წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
 წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი

ა. ეპოქის ზოგადი ყოფითი თავისებურებები
ბიზანტიამ ყველა მაღალი კულტურის ბედი გაიზიარა. ის შეეხო ადამიანის სულის უმნიშვნელოვანეს მწვავე და ამაღლებულ პრობლემებს. ამ მწვერვალებზე აღმაფრენის, თავის დიდებისა და დაცემის პროცესში, ბიზანტიამ უძველესი სახელმწიფოების ცხოვრებით იცხოვრა. მტანჯავი ისტორიული საკითხები: ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება, ანტიკური კულტურის თემა, ქრისტიანული კულტურის შესაძლებლობების გამოყენება, ეკლესიური კანონიზაციის ტრადიციების ერთგულებასთან ერთად გაბედული ღვთისმეტყველურ- ფილოსოფიური იდეების რეალიზაცია და ა. შ. ეს არის პრობლემები, რომლების წინაშეც ბიზანტიელების ცნობიერება იდგა. და თუ ხელსაყრელი ისტორიული პირობების გამო, კულტურის ცნობილ დარგებში დასავლეთი უფრო სწრაფად დაწინაურდა, ეკლესიის მამების გამოცდილების გათვალისწინებით დოგმატური მოცილეობის პროცესში, როგორც ბერძენ და აღმოსავლელ მამებთან ორგანულ კავშირში, ისე უძველეს ფილოსოფიურ აზროვნებასთან დაკავშირებით ბიზანტიას დასავლეთთან უდავო უპირატესობა ჰქონდა. სწორედ აქედან მომდინარეობს დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა მიმართულებებში, კერძოდ ფილოსოფიურ ტრადიციაში, ბიზანტიური კულტურის დასავლეთზე ზემოქმედების ფაქტი ისტორიკოსისათვის უდავოა, (ნახ. ქვემოთ პრანტლი იოანე იტალისა და პსელას მოღვაწეობის შესახებ).

თავისი წარსულით ბიზანტიის ისტორია გასაოცარია. მის მეხსიერებაში შემორჩენილია არარსებული ბრწყინვალება და ყოფითი ზეიმურობა. ყველა მონაცემით ბიზანტია იყო მსოფლიო იმპერია, რომელიც გარეგნული ძლევამოსილებით, ტერიტორიული ზესახელმწიფოებრიობით და უზარმაზარი შინაგანი ენერგიით ხასიათდებოდა; ბიზანტიას გააჩნდა საკუთარი ეკლესიური ქრისტიანული კულტურა, უნივერსალური მნიშვნელობის კანონიკური ძეგლები, წმინდა მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების ნაშრომები, საუკუნეობრივი ლიტერატურა, და ბოლოს, უძველესი მსოფლიოდან შემორჩენილი, ყველა დროის უდიდესი და უკვდავი სიმდიდრე - ბერძნული ენა.

მაგრამ, ამ სიკეთეებთან ერთად, ყველა სახის უარყოფითი თავისებურების მატარებელიც არის ბიზანტია. სწორედ მის მაგალითზე აშკარავდება უდიდესი სახელმწიფო ორგანიზმების მსგავსება ღვთის საუკეთესო ქმნილებასთან და ამავე დროს, ცოდვის შვილთან - ადამიანთან. როდესაც აკვირდები ბიზანტიის ისტორიულ ბედ-იღბალს არ შეიძლება თვალწინ უდიდესი ისტორიული პიროვნებების ხატი არ წარმოგიდგეს. ადამიანში მომქმედი წინააღმდეგობრიობა, მის ბუნებაში არსებული ყოველგვარი დაპირისპირებულობა: სათნოება და მანკიერება, ღვთისმოსავობა და სულმდაბლობა, აღმაფრენა და დაცემა, - ყველაფერი ეს აშკარად არის გამოხატული ბიზანტიის ისტორიულ პორტრეტზე. სულიერი ცხოვრება ჭიდილი და სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლაა. ისევე, როგორც უნარიანი ნატურა საკუთარ თავს აღავსებს მოულოდნელობებით, ადვილად გადაიქცევა გრძნობათა ღელვისა და ყველაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების თამაშის მსხვერპლად (სხვათა შორის ეს ერთ-ერთი ნიშანია, რაც ნიჭიერ კაცს უუნარო და უფერული ადამიანებისგან განასხვავებს), ბიზანტიაც, როგორც მიმადლებული, თავისთავში ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას ატარებდა და მისი ისტორიული ბედი სიჭრელითა და შუქჩრდილებით იყო აღვსილი.

სულიერ ცხოვრებაში ვერც სათნოებას და ვერც მანკიერებას თავიდანვე გამზადებულად ვერ დაინახავ. შედეგი მხოლოდ შინაგანი ბრძოლის შემდეგ უნდა დადგეს. სულიერი ცხოვრება ისეთი საპირისპირო ძალების და გავლენების ბრძოლას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ადამიანი ან წმინდანად, ან ცოდვილ არსებად ყალიბდება. შესაძლებელია გარეგნულად გამოხატული მიღწეული შედეგები იმდენად ფასეული არ იყოს, რამდენადაც შინაგანი ბრძოლის პროცესი, რაც, როგორც წესი, სხვათათვის უხილავად, ადამიანის იდუმალებით მოცულ გულში მიმდინარეობს. რომაელების ცხოვრება, ისევე, როგორც შუა საუკუნეების ან ძველი აღთქმის ისტორია, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ სულიერ ინტერესებზე იყო კონცენტრირებული, საშუალებას იძლევა მოვლენები ცალკეული პიროვნების სულიერი ბრძოლის პროცესს შევადაროთ. წმინდანების და ფიცისგამტეხთა, ღვაწლმოსილთა და გარყვნილთა, არარაობათა და ნიჭიერთა, როგორც ტახტზე ისე საზოგადოებაში მრავალჯერადი და განკერძოებული ცვალებადობა თავისთავად საინტერესო და ფასეულია. მაგრამ, ისინი მხოლოდ სურვილებს, განწყობებს, ვნებებს და იმ უსაზღვრო შინაგან ბრძოლებს განასახიერებენ, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე ამ ბრწყინვალე და უთავბოლო არსების - ბიზანტიის შინაგან ცხოვრებაში მიმდინარეობდა.

როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, შეუძლებელია სრულიად წმინდანად ან უკიდურესად წყეულად და ცოდვილად მიიჩნიო. პიროვნებაში ამა თუ იმ მხარეს გადახრა ყოველთვის შეიძლება გამოიკვეთოს და ეს, ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელი გამოვლინება იქნება. ასევე აისახა ბიზანტიაზეც ჩვეულებრივი ადამიანური შუქჩრდილები და ამიტომ მისი მოქცევა რაიმე სტილიზებულ ჩარჩოებში თავისთავად გამორიცხულია. ბიზანტიამ იცოდა თავისი დაცემის შესახებ, მაგრამ ამასთან, ბიზანტია ის სახელმწიფო იყო, რომელივ სულიერების უმაღლეს მწვერვალებს ეხებოდა. ბიზანტიას ახასიათებდა ყოველგვარი ადამიანური სისუსტეები, მაგრამ მასშივე ვლინდებოდა განსაკუთრებული სიწმინდეები და დახვეწილი სულიერი კულტურა. არ შეიძლება ბიზანტიაში განხორციელებულ იდეალურ ქრისტიანულ სახელმწიფოს ეძებდე, მაგრამ ამავე დროს არც ის შეიძლება ტერმინში "ბიზანტინიზმი", უკიდურესად დაბალი ზნეობის, ინტრიგების, ღალატისა და სხვა ადამიანური სისუსტეების გამოვლინებას გულისხმობდე. ეს ისევე არასწორია, როგორც "იეზუიტობასა" და "იეზუიტიზმში" მხოლოდ ისეთ უარყოფით გაგებებს ვხედავდეთ, როგორიც არის პირფერობა, ვერაგობა, რელიგიური ოპორტუნიზმი და ვერ ვამჩნევდეთ უზარმაზარ სულიერ ძალას, სიწმინდეს და "იესოს საზოგადოების" კულტურულ მნიშვნელობას.

ბიზანტია - უზარმაზარი ტაძარია. მთელი მისი არსება ლოცვებითა და საიდუმლოთა აღსრულებითაა გაჯერებული. როგორც სასახლეს, ისე კერძო ოჯახებს ეკლესიური ყოფა ასაზრდოებდა. ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი, რომლის გარშემოც მიმდინარეობდა უდიდესი იმპერიის ისტორიული ცხოვრება, სოფიაწმინდის - ღმრთის სიტყვის ტაძარი იყო. მიუხედავად ამისა, ბიზანტიის ისტორიისა და ყოველდღიურობის იდეალიზირების საჭიროება არ არსებობს. ძალიან ბევრია ისეთი უარყოფითი მაგალითი, რომელიც იმპერიის იდეალურ ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ბიზანტიელების წმინდანად გამოცხადების საშუალებას არ მოგვცემს. თუმცა მთავარი ეს არ არის. ეკლესია წმინდად იმის გამო კი არ იწოდება, რომ ყოველი მისი წევრი უპირობოდ წმინდანია. ეკლესია იმიტომ არის წმინდა, რომ მის წევრთაგან ვისაც სიწმინდე სწყურია, შეუძლია ეკლესიის წიაღში განიწმინდოს, ეკლესიური ადამიანებისათვის ეკლესია სიწმინდის წყაროა. ეკლესია, ბერ-მონაზვნობა და სამღვდელოება თავისთავად წმინდანთა საზოგადოებას არ წარმოადგენენ, ესენი მხოლოდ ადამიანები არიან, რომლებიც უწინარესად საკუთარი პიროვნების განწმენდისა და გამოხსნისათვის არიან მოწოდებულნი და ამასაც და თავის მოვალეობასაც, ყოველი მათგანი იმ შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს, რაც ღვთისგან აქვს მიცემული. ეკლესიას, როგორც სულის მადლმოსილებით მოსილ ცხოვრებას, შეუძლია მეტ-ნაკლებად მიიტაცოს და თავისი მფარველობის ქვეშ მოაქციოს ცალკეული ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები, მათი საქმეები, ურთიერთობები, ყოფა, მათი ოჯახები, კულტურა და ა. შ., რაც შეეხება ეკლესიურ სიმრთელეს და ეკლესიურობის "აღსრულებას", ადამიანების ცხოვრებაში სრულად შეღწევა იგულისხმება. ისტორიისათვის ცნობილია მეტ-ნაკლებად იმგვარი მაგალითები, როდესაც ეკლესიურობამ სრულად არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები და ოჯახები, არამედ მთელი საზოგადოებები და ერები მოიცვა. ამ პლანეტაზე ეკლესიურობის სრული იდეალის მიღწევა შეუძლებელია. ეკლესია, ჯერ კიდევ ცათა სასფეველი არ არის, მას მხოლოდ ამ სასუფევლისკენ მიჰყავს ადამიანები. მთელ სახელმწიფოში მიწიერად შესაძლებელი ეკლესიურობის განხორციელების ნათელი მცდელობა სწორედ ბიზანტიის წარსულია.

სახელმწიფო თავის საწყისშივე კულტურის ისეთი იძულებითი და პიროვნულობის შემზღუდველი სფეროა, რომელიც ძნელად ექვემდებარება სულიერ გაბრწყინებას, თუმცა ბიზანტია არასრულფასოვნად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად დაექვემდებარა ეკლესიურობას. ბიზანტიაში იყო ეკლესიური ჩარჩოების სახელმწიფოზე მორგების მცდელობები. ქრისტიანული ისტორიის ცალკეულ მომენტებში, ცალკეული პიროვნებების მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ძალაუფლებას არასოდეს ჰქონია მცდელობა ისე მიახლოვებოდა თეოკრატიას, როგორც ბიზანტია (რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ქართულ აღორძინებას, პიროვნულად კი წმინდა მეფე თამარს (რ. ჩ.)).

ბიზანტიური კულტურის სხვა სფეროებიც, ისევე, როგორც მთელი შუა საუკუნეების ცხოვრება, ეკლესიურ საფუძველზე იყო აგებული და მთავარი იმპულსი ეკლესიის გასხივოსნებული წყაროდან გამომდინარეობდა. რომ არაფერი ვთქვათ ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაზე, არქიტექტურაზე, მხატვრობაზე, მოზაიკაზე, მუსიკაზე, პოეზიაზე, ლიტერატურაზე - ყველაფერი ეს, ქრისტიანული იდეალებით იყო გამსჭვალული და შთაგონების წყაროც წმინდა მამების მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ეკლესიური ტრადიციები იყო.

ხატოვნად რომ წარმოვისახოთ, ბიზანტია მოჩანს, როგორც ოქრომკედით ნაქარგი ფარჩა (სტავრა), ბრწყინვალე მინიატურა, რომელიც ძველი საეკლესიო წიგნის თავფურცელს ამშვენებს, უძველესი ტაძრის კამარაზე გაწყობილი, გამოუთქმელად ლამაზი მოზაიკა და როგორც "დოგმატიკონის" ძველი ღრმა ეკლესიური მელოდია.

ბიზანტიური ცხოვრება და ცხოვრების წესი უჩვეულო და გარკვეული თვალსაზრისით, უნიკალურია. კონსტანტინოპოლი განუმეორებელია; მისი ტოლი და სწორი ქალაქი, ცის ქვეშეთში, არ მოიპოვებოდა. სიმდიდრითა და განცხრომის საგნებით, რაც მასში ინახებოდა, არც ერთ აღმოსავლურ დედაქალაქს არ ჩამოუვარდებოდა. ბუნების მომხიბვლელობით, ფირუზისფერი ცით, ბოსფორისა და მარმარილოს ზღვის წყლებით, ღია მწვანე ფერებით, ქსოვილების მრავალფეროვნებით, ძვირფასი ქვებით და კეთილშობილური ლითონებით, სიმდიდრეებითა და ხელოვნებებით, კონსტანტინოპოლი თავისთავში ყველა ქვეყანას აერთიანებდა. წარმოიდგინეთ, ბრწყინვალე ნათელ სამოსში გამოწყობილი სხვადასხვა კანის ფერის ადამიანები, ეგზოტიკურ სამეფოებსა და მიუწვდომელი ქვეყნების საყანურებში მოწეული დოვლათი, ძვირფასი უცხოური საქონელი, სათუთი გემოვნება და ყველაფერი ყოველგვარი ფუფუნებისათვის, ამ ქალაქში იყო ჩამოტანილი და ყველაფერს დახვეწილი შემფასებელი და მყიდველი ჰყავდა. კულტურის ცალკეულ მიმართულებებში აპოგეამდე მიღწეული სრულყოფილება გარკვეულ გადაგვარებამდე და დეკადანსამდე იყო მისული, ეს კი უზღუდველ კეთილდღეობაზე და განსაკუთრებულ მოთხოვნილებებზე მეტყველებდა. მხოლოდ მრავალ არისტოკრატულ თაობათა რჩევარჩევობის შედეგად იყო შესაძლებელი შექმნილიყო მაღალი კულტურის იქ თავმოყრილი ნიმუშები. მხოლოდ მომხმარებლური და რაზნოჩინური დამოკიდებულების (ცხადია კულტურულ და არა სოციალურ სფეროში) ლიბერალურ-ეგალიტარული (თანასწორობა) პროცესების არარსებობის გამო გახდა შესაძლებელი ნამდვილი ბიზანტიის შთამომავლებს ასეთი კულტურული, სულიერი ფასეულობებისა და დახვეწილი გემოვნების გარემოცვაში ეცხოვრათ.

შემთხვევით არ დაურქმევია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს კონსტანტინოპოლისათვის "სამყაროს თვალი", "აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთგვარი ურთიერთშეთანხმების კვანძი", ფოტიოსის სიტყვებით რომ ვთქვათ: "მეფე ქალაქებს შორის დედოფალი". ხოლო ჩვენმა თანამედროვე ბიზანტიის ისტორიკოსმა ასეთი პერიფრაზი გააკეთა: "კონსტანტინოპოლი შუა საუკუნეების პარიზია".


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat