"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
 "წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1

თავი 10. წმინდა კირილე იერუსალიმელი
(გაგრძელება)

წმინდა კირილე ახალმონათლულთათვის ნათლისღებასთან დაკავშირებულ საიდუმლოებათა შინაარსს ამგვარად განმარტავს: ნათლისღება, როგორც ჩვენი გადარჩენის საშუალება, ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომასთან არის დაკავშირებული; ის, რაც მაცხოვრის მიმართ სინამდვილეში განხორციელდა, ჩვენ მიმართ უმტკივნეულოდ და წამების გარეშე მეორდება: ახალი და არაჩვეულებრივი ამბავია! ვკვდებით, ვსაფლავდებით, ჯვარცმულები და აღმდგრები მხოლოდ ხატებით ვართ, გადარჩენა კი სინამდვილეში ხდება. ჭეშმარიტად ჯვარს ეცვა ქრისტე, ნამდვილად დაიკრძალა და რეალურად აღსდგა; შემდეგ ყველაფერი ჩვენ გვიწყალობა და ძალა მოგვანიჭა, მისი ვნებების მონაწილენი ხატებით გავმხდარიყავით, ხოლო სიკვდილიდან გამოხსნილნი, სინამდვილეში ვყოფილიყავით. შეხედეთ, რამდენად განუზომელია მაცხოვრის კაცთმოყვარება! ქრისტემ განიცადა ტანჯვა, მისი წმინდა ხელები და ტერფები დაიმსჭვალა, მე კი ყოველგვარი ტანჯვის მხოლოდ ხატებით გამზიარებელი სიკვდილისგან უმტკივნეულოდა ვარ გამოხსნილი.
("ახალმონათლულთა მიმართ" 2,5)

როგორც ყველა ბერძენი მამა, ნათლისღებას წმინდა კირილეც გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე მხოლოდ ცოდვებისაგან გათავისუფლებაა. საკუთარი სიკვდილით - სიკვდილის ბატონობის დამხობითა და აღდგომით ("სიკვდილით სიკვდილით დამთრგუნველი"), ქრისტემ ადამის მოდგმა სიკვდილის უკანონო ტყვეობიდან გამოიხსნა. ნათლისღების პროცესში, ჩვენ ქრისტეს ვნებების მონაწილენი ხატებით ვხდებით და განახლებულები, სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნილ ბუნებას ვეზიარებით:

არავის ეგონოს, რომ ნათლისღებით მხოლოდ ცოდვების მონანიება ხდება... ეს იგივეა, რაც იოანეს ნათლობა იყო, რომელიც მხოლოდ ცოდვებისგან ათავისუფლებდა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ნათლისღება, როგორც ცოდვების ტყვეობიდან გვათავისუფლებს, ისევე სულიწმიდის ნიჭს გადმოგვცემს; ასე ხდება მათში, ვინც ქრისტეს ვნებებს გულწრფელად იღებს. ამიტომ ბრძანებდა მოციქული პავლე: "არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა" (რომ. 6:3-4)... აქედან ნათელი ხდება, რომ ყველაფერი, რაც ქრისტემ ჩვენთვის და ჩვენი გამოხსნისათვის განიცადა, სინამდვილეში მოხდა და არა წარმოდგენაში; ჩვენ კი მისი ვნებების მოზიარენი ხატებით, ანუ სიმბოლურად წარმოდგენაში ვხდებით... ქრისტეს სხეულს სიკვდილი ჭეშმარიტად დაეუფლა, მისი სული ჭეშმარტად გავიდა მისი სხეულიდან და ის ნამდვილად დაიდო საფლავში... მაგრამ ჩვენთვის სიკვდილი და ვნებები მხოლოდ ხატებაა, გამოხსნა კი სინამდვილე და ჭეშმარიტება.
(იქვე, 2. 6-7)

როდესაც მირონცხების შესახებ საუბრობს, წმინდა კირილე ყურადღებას სიტყვა "ცხებასა" (ბერძ. ხრიო: აქედან ქრისტე, რაც "ცხებულს" ნიშნავს) და "ქრისტიანს" შორის კავშირზე ამახვილებს: იყო ქრისტიანი, ნიშნავს იყო ცხებული; რაც თავისთავად ძველი აღთქმის მეფეთა, სასულიერო პირთა და ბოლოს, ქრისტეს თანამოზიარებას გულისხმობს:

"რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალ. 3:27), იქმენით "თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თუისისა" (რომ. 8:29). რადგან უფალმა "წინაწარ გუიჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ." (ეფ. 1:5), "გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანა-ხატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა" (ფილ. 3:21). "რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით" (ებრ. 3:14), სამართლიანად იწოდებით ცხებულებად... ცხებულები ხართ თქვენ, სულიწმიდის გამოსახულებას ზიარებულნი. თქვენ მიმართ ყველაფერი ხატად იმის გამო განხორციელდა, რომ თქვენ თავად ხართ ქრისტეს ხატება, როგორც ქრისტემ - იორდანეს წყლებში განბანილმა - წყლები ღვთაებრიობის სურნელს აზიარა, ამოვიდა წყლიდან და მასზე სულიწმიდა გადმოვიდა (რადგან მსგავსზე მსგავსი იუნჯებს), ასევე თქვენც ემბაზის წმინდა წყლებიდან ამოსულებიც, მირონს იღებთ, რაც იმავე ცხებას გამოხატავს რაც ქრისტეს ცხება იყო. სწორედ ეს არის სულიწმიდა... რადგან ქრისტე არც ადამიანის მიერ, არც ზეთით და არც მირონით არ იქნა ცხებული, არამედ მამამ, წინასწარ განსაზღვრა, რომ ის უნდა ყოფილიყო მთელი ქვეყნის გამომხსნელი, მამამ სცხო მას სულიწმიდით... და ქრისტე ჭეშმარიტად ჯვარს ეცვა, დაეფლა, და აღდგა, თქვენ კი ნათლისღებაში მასთან ერთად ჯვარს ეცვით და დაეფალით, და აღსდექით, ასევეა მირონცხებაში: მან იცხო სულიერი სიხარულის ზეთი, ანუ ის ცხებულ იქნა სულით წმიდით, რომელიც იმის გამო, რომ სულიერი სიხარულის მიზეზია, სიხარულის ზეთად იწოდება, ხოლო თქვენ, ქრისტეს ზიარებულნი, მირონითა ხართ ცხებულნი.
(იქვე, 3. 1-2)

ევქარისტიის ბრწყინვალე განმარტებაში წმინდა კირილე ბრძანებს, წმინდა ძღვენთან ზიარების წინ სულიწმიდას მოვუწოდებთ: შემდეგ ვევედრებით კაცთმოყვარე ღმერთს, იმისათვის, რათა პური ქრისტეს სხეულად, ხოლო ღვინო ქრისტეს სისხლად გარდასახოს - ბოძებულ ძღვენზე სულიწმინდა გარდმოავლინოს. რადგან, რასაც სულიწმიდას მადლი შეეხება ის უდაოდ კურთხეულია და უეჭველად გარდაისახება.
(იქვე, 5.7)

ადრექრისტიანულ პერიოდში ევქარისტიული ლოცვა უეჭველად, ეგრეთ წოდებული, ეპიკლეზათი - ბოძებულ ძღვენზე სულიწმიდის მოწოდებით სრულდებოდა. საბოლოოდ, ეს ლოცვა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებში შემორჩა. შუა საუკუნეების მიწურულს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ლათინურ ეკლესიასთან წმინდა სქოლასტიკური ხასიათის პოლემიკა წამოიჭრა. დასავლეთელი ღვთისმეტყველები ამტკიცებდნენ, რომ წმინდა ძღვენის გარდასახვა მაშინ ხდება, როდესაც იესო ქრისტეს მიერ საიდუმლო სერობაზე წარმოთქმული სიტყვები ითქმება: "მიიღეთ ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა... ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა". მოყვანილი ტექსტი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც მტკიცებულება, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში წმინდა ძღვენის გარდასახვისათვის ხდებოდა სულიწმინდის მოწოდება. ასეთი მოწოდება დღესაც მოქმედებს ჩვენს ლიტურგიაში. მთელი ევქარისტია ლოცვაა, რომელიც იწყება სიტყვებით, "ვმადლობდეთ უფალსა", რასაც სამებითი შინაარსი აქვს, ქრისტეთი მამისადმი სულიწმიდაშია მიმართული და ყველაფერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გარდასახვა ამ ლოცვის რომელიმე კონკრეტულ მომენტში ხდება. შედეგი წმინდა სამების მიმართ მთელი ეკლესიის ერთიანი ლოცვით მიიღწევა და სულიწმიდის მოწოდების გარეშე (და არა მხოლოს პურსა და ღვინოზე, არამედ მთელს ეკლესიაზე) ეს ლოცვა წმინდა სამებრივ ბუნებას დაკარგავდა - არასრული იქნებოდა. იგივეს ამტკიცებს წმინდა კირილე თავის სხვა ქადაგებაში:

ევქარისტიული პური და ღვინო... მოწოდებამდე ჩვეულებრივი პური და ჩვეულებრივი ღვინოა, ხოლო მოწოდების შემდეგ პური ქრისტეს ხორცად და ღვინო - ქრისტეს სისხლად გარდაისახება.
(იქვე, 1,7)

წმინდა კირილეს თხზულებებში ასევე მნიშვნელოვან კომენტარს ვკითხულობთ საუფლო ლოცვაზე. გამორჩეულად საინტერესოა წმინდა კირილეს აზრი პური, ჩვენი არსობისას შესახებ:

ჩვეულებრივი პური არ არის არსობის პური, არსობის პური წმინდა პურია, რომელიც ადამიანის პიროვნული სულის არსს, მთლიანად ცვლის. ეს პური არ გადადის კუჭში და შემდეგ არ ტოვებს ადამიანის სხეულს (მათ. 15:17). პური არსობისა ერთიანად ადამიანის მთელს სხეულს ეძლევა, როგორც ხორცთან, ისე სამშვინველთან საზიარებლად. ხოლო სიტყვა "დღეს" უნდა ვიგულისხმოთ, როგორც "ყოველდღე", როგორც პავლე ბრძანებს: "ნუგეშინის-სცემდით თავთა თუისთა დღითი დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქუან" (ებრ. 3:13).
(იქვე, 5, 15)

"არსობისა" ბერძნულად არის ეპი"უსიოს, ანუ "ზეარსებობის". წმინდა კირილეს მიაჩნია, რომ ეს ის პურია, "რომელიც ადამიანის პიროვნულ სულზე ახდენს ზეგავლენას", ანუ ის პური სხვა არაფერია, თუ არა ევქარისტია.

აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კირილეს მოღვაწეობის ეპოქაში ევქარისტიის დროს ზიარება საზიარებელი კოვზით არ ხდებოდა, მრევლი ხელიდან ეზიარებოდა, ამის შესახებ წმინდა კირილე წერს: საზიარებლად გახსნილი ხელის მტევნებით და გაშლილი თითებით ნუ მიხვალ, მარცხენა ხელის მტევანზე მარჯვენა ხელის მტევანი დაასვენე... და ქრისტეს ხორცი მოდრეკილ თითებში ხელისგულზე მიიღე, წარმოთქვი: ამინ, შემდეგ სიწმინდესთან შეხებით თვალები იკურთხე და ყურადღებით ეზიარე, რათა წმინდა ძღვენისგან არაფერი დაკარგო. რა ნაწილსაც, დაკარგვის გამო, ვერ ეზიარები, ის ნაწილი შენს სხეულს მოაკლდება... მას შემდეგ, რაც ქრისტეს ხორცს მიიღებ, მოხრილი მკლავებით, მოდრეკილი, ღრმა პატივის გრძნობით და ლოცვით: წარმოთქვი ამინ და განწმედილი, ქრისტეს სისხლს ეზიარე. მანამდე, სანამ შენს ტუჩზე ზიარების კვალია შემორჩენილი, ხელით შეეხე და თვალი, შუბლი და გრძნობის სხვა ორგანოები განიწმიდე. შემდეგ დაელოდე ლოცვას, მადლიერება გამოთქვი ღმერთის წინაშე, რომელმაც ამ საიდუმლოში მონაწილეობის ღირსი გაგხადა.
(იქვე, 5. 21-22)

VII საუკუნეში, სიფრთხილის გამო, შემოიღეს საზიარებელი კოვზის გამოყენება. ეკლესიაში დადიოდა უამრავი ხალხი, მათი უმრავლესობა იყო უბირი და ცრუმორწმუნე. ეს ქმნიდა წმინდა ძღვენის ბოროტად გამოყენებისა და მის მიმართ დაუდევრობის გამოვლინების საშიშროებას. გაჩნდა საიდუმლოს მიმდინარეობის პროცესის რამენაირად დაცვის საჭიროება, რათა წმინდა ძღვენი ვინმეს დანიშნულების შეუსაბამოდ არ გამოეყენებინა, ამიტომ ხელით ზიარების პრაქტიკა საზიარებელი კოვზით ზიარებით შეიცვალა.

საერთოდ, ეკლესიაში ხალხის მოზღვავებამ ე. წ. კლერიკალიზაციის, ანუ ერისკაცთაგან სასულიერო პირების გამიჯვნისა და მათთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭების საჭიროება გააჩინა. შესაძლოა ეს ევოლუცია, როგორც წმინდა სამოძღვრო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, არა თუ გარდაუვალი, არამედ საჭიროც კი იყო და ამიტომ, შემდეგ ამას თეორიული დასაბუთებაც გამოუვლინდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ფსევდო-დიონისე (არეოპაგელი), რომლის საეკლესიო იერარქიის შესახებ სწავლებამაც, დაწყებული კლერიკალიზაციის საქმეს მშვენიერი ნიადაგი შეუქმნა. ამ პროცესმა ეკლესია "კლირად" და "ერისკაცებად" დაჰყო, საეკლესიო არქიტექტურაში ცვლილებები შემოიტანა და როგორც ღვთისმოსავობაზე, საეკლესიო ცხოვრების სხვა ასპექტებზე და სწავლებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. უნდა ვიცოდეთ, რომ სასულიერო პირები დღესაც ხელით - ერის კაცებისგან გამოცალკევებულად ეზიარებიან.

შემდეგ: ნაწილი II, თავი I, კაპადოკიური სინთეზი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat