მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოე, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული (+დაახლ. 287) - 18 (31) დეკემბერი
მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოე, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული (+დაახლ. 287) - 18 (31) დეკემბერი
წმინდა მოწამე სებასტიანე გალიის ქალაქ ნარბონში დაიბადა, დიდებულ რომაელთა ოჯახში განათლება კი მედიოლანში მიიღო. ნიჭიერების წყალობით იმპერატორ დიოკლეტიანეს დაუახლოვდა და მან ის პრეტორიანელების პირველი კოჰორტის მეთაურად დანიშნა, ანუ იგი სასახლის მცველთა რაზმს ედგა სათავეში. ახოვანი და ბრძენი სებასტიანე ყველას ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა. იგი ფარულად აღიარებდა ქრისტეს და თავის მაღალთანამდებობას ქრისტესმიერი ძმების დასახმარებლად იყენებდა - შედიოდა საპყრობილეებში და იქ დამწყვდეულ ქრისტიანებს რწმენაში აძლიერებდა. ასე მან მრავალ მათგანს მისცა ძალა წამების დროს არ შერყეულიყვნენ.

ცნობილი რომაელი ჭაბუკები - მარკელინე და მარკოზი, თავდაპირველად მხნედ აღიარებდნენ ქრისტეს. თვეების განმავლობაში საპყრობილეში ჩაყრილნი ვიდრე მათ დასჯიდნენ, მრავალ სატანჯველს დაითმენდნენ, მაგრამ ამ სატანჯველზე მეტად სტანჯავდათ მათ წარმართი მშობლების: ტრანკვილინესა და მარკიას, მეუღლეების და შვილების ცრემლიანი მუდარა, მათი სიყვარულისთვის დაეტევებინათ ქრისტე. და მათ ქრისტესთვის წამების სურვილი გაუნელა. მაშინ წმიდა სებასტიანე მივიდა მეფის ხაზინადრის - ნიკოსტრატეს სახლში, სადაც ციხიდან განთავისუფლებული ქრისტიანი ძმები იმყოფებოდნენ. საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა, განამტკიცა ისინი და კვლავ მოწამეობრივი აღსასრულის სურვილი გააღვიძა მათში. მისმა სიტყვებმა იქ მყოფებზეც იმოქმედა. მათ ცხადად იხილეს, რომ წმიდანს არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა სახე, შემდეგ კი შვიდი ანგელოზი მიეახლა მას და სპეტაკი სამოსით შემოსა. მან შესძლო ქრისტიანობაზე მოექცია მათი მშობლები ტრანკვილინე და მარკია, განკურნა რა ისინი სნეულებისგან.

ნიკოსტრატეს ექვსი წლის წინ დამუნჯებული მეუღლე ზოე ფეხებში ჩაუვარდა წმინდანს, თაყვანი სცა მას და განიკურნა. ზოემ თქვა, რომ იხილა ანგელოზი გაშლილი წიგნით, საიდანაც სებასტიანე თავის ქადაგებას კითხულობდა.

ნიკოსტრატემ და მისმა მეუღლემ ნათლისღება ითხოვეს. წმინდა სებასტიანემ ნიკოსტრატეს ურჩია, ისე მოეწყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მონათლულიყო. მაშინ ამ უკანასკნელმა რომის ციხეების უფროსს, კლავდიოსს სთხოვა, ყველა პატიმარი მის სახლში გაეგზავნა. პყრობილებთან საუბრისას სებასტიანე დარწმუნდა, რომ ყველანი ნათლისღების ღირსნი იყვნენ და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა. მამა პოლიკარპემ დამოძღვრა კათაკმევლები, მარხვა დაუწესა და გადაწყვიტა, წმინდა საიდუმლო საღამოს აღესრულებინა.

ამასობაში, კლავდიოსმა ნიკოსტრატეს აუწყა, რომ რომის ეპარქი აგრესტიუსი მას თავისთან იხმობდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით გადაიყვანეს მის სახლში ტუსაღები. ნიკოსტრატემ კლავდიოსს თავისი მეუღლის განკურნების შესახებ მოუთხრო. ამ უკანასკნელმა სებასტიანეს სნეულებით გვემული თავისი ძე - სიმფორიანე მიჰგვარა. საღამოს წმიდა პოლიკარპემ მონათლა მარკელინე, მარკოზი და მამა მათი ტრანკვილინე, ნიკოსტრატე ოჯახით, კლავდიოსი, მისი ძეები და, გარდა ამისა, თექვსმეტი მსჯავრდებული. ტრანკვილინე უკვე ძალიან მხცოვანი და დასნეულებული იყო. ნათლისღების წინ პოლიკარპემ მას ჰკითხა: "გწამს თუ არა, რომ მხოლოდშობილ ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, ჯანის სიმრთელე დაგიბრუნოს და ცოდვები მოგიტევოს?" ტრანკვილინემ მიუგო: "მრწამს, რომ ქრისტეს, ძეს ღვთისას და უფალს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვითხოვ მისგან - შეცოდებათა მიტევებას, ჩემს სნეულებაზე კი არც ვფიქრობ". ნათლობის საიდუმლოს დაწყებისთანავე ტრანკვილინე სრულიად განიკურნა.

ეპარქის წინაშე წარმდგარმა ნიკოსტრატემ მოუთხრო მას, თუ როგორ მოაქცია სებასტიანემ ისინი ქრისტეს სარწმუნოებაზე. ნიკოსტრატეს სიტყვებმა აგრესტიუსსაც შეურყია რწმენა წარმართული ღვთაებებისადმი. მან წმინდა სებასტიანეს და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა, მოუსმინა მათ დამოძღვრას, რის შემდეგაც აღიარა ქრისტე და მოინათლა. ეპარქთან ერთად ნათელიღო მთელმა მისმა სახლეულმა, მათ შორის ძემ - ტიბურტიმაც. ახალმოქცეულთა რიცხვი ათას ოთხასამდე გაიზარდა. ქრისტიანთა რჩევით, აგრესტიუსი ეპარქის თანამდებობიდან გადადგა.

ახალმოქცეულების შესახებ შეიტყო რომის მთავარეპისკოპოსმა წმინდა გაიოზმა. ის მივიდა ახალშეძენილ ქრისტესმიერ ძმებთან, მიესალმა მათ და აუწყა, რომ მალე ახალი პრეფექტი დაინიშნებოდა, რომელსაც მათი სიკვდილით დასჯა ჰქონდა დავალებული. ამიტომაც მღვდელმთავარმა მათ ურჩია ორ ნაწილად გაყოფილიყვნენ. ნაწილი რომში დარჩენილიყო სებასტიანესთან ერთად და მოწამებრივი აღსასრულისთვის მომზადებულიყო, ხოლო ვისაც მოწამეობის ძალა არ შესწევდა, პოლიკარპეს ხელმძღვანელობით, ქალაქი დაეტოვებინა და თავი სადმე შეეფარებინა. მაგრამ ყველა ახალმოქცეულს ქრისტესთვის სიკვდილი სურდა. დიდი დავის შემდეგ დამორჩილდნენ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას. მხოლოდ აგრეტიუსის ვაჟამ ტიბურტმა მიაღწია იმას, რომ რომში დარჩენილიყო, წმინდა სებასტიანესთან. მათთან დარჩნენ აგრეთვე მღვდელმთავარი გაიოზი, ხუცესი ტრანკვილინე, დიაკვნები: მარკელინე და მარკოზი, ნიკოსტრატე, მისი მეუღლე ზოე და ძმა კასტორი, კლავდიოსი, ძე მისი სიმფორიანე და ძმა ვიქტორინე. წმიდანები იმპერატორის სასახლეში შეიკრიბნენ ერთ-ერთ მდიდარ და ფარულ ქრისტიან კასტულთან და მოწამებრივი აღსასრულისათვის დაიწყეს მზადება. მარკოზი და მარკელინე დიაკვნად აკურთხეს, მათი მამა ტრანკვილინე კი ხუცესად. მოწამეობის გზას შემდგარმა ქრისტიანებმა ყოველგვარი მიწიერი ზრუნვა დაუტევეს და ღამეებს გულმოდგინე ლოცვაში, მარხვასა და ჰიმნების გალობაში ატარებდნენ, თავიანთი ხვედრის მომლოდინენი. მრავალი ადამიანი მოდიოდა მათთან და სულიერი და ხორციელი სნეულებებისგან იკურნებოდნენ.

წმინდა მოწამეთაგან პირველი წმინდა ზოე ევნო ქრისტესთვის. ის ეკლესიაში მიმავალი შეიპყრეს, საპყრობილეში ჩააგდეს, ექვსი თვე ტანჯავდნენ, შემდეგ კი თმით დაკიდეს, მყრალი ბოლით გაგუდეს და მდინარე ტიბრში გადააგდეს. წმინდა ზოე ხილვაში ეჩვენა წმინდა სებასტიანეს და თავისი აღსასრული ამცნო. წმინდა ზოეს შემდეგ ხუცესი ტრანკვილინე აწამეს: იგი ქვებით ჩაქოლეს პეტრე მოციქულის საფლავთან, შემდეგ კი მისი წმინდა ცხედარიც ტიბრში მოისროლეს. წმინდა ნიკოსტრატე, კასტორი, კლავდიოსი, ვიქტორინე და სიმფორიანე მდინარის ნაპირას შეიპყრეს, როცა ისინი მოწამეთა ცხედრებს ეძებდნენ. ისინი ახლ პრეფექტს მიჰგვარეს, შემდეგ კი თვით იმპერატორს, რომელმაც მათ ქრისტეს ღალატი მოსთხოვა. მათ ამაზე მტკიცე უარი განუცხადეს, მაშინ ყველას ყელზე ლოდები მოაბეს და ზღვაში ჩაყარეს.

წმინდა ტიბურტი ერთმა ცრუქრისტიანმა, ტორკვატმა გასცა. მსაჯულმა ვერ მოახერხა, ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა პირმშვენიერი ჭაბუკი, რის შემდეგაც მისი მუგუზლებზე დაყენება ბრძანა. უფალმა დაიცვა თავისი რჩეული: ტიბურტი ნაკვერცხლებზე ისე დადიოდა, რომ ვერანაირ მხურვალებას ვერ გრძნობდა. Bოლოს, ჯალათებმა მას თავი მოჰკვეთეს. კასტული, რომელიც მალავდა ქრისტიანებს ჯალათებმა წამების შემდეგ ორმოში ჩააგდეს და ცოცხლად დამარხეს. წმინდა მარკელინე და მარკოზი კი სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს.

ბოლოს, წმინდა სებასტიანეს ჯერიც დადგა, რომელიც მოუთმენლად ელოდებოდა ქრისტესთვის სიკვდილს.. იგი იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაკითხა. სებასტიანემ დიდის სიმშვიდით დაამოწმა ჭეშმარიტება, ბრალდების პასუხად, თუ რატომ ეწინააღმდეგებოა ის იმპერატორის ხელისუფლებას, მან უპასუხა, რომ ყოველთვის ლოცულობდა იმპერატორის ჯანმრთელობისთვის. იმპერატორი როცა დარწმუნდა მის სიმტკიცეში, სიკვდილი მიუსაჯა. წმინდანი ქალაქგარეთ გაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. უამრავ ხალხი გაჰყვა საცქერლად. წმინდა სებასტიანე ხეზე მიაბეს და უამრავი ისარი ესროლეს. დიდებული კასტულის მეუღლე, ირინე, ღამით სებასტიანეს დასაკრძალად გავიდა, მაგრამ იგი ცოცხალი დაუხვდა და შინ გადაიყვანა.
წმინდანი მალე სასწაულებრივად სრულიად გამოჯამრთელდა. ქრისტიანებმა სებასტიანეს თხოვეს, რომი დაეტოვებინა, ის კი კვლავ მოშურნედ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს. მოწამეობის სურვილით ანთებულმა ხუცესმა წარმართულ ტაძრისკენ მიმავალი იმპერატორი შენიშნა და საჯაროდ ამხილა მისი უსჯულოება. დიოკლეტიანემ ბრძანა, ცირკში გაეყვანათ სებასტიანე და სიკვდილით დაესაჯათ. ხის კეტებით სულის ამოხდომამდე სცემეს ის და შემდეგ დაფლეთილი მისი სხეული სანაგვეზე გადააგდეს, რათა ქრისტიანებს არ ეპოვათ და პატივით არ დაეკრძალათ.

წმინდა მოწამე სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა ქრისტიან ქალს, ლუკიანას. უბრძანა, აეღო მისი ცხედარი და კატაკომბებში დაეკრძალა. კეთილმსახურმა დედამ კრძალვით აღასრულა წმინდანის კურთხევა. მოგვიანებით ამ ადგილას, წმინდა კონსტანტინე დიდის ბრძანებით, წმინდა სებასტიანეს სახელობის ტაძარი აიგო, სადაც მოწამის საფლავთან უამრავი სასწაული აღესრულებოდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
05.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა

ჩვენი შეჯამებული სულიერი ცხოვრება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat