ქორწინება და ევქარისტია
ქორწინება და ევქარისტია
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა, კანონიკურ სამართალში ეკლესიური ქორწინების პირობაა. "ლაოდიკიის (წესი 10 და 31), კართაგენის (წესი 21), ქალკედონის (წესი 14) და ტრულის (წესი 72) კრებები კრძალავენ მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის ქორწინებას და განსაზღვრავენ, რომ საჯარო კანონების მიხედვით შემდგარი მსგავსი ქორწინებები ეკლესიის მიერ დარღვეული უნდა იყოს, რაც არის პირობა საეკლესიო საიდუმლოებათა მისაღებად.

მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ საკითხი ვერ გადაიჭრება მხოლოდ ფორმალურად: ის ეხება არა კანონებისა და წესების დაცვას, არამედ, სწორედ რომ, ქრისტიანული ქორწინების ბუნებას. მეგობრობა, საერთო ინტერესები, ფსიქოლოგიური ურთიერთგაგება, ხასიათთა შეთავსებულობა, და, რა თქმა უნდა, შეყვარებულობა სრულიად შეუძლებელია იმის გარეშე, რომ ორივე მხარე ერთ ეკლესიას ეკუთვნოდეს. მაგრამ კითხვა სწორედ ისაა, შესაძლებელია თუ არა ადამიანის სიყვარული ღვთის სასუფევლის სიხარულად გარდაიქმნას, თუ არ არსებობს საფუძველის საერთო გაგება და განცდა, ანუ არ არსებობს რწმენის ერთიანობა? შესაძლებელია კი ცხოვრება "ერთ სხეულად" ქრისტეს სხეულთან და სისხლთან საერთო ზიარების გარეშე? შესაძლებელია კი "ქრისტესა და ეკლესიის მიმართ" ქორწინების საიდუმლოების მიღება, თუკი საღვთო ლიტურგიის საიდუმლოებაში ერთობლივი მონაწილეობა არ ხდება?

ყოველივე ეს არის არა "ფორმალური" საკითხი, არამედ სწორედ ის საკითხები, რომლებიც არსობრივად ეხება ქრისტიანობას. ცნობიერი ქრისტიანი, რომელიც "შერეულ" ქორწინებაში შედის, ვერ გაექცევა მათ, სახარება კი, საერთოდ, მხოლოდ მათთვისაა დაწერილი, ვინც მას ცნობიერად ეკიდება.

რა თქმა უნდა, ადვილი გამოსავლის პოვნა შესაძლებელია კონფესიონალურ რელატივიზმში, რომელიც დღესდღეობით ძალიან პოპულარულია (თითქოს ეკლესიებს შორის არ არისო "დიდი განსხვავება"), ანდა ეკლესიურ ცხოვრებაში ევქარისტიის ცენტრალურობის უარყოფაში. არაა შემთხევითი, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც ქორწინების რიტუალი ევქარისტიას გამოეყო (X საუკუნეში), "შერეულ" ქორწინებათა აკრძალვამ აბსტრაქტულ-ფორმალური მნიშვნელობა შეიძინა. "შერეული" ქორწინების შეუძლებლობა უკვე იმით იყო ცხადი ჭეშმარიტება ადრეული ეკლესიის ყოველი წევრისთვის, რომ ქორწინება ყოველთვის საკრამენტულად მთავრდებოდა ერთობლივი ზიარებით: თუ შეუძლებელი იყო ზიარება, მაშინ შეუძლებელი იყო ეკლესიური ქორწინებაც.

დღესდღეობით, პროტესტანტული ეკლესიები უშვებენ და მიესალმებიან კიდევაც დაყოფილი ქრისტიანების ერთობლივ ზიარებას რწმენის საკითხებში წინასწარი თანხმობის გარეშე. ევქარისტიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მორწმუნეთა ცნობიერებაში კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას ღვთისმეტყველებისა და პრაქტიკული ცხოვრების ქაოსი ემატება, რომელიც ახლა კათოლიციზმში ბატონობს, იმის მერე, რაც ვატიკანის მეორე კრების შემდეგ "ინტერკომუნიონი" (განსხვავებული კონფესიების ქრისტიანთა ევქარისტიული ურთიერთობა) გახდა დაშვებული. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ევქარისტია აღარ განიხილება როგორც ჭეშმარიტების სისავსეში ურთიერთობა, როგორც საპასუხისმგებლო და პირადი მონაწილეობა ქრისტეს ხილული ერთიანი სხეულის ცხოვრებაში და მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ძმობის სიმბოლოდ იქცევა: ზიარების აქტი გაიგება არა როგორც ქრისტიანული რელიგიური გამოცდილების მთლიანობის ცენტრი, არამედ დამატებითი "რიტუალი", მაშინ როცა თვით ქრისტიანობის რეალობა ზექვეყნიური მისტიციზმის სფეროში გადაიტანება, ანდა, პირიქით, ამა სოფლის მსახურების პრაქტიკულ ფორმებს უიგივდება.

"ინტერკომუნიონის" უარყოფით, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ეკლესია არ უარყოფს ყველა მათგანის შინაგანი ერთიანობის ფაქტს, ვისაც ქრისტე სწამს, და არ უარყოფს ქრისტიანთა თანამშრომლობასა და ძმობას. პირიქით, ის გზას ათავისუფლებს სრული და ჭეშმარიტი ერთიანობისაკენ იმით, რომ დევნის ყოველივე იმას, რაც ამ ერთიანობას ზედაპირული და წმინდად ადამიანური სუროგატებით ჩაანაცვლებს. სწორედ ასევე, ქორწინების საიდუმლოში ეკლესიაც იმისკენ მიისწრაფვის, რომ მექორწინეთა ერთიანობა სრული ქრისტესმიერი ერთიანობა იყოს. ამიტომ, ეს გვიცავს ამ ერთიანობის ჩანაცვლებისგან, ან ნებისმიერ შემთხვევაში, არასრული კავშირისგან, მხოლოდ და მხოლოდ როგორიც შეიძლება იყოს შერეული ქორწინება. ევქარისტიული ზიარებით განმტკიცებული ნამდვილი საიდუმლოება მხოლოდ ის ქორწინება შეიძლება იყოს, რომელშიც ორივე მხარე სრულადაა გაერთიანებული სიყვარულში, რწმენასა და ევქარისტიაში.

ჩვენს დროში ძალიან ბევრი შერეული ქორწინება ხდება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლები უმნიშვნელო უმცირესობას შეადგენენ, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. რუსეთში კი, ხშირად მორწმუნე და არამორწმუნე მხარეთა შორის ქორწინებისას გარდაუვლად დგება იგივე პრობლემა ქრისტეს საერთო რწმენის გარეშე ნამდვილი "ქრისტესმიერი" სიყვარულის შეუძლებლობის შესახებ. ძალიან ხშირად, შერეული ქორწინებები ადამიანური თვალსაზრისით საკმაოდ ბედნიერია, ვიდრე მრავალი ქორწინება ეკლესიის ნომინალურ წევრთა შორის, რომლებსაც არასოდეს გაუგიათ ქორწინების ქრისტიანული საზრისი და სერიოზულადაც არ მიუღიათ საკუთარი ქრისტიანული პასუხისმგებლობა. ამიტომ, უმართებულო იქნებოდა, კანონიკური ტექსტებისთვის აბსოლუტური მნიშვნელობის მინიჭებით ყველა შერეული ქორწინება სისტემურად აგვეკრძალა.

ცხადია, თუკი საეკლესიო სარგებელი ან ცალკეულ სულთა გადარჩენა, ან აბსოლუტური გარეგანი აუცილებლობა მოითხოვს, ეკლესიას შეუძლია და ვალდებულიცაა შეურიგდეს ქრისტიანობის ზნეობრივ ნორმათა ნაწილობრივ შესრულებას: სწორედ ეს არის ის, რასაც საეკლესიო "იკონომია" ეწოდება. მაგრამ, ცალკეულ შემთხვევებში, დათმობას არ შეუძლია თვით ნორმა ჩაანაცვლოს. უფალი ჩვენ მოგვიწოდებს სრულყოფილებისაკენ და არა კომპრომისისაკენ: "იყავით თქვენ სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი" (მათ. 5.48). სრულყოფილებისაკენ სწრაფვის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობა. რელიგიური ინდიფერენტულობა და ნელ-თბილობა, ქრისტიანული რწმენის ზედაპირული აღქმა ჭეშმარიტ ქრისტესმიერ სიცოცხლესთან შეუთავსებელია. შერეული ქორწინებების დაშვებით ეკლესია არ ამბობს უარს ქრისტიანული ცხოვრების ახალაღთქმისეულ კრიტერიუმზე და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში იმედოვნებს, რომ საბოლოოდ არამართლმადიდებელი მხარე მართლმადიდებლობას მიიღებს, რითაც განახორციელებს რწმენის ერთიანობის სისრულეს და ამით, ქორწინების საიდუმლოების სისრულესაც.

ქრისტიანებს შორის შერეული ქორწინებების დაშვებით ეკლესიას არ შეუძლია მართლმადიდებელ და არაქრისტიან მხარეებს შორის ქორწინების კურთხევა: ღმერთის სახელის მოხმობა, ქრისტეს სახელით საიდუმლობის შესრულება მხოლოდ იქაა შესაძლებელი, სადაც არის რწმენა ღმერთისა და ქრისტესი. ამის გარეშე არა მხოლოდ თვით საიდუმლოება ხდება მკრეხელური, არამედ არამორწმუნე მხარის ღირსების შეურაცხყოფაც ხდება იმ რიტუალის აღსრულებით, რომელიც ურწმუნოსათვის აზრსმოკლებულია. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ოჯახებზე, სადაც ერთი მხარე უკვე ქორწინების შემდეგ (რომელიც ეკლესიის გარეთ შედგა) იღებს ქრისტიანობას, პავლე მოციქული მოუწოდებს ოჯახური მშვიდობის შენარჩუნებისკენ: "თუ რომელიმე ძმასა ჰყავს ურწმუნო ცოლი, და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, არ უნდა მიატოვოს იგი. და ცოლიც, რომელსაც ჰყავს ურწმუნო ქმარი, და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. ვინაიდან ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, და ურწმუნო ცოლი – მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში არც ძმა და არც და შეკრულნი არ არიან; ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა" (I კორ. 7.12-15).

ფორმალური წესი, რომელიც საჯარო კანონად იყო დამტკიცებული რევოლუციამდელ რუსეთში (და უახლოეს ხანებამდე მკაცრად იყო დაცული რომაულ კათოლიციზმში), იმის შესახებ, რომ შერეული ქორწინების შემთხვევაში ბავშვები აუცილებლად მართლმადიდებლობის სულით უნდა აღზრდილიყვნენ, მოძღვრულად და პრაქტიკულად ძნელად შესასრულებელია. ლეგალიზმი და ფორმალიზმი რთულად შეთავსებადია ქრისტიანული თავისუფლების პრინციპებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობასთან. მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს: ან მართლმადიდებელი მხარე საკმარის სულიერ ძალას ფლობს, რათა ბავშვები ეკლესიაში აღზარდოს, ან მას ეს ძალა არ გააჩნია და მაშინ, ფორმალური ხელწერილები და მოვალეობები საქმეს ვერ უშველის. სამოძღვრო სიმტკიცე იმ შემთხვევებში უფროა გამართლებული, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი არ მოითხოვს მართლმადიდებლურ ქორწინებას, და თანხმდება მართლმადიდებლობის მიღმა ქორწინებაზე: ეს სულიერი კომპრომისია და ძნელად თუ ვიტყვით, რომ ეკლესიის წევრობას ეთავსება.

შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი თავისთავად გადაიჭრებოდა, თუკი ქორწინებასა და ევქარისტიას შორის ადრე არსებული კავშირის აღდგენა გახდებოდა შესაძლებელი: ორ მართლმადიდებელ მხარეს, ეკლესიის ორ წევრს შორის ქორწინება ქრისტეს სხეულსა და სისხლთან ზიარებით განმტკიცდებოდა, რითაც იგი შეიქმნებოდა ქორწინების საიდუმლოს მთელი საპასუხისმგებლო საზრისის გამომხატველ ქრისტესა და ეკლესიის მარადიულ სახეში. ევქარისტიის გარეშე ქორწინებების წესში კი შერეული (ასევე, მართლმადიდებელთა შორის განმეორებითი) ქორწინებების სხვაგვარად კურთხევა მოხდებოდა: ეს წესი ჩვენს თანამედროვე წესთან შედარებით უფრო ნათლად გამოხატავდა იმას, რომ შერეული და განმეორებული ქორწინებები არ ეთანხმება ქრისტიანულ იდეალს. გარდა ამისა, იმასაც აჩვენებდა, რომ რწმენის ერთიანობაში ქორწინება შესაძლებელი და მისაწვდომია მაშინვე, როგორც კი ორივე მხარე მზად იქნება, ერთად მიუახლოვდეს მაცხოვნებელ ბარძიმს".

თარგმნა ელენე ლადარიამ

ჟურნალი "დიალოგი", №1-2 (6-7), 2007 წ.

წყარო: http://tserilebi.blogspot.com
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
02.01.2014
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2

თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat