რატომ მიდიან ადამიანები მონაზვნებად?
რატომ მიდიან ადამიანები მონაზვნებად?
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა. აღნიშნულ გამოცემაში შესულია ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში, წმინდა ანდრიასა და ილია წინასწარმეტყველის სკიტებში, დიდ და მცირე რუსულ სენაკებში მოღვაწე სულიერი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გამორჩეულ 200-მდე მამის ცხოვრება..
მამა ერმოლაოსის ამჟამინდელი საუბარი აღებულია ამ წიგნის წინასიტყვაობიდან და, ვფიქრობთ, მონაზვნობის სურვილის მქონე ადამიანებს დიდ სარგებელს მოუტანს. გთავაზობთ მცირე ამონარიდს.

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):

რატომ მიდიან ადამიანები მონაზვნებად? თითქმის ორი ათასი წელია ბევრი ცდილობდა გაეცა სხვადასხვა პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა ამ მოვლენის ყველაზე ზუსტი განსაზღვრება მოგვცა თვით უფალმა იესო ქრისტემ, როცა უპასუხა მდიდარ ჭაბუკს, რომელიც დაეკითხა მას ცხონების საშუალებებზე: ,,წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში, მერე მოდი და გამომყევი (მათე 19;21)".

სწორედ სრულყოფილების სურვილი ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის მოპოვება უბიძგებს ადამიანს განსაკუთრებული ღვაწლისკენ, აძლევს მას ძალას დაივიწყოს ყველა მიწიერი სიამე და მიუძღვნას თავი მხოლოდ და მხოლოდ ღვთისა და ადამიანების სამსახურს. სრულყოფილებისკენ მისწრაფებას მოწყალე ღმერთი სხვადასხვაგვარად აღძრავს, ის ან თავიდანვე ნერგავს ადამიანის გულში თავის მადლმოსილ სიყვარულს, როგორც მოიქცა უფალი ანდრია, პეტრე, იოანე და იაკობ მოციქულების მოწოდებისას: ,,მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ" (მათე 1,17) ან თავისი მადლით ისე გაანათებს ადამიანის გონებას, რომ ეს უკანასკნელი მტკიცედ მიისწრაფვის მისი გამსხივოსნებელი ღვთიური ძალის შესაცნობად: ასე იყო მოწოდებული მოციქული ნათანაელი (იოანე 1,49 ).

მონაზვნობაში ამ ორივე კატეგორიის ადამიანებს აქვთ ერთი მიზანი- სრულყოფილება ღვთიურ სიყვარულში, მაგრამ სხვადასხვა მეთოდები: პირველნი უნდა იღწვოდნენ ბოძებული მადლის შესანარჩუნებლად, მეორენი კი მთელ ძალისხმევას უნდა მიმართავდნენ მის მოსაპოვებლად.

არიან ასევე ადამიანები, რომლებიც მიდიან მონაზვნებად საკუთარი ნებით, სხვადასხვა გარემოებების გავლენით. მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი: ვინმეს უბრალო მიბაძვიდან პატივმოყვარულ მისწრაფებამდე, ასევე არახელსაყრელი ცხოვრებისეული პირობების გამო და ა.შ. მაგრამ თუკი ადამიანი მიდის ბერად არა იმისთვის, რომ შეიცნოს და შეძლებისდაგვარად მოიპოვოს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, არამედ თავისი პირადი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორც იუდა მიეკედლა უფალს თავისი პირადი მიზნების მისაღწევად, მაშინ ის ამწესებს საწამებლად საკუთარ თავსაც და მონასტერში მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც.

მხოლოდ მადლმოსილი სიყვარული, ღვთის წყალობით უკვე დავანებული მონაზვნის გულში ან ადამიანის მისწრაფება მოიპოვოს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, აძლევს მას შესაძლებლობას იოლად გადაიტანოს ბერული ცხოვრების სიძნელეები და უფრო მეტიც, მიიღოს მისგან ღრმა, შინაგანი კმაყოფილება და სულიერი სიხარული. მხოლოდ სიყვარულში მიიღწევა ნამდვილი მორჩილება, ჭეშმარიტი თავმდაბლობა, ლოცვის სიღრმე და სათნოება, რაც ასე აუცილებელია სრულყოფილების მისაღწევად. როგორც დედა უსიტყვოდ და დაუღლელად ემსახურება თავის საყვარელ შვილებს, ასე მადლიერებით სავსე მორჩილი უჩუმრად და სიხარულით ემსახურება სულიერ ძმებსა და წინამძღოლ მამებს. მხოლოდ ასეთი ბერია სულიერი წინამძღვრების ჭეშმარიტად მორჩილი და ასეთი მსახურებისთვის ღმერთი მიმადლებს მას მორჩილების სიხარულს და ლოცვას.

მონასტერი ქრისტიანული სიყვარულის სკოლაა! თუ ადამიანი მიდის მონასტერში სხვა მიზნების მისაღწევად, ის ვერასდროს ვერ გახდება ჭეშმარიტი ბერი ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. საუკეთესო შემთხვევაში მას შეუძლია გახდეს მონასტრის კარგი ფუნქციონერი, ანუ იყოს ერისკაცი ანაფორაში, უარეს შემთხვევაში კი ჩავარდება ხიბლში ან ერესში, თუმცა კაცთმოყვარული ღმერთი ასეთ ადამიანებსაც არ ტოვებს თავისი ზრუნვისა და მფარველობის გარეშე, როგორც ბოლო მომენტამდე ცდილობდა ის განერიდებინა იუდა გამცემლობისგან, ასევე თითოეულ ბერს უჩვენებს ცხონების ერთადერთ სწორ გზას- იცხოვროს ქრისტიანულ სიყვარულსა და თვითუარყოფაში, თუმცა გადაწყვეტილების თავისუფლებას, მიიღოს თუ უარყოს მისი მადლი, უფალი ადამიანს უტოვებს.

საერთოდ ადამიანი შექმნილია ღვთის მიერ იმისთვის, რომ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე უფლის შეწევნით სრულყოფდეს თავის თავს, რათა მაქსიმალურად შეძლოს მიუახლოვდეს თავის შემოქმედს, ხოლო რადგან ღმერთი სიყვარულია, სრულყოფა ღმერთში არის გაძლიერება ღვთიურ სიყვარულში. ცოდვილი ბუნების გამო ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს ამ მიზანს თუ არ შეიცვლება, ამიტომ ცათა სასუფევლის ანუ ღვთიური სიყვარულის მოსაპოვებლად უფალი მოგვიწოდებს დავიბადოთ ხელახლა: ,,ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს (იოანე 3.3)".

ამქვეყნად, სადაც უამრავი საცდურია, ამ ამოცანის განხორციელება ძალიან რთულია. მონასტერში კი იდეალური პირობებია შექმნილი ხელახლა დაბადებისათვის. სწორედ ამისთვისაა მოწყალე უფლისგან კურთხეული მონაზვნური ცხოვრების წესი, რომლის პირველსაწყისი ფორმა გამოიხატა მოციქულთა მსახურების წესში, სწორედ მოციქულები იყვნენ პირველი მონაზვნები, მათ პირველებმა დატოვეს წუთისიფელი, უარი თქვეს საკუთარ თავზე და მიჰყვნენ უფლის მოწოდებას, და ჩვენც შევძლებთ უფლის კურთხევის შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვკვდებით წუთისოფლისთვის (`ნუ შევიყვარებთ წუთისოფელს"(იოანე 2,15)) და ვეცდებით ,,ვიზრუნოთ ცხონებისთვის".

ხოლო თუ ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი ნებისყოფით განვუდგეთ ყველაფერს, რაც იყო ჩვენს გარშემო მონასტერში შესვლამდე, განვუდგეთ საკუთარ თავსაც კი, მაშინ ჩვენთვის შეუძლებელი გახდება ხელახალი დაბადება_უფლისმიერი სიყვარულის შეძენა. როგორც მკვდარი არ ირჩევს საფლავს თავისთვის, ასევე ჩვენც, ვინც მივიღეთ ბერობის მოწოდება, არ შეიძლება მუდმივად ვარჩიოთ ადგილი მოსაგრეობისთვის და კრიტიკულად შევაფასოთ მონასტრები. ჩვენ სიმდაბლით ვემორჩილებით ღვთის ნებას და ვმოღვაწეობთ იქ, სადაც უფალმა დაგვაყენა. როგორც გარდაცვლილი არ ირჩევს თავის მესაფლავეს, ასევე ჩვენც არ უნდა ვირჩევდეთ ჩვენთვის სასურველ, სულიერ მოძღვარს, არამედ, უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ უფლის ნებას და დავემორჩილოთ ნაკურთხ მოძღვარს. როგორც მკვდარი არ გეგმავს თავის მომავალს, ჩვენ, ბერები, გარდაცვლილები ამ ქვეყნისთვის, არ ვაგებთ არანაირ ამქვეყნიურ გეგმებს და ვზრუნავთ მხოლოდ ერთზე_სათნო ვეყოთ უფალსა და ადამიანებს. ბერს აქვს ერთი მიზანი – ქრისტესმიერი სიყვარულისკენ სწრაფვა და ამ მიზნის მისაღწევი საშუალებაც ერთი აქვს -დაუღალავი ქმნა სიყვარულისა.

არსებობს აზრი, რომ ზოგიერთი ადამიანი საერო ცხოვრებაში მარცხისა და საკუთარი გეგმების მსხვრევის შემდეგ, მონასტერს მიაშურებს, რომ იქ მშვიდად დაასრულოს არშემდგარი ცხოვრება. არიან ასეთებიც. დედა-ეკლესიის კარები ყველასათვის ღიაა. თუ ეს ადამიანები შეძლებენ თავმდაბლობის მიღწევას, საკუთარ ნებაზე უარის თქმას და არ წამოეგებიან ეშმაკის მზაკვრობაზე, მათ შეუძლიათ ცხონდნენ. ამასთან, ნათელია ისიც, რომ სულიერ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად იგივე თვისებებია საჭირო, რომლებიც აუცილებელია საერო ცხოვრებაში წარმატებისათვის. უფალმა გაგვაფრთხილა, რომ ცათა სასუფეველი ძალისხმევით მოიპოვება და ამისთვის აუცილებელია: ძლიერი ნებისყოფა, პრინციპულობა, გონივრულობა, თავდაჭერილობა, დაკვირვებულობა, დასახულ მიზანზე კონცენტრირება და ა.შ. ამ თვისებების არმქონე ადამიანი სულიერ ცხოვრებაში ისევეა განწირული მარცხისათვის, როგორც საერო ცხოვრებაში.
მონასტერი ის ადგილია, რომელიც გამორჩეული უნდა იყოს უფლის მადლით და მაქსიმალურად უწყობდეს ხელს ვნებათა დაოკებასა და სულის ხსნას. მონასტერი არის ერისაგან გაშორებული ადგილი ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ განუდგნენ ამქვეყნად მღელვარე ვნებებს. თანამედროვეობის გათვალისწინებით არ არის აუცილებელი მონასტერი იყოს უდაბნოში, თუმცა ეს ყველაზე კარგი იქნებოდა. ის შესაძლებელია იყოს ქალაქშიც, თუმცა ამ შემთხვევაში იქ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც დაიცავს იქ მცხოვრებთ ამქეყნიური ვნებებისაგან, ანუ უნდა არსებობდეს მათი დაოკების მკვეთრად განსაზღვრული წესები. ასეთი ცხოვრების წესი, რომელიც წმინდა წერილის საფუძველზე ძველთაგანვე შექმნეს წმინდა მამებმა, არის საერთო საცხოვრებელი_კინოვია, რომელიც რეგულირდება ყველასათვის აუცილებელი წესდებით.

საერთო საცხოვრებლის მთავარი ამოცანა თავმოყვარეობის, თვითნებობის, ეგოიზმის აღმოფხვრაა, რომლებმაც დაღუპეს ჩვენი წინაპრები სამოთხეში და რომლებიც სიამაყის მთავარი გამვლინებებია.
მონასტრული საერთო საცხოვრებლის ძირითადი პრინციპებია: საერთო ლოცვა, საერთო შრომა, საერთო ტრაპეზი, საერთო ქონება, ვინმეს პრივილეგირებული მდგომარეობის გამორიცხვა მონასტერში. საძმოს ყველა წევრი_ წინამძღვრიდან ბოლო მორჩილამდე საკუთარ თავზე იღებენ საერთო მონასტრულ მოვალეობებს, სენაკის ლოცვას და საერთო შრომას და არავინ არ გამოდის ამ წრიდან. თუ ხდება, რომ ვინმე არ იცავს მონასტრულ წესდებას, მდგომარეობის გამოსასწორებლად მოქმედებაში შედის მონასტრული დისციპლინის ბერკეტები.

ყველა ეს ფაქტორი გარეგნული პირობებია, ყველაზე მთავარი პირობა კი- თავდადებული მორჩილებაა, ბერი ნებაყოფილობით ამბობს უარს საკუთარ ნებაზე, საკუთარ გამორჩენაზე, პირად ქონებაზე, ხაზინაზე და ასე შემდეგ და უპირატესობას ანიჭებს თავისი მოყვასის ნებასა და სარგებელს. ბოლოს, ის ავლენს სრულ მორჩილებას თავისი მამისა და მწყემსის¬-წინამძღვრისადმი, რომელიც მისი სულიერი მამა-მოძღვარია და რომლის ლოცვითაც იმედოვნებს უფლისგან მადლისა და მუდმივი ცხოვრების მიღებას.
საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს შესაძლოა ეს ყველაფერი დათრგუნვის რეჟიმად მოეჩვენეოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი ეს სისტემა დამყარებულია ნების თავისუფლების პრინციპზე, ანუ ადამიანის შეგნებულ, თავისუფალ გადაწყვეტილებაზე უარი თქვას ვნებებით დამახინჯებულ პირად ნებაზე, რაც აბსოლუტურად აუცილებელი პირობაა მოღვაწეობის მთავარი მიზნის_სულიერი სრულყოფილების მისაღწევად.

ცხოვრებაში სწორედ ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად არსებობს მონასტერი. ამიტომ ის, ვინც არ ისახავს მიზნად საკუთარი ,, მეს" დამარცხებას არ უნდა შევიდეს საძმოში, რათა არ გაიზიაროს ანანიას და საპფირას ხვედრი და რაც ყველაზე მთავარია, არ შეიტანოს უცხო, დამანგრეველი ელემენტი (ანუ თვითნებობა) საერთო საცხოვრებლის სტრუქტურაში. ამ "რეჟიმის" ღერძი- საკუთარ ნებასთან, საკუთარ ,,მე"-სთან ბრძოლაა. საკუთარ ,,მე"-ზე უარის თქმა ძალიან ძნელი ამოცანაა, მაგრამ ეს სულიერი ცხოვრების ერთადერთი სწორი ალგორითმია. ვისაც სურს უფლის ხილვა, უნდა დაივიწყოს საკუთარი თავი.

მონასტრული საერთო საცხოვრებელი არის არა მარტო საერთო ტრაპეზი, საერთო ტანსაცმელი, საერთო ლოცვა და ღვთისმსახურება, არამედ ღვთისადმი სიყვარულში გაერთიანებულ სულთა საერთო მწუხარება და საერთო სიხარულია. ეს ყველაფერი გულისხმობს საერთო ამოცანებსა და საერთო პრობლემებს და კოლექტიურ მიდგომას მათ გადაწყვეტის პროცესში. თუ კონკრეტული მოქმედებით არა, მაშინ რა თქმა უნდა ლოცვითა და თანაგრძნობით, მაგრამ არც ეს არის ყველაფერი. საერთო საცხოვრებელი, რომელიც აერთიანებს საძმოს სულებსა და ლოცვებს, აყენებს ყველასათვის საერთო მიზნებს, ამოცანებსა და ერთიანი ძალებით გადასაჭრელ საერთო პრობლემებს. ასევე გულისხმობს ერთიან ცენტრალირებულ მართვას. მხოლოდ მონასტრის საძმოს მიერ არჩეულმა ერთმა წინამძღვარმა, როგორც ჭეშმარიტმა სულიერმა მამამ უნდა შექმნას, გაამხნევოს და მართოს ეს ერთიანი სულიერი ორგანიზმი. არა ვინმე უსულგულო ადმინისტრატორმა, მისი ნების შემსრულებელთა შტატით, არამედ ბრძენმა, მოყვარულმა მამამ, უფლის რჩეულმა და უფლის დანიშნულმა, პასუგისმგებელმა ყველაზე და ყველაფერზე ერთადერთ ღმერთთან! ამ შემთხვევაში წინამძღვარი ეყრდნობა არა დაქირავებულ, არამედ სიყვარულით შეკრულ, ერთსულოვან საძმოს, სადაც უმცროსები ეჭვგარეშე ემორჩილებიან უფროსებს ძმური სიყვარულისა და თანამოაზრეობის სულისკვეთებით.

საძმო, მის მიერ არჩეული წინამძღვრის ხელში, ამ უკანასკნელის ბრძნული, სულიწმიდის მადლზე დაყრდნობილი მართვით, პლასტიური და ამავე დროს მყარი ძალაა, რომელიც მზადაა ყოველთვის, თავისი მწყემსის პირველივე კურთხევისას, შეასრულოს ნებისმიერი სულიერი დავალება და შეინარჩუნოს ამავე დროს საკუთარი მოწოდების ყველა ნიშანი: ძმური სიყვარული, თავმდაბლობა, მორჩილება, ლოცვა, სურვილი იშრომოს საერთო სიკეთისთვის.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძმური ურთიერთსიყვარულის სულისკვეთებით თანაცხოვრებას არაფერი აქვს საერთო უაზრო შეკრებებთან, ფუჭ ლაპარაკთან ან მხიარულებასთან. ეს მანკიერი მიდრეკილებები ხრწნის მონასტრის სულს. ჭეშმარიტი თანაცხოვრების პარადოქსი სწორედ იმაშია, რომ ბერები ცხოვრობენ, შრომობენ, ლოცულობენ და იკვებებიან ერთად; გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ამავე დროს ცდილობენ უფალთან თანამყოფობის სურვილით განერიდონ ზედმეტ ურთიერთობებს ერთმანეთთან. ადამიანებისთვის ჩვეულ შეკრებებს აქ ჩაანაცვლებს საერთო ღვთისმსახურება, ფუჭსიტყვაობას_ ღვთისსადიდებელი და საგალობლები, ქეიფებს და დროსტარებას_მოკრძალებული საძმო ტრაპეზი. სიყვარული გამოიხატება არა იმდენად გარეგნული, რამდენად სულიერი, შინაგანი გამოვლინებით: შენიშვნებისა და საყვედურების ურთირთდათმენით, ერთმანეთის უძლურების შეწყნარებით და წყენის მიტევებით, მოყვასის წარმატების სიხარულით და უბედურების თანაგრძნობით, ეჭვიანობისა და შურის აღმოფხვრით. ყველაფერი ეს ჭეშმარიტი ძმური სიყვარულის საუკეთესო გამოვლინებებია.

მაგრამ ბერისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მოიცავს ყველა დანარჩენს, არის მუდმივი მისწრაფება მოყვასი საკუთარ თავს ანაცვალოს. ეს საერთო ცხოვრების ქვაკუთხედია. სწორედ ის აძლევს მოძმის სიყვარულს ზვარაკადშეწირვის ხასიათს და ანიჭებს მას უკვდავ და მარადიულ მნიშვნელობას. ზედმეტია განმარტება, რომ ეს სათნოება საჭიროებს თავისი გამოხატვისთვის სულ სხვა, აღმატებულ ინსტრუმენტებს, ვიდრე, მაგალითად, ისეთი მანკიერებანი, როგორც არის ფუჭსიტყვაობა და კადნიერება.

ბერებზე ღვთისაგან გარდმოვლენილია განსაკუთრებული მადლი. რა თქმა უნდა, ისინი არიან ღვთისმშობლის განსაკუთრებული დაცვისა და მფარველობის ობიექტი, მაგრამ ეს ასეა მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობით: თუკი მოსაგრე ინარჩუნებს თავის პირველდაწყებით მოშურნეობას და ბერული ღვაწლისადმი გულმოდგინებას და არ აქრობს თავის გულში სიყვარულის ალს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს მისთვის ღვთისგან ბოძებულ მადლს და მისი ბერული საქმიანობა გადაიქცევა ჩვეულებრივ, რუტინულ ცხოვრებად. ის მოეშვება და თავის გასამართლებლად და მოღვაწეობის შთაბეჭდილების შესაქმნელად საკუთარ თავს ჩააგდებს მოგონილ, ამაო საზრუნავთა მორევში და მადლის ნაცვლად უკვე ადამიანურ დიდებას ეძებს. სწორედ ამ მდგომარეობაში ადამიანის მოდგმის მტერს ის ყველაზე ადვილად შეჰყავს შეცდომაში, თანდათან უნერგავს მას თვითრწმენას, რომ მან უკვე საკმარისად მოინანია, რომ უკვე არ სჭირდება გულისთქმის აღსარება, რომ ის უკვე მზადაა უხელმძღვანელოს და ასწავლოს სხვა ადამიანებს. ბოლოს და ბოლოს მას სჯერა ასეთი აზრების და საკუთარ თავს თავის მოძღვარზე მაღლაც კი აყენებს. მისი აღსარება მოძღვრის წინაშე გულუბრყვილო ბავშვის ტიტინიდან ,,მოწიფული კაცის სერიოზულ მსჯელობად" გადაიქცევა ან სულაც დადუმდება. ამის შემდეგ ის მთლიანად მტრის ძალაუფლების ქვეშაა, სანამ ისევ ღვთის წყალობით, არ შეიგნებს თავის შეცდომებს და არ შეუდგება მონანიების გზას. თუკი მოსაგრეში საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა განმტკიცდება, მაშინ ის ზევიდან დაჰყურებს თავის მოძღვარს, მტერი უნერგავს მას, რომ მოძღვარი სულიერად მასზე დაბლა დგას, რომ მას არ შესწევს ძალა გაერკვეს მის რთულ პრობლემებში. როცა ის იჯერებს ასეთ აზრებს, წყდება სულიერი კავშირი მასსა და მოძღვარს შორის და ის რჩება მადლმოსილი დაცვის გარეშე. მოძღვრისადმი უნდობლობა, საბოლოო ანგარიშით, უფლისადმი უნდობლობაა და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ნამდვილად მაღალია მოძღვრის სულიერი დონე თუ არა. მოძღვრისა და მორჩილის ურთიერთობებში მორჩილის ნდობა გადამწყვეტია. თუ მოღვაწე, უფლისადმი სიყვარულის გამო მთლიანად მიენდობა მოძღვარს, ღმერთი მისი ასეთი ნდობის გამო არასდროს არ დაუშვებს, რომ მოძღვარი მასთან მიმართებაში შეცდეს როგორი სულიერი დონისაც არ უნდა იყოს თვით მოძღვარი. უფრო პირიქით, მხოლოდ ასეთი მოძღვრის წყალობით გაუხსნის უფალი მას თავის ნებას, მაგრამ თუკი ეს ნდობა მერყევია, ან სულ არ არის, მოსაგრე შორდება უფალს და ვარდება ხიბლში, მაცდური უნერგავს მას ახალ აზრს, რომ სადღაც არის ძალიან კარგი მოძღვარი და მან უნდა ეძიოს ის. ამის მერე ის გადაეშვება მაღალსულიერი მოძღვრის ძიების დაუსრულებელ ორომტრიალში და ეს ძებნა წყდება მხოლოდ მისი სიკვდილის მომენტში. მას მაცდური ეუბნება ერთხელ ცხოვრობ, ერთხელ უნდა ცხონდე, ამიტომ უნდა იზრუნო, რომ გყავდეს საუკეთესო წინამძღვარი ამ საქმეში. სულიერი ზრდა დამოკიდებულია არა მოძღვრის სულიერ დონეზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მოჩილის თავმდაბლობაზე. უფალი მადლს გვჩუქნის არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო მოძღვარი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ უარის თქმა საკუთარ ნებასა და საკუთარ ,,მე"-ზე, სრულად ვემორჩილებით უფლის ნებას და მორჩილებით ვღებულობთ ნებისმიერ, უფლისგან კურთხეულ დამრიგებელს, თუნდაც ის არ შეესაბამებოდეს ჩვენს წარმოდგენებს მოძღვარზე. განსაკუთრებით ძნელია შეგუება, თუ განათლებული და ნაკითხი ვართ. ყველა მოძღვარს ხომ არა აქვს უმაღლესი განათლება, ჩვენ ეს გვეუხერხულება და ვთვლით, რომ არ გვეკადრება რჩევების მიღება ჩვენზე ნაკლებად განათლებული ადამიანისაგან, მაგრამ უფალი სწორედ ამ ადამიანის მეშვეობით გადმოგვცემს ჩვენ თავის ნებას, სწორედ ის არის შუამავალი ჩვენსა და უფალს შორის, ის სულიწმიდის ხელდასხმულია და აქვს კურთხევა მოიტანოს ჩვენამდე უფლის ნება მიუხედავად მისი ინტელექტისა და განათლებულობის დონისა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ თავმდაბლობა და უფლის ნებისთვის გულის გახსნა, ხოლო განსაკუთრებული მოძღვრების ძებნა, მხოლოდ ჩვენი საკუთარი სიამაყისადმი და პატივმოყვარეობისადმი გუნდრუკის კმევაა.
ბეჭდვაელფოსტა
31.03. 2017
სსს
კარგი სტატიაა, მადლობა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
05.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა

ჩვენი შეჯამებული სულიერი ცხოვრება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat