იაკობ გოგებაშვილი - თავდადებული მღვდელი თევდორე
იაკობ გოგებაშვილი - თავდადებული მღვდელი თევდორე
მტრის შემოსევა საქართველოში

სამასი წლის ამბავს მოგითხრობთ. 1609 წელი მოდიოდა, ცხელი ზაფხული იდგა. მთელი ჩვენი საქართველო ცხარე მუშაობას მისცემოდა. შიში არსაიდან იყო. არც სპარსეთს და არც ოსმალეთს იმ ჟამად საქართველოსთან სადაო არა ჰქონდათ რა. ამიტომ ქართველები მტრის შემოსევას არსაიდან არ მოელოდნენ და გულდამშვიდებულნი ადგნენ თავის შინაურს საქმეებსა.

უცებ ჯავახეთისა და თრიალეთის მხრივ ქართველობაში საშინელი ჩოჩქოლი შეიქმნა. მცხოვრებლებმა თავი ანებეს ყანებსა, ბაღებსა, ყველა სამუშაოსა და იწყეს ფაციფუცით ურმების შებმა, ცხენების შეკაზმვა და თავისი ქონების გამოზიდვა სახლებიდან. ყველანი ეშურებოდნენ დაბურულის ტყეებისაკენ დასამალავად.

რა იყო მიზეზი ამ დაწიოკებისა? სრულებით მოულოდნელი შემოსევა საქართველოში თათრის ჯარისა სამხრეთის მხრივ.

საიდან გაჩნდა ეს ჯარი ასე მოულოდნელად?

იმ ჟამად სპარსეთსა და ოსმალეთს ომი ჰქონდათ ერთმანეთთან ბაღდადის ქალაქის გამო. ორივე სახელმწიფოს უნდოდა დაეჩემებინა ეს მდიდარი ქალაქი. ოსმალეთის მხარე დაიჭირა ყირიმის ხანმა და ყირიმის ჯარებმა დაამარცხეს სპარსელები და წაართვეს სამუდამოდ ბაღდადი.

ამ გამარჯვების შემდეგ ყირიმის ძლევამოსილმა ჯარმა სწრაფად გამოილაშქრა საქართველოსაკენა.

ამ დროს ჩვენს ქვეყანაში მეფობდა ახალგაზრდა მეფე ლუარსაბი. იმ ჟამად ის იყო საზაფხულოდ გასული სოფელს ცხირეთში, რომელიც იყო სოფელ ახალქალაქის (1) თავსა.

მთის ფერდოები, მშვენიერი გრილი ჰავა, ცივი კამკამა წყაროები, აყრილი ტყეები, კარგი სანადიროები ჰხდიდნენ ამ მაღლობ ადგილს საუცხოვო სამყოფლად ზაფხულში. ყმაწვილი მეფე განცხრომით სტკბებოდა და ფიქრადაც არ მოუვიდოდა, თუ ხიფათი ასე ახლო იყო.

ლუარსაბს თან ახლდნენ ზოგნი დიდებულნი და მათ შორის გიორგი სააკაძე, პირველი ვაჟკაცი მაშინდელის დროისა, სახელოვანი წინამძღოლი ჯარისა, შემდეგ წოდებული დიდმოურავად.

თათრის ჯარმა იცოდა, საზაფხულო ბინა მეფისა და საოცარი სისწრაფით მიეშურებოდა მისკენ. მტერნი მოწადინებულნი იყვნენ, უცებ დასხმოდნენ მეფესა თავსა და შეეპყროთ იგი ტყვედ, მას უკან ადვილად დაეჭირათ სოფლები, ქალაქები და ბატონობა ეწყოთ საქართველოში.

თათრებმა გადმოლახეს თრიალეთი, უწიეს მანგლისსა და რამდენსამე საათის შემდეგ უნდა თავს დასხმოდნენ მეფეს, რომელმაც სრულებით არაფერი იცოდა მტრის მიახლოებისა და არც ჯარი ჰყავდა თავისთანა.

თათრებს შეეძლოთ ადვილად სწეოდნენ გულის წადილსა, რადგანაც ცხირეთსა და მანგლისს შუა მხოლოდ ერთი მთა იყო და სულ ოთხი, ხუთი საათის სავლელი იქნებოდა.

თავდადება თევდორე მღვდლისა

მანგლისიდან ახალქალაქისაკენ რამდენიმე გზა მიდიოდა, მაგრამ ძლიერ ცუდი, ვიწრო, აღმართ-აღმართი, ოღრო-ჩოღრო. თათრებმა არ იცოდნენ, რომელი უფრო მოკლე და ვარგისი გზა იყო და ყოყმანი შეექმნათ.

ამ დროს მანგლისის ახლოს ერთს პატარა სოფელში, რომელსაც სახელად კველთა ერქვა, მათ შეიპყრეს ერთი ქართველი მღვდელი, სახელად თევდორე, რომელიც ამ დროს ეკლესიას ჰკეტავდა. სხვებთან ერთად მას ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, უთუოდ იმიტომ, რომ უნდოდა ეკლესიის განძეულობა კარგად მიემალნა და მტრის ხელიდან გადაერჩინა.

თევდორე მღვდელს შეუტიეს თათრებმა და უბრძანეს: შენ უნდა წინ წაგვიძღვე, სულ მოკლე გზით გვატარო და რაც შეიძლება, ჩქარა მიგვიყვანო მეფის ბინასთანაო. თუ ამას შეგვისრულებ, დიდს საჩუქარს მიიღებ; ხოლო თუ უარზე დადგები, გტანჯავთ, გაწვალებთ, საშინელს სიკვდილს მიგცემთ და შენს სხეულს ყვავსა და ყორანს შევაჭმევთო.

მღვდელი სწორედ ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩავარდა. თუ თათრებს ნებას დაყვებოდა, მეფეს დაატყვევებდნენ, საქართველოს ააოხრებდნენ, სისხლით და ცრემლით აავსებდნენ.

ქვეყნის უბედურებას გააორკეცებდა ის გარემოება, რომ მეფე ჯერედ სულ ყმაწვილი იყო, მეუღლე არა ჰყავდა და მემკვიდრე არ დარჩებოდა. ამის გამო ურჯულონი უფრო მაგრა მოიკიდებდნენ ფეხს საქართველოში და მონობის უღელს დაადგამდნენ ჩვენს ერსა.

თუ თევდორე უარს ეტყოდა, სამშობლოს ვერ გამოიმეტებდა, მას მოელოდა გამოუთქმელი ტანჯვა, წამებით სიკვდილი, ყვავ-ყორნისაგან შეჭმა და დაობლება ცოლ-შვილისა, მესამე გზა ყოვლად შეუძლებელი იყო. ან თავი უნდა შეეწირა ქვეყნისათვის, ან სამშობლო ენაცვლებინა თავისი თავისათვის.

პირველს წამებში მღვდელი ყოყმანობამ შეიპყრო და ვერ გადაეჭრა, რომელს გზას დასდგომოდა. ამ ყოყმანობის დროს მას საცოდავი, შესაბრალისი სახე ჰქონდა, მაგრამ უცებ იგი წელში გასწორდა, სახე გაუნათდა, მამაცური გამომეტყველებით აევსო. აშკარად ეტყობოდა, რომ გმირულ გადაწყვეტილებას დაადგა.

თათრებს უთხრა თევდორემ:

- კარგი, მომყევით და სულ მოკლე გზით გატარებთ მეფემდისაო!

თათრებს დიდი სიხარული შეუდგათ და ფიქრობდნენ, რამდენიმე საათის შემდეგ საქართველოს მეფე ხელში გვეყოლება ტყვედაო.

მიდის წინ მღვდელი, მისდევენ მას უკან თათრები. ესენი ხედავენ, რომ სულ დასავლეთისაკენ მიჰყავს მღვდელსა, ცხირეთი კი მანგლისიდან ჩრდილოეთით სძევს. ეჭვი ეპარებათ, მაგრამ თან ფიქრობენ: აი, საცაა, გზა ჩრდილოეთისაკენ გაუხვევსო. ხოლო თევდორე მღვდელი სულ იქით და იქით მიდის და, რაც შეიძლება, სწრაფად, იარეს ასე კარგა ხანს.

ბოლოს თათრები მიხვდნენ, რომ თევდორე მღვდელმა ისინი მოატყუა, გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა.

მაშინ ისინი საშინელი სიბრაზით აივსნენ, გაშმაგებულნი მისცვივდნენ საწყალს თევდორეს და დაუწყეს წამება. აწვალეს, სტანჯეს, ბოლოს მოჰკლეს, დაჩეხეს და გადააგდეს ერთ დიდს ხრამში.

თევდორე მღვდელი ამ საშინელის ტანჯვის დროს მხურვალე გულით ევედრებოდა უფალსა, რათა მას მოწყალე თვალით გადმოეხედნა საქართველოსათვის, მისი სახლობისათვის და ეხსნა იგინი მტერთა ხელისაგან. ლოცვა და იმედი არ გაუცრუვდა, თავდადებამ მისმა ჯეროვანი ნაყოფი გამოიღო.

ბრძოლა ქართველებისა და თათრებისა

თევდორე მღვდელმა ისე დააშორა თათრები ცხირეთსა, რომ მათ იმ დღეს ვეღარ გაიგნეს გზა და ვერ მოასწრეს მთაზე გადასვლა. ამით ისარგებლა ზოგიერთმა გამბედავმა ქართველმა, მოკლე ბილიკებით მოჰკურცხლეს ცხირეთისაკენ და აცნობეს მეფეს ყველაფერი.

გიორგი სააკაძე, როგორც წინამძღოლი ჯარისა, იმავ წამს თადარიგს შეუდგა. აფრინა ცხენოსანნი სოფლებსა და დაბებში და დაუძახა ჯარსა.

მეორე დილა ჯერედ კარგად არ გათენებულიყო, რომ ახლომახლო სოფლებიდან მეფის გარშემო დაიბადა გამოწყობილი ჯარი. მაშინდელს დროში ყოველს ასაკოვანს ქართველს თოფ-იარაღი ჰქონდა, ომის საქმე კარგად იცოდა და დაძახების შემდეგ ფიცხლავ გამოცხადდებოდა ხოლმე საომრად დანიშნულს ადგილსა.

მეორე დილას თათრის ჯარი მაღლა მთებიდან ახალქალაქისაკენ მუქარით და მრისხანებით დაეშვა. მაგრამ ახლა იგი ისე საშიში აღარ იყო. ქართველების ჯარი მხნედ დაუხვდა, თუმცა ჯერ მცირე იყო რიცხვით, მაშინ როდესაც მტერთა რიცხვი ოცდა ათი ათასს აღემატებოდა.

გაჩნდა ბრძოლა. თავდაპირველად ქართველებს ომი მეტად უჭირდათ იმის გამო, რომ ერთს ქართველზე ოცობით მოდიოდნენ თათრები, მაგრამ ჩვენებს წინ უძღოდათ საოცარი მეომარი სააკაძე და ამასთან თანდათან ღონეც მიიცეს, რადგანაც აქეთ-იქით სოფლებიდან გუნდ-გუნდად მოდიოდნენ შეიარაღებული ქართველნი.

თათრებმა პირი დასავლეთისკენ ჰქმნეს, უნდოდათ, სწრაფად მისდგომოდნენ გორსა, გასულიყვნენ ხიდზე, რომელიც იდო მტკვარზე ხიდისთავსა და გორს შუა, აეღოთ გორი, აეკლოთ და დაეჭირათ ამ ქალაქის ციხე, ჩაეყენებინათ შიგ თავისი ჯარი და შემდეგ შესდგომოდნენ მთელი საქართველოს დაპყრობასა.

გიორგი სააკაძე ძლიერ ცდილობდა, როგორმე დაეწინაურებინა ერთი გუნდი ქართველი ჯარი, რომ მას წინ ეყელა თათრებისათვის და გორის ხიდი ჩაეშალა; მაგრამ მტერი აბა ამის ნებას რად მისცემდა? გარნა აქაც ხელი შეუშალა თათრებს მეორე სასულიერო პირმა.

გორი გადაურჩება თათრებსა

თათრების ჯარის შემოსევაზე გორში სრულიად არაფერი იცოდნენ, ისე მოულოდნელი იყო ყველასათვის ეს შემოსევა. ამიტომ გორიდან არხეინად მოდიოდა ცხენით სომხის მღვდელი სააკაშვილი სოფელს დოესში, სადაც ქართველებთან სომხებიც ცხოვრობდნენ და მიწერილნი იყვნენ გორის მრევლზე.

როცა სააკაშვილი ავიდა ზედაველის მაღლობს მინდორზე, საშინელი სანახავი გადაეშალა თვალწინ: თითქმის მთელი ვეებერთელა ვაკე მთებსა და მტკვარს შუა მჭიდროდ იყო დაჭერილი თათრის ჯარითა.

ელდა-ნაცემმა მღვდელმა ფიცხლავ ცხენი უკან გამოაბრუნა, ჰკრა დეზი და გააჭენა უკან გორისაკენ. მიიჭრა ხიდთან, სწრაფად გადმოხტა ცხენიდან და დაიძახა:

- არიქა, მიშველეთ, ხიდი ჩავშალოთ, აგერ მტრის ჯარი მოდისო, და თანაც ხელი მიჰყო ხიდის ჩაფუშვასა. ბედადა, იქვე შეესწრნენ ხიდისთაველი გლეხები. ესენიც მისცვივდნენ ხიდსა და დაუწყეს საჩქაროდ ჩაშლა.

როცა პატარა ხანს უკან თათრები ხიდს მიუახლოვდნენ, ხიდი ჩაფუშული დახვდათ და ძლიერ ცუდს მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. უხიდოდ გორში გასვლა შეუძლებელი იყო, რადგან მტკვარი ადიდებული მოდიოდა;

იქითა ნაპირას საჩქაროდ გროვდებოდა ქართველი გორელი ჯარი, რომელნიც ნებას არ მისცემდა თათრებს ახალი ხიდი გაეკეთებინათ და ისე გასულიყვნენ. უკან, თბილისისაკენ, ვერ დაბრუნდებოდნენ, რადგანაც ზურგთ უკან მათ ედგათ გიორგი სააკაძე თავის ჯარითა და საქმეს უჭირებდა.

რა უნდა ექმნათ? მეტი ღონე არ იყო, საქართველოს დაპყრობაზე ხელი უნდა აეღოთ და თავი როგორმე დაეხწიათ. გადაწყვიტეს, ევლოთ დასავლეთისაკენ, ზემო ქართლის სოფლები დაერბიათ, დავლა ბევრი ეშოვნათ და შემდეგ ბორჯომის ხეობით, რომელზედაც მიდიოდა ახალციხის გზა, სათათრეთში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ ისინი სააკაძესა და ქართველებს არ იცნობდნენ ჯერ კარგადა.

თათრის ჯარის ამოჟლეტა

წინ მიდიოდა თათრის ჯარი, უკანიდან მოსდევდა ფეხდაფეხ ქართველი ჯარი და ჟლეტდა, რაც კი შეეძლო.

თათრები ქარელს ახლო მტკვარში გავიდნენ. მოექცნენ იქითა, მარცხენა ნაპირსა და შეესივნენ ზემოქართლის სოფლებს დასარბევად.

სააკაძემ ამითი მარჯვედ ისარგებლა. მან მტრის დევნას თავი დაანება, თავისი ჯარი სწრაფად, დაუსვენებლივ ატარა მტკვრის მარჯვენა ნაპირსა და, როცა ასცდა ტაშის კარსა, საიდანაც იწყება ბორჯომის ხეობა, ერთბაშად ცურვით გავიდა მთელი თავისი ჯარით მტკვარში, უყელა წინ თათრებსა და გადაეღობა გზაზე.

აი თათრის ჯარი, დავლით დატვირთული, ბორჯომის ხეობაში შევიდა. მაგრამ ვაი ამ შესვლას. სწორედ იმ დროს ზემო-ქართლის ერისთავები თავისი ჯარებით მტერს უკანიდან მიადგნენ.

თათრები ისე მოემწყვდნენ, როგორც ჩიტი გალიაში. წინ-უკანიდან ქართველი ჯარი ედგათ, დასავლეთით იყვნენ აყუდებულნი მაღალნი გაუვალნი მთები, აღმოსავლეთით მოჰქუხდა ადიდებული მტკვარი.

დაიწყო ბრძოლა. თათრები სასოწარკვეთილებით იბრძოდნენ, დიდი სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ვერას გახდნენ. ბრძოლა გაგრძელდა მთელს სამს დღესა. სააკაძე იბრძოდა, როგორც ლომი, და დიდი ოსტატობით წინ უძღოდა ჯარსა.

თათრები ერთი ოთხად მეტნი იყვნენ ქართველებზედა, მაგრამ მაინც საშინლად დამარცხდნენ; იმოდენა ჯარი მტრისა თითქმის მთლად ამოიჟლიტა, მცირე ნაწილი ტყვედ ჩაუვარდათ ხელში ქართველებსა. ზოგნი ტყეში შეიმალნენ.

მაგრამ ესენიც ისე იყვნენ შეშინებულნი და თავზარდაცემულნი, რომ ბრძოლის გათავების შემდეგ მეორე-მესამე დღეს ბავშვები და ქალები იჭერდნენ ტყეებში და გამოჰყავდათ. იმოდენა ჯარიდან გადარჩა მხოლოდ თორმეტი კაცი და თავს უშველა, რათა სამშობლოში მიეტანა საზარელი ამბავი.

ასეთი უდიდესი სიკეთე შესძღვნა სამშობლოს თევდორე მღვდელმა თავისი დიდებული ღვაწლით, თავდადებით. ამ სახელოვანს მამულის შვილს რომ თავი არ გამოემეტნა, მეფეც დატყვევებული შეიქმნებოდა, ქვეყანაც აოხრებული; ბევრი დედა, ბევრი მეუღლე, ბევრი და და ძმა ატირდებოდა საქართველოში. თვითონ ეს მღვდელი თავისი ცოლ-შვილით საუკუნოდ წყეულ და შეჩვენებული შეიქმნებოდა ყველასგან და ისეთ სირცხვილში ჩავარდებოდა, რომ სიკვდილი ბევრად სჯობია იმისთანა სიცოცხლესა.

ახლა? ახლა კი მეფე გამარჯვებული შეიქმნა, ქვეყანა გამოხსნილი, მტერი შემუსვრილი და მთელს საქართველოში სიხარული დატრიალდა. დაობლებულს ცოლ-შვილს თავდადებულისას მეფე და ქვეყანა პატრონად და მფარველად აღმოუჩნდნენ და თვითონ თევდორე მღვდელმა მოიპოვა იმისთანა სახელი, რომელიც ქებით, დიდებით და კურთხევით იხსენება ყველა ქართველისაგან, ვიდრე დედამიწის ზურგზე ჩვენი ერი იცოცხლებს.

დიაღ, თევდორე მღვდელმა თავის თავზე აიცხადა დიდებული რუსთველის ლექსი: {"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!"

ნახატის წყარო»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
"თეკლა-ბიჭი"
მთაში უბირის კაცისაგან ისეთ რასმე გაიგონებთ ჩვენს სახელოვან ისტორიულ მოღვაწეებზე, რომლის მსგავსს ვერც ერთი ისტორიკოს-არხეოლოგი წიგნების და ნივთების ჩხრეკა-ძიებით ვერ აღმოაჩენს.
26.07.2024
"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
26.07.2024
არაგვის წიაღზე
I
– ძლივს, მადლობა ღმერთსა! დაილოცა ღმერთი, რომ მშვიდობით მოვაღწიეთ. მშვენივრად ვგრძნობ ჩემ თავსა. დავისვენე სულიერალ, დაისვენა სხეულმაც;
04.06.2024
ქართველი თავმომწონეა. აქვს კიდეც უფლება თავმოწონებისათვის, ენა ქართული უგენიალესი ქმნილებაა ენათა შორის.
04.06.2024
ეს მეფური მართვა-კიდევ უნდა დავლოცოთ გენია ქართული სიტყვისა: "მართვა", ანუ დგინება "მართლისა"-ეს მეფური მართვა, საკრალურად მიჩნეული,
04.06.2024
საქართველოს ისტორიაში დიდი თამარ ლეგენდარული ფენომენია უცილოდ – არა იმ აზრით, თითქოს იგი ოცნებით იყო შექმნილი, არამედ იმ ფიქრით, რომ მისი სინამდვილე უმძაფრესი იყო ფრიად.
04.06.2024
ნიკოლოზ მიწიშვილის წერილის "ფიქრები საქართველოზე" – საპასუხოთ

მწარეა ეს სიტყვები:
03.08.2023
თბილისის სამხრეთით, ორმოცის ვერსის მანძილზე, სძევს მოზრდილი სოფელი მარაბდა.
07.01.2023
აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი "სჯულის ცნობისა",
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
07.01.2023
I
ღარიბი არი გეგენა,
როგორც ზამთარში მინდორი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat