წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
ეპოქის კულტურული ფონი
(გაგრძელება)
ჯერ კიდევ ძალიან მცირე ვიცით წმინდა გრიგოლ პალამას შესახებ. მის შემოქმედებას ჯერ კიდევ საყოველთაო აღიარება არ მოუპოვებია. პალამიზმის, როგორც ბიზანტიური კულტურული მოვლენის შესახებ, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ ყოველი მათგანი საკმაოდ ცალმხრივია.

უწინარეს ყოვლისა, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უნდა მივუჩინოთ ფრ. შტაინისა და ტიმ. ფლორინსკის ისეთ თვალსაზრისებს, რომლებიც არანაირ განხილვას არ ექვემდებარება. პირველი ისიქასტების ხილვებს მაგარი სასმელების გადამეტებულ მოხმარებას მიაწერს, ხოლო ფლორინსკი თავის ნაშრომში, რომელიც ბიზანტიასა და XIV საუკუნის სამხრეთ სლავებს შეეხება, ისიქასტების გამო წერს: "ბოგომოლების გარდა ალექსანდრეს მეფობის ჟამს, სახელმწიფოში (ანუ ბულგარეთში) მოსახლეობის დემორალიზების გამომწვევი სხვა, უფრო მავნე ერესებმაც, მათ შორის ისიქასტებმა და ადამისტებმაც შეაღწიეს".

ბიზანტიური რელიგიური ცხოვრების სხვა, როგორც სამამულო, ისე უცხოელი ისტორიკოსების აზრებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გარკვეულად მათი დაჯგუფება სრულიად შესაძლებელია.

I. ისიქასტური დავები სადღაც XIII საუკუნეში მოქმედი "არსენიტების" მოძრაობის ექო, გამოხმაურება და გარკვეული სახით გაგრძელებაა, ასე მიიჩნევს პროფესორი ე. ტროიცკიც, ფ. მაიერიც, ამ აზრს იზიარებს ენგელჰარტიც.

II. ფ. უსპენსკი და ა. ფორტესკიუ ახლა ამ პროცესში არისტოტელიზმსა და პლატონიზმს შორის დავას ხედავენ.

III. ერთი მხრივ, ჰუმანისტების (მაგ.: ვარლაამი) და მეორე მხრივ, ამ მიმართულების მოწინააღმდეგე გროგოლ პალამას გარშემო შემოკრებილი ბერების მონაწილეობით არსებობს ამ დავის სქემატიზების ტენდეცია, ასეთ თვალსაზრისს გამოთქვამს ღ. Gუილლანდი, რაც ნაწილობრივად პალამას პანეგირისტი (მეხოტბე) ბიოგრაფებისა და პატრიარქების - თეოფილესა და ნილოსის მიერ მოტანილი მტკიცებულებებითაც დასტურდება. ტაფრალის აზრით, ეს დაპირისპირება, თავისი ბუნებით, რამდენადაც სულიერი, იმდენად ლიტერატურულია და საბოლოოდ პოლიტიკურ ხასიათს იძენს, მასში უფრო მეტად ღარიბებსა და მდიდრებს შორის ბრძოლის კვალი გამოსჭვივის.

IV. მკვლევართა უმრავლესობა ამაში სხვადასხვა სახის, მაგრამ მაინც წმინდა რელიგიური მოძრაობის შეფერილობას ხედავს. მაგალითად, პროფესორი გრიგოლ პაპამიხაილი და პროფესორი ა. ვასილიევი შენიშნავენ, რომ ისიქასტური მოძრაობა, თავისი საწყისების გამო, რელიგიური შინაარსისაა, ამიტომ დიდ ინტერესს იწვევს და იგი დასავლეთ ევროპის მისტიკურ მოძრაობებს უნდა დავუახლოვოთ. პროფესორი ი. სოკოლოვი კი ვარლაამს ბიზანტიური ბერ-მონაზვნობის იდეალების წინააღმდეგ მებრძოლ რაციონალისტად მიიჩნევდა, მაგრამ ისიქასტურ დავებში მაინც ძველ, "ზილოტებსა" და "პოლიტიკოსებს" შორის ბრძოლის გამოძახილს ხედავდა.

ამ შეტოლებაში მკვლევართა ნაწილისათვის ორი სხვადასხვა: ნაციონალურ-ბერძნული, აღმოსავლური და უცხო - დასავლური საღვთისმეტყველო შეხედულებების ურთიერთდაპირისპირებაა საინტერესო. მაგალითად, კრუმბახერისთვის ეს "დასავლური სქოლასტიკის დანერგვის საპირისპიროდ წარმომდგარი ბერძნული ეროვნული ღვთისმეტყველების" რეაქციაა. ჟულეს Gაყ-სათვის კი "პალამისტების" ძალა დასაყრდენს მათ უცნაურ და დახვეწილ დოქტრინებზე მეტად, ბერძნულ ნაციონალურ გრძნობებში, ბერებისა და ხალხთა მასების, ლათინების დიდი ზეგავლენის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებასა და სახალხო სიმპათიებში პოულობდა; ეს განწყობა, როგორც ინტელექტუალურ, ისე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებზეც ვრცელდებოდა. იმ პერიოდში დასავლურ სქოლასტიკას ბერძნებზე დიდი გავლენა ჰქონდა, დასავლეთი რაციონალიზატორობისკენ მიდრეკილ ღვთისმეტყველებს აფინანსებდა, ისინი კი უკიდურესად მისტიკურად მოაზროვნე ბერებს მუდმივად თავს ესხმოდნენ". სწორედ ასე ხედავდა დასავლური და აღმოსავლური ღვთისმეტყველების დავას Ê. Hოლლ'ა - მისთვის ვარლაამი რაციონალისტი იყო. პ. სირკუ ამ ისტორიულ ეპიზოდს შემდეგნაირად ახასიათებს: "ავანტიურისტულ მიდრეკილებებთან შეზავებული ვარლაამის იეზუიტური ნატურა, მინიჭებულ ფუნქციას, ბიზანტიაში ყოველგვარი უწესრიგობის და არეულობის ბრწყინვალე ამტეხი, დამწყები და მხარდამჭერი ყოფილიყო (სხვაგვარად - პაპის ინსტრუმენტი აღმოსავლეთში)... სრულად აკმაყოფილებდა. ამ დროს, არცთუ იშვიათად, ესა თუ ის კალაბრიელი, მისიელი, ბულგარელი, სომეხი ან კიდევ რომელიმე ბიზანტიელი, სტუმართმოყვარეობის გამო აქ კარგად მოკალათებული სხვა ხალხის წარმომადგენელი წამოყოფდა თავს. ეს გასაგებიცაა, ამ სხვისტომთათვის იმპერიის ინტერესები არ შეიძლებოდა მნიშვნელოვანი ყოფილიყო, რადგან ეს ადამიანები საცხოვრისს საკუთარ სამშობლოდ ვერ შეიგრძნობდნენ; ამიტომ ანგარებითი ინტერესების სახელმწიფოებრივზე მაღლა დაყენება უცნაური არ იყო. ამავე დროს, ბიზანტიაში სრულიად საპირისპირო შეხედულებების ადამიანებიც იყვნენ, თუ არა უმცირესობას, ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობას ეს ხალხი ნამდვილად არ წარმოადგენდა. ისინი უპირატესად ნამდვილი ბერძნები იყვნენ, აშკარად გრძნობდნენ სერიოზულ საშიშროებას, რომელიც მათ სამშობლოს ემუქრებოდა და მიზეზს თავის თავში, ანუ საკუთარ ცოდვებში ეძებდნენ. მიაჩნდათ, რომ თვითგანვითარებით, სიკეთის კეთებით, ღმერთთან მიახლოვებით, ამ საშიშროებიდან თავის დაღწევა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მაშინ სწორედ ესენი იყვნენ საუკეთესო ბიზანტიელები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, იოანე კანტაკუზელი, გრიგოლი პალამა, კალისტოსი, ფილოთეოსი და სხვა ცნობილი მოღვაწეები, რომლებიც მთელი მოწოდებით იცავდნენ მამების დანაბარებს, რაც საუკუნეების მანძილზე საუკეთესო ბიზანტიურ მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენდა. ეს ადამიანები დიდ დანაშაულად, ცოდვად და ქვეყნისათვის საშიშროების გაძლიერებად მიიჩნევდნენ მამა-პაპეული ტრადიციების იმისთვის მსხვერპლად შეწირვას, რის წინააღმდეგაც ბიზანტია საუკუნეების მანძილზე იბრძოდა; მათ ისიც ესმოდათ, რომ საკუთარი ცოდვების გამოსყიდვა და ისეთი დახმარების მიღება, რომელიც სამშობლოს გადაარჩენდა ამგვარი მსხვერპლითაც შეუძლებელი იქნებოდა. იმდროინდელი ბიზანტიის ეს წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველი ფენისგან ძლიერ თანაგრძნობას ხედავდა".

ხსენებულ დავაში ბევრი მკვლევარი მისტიკური ელემენტის სიჭარბეს იმიზეზებს. ასეთ მისტიციზმს არ მიესალმებოდა გიშარდონი. მისი აზრით, პალამა არ არის ფილოსოფოსი და ის არანაირი ფილოსოფიური მოძღვრების ზეგავლენას არ განიცდიდა. გიშარდონი აგრეთვე ფიქრობს, რომ პალამა არ განიცდიდა არანაირი საღვთისმეტყველო მიმართულების ზეგავლენას. მისი აზრით, პალამა მხოლოდ მისტიკური მიმართულების წარმომადგენელია და მიიჩნევს, რომ არსებობს ღვთისშემეცნების ორი გზა: პირველი - გონს მინდობაა, ამ გზით შევისწავლით გამოცხადებას, განგვემარტება ეკლესიის ძველი მასწავლებლების ნაშრომები; მეორე გზა ინდივიდუალურ გამოცდილებაზეა აგებული, თუ ამ მეორეში პირველი არ იქნა გამოყენებული, მაძიებელი მნიშვნელოვანი შეცდომების წინაშე დადგება. გიშარდონის აზრით, პალამა ამ მეორე გზის - ისიქაზმის ყველაზე ცუდი წარმომადგენელია. სხვათა შორის, პალამას ჰაუსხერიც წმინდა მისტიკური მიმართულების წარმომადგენლად მიიჩნევს. პალამას ზნეობრივი სრულყოფილების მისტიკოსად, ანუ მისტიკოსად, რომელიც თავის თავში სპეკულატიურ მისტიკას პრაქტიკულთან აერთიანებს, ახასიათებს ეპისკოპოსი ალექსი დოროდნიცინი. დაბოლოს, განსაკუთრებით საინტერესოა პროფესორ გ. ოსტროგორსკის მოსაზრებები. უწინარეს ყოვლისა, მისთვის მიუღებელია ფ. უსპენსკის სქემები, რომლის მიხედვითაც ისიქასტები არისტოტელიტები, ხოლო ვარლაამიტები - პლატონიტები არიან. ოსტროგორსკი მათში საპირისპიროს ხედავს. შემდეგ იგი პალამიტებისა და ვარლაამიტების დავას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღვთისმეტყველთა შორის შეტაკებად მოიაზრებს და ბერძნულ ქრისტიანულ აზროვნებას თავისი არსით ანტინომიურად (მთელში ურთიერთსაპირისპირო დისპოზიციების გაერთიანება (რ.ჩ.)) მიიჩნევს. ეს ძალიან ზუსტი და მნიშვნელოვანი მიგნებაა! მართლმადიდებლური დოგმატიკის ისტორიაში ამ ნიადაგზე არაერთი მძიმე ერეტიკული მოძრაობა აღმოცენდა. ასე მაგალითად, ის ასახელებს არიანელობას, და მისეული თვალსაზრისით გამოკვლეულ პალამიანელობას. მაგრამ პალამა მხოლოდ მისტიკოსი არ არის. "დიდი რელიგიური მოაზროვნის, გრიგოლ პალამას საქმეების სიდიადე, - ვკითხულობთ სწავლულ ბიზანტიკოსთან, - იმაში მდგომარეობს, რომ მან ისიქასტების მისტიკური განცდები შეძლო და ფილოსოფიურ გაგებებში დააფიქსირა, ანუ ეს რთული საკითხები სრულიად ნათელ, ზუსტ ცნებებში გადაიტანა, და დაამტკიცა, რომ ისიქასტური მისტიკა ეკლესიის სულისადმი კონგენიალურია (ანუ სულიერად, აზრობრივად და სხვა შესაძლებლობებით მართლმადიდებლობის იდენტურია (რ. ჩ))".

შეჯამებისას უნდა ითქვას, რომ პალამა ძალიან რთულ ფენომენს წარმოადგენს, ის მრავალი თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ და მისი შესწავლის პროცესში პრობლემის ყოველგვარ გამარტივებას მოვერიდოთ.

1. უწინარეს ყოვლისა, უნდა შევაფასოთ ბიზანტიის კულტურული ფონი.

2. უნდა გავითვალისწინოთ წმინდა მამათა მთელი 12-საუკუნოვანი გამოცდილება, რომლის მიმართაც ბიზანტია ყოველთვის ერთგულებას იჩენდა. პალამამ მთელი ეს სიმდიდრე შეითვისა. ის თავის ღვთისმეტყველებაში ყოველთვის წმინდა მამების ერთგულებას ავლენდა. პალამას მაგალითი გვიჩვენებს, რომ წმინდა მამების ერთგულება არც მონობაა და არც აზროვნების ბორკვა. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ბიზანტია საკმარის დამოუკიდებლობას ყოველთვის ვერ იჩენდა. ზოგიერთი ბიზანტიელი მოღვაწე, უფრო მეტად "ზილოტთა" (მოშურნენი, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში რელიგიურთან ერთად პოლიტიკური ინტერესებიც ამოძრავებდათ (რ. ჩ.)) ბანაკის წარმომადგენლები, საკმაოდ მოუქნელი აზროვნებით გამოირჩეოდნენ და წმინდა მამების ქმნილებების მიმართ თავიანთი უტრირებული შეხედულებების გამო "მიიჩნევდნენ, რომ მამების ნამოღვაწარი, ყველა დროს გაჩენილი ნებისმიერი ცდომილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის ყველაფერს მოიცავს". ეს არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ, როდესაც იმ ღვთისმეტყველი მწერლის შემოქმედებას ვაფასებთ, რომლის შესწავლასაც ამჯერად ვცდილობთ.

3. მსოფლიო კრებების შემდეგ ბიზანტიური გონი არ მომკვდარა. თუმცა დასავლეთთან შედარებით მისი განვითარების პირობები მნიშვნელოვნად რთული გახდა. არ არის სწორი როდესაც ფიქრობენ, რომ მან დაიძინა და თავისი არსებობა შეწყვიტა, სავალალოდ, დასავლურ მეცნიერებაში სწორედ ეს აზრი გავრცელდა და დამკვიდრდა. ყველა ფილოსოფიურმა გამოწვევამ რომელშიც შუა საუკუნეების პრობლემები გამოიკვეთა, ასე თუ ისე, თავისი ასახვა ბიზანტიაშიც ნახა და ჩვენ მიერ განხილულ და შეფასებულ ისტორიულ გარემოებებში ეს არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ.

4. პალამიზმი არა მხოლოდ საღვთისმეტყველო აზროვნების პროცესია, არამედ ეკლესიის მისტიკური ცხოვრების ნათელი გამოვლინებაა. უპირატესად, მისტიკოსი პალამა ისიქასტთა თავია, ამიტომ მისი ღვთისმეტყველება ეპოქის მისტიკური განწყობის გათვალისწინების გარეშე ვერ შეფასდება. პრობლემები, რომლებიც მასთან დაკავშირებით წამოიჭრა, მნიშვნელოვნად, მაგრამ არა მხოლოდ, პოზიტიური ღვთისმეტყველების მისტიკასთან შეჯახების პროდუქტს წარმოადგენენ.

შევეცადოთ მოვნიშნოთ კულტურული ცხოვრების ყველა ამ ასპექტის ძირითადი თავისებურებები.

შემდეგ: ეპოქის ზოგადი ყოფითი თავისებურებები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat