ქრისტეს სიყვარულის მონადირებისთვის
ქრისტეს სიყვარულის მონადირებისთვის
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:


- რატომ ხარ ასე? რა ხდება შენს თავს?

იძულებული გავხდი მეცრუა, - სულშემუსვრილი ჰყვებოდა მამა პორფირე.

ვუთხარი, რომ, როცა ფარდულიდან პროდუქტის მოსატანად ვიყავი წასული, შევხვდი ჩემს თანასოფლელს, რომელმაც მითხრა, რომ დედაჩემი ავად ყოფილა და მის სანახავად წასვლა მინდოდა. პატრონმა დამიჯერა, ბილეთის ფული მომცა, დედასთან პროდუქტი გამატანა და თანაგრძობით გამაცილა.

გავიქეცი ხომალდისკენ და მთაწმინდისკენ გავემგზავრე! ჩემმა ოცნებამ ახდენა დაიწყო. ხომალდს ქალკედონი და ვოლოსი უნდა გაევლო, შემდეგ კი სალონიკი, მაგრამ, როცა ხომალდი ცოტათი მოშორდა ნაპირს, საშინელმა მწუხარებამ შემიპყრო. მსურდა, საკუთარ მიზანს მივწვდომოდი, მაგრამ მეშინოდა და მეცოდებოდა მშობლები, რომლებმაც არ იცოდნენ, სად ვიყავი და შეშფოთდებოდნენ. ვეღარ გავუძელ და როცა გემი ევბეას ლიმნოსს მიადგა, ჩამოვედი, სხვა გემზე გადავჯექი და პირეაში დავბრუნდი.

პატრონებთან მივედი - დედაჩემი გამოჯანმრთელდა-მეთქი და მუშაობა გავაგრძელე. მაგრამ ძველებურად აღარ ვიყავი. ჩაფიქრებული მთელი დრო ვლოცულობდი, ცოტას ვჭამდი, მეტანიებს ვაკეთებდი. გავხდი, შევიცვალე.

- რა გჭირს, ანგელოს? - მეკითხებოდნენ, - ვხედავთ, რომ დაფიქრებული დადიხარ და ძალიან გახდი. გვიყვარხარ და გვსურს, აქ იყო. მშობლებთან წასვლა ხომ არ გინდა?

დიახ-მეთქი. თუ გინდა, ისინიც ნახე და იქ ჩვენი მაღაზიისთვის ვინმე შენსავით კარგი ყმაწვილი გვიპოვეო.

კვლავ მომცეს ფული, ტკბილეული, ერთი ბოთლი ლიქიორი "პიპერმანი" და კიდევ სხვა რაღაც. პატრონმა ხომალდთან მიმიყვანა და ბილეთი ქალკედონამდე ამიღო.

ხომალდს "ათენი" ერქვა. ქალკედონის მერე უნდა გაევლო ედიპსო, ვოლოსი, სალონიკი, მთაწმინდა, დაფნა. გემი მოშორდა ნაპირს. მთელი ღამე მივდიოდით. გემი გაჩერდა. მეზღვაურებმა დაიყვირეს: - ვინ ჩადის ქალკედონში? ჩუმად კუთხეში მივიმალე. ხომალდმა გზა განაგრძო. ედიპსოში მივედით. მეზღვაურებმა მიპოვეს, რადგან ბილეთებს ამოწმებდნენ.

- რატომ არ ჩამოხვედი ქალკედონში? - მკითხა.

- მეძინა, - ვუპასუხე.

- ახლა რა ვქნათ, უნდა გადაიხადო.

ცოტა ფული მაქვს-მეთქი. საკმარისიაო, - დამთანხმდნენ.

და უგროშოდ დამტოვეს...

ვოლოსში მივედით. ძლიერმა სევდამ დამრია ხელი. ვტიროდი და ვფიქრობდი, - რომ სამუდამოდ ვტოვებდი სოფელს. მშობლები დამკარგავდნენ და დამწუხრდებოდნენ. ვდარდობდი და-ძმებზე და გადავწყვიტე, უკან დავბრუნებულიყავი.

ვოლოსში ხომალდი რამდენიმე საათს შეჩერდა და მერე თესალონიკისკენ აიღო გეზი. მე გემბანზე დავრჩი, რადგან უკან დაბრუნება მინდოდა. ღამე მთაზე ავედი, ვლოცულობდი და ვტიროდი.

მეორე დღეს ვნახე სალონიკისკენ მიმავალი ხომალდი. მასზე ავედი და კიჩოზე დავიმალე. მეზღვაურებმა ბილეთი მომთხოვეს. რახან არ მქონდა, ლანძღვა დამიწყეს.

ვიჯექი გემბანზე და ზღვას გავცქეროდი. წარმოვთქვამდი მამაჩემის, ეკლესიის მგალობლის მიერ ნასწავლ საგალობელს, რომელსაც ხორციელის შაბათს გალობენ: "სოფლისა ზღვაი აღძრულ არს ღელვითა ცოდვისათა, საშინლად დამნთქავს მე და მოვილტვი შენდა ნავსაყუდელისა და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალმოწყალე". ჩუმად ვგალობდი: "ღმერთო ჩემო, ცხოვრება აბობოქრებული ზღვაა და მე მოგზაური. გევედრები, რომ შენმა ღვთაებრივმა განგებულებამ წარუმართოს "ჩემს სულს მყუდრო ნავსაყუდელისკენ, სადაც ხარ შენ, სიმშვიდე". ვტიროდი, რადგან ვგრძნობდი, რომ დავტოვე სოფელი, მშობლები.

სოფელი საერთოდ არ მაღელვებდა, მხოლოდ მშობლები მედარდებოდა.

მოშუაღამოვდა. ხალხი გემბანზე სადილობდა. მაშინ ასე იყო, ოჯახობით ისხდნენ. ჩემს პირდაპირ ქალი იჯდა ქმართან და სამ შვილთან ერთად. ვიჯექი და ზღვას გავსცქეროდი. მეზღვაურებმა ბილეთი მომთხოვეს, რომელიც არ მქონდა. ქალმა დამინახა ღარიბი ბავშვი, მოვიდა და მომცა პურის ნატეხი, რომელზეც სამი შეკვრა ქაფშია იდო. მადლობა გადავუხადე. იქვე მსხდომმა ქალებმა შეაქეს, - ღმერთმა გაგახაროთ, რომ მიხვდით! ჩვენ აზრადაც არ მოგვივიდა ესო. მან მომხედა და თქვა: - ასეთ მიუსაფარ ბავშვებს არ უნდა მიხედო, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ ხომ ადამიანები ვართო.

მე საცოდავი სიტყვა "მიუსაფარის" გაგონებამ გამახარა, რადგან ვფიქრობდი, რომ მართლაც მიუსაფარი, უპატრონო ვიყავი. მე მწირი გავხდი ქრისტეს სიყვარულისთვის და შევევედრე:

- ქრისტე ჩემო, მაცხოვნე, გზა წარმიმართე!

ჩამოვედი სალონიკში. არ ვიცოდი, საით წავსულიყავი. წავედი წმინდა დიმიტრის ტაძარში, მუხლებზე დავემხე და ვტიროდი, წმინდანს შეწევნას ვთხოვდი, რომ მეუდაბნოედ გახდომაში დამხმარებოდა - ამას ვოცნებობდი. შემდეგ მაღალ ბორცვზე ავედი და მცირე საყდართან მივედი. ტაძარი დაკეტილი დამხვდა, იქვე, პატარა ფარდულში გავათიე ღამე. ვტიროდი და მშობლებთან დაბრუნებას ვნატრობდი. ჩემთვის ეს გამოცდა იყო, სამჯერ დავბრუნდი უკან. როცა ვტიროდი, ღვთისმშობლის კანონს წარმოვთქვამდი, რომელიც მამაჩემმა მასწავლა. ასე ჩამეძინა...

დამავიწყდა მეთქვა, რომ საჩუქარი, რომელიც მე პატრონებმა შინ გამატანეს, ვიღაც ჯარისკაცებს დავურიგე ხომალდზე. დავარიგე შოკოლადები, ვარდის წყლიანი ბოთლები, ლიქიორი და ტვირთისგან გავთავისუფლდი. ისინი ვერ ხვდებოდნენ, ყველაფერს რატომ ვარიგებდი - მე ხომ პატარა ვიყავი, მაგრამ აიღეს.

...დილით გავიღვიძე, ზღვასთან ჩავედი, ხომალდზე დავჯექი - საცთურს ვეღარ გავუძელი და კვლავ პირეაში დავბრუნდი. რა ვთქვა, გრძელი ამბავია! - თქვა ღიმილით ბერდიდმა პორფირემ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
05.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა

ჩვენი შეჯამებული სულიერი ცხოვრება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat