ვაჟა-ფშაველა --- საახალწლო ფიქრები
ვაჟა-ფშაველა ---  საახალწლო ფიქრები
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა… ყოველ მის საქმეს, მოძრაობას და მოქმედებასაც არა აქვს შნო, არა აქვს ლაზათი. იმას არც თავმოყვარეობა აქვს, არც სხვის სიყვარული შეუძლიან, არც საქმისა, აკლია მხნეობა. ეგრეთვე თუ ერი, როგორც კრებული ადამიანთა. საწყალია ის ერი, რომელსაც დაუკარგავ იმედი ხვალინდელი დღისა, საუკეთესო მერმისისა. თამამად ვიტყვი, რაც უნდა დაბეჩავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწყლებული, თუ საუკეთესო მერმისს მოელის და არ გადაუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს: ეგ არის, ჩემი საქმე მორჩომილია, დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება. მომაკვდინებელს გარემოებაში და პირობებში რომ იყოს, პირობებს შესცვლის და გაიმარჯვებს კიდეც. ხომ იცით კერძო ცხოვრებიდან მაგალითები, ექიმის იმედიანს სიტყვას მომაკვდავი სნეული ფეხზე წამოეყენოს. იმედიანმა სიტყვამ იმედი დაუბადა გულში სნეულს და გააცოცხლა. მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ იმედს როცა აძლევს ექიმი, თან წამალსაც შესაფერს აძლევს სნეულს, ისეთს წამალს – მის სნეულებას რომ მოუხდეს და არა შხამს, საწამლავს. შეიძლება სნეული ცალკე აღებული ადამიანი, მარტო იმედით მორჩეს, უწამლოდ, უარარაოდ, ხოლო დასნეულებული, დაავადებული ერი არასოდეს მარტო ცარიელის იმედით არ მორჩება, თუ წამალი არ მიეშველა. მაინც ერი იმედიანად არადროს არც არის, თუ იგი თავის სხეულში არა ჰპოვებს წამალს, არა ჰხედავს ნიშნებს საუკეთესო მერმისისას და მომავლისას.

რაკი მომავლის იმედზე ვამბობთ, ისიც აუცილებლად საჭიროა ითქვას, რომ ერი არასოდეს უიმედობას არ მიეცემა, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება და მომავლის იმედს არ ჰკარგავს. უიმედობა მომავალზე ეს ჩვენი ეგრეთწოდებული ერთგვარი ინტელიგენციის ცუღლუტობაა და სხვა არარა, ეს უსაქმურთა და უკეთურთა საქმეა. იცნობს ამის მთქმელი ერს? იცის მისი სულისა და გულის ვითარება? არაფერი ეს ამ იმედის მომწამვლელთ არ იციან, იმიტომ რომ თვითონ არაფრის გაკეთება, არაფრის უნარი არა აქვთ, არაფერი ცხოვრებისა არ ესმით, ერის ძალ-ღონე აწონილ-გაზომილი არა აქვთ. ან კი რას ვამბობ: ვინც ჯერ თავის თავს არ იცნობს, თავისი ძალ-ღონე არ შეუგნია, იგი ერს როგორ იცნობს, მის ძლიერებას, ან სისუსტეს როგორ შეიგნებს?!.. იქნება მკითხველი გაგვიწყრეს და სთქვას: "რა დროს იმედებზე ლაპარაკისაა, სხვა რამე თქვი, დალოცვილო, რომ ახალწლის დღესასწაულს შეეფერებოდესო". უსამართლო რისხვაა. ახალ წელს სწორედ ამ საგანზე შაეფერება საუბარი. რადათქო? – მკითხეთ. იმიტომ, მეც მოგახსენებთ, რომ რაც უნდ უფერულ და უიმედო ყოფაში იყოს ადამიანი, ახალწელს მაინც იმედით ეგებება, როგორც კარგი რისამე მომტანს, კარგის მომასწავებელს. უნუგეშოდ, უიმედოდ დახვედრა კი დიდიცოდვაა. თქვენ, მკითხველო, ალბათ არ იცით, რომ ჩვენა გვყვანან "უიმედონი" ინტელიგენტები, რომელთაც სხვა არა რა სწამთ და არცა რას დაიჯერებენ გარდა "კოსმოპოლიტიზმისა". ნაციონალიზმი იმათ არა სწამთ, ნამეტნავად ქართული: ჩვენ ჩვენად არაფერს წარმოვადგენთ, არაფერნი ვართ, თუ სხვა ერს არ შევუერთდით და "ჩვენობა" არ უარვყავითო. პატრიოტები იმათ ფიქრით ვიწრო, მოკლე შეხედულებისანი არიან და იმათ კი "ვრცელი" შეხედულობა აქვთ. ესენი ბალღობა არიან, წვრილფეხობაა, და როგორც მოგეხსენებათ, ბალღს ლულუა უყვარს. დიაღ, ბალღები არიან და სამწუხაროც ეს არის, რაც ახალგაზრდული ძალღონე აქვთ, შეალევენ ჰაერში კოშკების გებას და როცა მოიღლებიან გულითა და გონებით, გატეხილნი, დაუძლურებულნი, მაშინ დაბრუნდებიან "შინა", მაშინ მოიკითხავენ საკუთარს კერას, საკუთარს ბინას, მაგრამ უღონონი, უგულონი რიღას მაქნისანი იქნებიან?!.. სამწუხარო მოვლენაა დიდად!.. ეს ყრმანი შებრალების ღირსნი არიან, ხოლო ისინი, ვინც ამათ ამგვარს საკენკს უყრით, წყეულის და სიძულვილისა.

ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს).
ბეჭდვაელფოსტა
09.01. 2019
თ.თ
ბუმბერაზი, მაგრამ "ბევრი" იწუნებს ვაჟას აზრს და ენას იმ დროშიც და დღესაც.
05.01. 2019
ლლ
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი არწივის ბუდესავითას, საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა.
01.01. 2019
ნანი
რა უბრალო და სადა ენით გადმოსცემს თავის გენიოსურ აზრს ეს დალოცვილი. ღმერთო, ბევრი მოუვლინე საქართველოს ამნაირი გენიოსი ადამიანები.
01.01. 2019
გიო
ვაჟა გენიოსი იყო. როგორ გვაკლია დღეს ასეთი ადამიანები
სხვა სიახლეები
03.08.2023
თბილისის სამხრეთით, ორმოცის ვერსის მანძილზე, სძევს მოზრდილი სოფელი მარაბდა.
08.06.2023
მტრის შემოსევა საქართველოში

სამასი წლის ამბავს მოგითხრობთ. 1609 წელი მოდიოდა, ცხელი ზაფხული იდგა.
07.01.2023
აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი "სჯულის ცნობისა",
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
07.01.2023
I
ღარიბი არი გეგენა,
როგორც ზამთარში მინდორი,
07.01.2023
დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული, ძველი აღთქმა, შეერყა საძირკველი კაცთა ცხოვრებასა,
08.07.2022
(პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში)
11-ს იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა - ღრმად მოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზედ ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი.
14.05.2022
ქალო, ქართველთა სულის დგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
01.01.2022
I
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი, წინაღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი.
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
01.05.2021
"შენც წახდი, მეც წამახდინე, ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ!"
როსტომ ერისთავი მის დროში გამოჩენილი და სახელოვანი კაცი იყო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler