ვაჟა-ფშაველა - ორი ამბავი მეფე ერეკლეზე მთაში დარჩენილი
ვაჟა-ფშაველა - ორი ამბავი მეფე ერეკლეზე მთაში დარჩენილი
"თეკლა-ბიჭი"
მთაში უბირის კაცისაგან ისეთ რასმე გაიგონებთ ჩვენს სახელოვან ისტორიულ მოღვაწეებზე, რომლის მსგავსს ვერც ერთი ისტორიკოს-არხეოლოგი წიგნების და ნივთების ჩხრეკა-ძიებით ვერ აღმოაჩენს. უსწავლელს, უბირს კაცს არავითარი მზამზარეულად შედგენილი აზრი არა აქვს, ამბობს, რაც გაუგონია თავისავე მსგავსის უბირის პირით და ხშირად თითონაც არ ესმის, რას ამბობს. სწორედ ამიტომ არის ძვირფასი და საყურადღებო მისი ნაუბარი. მისი მოთხრობა.

აი, მაგალითად, ავიღოთ თუნდ მეფის ასულს, თეკლა-ბიჭზე, დარჩენილი ზეპირგადმოცემა. თეკლა-ბიჭს ფშაური თქმულება იცნობს "ბოგუნის" სახელით. თქვენც, მკითხველო, ეს მამაცი ქალი გმირის მამისა არ უნდა გყავდეთ უცნობი. თვით სახელოვანმა მამამ ასწავლა "სამამაცონი ზნენი": სწრთვნიდა თოფის სროლაში და ცხენის ჯირითში. მართლაც თეკლა-ბიჭი არც ერთს მოჯირითეს და მსროლელს არ ჩამოუვარდებოდა ჯირითსა და თოფოსნობაში. ადიდებულ, აღვარებულ არაგვში შეაგდებდა ცხენს, ფონს არ ეძებდა და გასცურავდა მეორე ნაპირას. დღეს ამისთანა ქალებს მთაში თუ შეჰხვდებით. ჰხედავთ, უბელო ცხენს შემოჰხტომია ქალი და მიაქროლებს ოღრო-ჩოღრო ადგილებზე უკრძალავად და თან მისი ჩიქილა მიფრიალებს ბაირაღის კალთებივით.

ერთხელ ნასახელარმა, ლაშქრობიდგან დაბრუნებულმა ერეკლემ თავის ლაშქარს ნადიმი გაუმართა. იმისა რა მოგახსენოთ, სუფრაზე ჯარისკაცნი თემ-თემობით ისხდენ თუ არევ-დარევით, – ამაზე თქმულება სდუმს. ხოლო ის ცხადია, რომ მეფემ უბრძანა თეკლა-ბიჭს:

– თეკლა-ბიჭო, წადი, მერიქიფეს დოქი ჩამოართვი და ფშავლებს ღვინო შენის ხელით დაალეინე ყველას სათითაოდ.

ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ფშავლებისადმი ერეკლეს მხრივ მარტო ფშავლების ერთგულებით და იმით, რომ "უნჯნი ყმანი" იყვნენ, არ აიხსნება. აქ სხვა რამ მიზეზიც არის: სახელდობრ ისა, რომ ყრმა ერეკლე ფშავში აღიზარდა და თავის აღმზრდელ ერის სიყვარული განკერძოებით ექმნებოდა.

თეკლა-ბიჭმა იმ წამსვე შეასრულა მამის ბრძანება: დაუწყო მორიგად ჯარისკაცთ თასით ღვინის სმევა.

შეზარხოშებულ ჯარისკაცთ დაავიწყდათ თავისი თავიც და მასპინძელიც; დაიწყეს ფშაურად მღერა. მოაყოლეს კაფიების თქმა. სხვათა შორის, ერთმა მეორეს "შაუმღერა":


ღვინოს გვირიგებს ბოგუნი,

შამეჯინჭრება მე გული.

თეკლა-ბიჭმა ეს ძალიან იწყინა, მერიქიფობას თავი დაანება და მეფეს შესჩივლა: შენმა საქებურმა ფშავლებმა შეურაცხმყვესო… უამბო ყველაფერი. ერეკლეს "პირმა შასცინა".

– ნუთუ ეგა გწყინს? – ჰკითხა მან ღიმილით, – ჩემო თეკლავ, განა ეგ იმედი მაქვს შენი? ნუთუ ეგრე სულმოკლეცა ხარ? ფშავლები არიან. რა ვუყოთ, მაგათი წესი ეგ არის, დამშვიდდი!

თეკლა-ბიჭი დამშვიდდა, ხოლო მერიქიფობა აღარ იკისრა.

ნათქვამია: დრონი მეფობენ და არა მეფენიო. აი დრო, გარემოება და კაცი. ეხლანდელი იუნკერიც არ იკისრებს თავის ტოლ-ამხანაგ იუნკერებს დაუყენოს თავისი ქალი მერიქიფედ, განაღამც თავის ქვეშევრდომ "სალდათებს" და, თუ მსგავსად შეურაცხყვეს, მოითმინოს; ორის გოჯის სიმაღლეზე გაკეთებულ ქანდარიდგან არ იკისრებს დაბლა ჩამოსვლას, განაღამც იალბუზის წვერიდგან პირდაპირ უფსკრულში გადმოხტეს. მაგრამ განა ყველა გმირია?!

დიახ, დიდებულმა გმირმა მეფემ იკისრა მწვერვალიდგან დაბლა ჩამოსვლა და, ვინ იცის, სხვა რამდენს რასმე კისრულობდა (მოიგონეთ, ტოტლებენს რომ დაუჩოქა), მხოლოდ იმ განზრახვით, – ერი გაეერთგულებინა და მით საქვეყნო საქმე კეთილად წარემართა. შეიძლება ეს მაღლიდან დაბლა ჩამოსვლა ბევრჯელ ბევრში ჰვნებდა, მაგრამ რომ ბევრ შემთხვევაში გამოსადეგიც იქნებოდა, ეს უეჭველია.


ხიმიკაურის ხმალი

ასპინძაში, როცა გაშხლართული, თავგაჩეხილი ერეკლის ხმლითა კოხტა-ბელადი სულსა ჰლევდა, მეფეს მაშინ თან ახლდენ შვიდნი ხევსურნი ძაღლიკა ხიმიკაურითურთ. ლეკ-ოსმალოს ჯარი, ნახა-რა უბედურებაში თავის სარდალი, აირია წეროს გუნდივით, როცა მას არწივი დაუტევს. სხვა ჩვენმა ჯარმაც მოუსწრო ამ დროს. ერეკლემ შეუძახა ქართველთა ჯარს: "ხმალი ამ წუნკალებს, ქართველებო!"

გამხნევებული მეფის გამარჯვებით ჩვენი ჯარი დაერია დაწიოკებულ ლეკ-ოსმალთ და დაუწყო თიბვა, როგორც ბალახს. ყველა მხედართა გარჯას ერეკლე თავის თვალითა ჰხედავდა. ყველაზე მეტად მოეწონა იმას ხიმიკაური ძაღლიკას ხმალი და მისი ომი: თითო შემოკვრით კაცს შუაზე სხეპდა. ერეკლე ომის დროს რას ეტყოდა, მაგრამ ომის მეორე დღეს დაიბარა ძაღლიკა თავისთან და სთხოვა ძაღლიკას, შენი ხმალი დამითმე და ფასი, რამდენიც გინდა, მიიღეო.

– ბარევალ ე ხელნ დამჭრენ, ერეკლევ! – უპასუხა ძაღლიკამ.

– აი ჩემ ხმალს მოგცემ, – სთქვა ერეკლემ, – სართი სხვა იქნება.

– ვაი დედას მტრისას, ერეკლევ ბატონიშვილო, ეგ ხო ჩემ მოკვლა იქნების?! მამკალ კიდეც, რაკი ხმალს გამამართომ.

ერეკლემ იცოდა კარგად, ვაჟკაცისათვის კარგი ხმალი მეორე სიცოცხლე იყო, მაგრამ რა ექნა, თითონაც ვაჟკაცი იყო და ხიმიკაურის ხმალიც მეტისმეტად მოეწონა.

საქმემ იარა და იქამდე მივიდა, რომ დაუთმო ძაღლიკამ და მის ნაცვლად მიიღო სხვა ხმალი და ერთი თოფი, რომელიც დღეს ხევსურეთში ინახება ხიმიკაურების ოჯახში; ამ თოფს ხევსურნი "ბატონიაანთეულ თოფს" ეძახიან და ვისაც სურს მისი ნახვა, ამ სახელით შეუძლიან მოიძიოს და ჰნახოს.

ძაღლიკა ხიმიკაურს იმ ვაჟკაცობისა და ერთგულებისათვის, რაც მან ასპინძის ომში გამოიჩინა, მეფე ერეკლემ სიგელით დიდი მამული უბოძა; ის "ნაჩუქრობის ქაღალდი" ამ 7–8 წლის წინათ მე ვნახე ძაღლიკას შვილიშვილის ხელში. სპილენძის კოლოფში შენახული ჰქონოდათ და იქნება დღესაც ისევ ჰქონდეთ; პატრონი დავას აპირობდა და არ ვიცი, საქმე როგორ წაუვიდა. ხოლო ის კარგად ვიცი, რომ დღეს მის პაპისთვის ნაჩუქარ მამულით სხვანი სარგებლობენ, სხვა მფლობელობს.

ალბად გაწყრა ძაღლიკა, "გულს შამოეყარა", რომ ხმალი "წაართვეს" და აღარც ადგილი – მამულ-დედული ინდომა, მეფისაგან ნაჩუქარი.

ამის შემდეგ, როცა კი ერეკლე ლაშქარს დაიბარებდა მთიდგან, ძაღლიკა ხიმიკაურს პირველად მოიკითხავდა, მაგრამ ძაღლიკა სალაშქროდ გამზადებულ ხევსურთა "ახალ-უხლებს" ამას აბარებდა, ხოლო ადგილიდგან აღარ იძვროდა მტერთან საომრად: "უთხარით ერეკლე ბატონიშვილს, ავად არის-თქო ძაღლიკაი…"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
26.07.2024
არაგვის წიაღზე
I
– ძლივს, მადლობა ღმერთსა! დაილოცა ღმერთი, რომ მშვიდობით მოვაღწიეთ. მშვენივრად ვგრძნობ ჩემ თავსა. დავისვენე სულიერალ, დაისვენა სხეულმაც;
04.06.2024
ქართველი თავმომწონეა. აქვს კიდეც უფლება თავმოწონებისათვის, ენა ქართული უგენიალესი ქმნილებაა ენათა შორის.
04.06.2024
ეს მეფური მართვა-კიდევ უნდა დავლოცოთ გენია ქართული სიტყვისა: "მართვა", ანუ დგინება "მართლისა"-ეს მეფური მართვა, საკრალურად მიჩნეული,
04.06.2024
საქართველოს ისტორიაში დიდი თამარ ლეგენდარული ფენომენია უცილოდ – არა იმ აზრით, თითქოს იგი ოცნებით იყო შექმნილი, არამედ იმ ფიქრით, რომ მისი სინამდვილე უმძაფრესი იყო ფრიად.
04.06.2024
ნიკოლოზ მიწიშვილის წერილის "ფიქრები საქართველოზე" – საპასუხოთ

მწარეა ეს სიტყვები:
03.08.2023
თბილისის სამხრეთით, ორმოცის ვერსის მანძილზე, სძევს მოზრდილი სოფელი მარაბდა.
08.06.2023
მტრის შემოსევა საქართველოში

სამასი წლის ამბავს მოგითხრობთ. 1609 წელი მოდიოდა, ცხელი ზაფხული იდგა.
07.01.2023
აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი "სჯულის ცნობისა",
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
07.01.2023
I
ღარიბი არი გეგენა,
როგორც ზამთარში მინდორი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat