"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
 "იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა
იშვიათია ისეთი პიროვნული სული, რომელიც გაბედავს, ამ დაცემულ ქვეყანაში ფართო მასების მიერ გატკეპნილ ბილიკს გადაუხვევს და ცხოვრებას, ქრისტეს მცნებებით დაიწყებს. უეჭველია, იმის რწმენა, რომ იესო ღმერთია, ადამიანში სულიერ გამბედაობას აღძრავს. ზოგიერთი უფლის გზაზე მოსიარულე მოულოდნელად შეიძლება ისეთი უძირო უფსკრულის პირას აღმოჩნდეს, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზაც კი არ იპოვება. იმისათვის, რომ ღვთაებრივ მარადიულობას მივაღწიოთ, ცხადია, ამ უფსკრულს უნდა გადავაბიჯოთ. ისე, კაცი გულწრფელად რომ დაფიქრდეს, რა ძევს მის გონებაში? უმეცრების ღრმა ჯურღმულის, სიკვდილისათვის განწირული უიმედო ჭმუნვისა და ამ გრძნობაზე სიბნელის სახით გადაფარებულ ამა სოფლის შეგრძნებების გარდა, ვერაფერს აღმოაჩენს (ამ შეგრძნებებს შეადარეთ: 1 ტიმ. 1:13-14; დაბ. 2:17; ლუკ. 22:53). ჯურღმულს რომ გადავაფრინდეთ, საჭიროა, ჩვენს თავში მადლმოსილი აღტყინებიდან გამომავალი ენერგია მოვიძიოთ; ასეთ შემთხვევაში ღვთის მადლი "გამბედაობას" და სიმტკიცეს გაგვიძლიერებს. სადღაც შორს ნათელი გამოგვიჩნდება. წარმოიდგინეთ, რომ აღუწერელი ძალით მივილტვით მისკენ და მზად ვართ, ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს წმინდა სახელის მოწოდებით შეუცნობელში გადავეშვათ. და აი! ბნელ სივრცეში უჩინარ კლდეებზე დანარცხების ნაცვლად, აღმოჩნდება, რომ უფსკრულს ზემოთ, უხილავ ხელს ციმციმ ვუპყრივართ. ცოცხალი ღმერთის ამ სიყვარულის ხელის გარეშე არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ისეთი უკუღმართი ქარიშხლების ცვალებადობა გაიაროს, რომლებშიც ადამიანის სამშვინველი ამ ნახტომში აღმოჩნდება. ჩვენი სხეული მიწიდან არის აღებული და ყოველი ჩვენგანი, კაცობრიობის მთლიანი სხეულის ისეთი მცირედი ნაწილაკია, რომელსაც ძალიან უჭირს გამოცალკევება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ სინამდვილეს შეეხება, რომელშიც თითქმის მთელი სამყარო მიწიერი ძალაუფლების კონტროლს არის დაქვემდებარებული. გაჭირვებაში დამხმარედ არ ივარგებენ "მთავარნი ამის სოფლისანი": ყოველი მათი ქედმაღლური დაპირება ან დახმარება ჩვენთვის საკუთარ თავისუფლებაზე უარის თქმით დამთავრდება (შეად. იოან. 14:30). ყველაზე საუკეთესო "რისკი" - შენი პიროვნული გზის ძიების პროცესია, სადაც უფალს და ჩვენთვის, მის უფრო ახლობელ ხატს - იესო ქრისტეს, ბავშვივით უნდა მიენდო.

"გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა" (გამ. 20:13; მათ. 5:21)... "ხოლო მე გეტყუი თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა" (მათ. 5:22)... "გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო" (გამ. 20:14; მათ. 5:27). "ხოლო მე გეტყუი თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათ. 5:28)... "ხოლო მე გეტყუი თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა" (მათ. 5:34)... "ხოლო მე გეტყუი თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა" (მათ. 5:39)... "გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი" (ლევ. 19:17-18; მათ. 5:43). "ხოლო მე გეტყუი თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (მათ. 5:44); "უკუეთუ ვინმე დაჰხსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა. ხოლო გეტყუი თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხუიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათ. 5:19-20).

მე მქონდა დიდი შიში და ვფიქრობდი, რომ თუ დავარღვევდი რომელიმე მცნებას, დავიღუპებოდი. იმ მძიმე, მაგრამ მიმადლებულ წლებში, ჩემთვის მცნებებით "ცხოვრება" ორი კიდის დამაკავშირებელ ისეთ ბაგირზე სიარულს წააგავდა, რომელიც უფსკრულზე იყო გადაჭიმული. მალე ამ წარმოსახვამ ჯვარცმის დროს, ქვეყნიერებაზე მცხოვრებ ურთიერთდაპირისპირებულ ხალხების გამაერთიანებელი, ქრისტეს გაშლილი მკლავების სახე შეიძინა: ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, ჩემ პიროვნებას უზომოდ აღემატებოდა, მე კი, მაცხოვრის სწავლებით, "ჯვარცმულობას" შევიგრძნობდი. სასოწარკვეთილს, ლოცვებში თვალწინ ცასა და დედამიწას შორის ჯვარცმული ქრისტეს სხეული წარმომიდგებოდა. ქრისტიანის გზა - ჯვარცმაა, უფალი ბრძანებს: "რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თუისი და აღიღენ ჯუარი თუისი და მომდევდინ მე" (ლუკ. 9:23). ასე ერწყმის პიროვნულ სულში "გზის შეცნობის" სათუთი სიყვარული და შიში უზომოდ დიდი მიზნის აღსრულებისა.

მათ მსგავსად, ვინც ჩვენგან იმ ქვეყნად გავიდნენ და მცდელობასაც არ ავლენენ, ჯერ კიდევ ამქვეყნიურებს, თავიანთი იმქვეყნიური გამოცხადებით მიღებული დიდებული ცოდნა გაგვიზიარონ; მეც, შეუძლებელი იქნებოდა, ისეთი საშინელი პრივილეგიის შეგრძნების, სიტყვიერად გადმოცემის სურვილი გამჩენოდა, რაც საიდუმლოებით მოცულ, ბაგირზე სიარულთან არის დაკავშირებული.

საკუთარ პიროვნებაში ღვთისა და ადამიანის გამაერთიანებელი უფალი, მის მიერ განვლილი გზისკენ მოგვიწოდებს. ვნებათა ერთი ნაწილის გადამლახველი და მისი მოწოდებით ამ მაღალ გზაზე დამდგარი ჩვენი სული, აქამდე უხილავი და წარმოუდგენელი ღვთაებრივი ყოფის მჭვრეტელი ხდება. როგორც დედამიწის მიზიდულობას მოწყვეტილი "ზეციური მექანიკის" პირობებში აღმოჩენილი ადამიანის მძიმე სხეული შეიძლება, აქამდე მიწიერებისათვის წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობდეს, ამ დროს ჩვენი სულიც ისევე გადაადგილდება, უკვდავების დამადასტურებელი ჭეშმარიტების, უპიროვნებო ნათლით გასხივოსნებულ უსასრულო "გონიერ" სივრცეში. ადამიანის გონებას აქ უკვე განუმეორებელი სიღრმეებისა და მოცულობების ჭვრეტის უნარი ეძლევა.

ღვთაებრივი სიყვარულის გულით შეგრძნება - ციური უძირობის ზღვარსა და მაღლით შობილ უსასრულობას შორის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს სიყვარული, როგორც ჭეშმარიტება, როგორც ნათელი, როგორც სასუფეველი აღიქმება.

ჩვეულებრივ მსოფლშეგრძნებაში დაბრუნებული, უწინარესად, დაკარგულის გამო, პიროვნული სულის ტკივილს განიცდი: გეუფლება გრძნობა, თითქოს დაკარგულის დაბრუნებაც კი აღარა სურს, თუმცა ღვთის სიყვარულის შეგრძნება შენ მიმართ, ჯერაც არ არის განელებული.

ქრისტემ ჩვენ ყველაფერი გვიბოძა: მან გვაზიარა წმინდა სამების უდიდეს საიდუმლოს, წარმოგვიდგინა მამა ღმერთი (იოან. 14: 8-9); მისი წყალობით მივიღეთ და შევიცანით სულიწმიდა და უცდომლად შეგვიძლია ამოვიცნოთ, როდის მოქმედებს ჩვენში მამისგან გამომავალი მესამე იპოსტასი და არა რაიმე სხვა ისეთი ძალა, რომელიც გამოუცდელს შეიძლება ღვთაებრივ სულადაც მოეჩვენოს. იესო ქრისტეს დხმარებით, ქრისტეში მაქსიმალური კონკრეტულობით დავინახეთ ღვთის მსგავსი ადამიანის პირველხატი. და ამიტომ, მიწიერ შედარებითობასა და ზეციურ აბსოლუტურობაში, ჩვენი ცხოვრების საფუძველი ქრისტეს გარდა, აღარაფერი და აღარავინ აღარ შეიძლება გახდეს. მაცხოვრის სიტყვები: "ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა" (იოან. 10:8) - ჩვენთვის მოცემული მისი ნამდვილობის ნათელ ხატად წარმოგვიდგება. ეს სიტყვები ისეთსავე პერსპექტივაში უნდა გვესმოდეს, როგორც ჩვენი ცხოვრების სხვა მიმართულებით არის ნათქვამი: "მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თუისნი" (მათ. 10:36). მათ - "ჩვენი ოჯახის წევრებს" - ჩვენ ვუყვარვართ, ჩვენც გვიყვარს ისინი; მაგრამ, როდესაც ისინი ღმერთსა და ჩვენს შუა აღმოჩნდებიან, ჩვენ არ შეიძლება მათ მივყვებოდეთ, რადგან ისინი ერთადერთ სწორ გზას აგვარიდებენ და თავისდაუნებურად, ისინი ჩვენს "მტრებად", "მპარავებად" და "ავაზაკებად" გადაიქცევიან.

სახარების მცნებებით ცხოვრება, მართალია - მტკივნეულად, მაგრამ ნელ-ნელა მაინც ბევრი მარადიული და ზოგად საკაცობრიო პრობლემისგან განტვირთვის საშუალებას გვაძლევს. არ გაგიკვირდეთ, ეს მართლაც ასეა: ყოველი ცალკეული პიროვნების გადარჩენის გზა სწორედ აქ არის, სწორედ ეს არის ქრისტეს სახელით გაერთიანებული ჯგუფებისა და ხალხების გამოხსნის საშუალება, "რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი, ქრისტე" (იოან. 4:42; მათ. 12:21). არ არის და არც შეიძლება არსებობდეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც მას არ ძალუძს გადაგარჩინოს. როდესაც ამას ვამბობთ, არ ვგულისხმობთ, რომ ამა თუ იმ დაავადებას ის უეჭველად განკურნავს, ადამიანს გაათავისუფლებს რაიმე ფიზიკური, მატერიალური თუ მორალური პრობლემისგან, მოძალადეებისგან და სხვა ისეთი ბოროტებისა და ძალადობისგან, რაც დამღუპველად მოიაზრება. თუმცა ყველაფერი მის ხელთაა. ჭეშმარიტი ხსნა და გადარჩენა იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანი ყველა გარემოებაში უფლის სიყვარულში უნდა რჩებოდეს. ისევე, როგორც იესომ შეინახა ყოველი მცნება, დარჩა ამ მცნებებში, დარჩა მამაში და დარჩა სიყვარულში (შეად. იოან. 15:10). ჩვენ, ყველამ, ვიცით, ჩვენს გვერდით მიწიერად ყოფნის ბოლო დღეებში რა ტანჯვა გამოიარა იესომ. მიუხედავად ამისა, უშუალოდ სიკვდილის წინ უფალმა თავის მოწაფეებს უთხრა: "ამას გეტყოდე თქუენ, რაითა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს" (იოან. 15:11). და კიდევ: "ამინ გეტყუი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლუკ. 23:43).

ყოველგვარმა სიყვარულმა გამოცდა უნდა გაიაროს და ჭეშმარიტი მეგობარი ჭირში უნდა გამოიცადოს. სიყვარული მაშინ იქცევა სრულყოფილებად, როდესაც სიკვდილზე ძლიერი გახდება. ასეთი "გამოცდის" შემდეგ, ყოველი ჩვენგანის გარდაუვალ მიწიერ სიკვდილზე - მარადისობაში გარდაცვალება იმარჯვებს და ეს ადამიანს აძლევს უნარს, "სასუფეველი შეუძრველი" (ებრ. 12:28) დაიპყრას.

ქრისტიანის თავდაუზოგველობა დასაწყისში მისი შინაგანი ბუნებისკენ არის მიმართული; მაგრამ სრულყოფილების ჟამს ის უკვე ყველასათვის - სრული ადამიანისათვის ლოცულობს. სიყვარულის პირველი ტალღა ღვთისაკენ არის მიმართული; მეორე - მოყვასისაკენ. როგორც ძეში მამა ღმერთისადმი სიყვარულმა მიაღწია თავის აბსოლუტურობას, ისევე "ბოლომდე" მიდის ადამიანის მიმართ ეს სიყვარული (შეად. იოან. 15:10-15; 13:1). თავისი მცნებებით სწორედ ეს გვასწავლა უფალმა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat