტატას.
წმ. კიპრიანე კართაგენელი: "როგორც ეშმაკი არ არის ქრისტე, თუმცა გვატყუებს მისი სახელით, ასევე ქრისტიანად არ შეიძლება ჩაითვალოს ის, ვინც არ არის მისი სახარებისა და სარწმუნოების ჭეშმარიტებაში"5 . და კიდევ: "ვინც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, ის ქრისტიანი არ არის, თუ არ იქნება ქრისტეს ეკლესიაში"6, "როგორ შეიძლება იყოს ქრისტესთან ის, ვინც არ არის ქრისტეს სასძლოსთან, არ იმყოფება მის ეკლესიაში"7.

ნეტარი ავგუსტინე: "სული წმიდის მადლის მიღება და დამკვიდრება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც სიყვარულით შეერთებულია ეკლესიასთან"8. "ვინც გამოეყო ეკლესიას, მას არ გააჩნია სიყვარული. არ აქვს სიყვარული ღმრთისა მას, ვისაც არ უყვარს ეკლესიის ერთობა"9 "სიყვარულის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიასთან ერთიანობაში10, რადგან სულიწმიდა მხოლოდ ეკლესიის სხეულს აცოცხლებს."11 "არავითარი კანონიერი და საკმარისი მიზეზი იმისა, რომ გამოეყო ეკლესიას არ არსებობს. ვინც გამოეყო ეკლესიას, არ გააჩნია სულიწმიდა,12 როგორც არ გააჩნია სიცოცხლის სული სხეულისგან მოკვეთილ ნაწილს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში ინარჩუნებს უწინდელ ფორმას"13.

წმ. ათანასე დიდი: "ვინც არიანელებს (ანუ მწვალებლებს – მ.ს) ქრისტიანებს უწოდებს, დიდ და უკიდურეს ცდომილებაშია, როგორც ისინი, ვისაც არ წაუკითხავს წმიდა წერილი და სრულიად არ იცნობს ქრისტიანობასა და ქრისტიანულ სარწმუნოებას. სინამდვილეში, ეს იგივეა, რომ კაიაფას უწოდო ქრისტიანი, ან მოღალატე იუდა ისევ მოციქულად მიიჩნიო, ან ამბობდე, რომ მათ, ვინც მოითხოვეს ბარაბას გათავისუფლება ქრისტეს ნაცვლად, არაფერი ჩაუდენიათ, ან ამტკიცო, რომ იმენეოსი და ალექსანდრე (I ტიმ. 1; 20, II ტიმ. 2; 16-18) - კეთილგონიერი ადამიანები იყვნენ და მოციქული ცრუობს მათ შესახებ. მაგრამ ქრისტიანს არ შეუძლია ყოველივე ეს მოთმინებით ისმინოს. და ვინც გაბედავს ასე ლაპარაკს, მასზე ვერავინ იფიქრებს, რომ ის საღ აზრზეა"14.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: "თქვენ ამბობთ - ერეტიკოსები იგივე ქრისტიანები არიან. საიდან აიღეთ ეს? შესაძლოა ვინმე, ვინც არაფერი იცის ქრისტეზე, თავისი უაღრესი უცოდინარობის გამო, გადაწყვეტს აღიაროს თავისი თავი ისეთივე ქრისტიანად, როგორებიც ერეტიკოსები არიან, ხოლო წმიდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, ვერ განარჩევს შეჩვენების სიმყრალისგან - ღვთისმგმობ მწვალებლობისგან! სხვაგვარად მსჯელობენ ამის შესახებ ჭეშმარიტი ქრისტიანები! წმიდანთა უთვალავმა დასმა მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგა, არჩიეს უსასტიკესი და უხანგრძლივესი ტანჯვა-წამება, საპყრობილე, გადასახლება, ერეტიკოსებთან ღვთისმგმობელი სწავლების გაზიარებას. მსოფლიო ეკლესია მწვალებლობას ყოველთვის მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევდა. ყოველთვის მიიჩნევდა, რომ მწვალებლობის საშინელი სენით დაავადებული ადამიანი სულით მკვდარია, მოკლებულია მადლსა და ცხონებას და თანაზიარია ეშმაკთან და მის წარწყმედასთან".

უამრავია ასეთი მაგალითი, რომ ჩამოვყვეთ ძალიან შორს წავალთ. სადაც არ არის ჭეშმარიტების სული - იქ ქრისტიანი არ არის, ხოლო ჭეშმარიტების სული ეკლესიის წიაღშია. სული წმიდის მადლი ყველაზე მოქმედებს. ადამიანი რომ ცოცხლობს და არსებობს, შეუძლია სიარული, ლაპარაკი - ესეც მადლითაა, უფლის წყალობაა. მაგრამ ის მადლი, მაცხოვნებელი მადლი, რომლითაც ადამიანი უნდა ცხონდეს, მხოლოდ ეკლესიის წიაღში ეძლევა ადამიანს და სხვაგან არსად.

უფალმა თქვა კიდევაც - მე წავალ და მოგივლენთ თქვენ ნუგეშინისმცემელს, სულს ჭეშმარიტებისა. "ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ." (ინ. 15; 13)
სულიწმიდით ვხდებით ჩვენ თანაზიარნი ქრისტესთან, სულიწმიდის გარეშე სიყვარული არ არის. სიყვარულის გარეშე არ არის ქრისტე და ქრისტეს გარეშე ქრისტიანი როგორ შეიძლება იყო?!

თანამედროვე გნოსტიკოსები, რომლებიც ქრისტიანულ ფილოსოფიაზე ლაპარაკობენ და მწვალებელთა ე.წ. ეკლესიები, ცდილობენ ქრისტიანის სახელს ამოეფარონ. ვიცით ისტორიიდან, რამდენი პრობლემა ჩნდებოდა ცრუ ქრიატიანობის გამო, როცა საერო ხელისუფლებასა და საზოგადოებას დამახინჯებული სახით მიეწოდებოდა ინფორმაცია ქრისტეს სწავლების შესახებ. რატომ დასჭირდა ეკლესიას აპოლოგეტები? იმიტომ რომ, ცრუ ქრისტიანები ატყუებდნენ საზოგადოებას და ცრუ სწავლებას აწვდიდნენ მას. ამიტომ გამიჯვნა ქრისტიანისა ცრუქრისტიანისგან აუცილებელია, განსაკუთრებით დღეს, როცა უამრავი ცრუეკლესია მოქმედებს ქრისტეს სახელით და მრავალი ცრუსწავლება ვრცელდება ქრისტიანობის ნიღბით.

საგანგაშოა, თუ კრეტაზე გამართული კრება მწვალებლებს ქრისტიანებად აღიარებს. თუ ჩვენ ყოველივე ამას ჯებირად ქრისტიანული ეკლესიის სწავლებას არ დავუყენებთ, ამ ტერმინოლოგიურ, ასე ვთქვათ, იკონომიას, მოჰყვება საღმრთო სწავლების დარღვევა და მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი მტკიცე პოზიცია დავიცვათ.

მადლობა უფალს, ჩვენმა სინოდმა ეს საკითხი მნიშვნელოვნად მიიჩნია და ის დოკუმენტი, სადაც ეს უამრავი ცდომილება იჩენს თავს - უარყო და მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. სინოდის ოქმი უკვე გამოქვეყნდა, ოქმის გარდა, გამოქვეყნდება ის დასაბუთებაც, რაც გვქონდა ჩვენ წარმოდგენილი. ვისაც სურს, შემოვიდეს პოლემიკაში, ოღონდ წერილობით. თუ რამეს არასწორად ვამბობთ, პირდაპირ დაასაბუთონ, რა არ არის მართალი და რა არ შეესაბამება საეკლესიო სწავლებას. ხელის აქნევით ან წაყრუებით ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხდება. ყველაფერი უნდა დასაბუთებულად, არგუმენტებით ითქვას და დაიწეროს.

გაგვცენ პასუხი, როგორ არის შესაძლებელი მწვალებელთა კრებულის წიაღში ქრისტიანის არსებობა, ან როგორ შეიძლება ვაღიაროთ ქრისტიანებად ისინი, ვინც ამბობს, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ფილოსოფიაა და, ასე ვთქვათ, გარკვეული სულიერი სწავლება, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ეკლესიის გარეშე გავერთიანდეთ.

აქ მოყვანილი პოზიციის მოწინააღმდეგეებმა წერილობით დაასაბუთონ, რაში გამოიხატება ცდომილება ზემოთ თქმული სიტყვებისა, რა უნდა გასწორდეს და, თუ იქნება ღვთაებრივი ჭეშმარიტება მათ სიტყვაში, პირადად მე, მზად ვარ ვაღიარო მათი სიმართლე და საჯაროდ მოვიხადო ბოდიში არასწორი სწავლებისთვის.

მიმაჩნია, რომ ღვთივგანბრძნობილ მოციქულთა და წმიდა მამათა კვალზე უნდა ვიაროთ, რაც გვინარჩუნებს უფლებას და შესაძლებლობას ვიყოთ მაცხოვნებელი ეკლესიის წიაღში. ეპისკოპოსის მოვალეობა სწორედ ეს არის, იმიტომ ვდგავართ არწივზე, როცა ვმსახურობთ. არწივზე დგომა ნიშნავს სიმაღლიდან გადახედვას და დანახვას იმ დაბრკოლებებისა და საშიშროებებისა, რაც შეიძლება ემუქრებოდეს ეკლესიას. ვალდებულნი ვართ, დავინახოთ საფრთხე და გავაფრთხილოთ სამწყსო, როცა გვიახლოვდება მგელი.

ამ შემთხვევაში, მგელი მოდის ქრისტიანის ქურქში, შეიძლება მართლმადიდებელ ქრისტიანად გაასაღოს თავი და გითხრას - რა პრობლემაა, მოდი ახლა შერეული ქორწინება დავუშვათ, მოდი ნათლობა ვაღიაროთ უმადლო კრებულებში, მერე გვეტყვიან სიყვარული არა გაქვთ, როგორ შეიძლება ზიარებაზე უარის თქმა "სხვა ქრისტიანებთან" და ა.შ.

სად მივალთ ასე? მივალთ იმ ეგრეთწოდებულ ეკლესიამდე, რომელიც თითქოს იმოქმედებს, იდგება ტაძრები, მსახურებიც იქნებიან, ვიღაც მლოცველებიც ივლიან იქ, მაგრამ... ცხონება არ იქნება! ეს ხომ ვიცით, რომ ბოლო ჟამს ასეთი სიტუაცია, სამწუხაროდ, მრავალ ადგილას იქნება.
საქართველოს ეკლესიას აქამდე არასოდეს გადაუხვევია ჭეშმარიტების გზიდან, არასოდეს უღიარებია არასწორი სწავლება საეკლესიო დონეზე. შესაძლოა ვიღაც ცდებოდა თავის დროზე, მღვდლებიც, ეპისკოპოსებიც, პატრიარქიც კი ყოფილა, ვინც არასწორ სწავლებას ქადაგებდა, მაგრამ საეკლესიო დონეზე განხეთქილება ან მწვალებლობა საქართველოში არ დაკანონებულა. მადლობა უფალს, გადავიწერ პირჯვარს, რომ ამის შემდეგაც არასოდეს ასეთი რამ არ მოხდეს. ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, მართალი პოზიცია დავაფიქსიროთ, მკვეთრად, ღიად და სამართლიანად, არგუმენტირებულად და თუ ვინმეს სურს პოლემიკაში შემოსვლა, გულისყურით მოვუსმენთ მათ. ოღონდ მოგვმართონ არა ლანძღვით, არა რაღაც უაზრო პოლიტიკური არგუმენტაციით, რომელიც მიუღებელია ეკლესიური სწავლებისათვის. პოლიტიკური არგუმენტაციით საღმრთო სწავლებას ვერ გააუქმებ და ვერც დროებითი ინტერესებით დაეჯახები მარადიულ ღირებულებებს.

ვისაც აქვს სურვილი შეეჭიდოს პოზიციას, რომელიც მოუტანია ეკლესიას ჩვენამდე, გამოთქვას წერილობით თავისი აზრი და ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ჯერ ასეთი პოზიცია წერილობით ჩვენს ეკლესიაში არ დაფიქსირებულა, არ გამიგონია, ყოველ შემთხვევაში, ვინმესგან, რომ პირდაპირ, ღიად ეთქვას, რომ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია გახლეჩილია, რომ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გარეთ არსებობენ სხვა ქრისტიანები. საყოფაცხოვრებო დონეზე ბევრს უთქვამს, მაგრამ სწავლების დონეზე ეს რომ ვინმეს დაეცვას, როგორც ჭეშმარიტება, ასეთი რამ არ გამიგია. თუ ასეთი ვინმე გამოჩნდება ჩვენს ეკლესიაში და გამოთქვამს ამ აზრს - გავცემთ პასუხს.
აი ეს არის, დაახლოებით ის, რაზეც მინდოდა გამემახვილებინა თქვენი ყურადღება. ვფიქრობ ეს საკითხი აქტუალურიც არის და მნიშვნელოვანიც. თუ იქნება რამე შენიშვნა ან შეკითხვა მზად ვარ გიპასუხოთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

------------------
იხ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ოქმი (25.05.2016)
2 Деяния Вселенских Соборов, Свято-Троицкая Сергиева Лавра, Успенское подворье Оптиной пустыни, изд. Воскресение, изд. Паломник, С-Пб., 1996, т. 1, с. 93-94.
3 ibid., ც. 169.
4 ibid., ც. 277.
5 О единстве Церкви, гл. 14. Творения ч. 2, стр. 189.
6 Письмо 43. Творения ч. 1, стр. 234.
7 Письмо 42 к Корнелию. Творения ч. 1, стр. 212.
8 Contra Cresconium II, 14, 17. Migne, PL. t. 43, col. 477.
9 De baptismo, III, 16, 21. Migne, PL. t. 43, col. 148.
10 Contra litteras Petiliani 2:77, 172. De baptismo IV, 17, 24. Migne, PL. t. 43, col. 312, 169.
11 Epist. 185, 10, 46. Migne, PL. t. 33, col. 813.
12 Serm. 268, 2. Migne, PL. t. 38, col. 1232. Contra Cresconium, II, 12, 15; II, 13, 16; II, 14, 17. Migne, PL. t. 43, col. 476, 477.
13 Epist. 185, 9, 42. Migne, PL. t. 33, col. 811.
14 На ариан слово 1:1-2.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
02.01.2014
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2

თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat