"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
 "იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა
გაგრძელება
სახარებაში ჩამოყალიბებულ სწავლებათა ღვთაებრივ წარმომავლობაზე კიდევ ის მეტყველებს , რომ ამ სწავლებათა მატარებლები, მათი კულტურული დონის მიუხედავად, დაუსაბამო ცოდნას გულით ატარებენ: "აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩუილთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე" (ლუკ. 10:21). მოციქულებს, რომლებიც ჩვილები იყვნენ ადამიანურ სწავლებაში, ქრისტემ უმთავრესი ჭეშმარიტებების რეალური ცოდნა მისცა (შეად. იოან. 17:3).

ვინც შეიცნო მამა, რომელიც ზეცაშია, მასში მარადიული ცოდნაა დაუნჯებული: "გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა" (ლუკ. 10:20).

ქრისტიანულად ცხოვრება შეუძლებელია, ქრისტიანულად მხოლოდ სიკვდილია შესაძლებელი, მაგრამ იმ სიკვდილით, რასაც ამქვეყნიურობისათვის სიკვდილი ჰქვია. ეს კვდომა არც ადვილად და არც უბრალოდ შეიძლება განხორციელდეს. ამის შესახებაა ნათქვამი: "იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას" (მათ. 7:14).

ყველაფერ იმას, რაც ამ დრომდე კაცობრიობას შეუქმნია, სახარება ერთმნიშვნელოვნად აღემატება. როგორ უნდა გათავისუფლდე იმ საშინელი დაავადებისაგან, რომლითაც ადამის მოდგმის მტერმა, ადამიანი თავისი არსებობის საწყისშივე დააზარალა (დაბ. 3: 1-6)? რა გზით შეიძლება ადამიანებს გააგებინო, რომ ის უკიდურესობამდე უჩვეულო ადამიანი, - იესო ქრისტე - ჭეშმარიტად დაუსაბამო ღმერთია, ყოველი არსების შემომქმედია, ის არის, რომელიც მოსეს გამოეცხადა სახელით "მე ვარ"? რომელი ჭკუათმყოფელი შეიძლება მივიდეს იმ უგუნურობამდე და ღმერთად ადამიანი აღიაროს, ის, რომელიც დამნაშავეთა მიერ არის ჯვარცმული?.. მეორე მხრივ, ვერაფერს იზამ. ის, ვინც ქრისტეს ღმერთობას ვერ დაიჯერებს, ვერც ერთი სხვა გზით განღმთობას ვერ ეზიარება. ასეთი ღმერთი შეიძლება - მხოლოდ გულით წმინდა ბავშვებმა ან ისეთმა იწამოს, ვინც თავისი დაცემულობა და არარაობა გააცნობიერა და ინტუიციურად ღმერთი თავისიანად შეიგრძნო. ქრისტე იმათ სწამთ, ვისაც სწამს საკუთარი პიროვნების განღმრთობისა. რწმენა და ურწმუნოება, ზოგადად ადამიანის შესახებ მაღალ ან დაბალ წარმოდგენასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. მორწმუნისათვის იესოს ჯვარცმა, ანუ ის, თუ რისთვის და როგორც იქნა ქრისტე ჯვარცმული, უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა მისი ღმერთობისა. შეხედეთ, როგორ გააცნობიერა ეს მოწმობა ქრისტიანთა ყოფილმა მტერმა პავლემ. "რამეთუ მომავლინა... სახარებად, არა სიბრძნისა სიტყუითა, რაითა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი. რამეთუ სიტყუაი იგი ჯუარისაი წარწყმედულთა მათთუის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა... ძალ ღმრთისა არს. რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაი და მეცნიერებაი იგი მეცნიერთაი შეურაცხ-ვყო... არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაი, რამეთუ ვინაითგან სიბრძნითა მით ღმრთისაითა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თუისითა ღმერთი (მის ქმნილებაში), ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაითა ცხორებაი მორწმუნეთაი მათ. ვინაითგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე. ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე. რამეთუ სულელი იგი ღმრთისაი უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაი უძლიერეს კაცთა არს... ხოლო სიბრძნესა ვიტყვით სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა... არამედ ვიტყუით სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა. არამედ ვიტყუით სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა... ჩუენ ღმერთმან გამოგუიცხადა სულისა მიერ თუისისა... ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაი მოგუიღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან" (1 კორ. 1:17-25; 2:6-12).

ჩვენ ვსულმოკლეობთ, მაგრამ ქრისტე გვეუბნება: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16:33). თუ მან სძლია "სოფელს" (ბერძ. "კოსმოსს"), ეს ნიშნავს, რომ ის, არა მხოლოდ როგორც ღმერთი, არამედ, როგორც ადამიანი, მაგრამ უკვე ზექვეყნიური, ქმნილებაზე მაღლა დადგა. და ყოველი ვისაც სწამს იგი, სინანულში "ცოდვის სჯულზე" გამარჯვებული (შეად. რომ. 7:23), ემსგავსება ქრისტეს და თვითონაც ზექვეყნიური ხდება.

მამაო, "სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ... ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაითა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა" (იოან. 17:8, 24).

ჭვრეტდე ამ დიდებას ნიშნავს - თავად ამავ დიდებაში იყო. იმისათვის, რათა ოდნავ მაინც შეიგრძნო: "ვინ არს ესე?" (მათ. 21:10), მისივე მცნებებში დამკვიდრებით აუცილებლად მასვე უნდა მიემსგავსო. ვინც მთელი რწმენით მას არ გაჰყვა, ვინც ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებით იგი არ შეიყვარა, ვინც მისი სიყვარულის გამო საკუთარი ეგო არ მიატოვა, საკუთარი უგუნურების გამო მის განკითხვას ნუ შეეცდება (შეად. 1 კორ. 2:14). აქ მართალი დუმილი სჯობს, რადგან მასში, ღმერთის ძესა და მამის დიდებაში არაფერია განსაკითხავი. თუ მეცნიერებასა და ხელოვნებაში გენიოსის ან ვირტუოზის შესაფასებლად რამენაირად დარგთან უნდა იყო დაახლოვებული; იგივეს მოითხოვს სულიერების გაგებაც. მაგრამ ვინც გულწრფელად იტყვის, რომ სურს, თავისი ცოდნა უფლის კლდეზე ააშენოს (მათ. 7:24-29), ის ნელ-ნელა უეჭველად გამოიკვლევს "ვინ არს ესე".

უფალმა ბრძანა: "და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების" (მათ. 11:27). ესე იგი საუბარია მათზე, ვისაც თავად ძე ამოირჩევს: "ვერვის ხელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან" (იოან. 6:44). გამოდის მამა თავად უხმობს; "არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოან. 14:6). აქედან ჩანს, რომ მამასთან მხოლოდ ძისგან არის მისასვლელი.

ადამიანი ჭეშმარიტად დიდი საიდუმლოა. არარაობისგან შექმნილი, ის უქმნელ მყოფამდე მაღლდება. ღმერთმა იმდენად შეიყვარა ადამიანი, რომ მასზე უზომოდ და თავდაუზოგავად ზრუნავს. როგორც ღმერთი აღემატება ყველაფერს რაც რეალურად სამყაროშია, ისე სულიწმიდის მადლით განღმრთობილი ადამიანია აღმატებული და ძვირფასი მთელ გალაქტიკებზე. სწორედ ამგვარი თვითშეგნებით ხასიათდება ქრისტიანი და ამის მიღმა კაცი ადამიანად არ აღიქმება - "ღირსად ხუიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით" (ეფ. 4:1).

ჩნდება კითხვა: ამგვარი კადნიერება გადამეტებული სიამაყიდან ხომ არ მომდინარეობს? რა თქმა უნდა, არა, თუ ჩვენ მივყვებით ქრისტეს გზას: "რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ" (იოან. 13:15). ან თუ მივბაძავთ მოციქულებს და ჩვენს მამებს: "მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა" (1 კორ. 11:1).

მათეს სახარების მე-16 თავში ყოველივე ამის შესახებ მთელი სწავლებაა წარმოდგენილი.

იესო "ჰკითხვიდა მოწაფეთა თუისთა და ჰრქუა: რაი თქუან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინასწარმეტყუელთაგანი. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყუი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა. მაშინ (იესომ) ამცნო მოწაფეთა თუისთა რაითა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე. მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თუისთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალეიმდ აღსლვაი და ფრიად ვნებაი მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. და მოუხდა მას პეტრე (რომელსაც ჯერ ჩვენი გამოხსნის გზა ვერ შეეცნო) და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თუისთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თუისი და აღიღენ ჯუარი თუისი და შემომიდეგინ მე. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თუისი განრინებად (გადარჩენა), წარიწყმიდოს იგი (დაღუპავს მას); და რომელმან წარიწყმიდოს სული თუისი ჩემთუის, მან პოოს იგი. რამეთუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თუისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თუისისაი რამეთუ მოსლვად არს ძეი კაცისა? დიდებითა მამისა თუისისაითა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. ამენ გეტყუი თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკუდილისაი, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაი, მომავალი სუფევითა თუისითა" (მათ. 16:13-28).

სახარების ამ მონაკვეთში ჩვენ მოცემული გვაქვს ამომწურავი ცოდნა "იწრო ბჭისა და საჭირველი გზის" შესახებ. როდესაც უამრავმა ხალხმა ქრისტე დიდ წინასწარმეტყველად, ხოლო მოციქულებმა "ძედ ღმრთისა ცხოველისად" მიიჩნიეს, მაშინ მან მომავალი ვნებებისა და სიკვდილის შესახებ "ამცნო მოწაფეთა თუისთა". რაც შეეხება პეტრეს "ადამიანურ" გრძნობებს, უფალმა მკაცრად უპასუხა: "წარვედ ჩემგან" და საკუთარი ჯვრის აღების შესახებ სწავლება გააგრძელა; მივიდა უკიდურეს იდეებამდე, რომლის მიხედვითაც: საკუთარი სულის მარადიული ცხოვრებისათვის, უნდა მოკვდეს ყველაფერი, რასაც მიწიერი სურვილი ჰქვია. ადამიანის პიროვნული სული იმდენად ფასეულია, რომ მიყენებული მცირედი სულიერი "ზიანი" მთელი ამქვეყნიური სიკეთეებითაც ვერ გადაიფარება. თავის ეკლესიას, რომელსაც "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან", იესო მისი ღვთაებრიობის აღმსარებლობაზე აშენებს. ის, რომ უფალი ჭეშმარიტი არ იყოს, მაშინ ვერც ეკლესია და ვერც სხვა ვერავინ, ვერც ამა სოფელს და ვერც ჯოჯოხეთს ვერ დაამარცხებდა.

შემდეგ: კურთხევაა, იცოდე გზა - 4

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat